Ftorocort - ფტოროკორტი მალამო 15.0
ჩვენება: ფტოროკორტი წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფტოროკორტი წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
ტრიამცინოლონი განიცდის სუსტ რეზორბციას გარეგანი გამოყენებისას და არ ავლენს მნიშვნელოვან სისტემურ ეფექტს.
ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული ეკზემა ლოკალიზაციის მიუხედავად;
ანოგენიტალური ქავილი;
ნეიროდერმიტი;
კონტაქტური დერმატიტი ეტიოლოგიის მიუხედავად;
ჩვეულებრივი პემფიგუსი;
დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა;
წითელი მგლურა;
წითელი ბრტყელი ლიქენი;
ჩვეულებრივი ფსორიაზი;
ვარდისფერი ფსორიაზი;
მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ: მზით გამოწვეული დამწვრობა, ურტიკარია, მწერების ნაკბენი, წითელი ბალანოვანი ფსორიაზი, რგოლისებრი გრანულომა, ექსფოლიატიური ერითროდერმია (რიტერის დაავადება), ლეინერის დაავადება, გარე ყურის ანთება, ბალანიტი, რადიოდერმატიტი.
მიღების წესები და დოზები
მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე ყოველდღიურად 2-3 ჯერ დღეში (არაუმეტეს 15გ-სა დღეში), ან კიდევ პრეპარატს იყენებენ ოკლუზიური საფენის სახით (არაუმეტეს 10გ-სა დღეში).
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას დაზიანებული კანის დიდ უბანზე, მას ახასიათებს შეწოვა და გააჩნია ზოგადი მოქმედება. პათოგენური აგენტები, რომლებიც იწვევენ დაჩირქებას, ადვილად გაივლიან ეპიდერმულ შრეს. შეიძლება განვითარდეს პროცესები, გამოწვეული ბლასტომიცეტებით. საფენის ქვეშ იშვიათად ვითარდება ჰემორაგიები. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ატროფია.
გამოყენების თავისებურება:
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება სახის არეში სახიფათოა. მისი დანიშვნა ბავშვებში შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ოფთალმოლოგიაში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
ოფთალმოლოგიაში მისი გამოყენება;
ვირუსული ინფექცია;
მიკოზი;
კანის ტუბერკულოზი;
კანის ათაშანგური ცვლილებები;
ჩუტყვავილა
ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მონაცემები არ მოიპოვება.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 2 წელი
არაუმეტეს 15°C, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.
რეგისტრაციის # და თარიღი
R 000700 03.11.05
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account