Enterosgel- ენტეროსგელი 15გრ 10 პაკეტი
ჩვენებები:სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაცია,დეტოქსიკაციური საშუალების სახით მოზრდილებში და ბავშვებში.
პოლიმეთილსილოქსანის პოლიჰიდრატი
შემადგენლობა:
100გ პრეპარატი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: პოლიმეთილსილოქსანის პოლიჰიდრატი 70გ. დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი 30გ.
გამოყენების ჩვენებები:
დეტოქსიკაციური საშუალების სახით მოზრდილებში და ბავშვებში: სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაცია; ძლიერმოქმედი და შხამიანი ნივთიერებებით, მათ შორის სამკურნალო საშუალებებით და ალკოჰოლით, ალკალოიდებით, მძიმე ლითონების მარილებით ძლიერი მოწამვლა; ნებისმიერი წარმოშობის ნაწლავთა მწვავე ინფექციების (ტოქსიკოინფექცია, სალმონელოზი, დიზენტერია, ინფექციური ეტიოლოგიის დიარეის სინდრომი, დისბაქტერიოზი) დროს კომპლექსური თერაპიის ფარგლებში; გამოხატული ინტოქსიკაციით მიმდინარე ჩირქოვან-სეპტიკური დაავადებების დროს კომპლექსური თერაპიის ფარგლებში; საკვებით ან პრეპარატებით გამოწვეული ალერგია; ჰიპერბილირუბინემია (ვირუსული ჰეპატიტები) და ჰიპერაზოტემია (თირკმელების ქრონიკული უკმარისობა); საშიშ წარმოებაში დასაქმებულ სუბიექტებში ქრონიკული ინტოქსიკაციის პროფილაქტიკის მიზნით (პოლიტროპული მოქმედების მქონე ქიმიური საშუალებებით, ქსენობიოტიკებით, ინკორპორირებული რადიონუკლიდებით, ტყვიის ნაერთებით, ვერცხლისწყლით, დარიშხანით, ნავთობპროდუქტებით, ორგანული გამხსნელებით, აზოტის ჟანგით, ნახშირბადით, ფტორიდებით, მძიმე ლითონების მარილებით ინტოქსიკაცია, რაც უკავშირდება პროფესიულ საქმიანობას).
უკუჩვენებები:
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, ნაწლავების ატონია.
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ენტეროსგელი არ არის უკუნაჩვენები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზები:
ენტეროსგელის პასტა მიიღება შიგნით (პერორალურად), საკვების ან სხვა პრეპარატის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს 1-2 საათიანი ინტერვალით, საჭიროა წყლის მიყოლება. რეკომენდებულია საჭირო რაოდენობის პრეპარატი გაიხსნას ჭიქაში სამმაგი ოდენობის ოთახის ტემპერატურის წყალში ან მიიღება შიგნით ანუ პერორალურად და წყლის მიყოლებით.
დოზა მოზრდილებისათვის: 15გ-22,5გ (1-1,5 სუფრის კოვზი) დღეში 3-ჯერ. დღიური დოზა 45გ-67,5გ.
დოზა 5-14 წლის ბავშვებისათვის: 15გ (1 სუფრის კოვზი) დღეში 3-ჯერ. დღიური დოზა 45გ.
დოზა 5 წლამდე ბავშვებისათვის: 7,5გ (0,5 სუფრის კოვზი) დღეში 3-ჯერ. დღიური დოზა 22,5გ.
ბუნებრივ კვებაზე (ძუძუზე) მყოფ ბავშვებში რეკომენდებულია 2,5გ (0,5 ჩაის კოვზი) პრეპარატი გაიხსნას სამმაგი ოდენობის რძეში ან წყალში, რომელიც მიიღება ყოველი კვების წინ (დღეში 6-ჯერ).
ქრონიკული ინტოქსიკაციის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 22,5გ დოზა დღეში 2-ჯერ 7-10 დღე ყოველ თვე. მწვავე ინტოქსიკაციის დროს პირველი სამი დღის განმავლობაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაორმაგება.
მკურნალობის ხანგრძლივობა ძლიერი მოწამვლის დროს არის 3-5 დღე, ქრონიკული ინტოქსიკაციის და ალერგიული მდგომარეობების შემთხვევაში კი 2-3 კვირა. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა აღინიშნოს ღებინება, ყაბზობა. თირკმელების და-ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს მოსალოდნელია პრეპარატის მიმართ ზიზღის გრძნობა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ენტეროსგელთან ერთად მიღებისას შესაძლოა შემცირდეს სხვა პრეპარატების შეწოვა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღება შესაძლებელია კომპლექსური თერაპიის ფარგლებში სხვა პრეპარატებთან ერთად თუ დაცული იქნება 2 საათიანი ინტერვალი.
გამოშვების ფორმა:
შიგნით (პერორალურად) მისაღები 15გ ათი პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება არანაკლებ 4C და არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეფუთვის გახსნის შემდეგ საჭიროა მისი დაცვა გამოშრობისაგან. დაუშვებელია გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
აღწერილობა: თეთრი მოკრემისფრო შეფერილობის უსუნო ერთგვაროვანი პასტისებრი მასა.
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account