ბიოგაია 5.5გ 7 პაკეტი
ბიოგაია ORS
ფხვნილი ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც გამოიყენება ორალურად რეჰიდრატაციისთვის.
შეიცავს პრობიოტიკს Lactobacillus reuteri Protectis და თუთიას.
შემადგენლობა:გლუკოზა, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, მინიმუმ 109 სიცოცხლისუნარიანი ბაქტერია(Lactobacillus reuteri DSM 17938)თუთიის სულფატი.არ შიცავს გმო-ს.
1 პაკეტის შემადგენლობა:Lactobacillus reuteri DSM 17938 1*109, გლუკოზა 3,75გ. ნატრიუმი 0,35გ(15 მმოლი) ქლორიდი 0,4გ (11 მმოლი)კალიუმი 0,2გ(5 მმოლი) ციტრატი 0,5გ(3 მმოლი) თუთია 1,5მგ(0,02 მმოლი) ოსმიურობა წყალში 220 მოსმ|ლ.
გამოყენება: ბიოგაია ORS რეკომენდირებულია დიარეის და სხვა მდგომარეობების დროს, რომელიც მიმდინარეობს დეჰიდრატაციით(გაუწყლოება). ბიოგაია ORS სწრაფად აბსორბირდება ორგანიზმში და უზრუნველყოფს ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენას. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას და უზრუნველყოფს დაკარგული სითხის და ელექტროლიტების აღდგენას გაუწყლოებისას-ღებინების,დიარეის და ნებისმიერი ტიპის ინტოქსიკაციების დროს(სხეულის ტემპერატურის მომატება, ინფექციური დაავადებები, კვებითი ინტოქსიკაციები).
L.reuteri ლაქტოზას გარდაქმნის რძემჟავად და ძმარმჟავად. ანტიმიკრობული ნივთიერებების ექსკრეციის გზით, რომლებიც გარკვეულწილად დამახასიათებელია მხოლოდ L. reuteri -ისთვის, რეიტროციკლინი და რეუტერინი ამცირებენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
გამოყენების რეკომენდაციები:
გახსენით 1 პაკეტი 250მლ ადუღებულ და გაციებულ წყალში. მნიშვნელოვანია, რომ წყლის რაოდენობა იყოს ზუსტი, რადგან არ მოხდეს მარილების ჭარბი რაოდენობით მოხვედრა ბავშვის ორგანიზმში. კარგად მოურიეთ სრულ გახსნამდე. თუკი ექიმის დანიშნულება არ არის, მიყევით დოზირების შემდეგ რეკომენდაციას:მისი მიღების პირველი ეტაპი შედგება 4-8 საათისგან.
ასაკი წონა 4-8 საათში მისაღები მოცულობა (მლ)
4-6 თვე 6კგ-მდე 200-400
6-12 თვე 6-10კგ 400-700
12 თვე-2წ 10-12კგ 700-900
2-5წ 13-19კგ 1000-1400
6წ ზევით ----- 1500-2000
ბიოგაია ORS-ის დოზირებაა 50-100მლ|კგ-ზე
ღებინებისას მიიღეთ სითხე ხშირად და მცირე მოცულობით. ბავშვებისთვის განსაზღვრეთ დრო და მოცულობა-მიეცით 10-15მლ ყოველ 5-10 წუთში საწვეთურის დახმარებით, ან ჩაის კოვზით.
ბიოგაია ORS-ის დოზირების მეორე ეტაპი გულისხმობს 50-100მლ-ის მიღებას ყოველი დეფეკაციის შემდეგ, მაგრამ არანაკლებ 50მლ|კგ-ზე დღე-ღამეში, სიმპტომების გაქრობამდე.
ბიოგაია ORS-ს აქვს ნეიტრალური გემო ,რაც აადვილებს ბავშვებისთვის მის მიღებას.
უკეთესი გემოსთვის ბიოგაია ORS-ის 250მლ ხსნარს შეიძლება დავამატოთ 0,5ჩ.კ. ხილის წვენი.
ხსნარი ინახება 3 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში 6 საათის განმავლობაში.
უკუჩვენება:მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შეფუთვა:7 პაკეტი,თითოეულში 5,5გ ფხვნილი.
შენახვის პირობები:შეინახეთ მწარმოებლის შეფუთვით 25C ტემპერატურაზე,მშრალ,სინათლისაგან დაცულ,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
Units | 7 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account