Voltaren - ვოლტარენი ემულგელი 1% 50გ

განსაკუთრებული ფასი 13,68 ლ რეგულარული ფასი 22,80 ლ
მარაგშია
SKU
3030_2857

ჩვენება: კუნთების და სახსრების დაზიანებები, ტენდინიტი, მუხლის სახსრებისა და ხელის თითების სახსრების მსუბუქი ხარისხის ართროზი.

შემადგენლობა

ვოლტარენი ემულგელის ერთი გრამი შეიცავს 11.6 მგ დიკლოფენაკის დიეტილამინს, რაც შეესაბამება 10 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს.

სამკურნალო ფორმა

გარეგანი გამოყენების გელი 1%

რბილი, ერთგვაროვანი, კრემის მსგავსი გელი, თეთრიდან მოყვითალო ფერამდე.

თერაპიული ჩვენებები

გარეგანი გამოყენების გელი სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს. გარეგანი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი.

პრეპარატი ვოლტარენ ემულგელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დიკლოფენაკს, რომელიც ეკუთვნის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს (ასაპ). პრეპარატი სპეციალურად შემუშავდა კანში შესაზელად.  აქტიური ნივთიერება მოქმედებს ქსოვილების ღრმა ანთებაზე.

პრეპარატი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთებისა და შეშუპების შესამცირებლად  ტკივილით მიმდინარე მდგომარეობების დროს, რომლებიც მოქმედებს სახსრებსა და კუნთებზე.

მკურნალობის მიზნით შესაძლებელია გამოყენება შემდეგი ჩვენებებით:

კუნთების და სახსრების დაზიანებები (მაგ., მყესების გაგლეჯა, დაჭიმულობა, დაზიანება, ხერხემლის ტკივილი და სპორტული ტრავმები);

ტენდინიტი (მაგ., „ჩოგბურთელის იდაყვი“);

მუხლის სახსრებისა და ხელის თითების სახსრების მსუბუქი ხარისხის ართროზი.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში.

დოზირება და გამოყენების წესი

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:

ვოლტარენი ემულგელი დაიტანეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე  3-ჯერ ან 4-ჯერ დღეში და ნაზად შეიზილეთ კანში. მტკივნეული მიდამოს ზომის მიხედვით, 2-4 გ პრეპარატი, რომელიც მოცულობით შეესაბამება ალუბლის ან კაკლის ზომას და საკმარისია 400-800 სმ2 სხეულის ზედაპირის ფართობის დასამუშავებლად. აპლიკაციის შემდეგ, დაიბანეთ ხელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი მკურნალობის ადგილს წარმოადგენენ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

უფრო ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება რეკომენდებული იყოს ექიმის მიერ.

პრეპარატის გამოყენების 7 დღის შემდეგ, თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება ტკივილის ან შეშუპების მხრივ, უნდა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ (იხ. ნაწილი 6.1, დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე, მათ შორის, იბუპროფენი ან აცეტილსალიცილის მჟავა (ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად). თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ „ასპირინის“ ასთმის შეტევა: ბუშტუკები ან ჭინჭრის მსგავსი გამონაყარი კანზე; სახის ან ენის შეშუპება; სურდო.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

არ გამოიყენოთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეეხება თქვენ.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ: ჭრილობა, ღია ჭრილობები, გამონაყარი ან ეგზემა. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ ვითარდება კანის გამონაყარი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კანის დიდ ზედაპირზე ან იმაზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც დადგენილია გამოყენების წესით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამას ექიმი გირჩევთ.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ მიიღოთ პერორალურად. არ გადაყლაპოთ პრეპარატი. გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელი. მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას. თუ ეს მოხდება, კარგად გამოიბანეთ თვალები სუფთა წყლით. დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დაგრჩათ დისკომფორტის შეგრძნება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანდაჟი, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება ისეთი ტრავმების დროს, როგორიცაა ნაღრძობი. არ გამოიყენოთ ჰაერგაუმტარი (პლასტიკის) ნახვევები.

პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს და ბენზილ ბენზოატს, რომლებმაც ზოგიერთ პაციენტში შეიძლება კანის მსუბუქი გაღიზიანება გამოიწვიოს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იყენებთ ან იყენებდით ცოტა ხნის წინ, ურეცეპტო სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის, დაგეგმილი ან სავარაუდო ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს ან გამოიწვიოს გართულებები მშობიარობის დროს.

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

12 წლამდე ასაკის ბავშვები არ უნდა იყენებდნენ ამ პრეპარატს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე

ვოლტარენი ემულგელის კანზე გამოყენებისას არანაირ გავლენა არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მანქანების გამოყენების უნარზე.

არასასურველი ეფექტები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ვოლტარენ ემულგელმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ზოგიერთი გვერდითი რეაქცია, რომელიც იშვიათად ან ძალიან იშვიათად ვითარდება, შეიძლება იყოს მძიმე.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს განვითარებისას, რომლებიც  შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციების ნიშანი, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

გამონაყარი კანზე ბუშტუკებით; ჭინჭრის ციება (შეიძლება დაფიქსირდეს 1-დან 10-მდე ადამიანში 10,000 ადამიანიდან).

ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში (ასთმა). (შეიძლება დაფიქსირდეს 1-ზე ნაკლებ ადამიანში 10 000 ადამიანიდან).

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება (შეიძლება დაფიქსირდეს 1-ზე ნაკლებ ადამიანში 10 000 ადამიანიდან).

სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩვეულებრივ, არ არის მძიმე და თავისით გაივლის (მაგრამ თუ შფოთავთ, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს).

ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება დაფიქსირდეს 1-10 პაციენტში 100 ადამიანიდან).

გამონაყარი კანზე, ქავილი, სიწითლე ან კანის ტკივილი.

ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება დაფიქსირდეს 1-ზე ნაკლებ ადამიანში 10 000 ადამიანიდან).

კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოს მზის მიმართ. მზის დამწვრობის შესაძლო ნიშნებია: ქავილი, შეშუპება და ბუშტუკების წარმოქმნა.

ჭარბი დოზირება

თუ გამოიყენეთ მეტი გელი ვიდრე გჭირდებოდათ, მოიშორეთ ზედმეტი გელი ქსოვილით.

თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა გადაყლაპა გელი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ადგილობრივი გამოყენების არასტეროიდები.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები:

დიკლოფენაკი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული  პრეპარატი (NSAID), გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით. პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა არის დიკლოფენაკის მოქმედების ძირითადი მექანიზმი. ვოლტარენი ემულგელი არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის. ტრავმული ან რევმატიული წარმოშობის ანთების და ტკივილის დროს ვოლტარენი ემულგელი ამსუბუქებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ამცირებს დროს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენამდე. ვოლტარენი ემულგელის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შეიწოვება გამოყენებული დიკლოფენაკის დაახლოებით 6%.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ემულგელისთვის

კარბომერი

მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი

კოკოილი კაპრილოკაპრატი

დიეთილამინი

იზოპროპილის სპირტი

პროპილენგლიკოლი

თხევადი პარაფინი

არომატული კრემი 45

სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაცია შეიძლება განსხვავდებოდეს.

შეუთავსებლობა

არ აღინიშნება.

ვარგისობის ვადა

36 თვე. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არა უმეტეს 30° C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შიგთავსი და კონტეინერის შემცველობა

20 გ, 50 გ და 100 გ დამცავი მემბრანის მქონე ლამინირებულ ტუბში ხრახნიანი თავსახურით (თეთრი ან ცისფერი). თავსახურის გარეთა მხარეს აქვს გასაღები (ჩაღრმავება მორჩით) ტუბის დამცავი მემბრანის გასახსნელად. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს ყუთში.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy