Duphalac - დუფალაკი სიროფი 667გ/ლ 200მლ

განსაკუთრებული ფასი 9,90 ლ რეგულარული ფასი 15,25 ლ
მარაგშია
SKU
3362_1564
- ყაბზობა : მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის რეგულირება - განავლის გათხიერება სამედიცინო თვალსაზრისით ( ჰემოროიდული კვანძები , ოპერაციები მსხვილ ნაწლავზე ანალური ხვრელის მიდამოში ) - ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია : ღვიძლის

 

სავაჭრო დასახელება :

დუფალაკი ®

 

საერთაშოირისო არაპატენტირებული დასახელება ( INN ): ლაქტულოზა

 

ქიმიური დასხელება : 4- O - β - D- გალაქტოპირანოზილ - D - ფრუქტოფურანოზა

 

ფორმა : სიროფი

 

შემადგენლობა : 100 მლ სიროფი შეიცავს

აქტიური ნივთიერება : ლაქტულოზა 66,7 გ .

დამხმარე ნივთიერება : გასუფთავებული წყალი 100 მლ - მდე

 

აღწერილობა :

გამჭვირვალე , ბლანტი სითხე უფეროდან ღია - ყვითელ ფერამდე , მოყავისფრო ელფერით .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ათქ კოდი : A06AD11

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ლაქტულოზა იშლება მსხვილი ნაწლავის ფლორით დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავებამდე , რაც იწვევსpH - ის დაქვეითებას და შესაბამისად ოსმოსური წნევის ხარჯზე , ნაწლავების შიგთავსის მოცულობისგაზრდას . აღნიშნული ეფექტები ასტიმულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას და გავლენას ახდენენგანავლის კონსისტენციაზე . ყაბზობა ქრება და აღდგება მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმი .

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიისას ან ღვიძლის პრე ( კომის ) დროს , ეფექტს განაპირობებსაციდოფილური ბაქტერიების გამრავლების ( მაგალითად ლაქტობაქტერიები ) გამო პროტეოლიზურიბაქტერიების დათრგუნვა , მსხვილი ნაწლავის შიგთავსის შემჟავების ხარჯზე ამიაკის იონური ფორმისშებოჭვა , ნაწლავის დაცლა , მსხვილ ნაწლავში pH - ის და ოსმოსური ეფექტის შემცირება , ასევეაზოტშემცველი ტოქსიკური ნივთიერებების შემცირება იმ ბაქტერიების სტიმულაციის გზით , რომლებიცახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის .   

 

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს ახასიათებს დაბალი აბსორბცია , იგი არ შეიწოვება , აღწევს მსხვილ ნაწლავამდე , სადაციშლება ნაწვავური ფლორით . პრეპარატის გამოყენების დროს დოზით 40-75 მლ   იგი მთლიანადმეტაბოლიზდება .; უფრო მაღალი დოზირებისას , ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით .  

 

ჩვენებები

-           ყაბზობა : მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის რეგულირება

-           განავლის გათხიერება სამედიცინო თვალსაზრისით ( ჰემოროიდული კვანძები , ოპერაციებიმსხვილ ნაწლავზე ანალური ხვრელის მიდამოში )

-           ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია : ღვიძლისმიერი კომის ან პრეკომის პროფილაქტიკა

-           ნაწლავთა დისბაქტერიოზი ; სალმონელებით , შიგელებით გამოწვეული ენტერიტი ,სალმონელოზი მტარებლობის ფაზაში , ლპობადი დისპეფსიის სინდრომი ( ადრეული ასაკისბავშვებში მწვავე კვებითი მოწამლვების დროს )

 

უკუჩვენებები

-           გალაქტოზემია

-           ნაწლავების გაუვალობა

-           აქტიურ კომპონენტზე , ფრუქტოზაზე , გალაქტოზაზე ან ლაქტოზაზე მომატებულიმგრძნობელობა .

 

სიფრთხილით

შაქრიანი დიაბეტი

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ლაქტულოზა უსაფრთხოა ორსულებში და მეძუძურ დედებში

 

 

გამოყენების მეთოდები და დოზები L

პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად .

 

1 ყაბზობის მკურნალობისას :

ასაკი                      საწყისი დოზა               შემანარჩუნებელი დოზა

მოზრდილები                  15-45 მლ                 10-25 მლ

ბავშვები 7-14 წელი             15 მლ                    10 მლ

ბავშვები 3-6 წელი        5-10 მლ                  5-10 მლ

ბავშვები 3 წლამდე             5 მლ                    5 მლ

 

ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე როგორც წესი დოზა შეიძლება შემცირდეს მიღებიდან ორიდღის შემდეგ . პრეპარატის გამოყენება უმჯობესია დღეში   ერთხელ , დილით ჭამის დროს . კლინიკურიეფექტი რამდენიმე დღეში ვითარდება . ეს ლაქტულოზას მოქმედებისათვის დამახასიათებელია . დოზასზრდიან იმ შემთხვევაში , თუ პრეპარატის მიღების რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობისგაუმჯობესება არ აღინიშნება .

 

  1. განავალის გასათხიერებლად :

ინიშნება ისეთივე დოზები როგორც ყაბზობისას

 

  1. ღვიძლისმიერი კომის და პრეკომის მკურნალობისას :

საწყისი დოზაა 30-50 მლ 3 ჯერ დღეში .

შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე , ისე რომ კუჭის მოქმედებაიყოს მაქსიმუმ დღეში 2-3 ჯერ . განავალის pH უნდა იყოს 5.0-5.5- ის ფარგლებში .

მწვავე შემთხვევებში დუფალაკი ® შეიძლება დაინიშნოს ოყნის სახით , თანაფარდობით 300 მლ დუფალაკი/700 მლ წყალი .

 

გვერდითი მოვლენები

ლაქტულოზას მიღების პირველ დღეებში შესაძლებელია მეტეორიზმის განვითარება . ჩვეულებრივ , ესმოვლენა ორ დღეში ქრება . ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში დადიარეა , რაც საჭიროებს დოზის კორექციას . ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობის დროსხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში , პაციენტს დიარეისშედეგად შეიძლება განუვითარდეს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა .

 

დარღვევევბი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ

მეტეორიზმი , ტკივილი მუცლის არეში , გულისრევა , ღებინება . მაღალი დოზების გამოყენებისას –დიარეა

 

სხვა დარღვევები

ელექტროლიტური დისბალანსი დიარეის ფონზე .

 

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობები არ მოიპოვება . ძალიან მაღალი დოზების გამოყენებისას , შეძლებაადგილი ჰქონდეს მუცლის ტკივილს და დიარეას . ასეთ შემთხვევებში საკმარისია დოზის შემცირება ანპრეპარატის მიღების შეწყვეტა .

 

განსაკუთრებული მითითებანი

ორი დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არ არსებობისას ან მკურნალობის შემდეგ   ყაბზობისგანახლებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

 

პაციენტებმა ლაქტოზას აუტანლობით , მოცემული პრეპარატის გამოყენებისას , უნდა გაითვალისწინონპრეპარატში ლაქტოზას შემცველობა . ( დუფალაკის სიროფის 15 მლ შეიცავს 1,5 გ გალაქტოზას და 0,9 გლაქტოზას )

 

ყაბზობის დროს დანიშნული დოზა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას შაქრიანი დიაბეტითდაავადებულთათვის , ხოლო ღვიძლისმიერი პრე ( კომის ) მკურნალობისას დოზა მნიშვნელოვნადმაღალია , რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის დროს დანიშნვისას .

 

პრეპარატის მომატებული დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას (6 თვეზე მეტ ხანს ) საჭიროა სისხლისპლაზმაში ელექტროლიტების რეგულარული კონტროლი .

 

გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე

დუფალაკის გამოყენებას არ გააჩნია ან ავლენს უმნიშვნელო გავლენას   ავტომობილის და სხვამექანიზმების მართვაზე .

 

გამოშვების ფორმა

სიროფი : 200 მლ , 500 მლ და 1000 მლ პოლიეთილენის ფლაკონებში , იგივე მასალის ხრახნიანითავსახურით . თავსახურავს ზემოდან ჩამოცმული აქვს პლასტიკური ხუფი , რომელიც გამოიყენება საზომჭიქად . ფლაკონზე დაკრულია გამოყენების ინსტრუქცია .

 

ერთჯერადი პაკეტები პოლიეთილენის და ალუმინის ფოლგაში , 15 მლ . 10 პაკეტი მუყაოს კოლოფშიგამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

 

შენახვის პირობები

100 C - დან 250 C - მდე ტემპერატურის პირობებში , სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვისმიუწვდომელ ადგილზე .

 

ვარგისიანობის ვადა

ორიგინალური და დაუზიანებელი შეფუთვის პირობებში 3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy