Perskindol classic spray - პერსკინდოლი კლასიკი სპრეი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 19,79 ლ რეგულარული ფასი 25,30 ლ
მარაგშია
SKU
41368_1288

ჩვენება: კუნთების სპაზმების, წელისა, კისრის და სახსრების ტკივილის, რევმატული ტკივილის, ჩოგბურთელის იდაყვის, ლუმბაგოსა და იშიაზის სიმპტომური მკურნალობა

პერსკინდოლი® კლასიკი
გელი, სითხე, სპრეი

უნდა მოხდეს ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ, ან მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქში ექიმის დანიშნულების გარეშე. მედიკამენტით საუკეთესო სარგებლის მისაღწევად მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით, ან ექიმის, ფარმაცევტის ან აფთიაქარის დანიშნულების შესაბამისად,.
უნდა მოხდეს ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

რას წარმოადგენს პერსკინდოლი კლასიკი და როდის გამოიყენება?
პერსკინდოლი კლასიკი მოწოდებულია თხევადი ფორმით (სითხე, სპრეი) ან გელის სახით და შეიცავს მცენარეულ ეთერზეთებს აქტიური ნივთიერები სახით.
პერსკინდოლი კლასიკი სწრაფად და ნარჩენების გარეშე აღწევს კანში, კანისა და ტანსაცმელის გაცხიმიანების გარეშე.
ეთერზეთებს - აქტიურ ნივთიერებებს, და ლევომენთოლს აქვს გამაგრილებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. გარდა ამისა, ისინი იწვევენ სითბოს სასიამოვნო შეგრძნებას, კუნთების მოდუნებასა და ტკივილის მოხსნას.
პერსკინდოლი კლასიკი გელი შეიცავს ლევომენთოლს, რომელიც აუმჯობესებს ადგილობრივად სისხლის მიმოქცევას.

პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება შემდეგი ჩვენებებით:
- გარეგანი გამოყენების სახით კუნთების სპაზმების, წელისა და კისრის ტკივილის, სახსრების ტკივილის, რევმატული ტკივილის, ჩოგბურთელის იდაყვის (ლატერალური ეპიკონდილიტის), ლუმბაგოსა და იშიაზის სიმპტომური მკურნალობა;
- დაჭიმულობის, ღრძობისა და დაჟეჟილობის მკურნალობა;
- სპორტული აქტივობის დაწყებამდე და სპორტული აქტივობის დროს პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთების სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და მოსადუნებლად, ასევე წვივის კუნთების ტკივილისა და სპაზმების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის;
- სპორტული აქტივობის შემდეგ პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთებისა და სახსრების მოსადუნებლად, გამოსაცოცხლებლად და აღსადგენად.
- შუბლისა და კისრის არეში შეზელვა ხელს უწყობს თავის ტკივილისა და შაკიკის მოხსნას.

როდის არ გამოიყენება პერსკინდოლი კლასიკი?
არ გამოიყენება პატარა ბავშვებში ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში (იხ. შემადგენლობა).

როდისაა საჭირო სიფრთხილის ზომების მიღება პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?
დაუშვებელია ღია ჭრილობებზე გამოყენება. დაუშვებელია ნახვევის ქვეშ გამოყენება და დაუშვებელია კანის დამუშავებულ ადგილებზე პლასტირების, კომპრესების და ა.შ. გამოყენება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული თვალებთან ახლოს. დაუშვებელია ადგილობრივი გამოყენების ორი პრეპარატის ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას გამოყენება.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება:
- რომელიმე სხვა დაავადება
- აქვს ალერგია
- იღებს სხვა მედიკამენტებს, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

შემთხვევით პატარა ბავშვებში დიდ ფართობზე გამოყენებისას ან გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ შვეიცარიის ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (გადაუდებელი სამსახურის ნომერი 145).

პერსკინდოლი კლასიკის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს
არსებული გამოცდილების მიხედვით, არ არსებობს ცნობილი რისკი ბავშვებში ჩვენების მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას. არ ჩატარებულა სისტემური სამეცნიერო კვლევები. სიფრთხილის ზომის სახით, თუ შესაძლებელია, არ არის რეკომენდებული მედიკამენტების გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ან პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან აფთიაქარს რჩევისათვის.

როგორ გამოიყენება პერსკინდოლი კლასიკი?
მოზარდები და ბავშვები 3 წლის ასაკიდან
საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს სხეულის მტკივნეულ ადგილებზე დღეში რამდენჯერმე საკმარისი რაოდენობის პერსკინდოლი კლასიკი გელით, სითხით ან სპრეით შეზელვა. გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს ხელების კარგად დაბანა. გამოყენებულ უნდა იქნას გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზა. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ პერსკინდოლი კლასიკის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან აფთიქართან მიმართვა. პერსკინდოლი კლასიკის ეფექტურობა და უსაფრთხოება პატარა ბავშვებში შესწავლილი არ არის.

რომელი გვერდითი მოვლენები აღინიშნება პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?
პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
არახშირად შეიძლება განვითარდეს კანის ქავილი, სიწითლე ან წვის შეგრძნება.
იშვიათად კანის ეგზემური სახის ცვლილებების, ან ძალიან იშვიათად გამოხატული მგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან აფთიაქართან მიმართვა.

ასევე, რას უნდა მიექცეს ყურადღება?
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).
არ უნდა მოხდეს თვალებთან ახლოს ან ლორწოვან გარსებზე გამოყენება.
პერსკინდოლი არ უნდა იქნას გამოყენებული კომპრესიული ნახვევის ქვეშ. პერსკინდოლი კლასიკი გელი/სითხე/სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ექიმი, ფარმაცევტი ან აფთიაქარი პაციენტს მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.
პერსკინდოლი კლასიკი სპრეი: არ უნდა დაზიანდეს ბალონი. ინახება სიცხისაგან დაცულ ადგილას. არ უნდა მოხდეს გაფრქვევა ღია ალზე ან გახურებლ საგნებზე.

რას შეიცავს პერსკინდოლი კლასიკი?
100 გ გელი, 100 გ სითხე ან 100 გ სპრეი შეიცავს: ლევომენთოლი 1.5 გ; გაულთერიის ეთერზეთი 0.35 გ, ფიჭვის წიწვების ეთერზეთი 1.35 გ, ლიმონის ეთერზეთი 0.1 გ, ფორთოხლის ქერქის ეთერზეთი 0.4 გ, ბერგამოტის ეთერზეთი (ფუროკუმარინის გარეშე) 0.1 გ, როზმარინის ეთერზეთი 0.06 გ, ლავანდის ეთერზეთი 0.02 გ, ტერპინეოლი 0.1 გ, ტერპინილაცეტატი 0.1 გ.

გელი: კონსერვანტები: მეთილ- და პროპილპარაბენი (E218 და E216), ბენზილბენზოატი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.
სითხე: კონსერვანტები: ბენზილბენზოატი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.
სპრეი: კონსერვანტები: ბენზილბენზოატი და სხვა დამხმარე ნივთიერებები.

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:
48009, 42369, 46141 (სვისმედიკი)

სად არის შესაძლებელი პერსკინდოლის შეძენა? რა სახის შეფუთვებია ხელმისაწვდომი?
გაიცემა აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიაში რეცეპტის გარეშე.
პერსკინდოლი კლასიკი გელი: 100 მლ, 200 მლ, 1000 მლ
პერსკინდოლი კლასიკი სითხე: 250 მლ, 2 ხ 500 მლ
პერსკინდოლი კლასიკი სპრეი: 150 მლ.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
VERFORA SA, 1752 Villars-sur-Glâne
ვერფორა სა, 1752 ვილარს-სურ-გლანი

წამლის სააგენტოს მიერ (სვისმედიკი) ინსტრუქციის უკანასკნელი შემოწმების თარიღია 2018 წლის თებერვალი.

მეტი ინფორაცია
Units 1
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy