ATOPIKUM - ატოპიკუმი 30გ მალამო
გამოყენების ინსტრუქცია
ატოპიკუმი
Semadgenloba:
ალოეს წვენი (Extractum aloes) -1,5 გ; G
გვირილის ყვავილი (Matricaria)-1,5გ;
კალენდულას ყვავილი (Flores Calendulae) - 1,5 გ;
კარტოფილის სახამებელი (Potato Starch) - 1,5 გ;
თუთიის ოქსიდი (Zinci Oxsidati)- 1,5 გ;
ვაზელინი -16,5 გ;
ლანოლინი - 6,0 გ.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიალერგიული, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ქსოვილთა ნატურალური რეგენერატორი.
მოქმედების მექანიზმი:
ალოე (Aloe) შეიცავს ანტრაქინონურ გლიკოზიდებს, ალოე-ემოდინს, პოლისაქარიდებს, ალოე-მანანს, ფისოვან ნივთიერებებს და სხვა. ალოე ცნობილია როგორც ბიოლოგიური მასტიმულირებელი. იგი აძლიერებს რეგენერაციის პროცესებს და აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვით ძალებს. ალოე ფართოთ გამოიყენება ანთებითი დაავადებების დროს , როგორც რეგენერაციის პროცესების დამაჩქარებელი.
გვირილის ყვავილი (Flores Matricaria) გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, აძლიერებს რეგენერაციას და ანელებს ალერგიულ პროცესებს. აქვს ანტისეპტიკური, ანტიალერგიული და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. იხმარება დერმატოლოგიაში სხვადასხვა გენეზის დერმატიტების, ეგზემის და დამწვრობის სამკურნალოდ.
კალენდულას (გულყვითელას) ყვავილს (Flores Calendulae) გააჩნია ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი, შემახორცებელი, დამარბილებელი და მზისგან დამცავი თვისებები. კალენდულას ზეთი უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას გარემო ფაქტორებისაგან და რეკომენდებულია ნებიმიერი ტიპის კანის ყოველდღიური მოვლისთვის, განსაკუთრებით ბავშვის ნაზი კანის მოსავლელად. დადებითად მოქმედებს ცხიმიან და პრობლემურ კანზე, რადგან ხელს უწყობს ფორების შევიწროებას და კანქვეშა ცხიმის გამოყოფის შემცირებას. ეფექტურია წყლულების, ნაიარევების, ნაკაწრების, გამონაყრის (მათ შორის ჩირქოვანი), დამწვრობების, ნახეთქების და მრავალი სხვა კანის დაავადებების და დაზიანებების მკურნალობაში.
კარტოფილის სახამებელი (Potato Starch) ხასიათდება დამარბილებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, აქვს შემომგარსველი თვისებები.
თუთიის ოქსიდი (Zinci Oxsidati) ხასიათდება ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული ეფექტით.
ლანოლინი ხასიათდება კანის დამარბილებელი და ანთების შემამსუბუქებელი ეფექტით.
ვაზელინი ხასიათდება კანის დამარბილებელი თვისებებით.
ჩვენება:
გამოყელვა, საფენით გამოწვეული დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი (გნეისი, სებორია, ნაკაწრი, მცირე ჭრილობები), სიცხით გამოწვეული დერმატიტი.
მალამოს ახასიათებს ანტიალერგიული, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, კანის დამცველი, დამამშვიდებელი, დამარბილებელი, ქავილის საწინააღმდეგო თვისებები.
გამოყენების წესი და მეთოდი:
ატოპიკუმი გამოიყენება კანზე წასასმელად. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დაზიანების ნიშნების სრულ გაქრობამდე. მალამოს გამოყენებისას საჭიროა წინასწარ გასუფთავდეს და გამშრალდეს კანი. ლოკალურად უნდა წავუსვათ მალამო 2 ჯერ დღეში.
მალამოს გამოყენება შეიძლება როგორც დამხმარე სამკურნალო ისე პროფილაქტიკის მიზნით. გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენება პედიატრიაში:
პედიატრიული ასაკის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებაზე შეზღუდვა არ არის.
გამოყენება გერიატრიაში:
გერიატრიულ პაციენტებში გამოყენება შეზღუდული არ არის.
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
არ არსებობს ინფორმაცია თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ატოპიკუმის ინგრედიენტების მიმართ. შეწყვიტეთ ატოპიკუმის გამოყენება შემდგომი სიტუაციებიდან ნებისმიერის დროს და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, თქვენს ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს: სახის, ტუჩების ან პირ-ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას. აღნიშნული მოვლენები არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, თქვენ სავარაუდოდ ალერგიული ხართ ატოპიკუმის მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო დახმარება ან საავადმყოფოსთვის მიმართვა.
თუმცა ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი არის ძალიან იშვიათი. ატოპიკუმის გამოყენებისას სხვა გვერდითი ეფექტები აღწერილი არ არის. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც აქ აღწერილი არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს ატოპიკუმის გამოყენება დასაშვებია.
განსაკუთრებული მითითებები:
სინფრთხილით გამოიყენეთ ატოპიკუმი შემდეგ სიტუაციებში: ადგილობრივად გამოყენებულმა ნებისმიერმა პრეპარატმა ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის მგრძნობელობის მომატება. ასეთ დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის დაწყება.
ატოპიკუმი გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად: რადგან პრეპარატი გამოიყენება კანზე, ურთიერთქმედება საკვეთან და სასმელთან მოსალოდნელი არ არის.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება რომ ატოპიკუმის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ატოპიკუმის წასმა: გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
შესაძლო ეფექტები მკურნალობის დამთავრების შემდეგ: ატოპიკუმით მკურნალობის დამთავრების შემდეგ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:
არ არის აღწერილი ატოპიკუმის ეფექტი ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმების გამოყენებაზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
რაიმე ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. თუ თქვენ ატოპიკუმის დანიშვნისას იყენებთ რაიმე მედიკამენტს (რეცეპტით თუ ურეცპტოდ გასაცემს), გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება:
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შეფუთვა:
30 გრ. მალამო პოლიეთილენის ფლაკონში
შენახვის პირობები:
მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის +15˚C-დან + 25˚C ტემპერატურაზე
ვარგისიანობა:
ვარგისია 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III- გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.
მწარმოებელი:
სს „თბილქიმფარმი“, „მედიმედის“ დაკვეთით
ს. წულაძის ქ. N34, თბილისი, საქართველო.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account