UZNADZE-MCHEDLISHVILI - უზნაძე-მჭედლიშვილი N1 მალამო 40გ

განსაკუთრებული ფასი 4,00 ლ რეგულარული ფასი 5,55 ლ
მარაგშია
SKU
2942_777
სამკურნალო მალამო გამოიყენება განგრენული იარების , მწვავე ბუასილის , მსუბუქი და მძიმე ხარისხისდამწვრობის , ჰერპეს - ზოსტერის , კბილის ამოღების , სტომატიტის , ყველა ფორმის პარადონტიტის ,სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად , ფურუნკულის , მასტიტის , კოღოსნაკბენის და ყველა სახის ქრონიკულად შეუხორცებელი წყლუულების დროს , რომლებიც ძლიერიტკივილით მიმდინარეობს

წამლის ფორმა :

ყვითელი ფერის მალამო , სუსტი სპეციფიკური სუნით

 

შემადგენლობა :   ( /30 - ზე )

სტრეპტოციდი                    0,03 გ

ანესთეზინი                        0,03 გ

სანთელი ( თეთრი ან ყვითელი )         21,0 გ

მზესუმზირის ზეთი              8,94 გ

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

ახასიათებს ქსოვილების რეგენერაციისა და ეპითელიზაციის მასტიმულირებელი მოქმედება ; გააჩნიატკივილგამაყუჩებელი თვისება .

                               

ჩვენება :

სამკურნალო მალამო გამოიყენება განგრენული იარების , მწვავე ბუასილის , მსუბუქი და მძიმე ხარისხისდამწვრობის , ჰერპეს - ზოსტერის , კბილის ამოღების , სტომატიტის , ყველა ფორმის პარადონტიტის ,სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად , ფურუნკულის , მასტიტის , კოღოსნაკბენის და ყველა სახის ქრონიკულად შეუხორცებელი წყლუულების დროს , რომლებიც ძლიერიტკივილით მიმდინარეობს .

 

უკუჩვენება :

ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ ;

                

მიღების წესი და დოზირება :

სხვადასხვა სახის პათოლოგიურ კერებს სქლად დაედება მალამო , დაიფინება 2-3 ფენა სტერილური მარლადა გადაიხვევა . ნახვევის შეცვლა ხდება დღეგამოშვებით . მკურნალობის კურსი 2-3 კვირა .

 

გვერდითი მოვლენები :

ზოგიერთ განგრენიან ავადმყოფზე მალამოს სისტემატიური გამოყენებისას შეინიშნება იარის ირგვლივუმნიშვნელო მაცერაცია . ასეთ შემთევევაში იარას დაედება აღნიშნული მალამო , ხოლო მის ირგვლივ კანსგადაესმევა ` ქეთევან უზნაძე – მჭედლიშვილი 2~ მალამო .

პირის ღრუდან მალამოს ნარჩენების შემთხვევით გადაყლაპვისას არავითარი უკუჩვენება არ არის .

 

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება :

არ არსებობს მონაცემები

 

ორსულობა და ლაქტაცია :

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში , როდესაცდედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითიმოქმედების რისკს .

 

ჭარბი დოზირება :

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა .

 

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე :

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე .

 

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატისმიღება დაუშვებელია .

 

გამოშვების ფორმა :

  1. 25. 30. 50 გრ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონებში ან ალუმინის ტუბებში , რომელიცმოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

 

ვარგისიანობის ვადა :

2 წელი

 

შენახვის პირობები :

ინახება გრილ , ბავშვებისაგან მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილზე .

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy