Zalain - ზალაინი 2% 20გ კრემი ტუბში

განსაკუთრებული ფასი 21,52 ლ რეგულარული ფასი 30,74 ლ
მარაგშია
SKU
11187_1086

ჩვენება: ზალაინის კრემი ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია.

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
კრემის 1 გრ შეიცავს 20 მგ სერტაკონაზოლის ნიტრატს.
დამხმარე ნივთიერებები: ეთილენგლიკოლი და პოლიეთილენგლიკოლ პალმიტოსტეარატი, პოლიგლიკოლიზირებული გაჯერებული გლიცერიდები, გლიცერინ იზოსტეარატი, პარაფინის ზეთი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბინატი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: თეთრი რბილი კრემი, უსუნო ან ცხიმის სუსტი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სერტაკონაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლისა და ბენზოთიოფენის წარმოებულს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია Candida სახეობის (C. albicans, C.tropicals, C.spp.) პათოგენური სოკოების, სხვა პათოგენური სოკოების (Pityrosporum orbiculare, Malassezia spp.), და დერმატოფიტების (Trichophyton და Microsporum) მიმართ. თერაპიულ დოზებში გააჩნია ფუნგიციდური და ფუნგისტატური ეფექტები. სერტაკონაზოლი ასევე ეფექტურია კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციების გამომწვევი გრამდადებითი პათოგენური სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების მიმართ.
სერტაკონაზოლის მოქმედების მექანიზმი გულისხმობს, სოკოს უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტის - ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვას, და კონკურენტულ ანტაგონიზმს უჯრედული კედლის სხვა კომპონენტთან – ტრიპტოფანთან, რაც იწვევს დეზორგანიზაციასა და უჯრედული კედლის განვლადობის მომატებას, პათოგენური მიკროორგანიზმის განადგურებას და დესტრუქციას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის დატანების შემდეგ, კანის გარქოვანებულ შრეში სერტაკონაზოლის თერაპიული კონცენტრაცია სწრაფად მიიღწევა (30 წუთის განმავლობაში) და 48 საათზე მეტ ხანს ნარჩუნდება. კანზე დატანების შემდეგ სერტაკონაზოლის სისტემური ეფექტებისა და შეწოვის შესახებ მონაცემები არ არსებობს. 14 დღის განმავლობაში 2%-იანი კრემის გამოყენებისას მზარდი დოზებით, სერტაკონაზოლი სისხლსა და შარდში არ აღინიშნება.

ჩვენებები
ზედაპირული მიკოზები: დერმატოფიტოზები; წვივების, ტერფების და მტევნების მიკოზები; სხეულის მიკოზები; წვერის მიკოზი; კანდიდოზი; ფერადი ლიქენი, სებორეული დერმატიტი.

მიღების წესები და დოზები
კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე თანაბარი თხელი ფენით, რომელიც მოიცავს გარშემო მოთავსებულ დაახლოებით 1 სმ ჯანმრთელი კანს, ყოველდღე ერთხელ ან ორჯერ დღეში (საღამოს ან დილით და საღამოს). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევის ეტიოლოგიასა და ინფექციის ლოკალიზაციაზე. როგორც წესი, დაავადების კლინიკო-ლაბორატორიული განკურნება აღინიშნება 2-4 კვირის განმავლობაში. თუმცა მკურნალობის კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა სრული გამოჯანმრთელების მისაღწევად და რეციდივის თავიდან ასაცილებლად შეადგენს 4 კვირას.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა როგორც ჯანმრთელ კანზე, ასევე დაზიანებულ კანზე დატანებისას. პრეპარატის წასმის ადგილზე შესაძლებელია განვითარდეს სწრაფი შექცევადი ერითემატოზული რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა სერტაკონაზოლის, კრემ ზალაინის სხვა კომპონენტების, ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებულ კველვებში სერტაკონაზოლის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული თვისებები არ აღინიშნებოდა. ორსულებში პრეპარატის უსაფრთხოება სპეციალურად არ იყო შესწავლილი. დიდ დოზებში კრემის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისხლის შრატში სერტაკონაზოლი არ ვლინდება, და ორსულებისა და ახალშობილებისათვის შესაძლო რისკის არსებობა დადგენილი არ არის. ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რიკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება კრემის წასმა სარძევე ჯირკვლებზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენების აუცილებლობისას ექიმთან უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები
ნუ გამოიყენებთ კრემ ზალაინს ოფტალმოლოგიურ პრაქტიკაში.
არ არის რეკომენდებული მჟავე სარეცხი საშუალებების გამოყენება, ვინაიდან მჟავე გარემო ხელს უწყობს კანდიდას ჯგუფის სოკოების გამრავლებას.
ბავშვებში კრემ ზალაინის გამოყენების მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება
გარეგანი გამოყენებისას კრემ ზალაინით ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის შემთხვევით შიგნით მოხვედრისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კრემ ზალაინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშოაბის უნარზე
კრემ ზალაინის გამოყენება ზეგავლენას არ ახდენს ამ უნარზე.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება < 25oC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. პრეპარატს ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy