Ursovef - ურსოვეფი 500მგ 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 113,04 ლ რეგულარული ფასი 159,37 ლ
მარაგშია
SKU
63106_1782
გამოყენების ჩვენებები: გაურთულებელი ნაღვლეკენჭოვანი დაავადება არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები...

 

ურსოვეფი

URSOVEF

 

ურსოვეფი 500 მგ შემოგარსული  ტაბლეტი:

URSOVEF 500 mgFilm Tablet

ორალური მიღებისთვს

აქტიური ნივთიერებები:

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები:

პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრი II თეთრი 85F18422 (პოლივინილის სპირტი, პოლიეთილენის გლიკოლი (მაკროგოლი), ტიტანის დიოქსიდი, ტალკი)

აღწერილობა: თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტია.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:ურსოვეფი აბები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ურსოდეოქსიქოლის მჟავას (UDCA). ურსოდეოქსიქოლის მჟავა მცირე რაოდენობით მოიპოვება ადამიანის ნაღველში.

ურსოვეფი მიეკუთვნება „გასტროინტენსტინალურ“ პრეპარატებს, რომელიც ცნობილია  „ნაღვლის მჟავას პრეპარატების“ სახელწოდებით.

ურსოდეოქსიქოლის მჟავა იწვევს ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას ნაღველში. აქვეითებს ენდოგენური და ეგზოგენური ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებში, ასევე თრგუნავს ქოლესტერინის პროდუქციას ღვიძლში.

ურსოვეფის გავლენით ნაღველში ქოლესტერინის დონის დაქვეითება ამცირებს ქოლესტერინული კენჭების წარმოქმნის ალბათობას ნაღვლის ბუშტში. ამავდროულად, ნაღველში ქოლესტერინისა და ნაღვლის მჟავების შემცველობას შორის თანაფარდობის ცვლილება ხელს უწყობს ქოლესტერინული კენჭების თანდათან დაშლას.

ურსოვეფი ხელს უწყობს  დაავადების პროგრესის შენელებას. ამცირებს I და II კლასის HLA ანტიგენების ექსპრესიას ჰეპატოციტებზე და სანაღვლე გზების ეპითელიუმის უჯრედებზე . ბლოკავს ენდოგენური ტოქსიკური ნაღვლის მჟავების მოქმედებას და ჰეპატოციტებზე პირდაპირ დამცავი მოქმედების განხორციელებით.

გამოყენების ჩვენებები:

გაურთულებელი ნაღვლეკენჭოვანი დაავადება

არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი

მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი

ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები

ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი

ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები

ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი

პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი

კისტოზური ფიბროზი

ღვიძლშიდა ნაღვლის სადინრების თანდაყოლილი ატრეზია

ქოლესტაზი პარენტერულ იკვებისას

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი

ბილიარული დისპეფსიური სინდრომი

ნაღვლგამომტანი გზების დისკინეზიები

პროფილაქტიკის მიზნით- ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ან ციტოსტატიკებით მკურნალობისას

ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი

ქოლესტერინული კენჭების დასაშლელად. ეს კენჭები არ უნდა ისახებოდეს რენტგენზე (რენტგენოგამჭვირვალე) და არ უნდა აღმეტებოდეს 15 მმ დიამეტრს, ამ შემთხვევაში ისინი არ დაიშლება ურსოდეოქსიქოლის მჟავას მეშევეობით. კენჭების არსებობის მიუხედავად ნაღვლის ბუშტს უნდა შეეძლოს ფუნქციონირება.

პირველადი ბილიალური ციროზის სამკურნალოდ, როდესაც ღვიძლში სანაღვლე სადინარების დაზიანება იწვევს ნაღვლის ბუშტის მომატებას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ნაწიბურების განვითარება (ღვიძლის ციროზი). ღვიძლი არ უნდა იყოს იმდენად დაზიანებული, რომ ნორმალურად ვერ ფუნქციონირებდეს.

ურსოვეფისმიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

საკვებთან და/ან სასმელთან ერთად მიღებით გამოწვეული შედეგებიცნობილი არაა.

ორსულობა:

ორსულობის დროს დაუშვებელია ურსოვეფი გამოყენება

ლაქტაცია:

არ გამოიყენოთ ურსოვეფი ლაქტაციის პერიოდში.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა:

ურსოვეფი  არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:

წამლების რეზულტატი შეიძლება შეიცვალოს.

ურსოვეფთან ერთად მიღების დროს შესაძლოა შეიცვალოს შემდეგი პრეპარატების მოქმედება:

ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი (სისხლში ლიპიდებისშემცირება) ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები (ალუმინის ოქსიდი).ამ ინგრედიენტების შემცველი რომელიმე პრეპარატის ურსოვეფთან ერთად მიღების დროს დაიცავით ორ საათიანი შუალედი.

ციპროფლოქსაცინი, საპსონი (ანტიბიოტიკები), ნიტრენდიპინი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) და სხვა პრეპარატები, რომელიც მეტაბოლიზდება იმავე გზით. შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ ექიმმა შეცვალოს ამ პრეპარატების მიღების დოზები.

ჩამოთვლილი პრეპარატების ურსოვეფთან ერთად  მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზულტატის ცვლილება

ციკლოსპირინი (იმუნური სისტემის მოქმედების შემცირება) ციკლოსპირინით მკურნალობის დროს ექიმმა უნდა შეამოწმოს ციკლოსპირინის რაოდენობა თქვენს სისხლში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა შეცვალოს მიღების დოზა.

ურსოვეფის მიღების წესი

ქოლესტერინული კენჭების დასაშლელად:

დოზირება

მიიღეთ დაახლოებით 10 მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე ყოველდღე:

ზოგადად კენჭების დაშლისთვის საჭიროა დაახლოებით 6-24 თვე. თუ 12 თვის განმავლობაში  კენჭების ზომა არ შეიცვალათერაპიული მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ყოველ 6 თვეში ექიმმა უნდა გადაამოწმოს მკურნალობის შედეგი. ყოველი მოდევნო კვლევის  დროს  უნდა შემოწმდეს მოხდა თუ არა კენჭების კალციფიკაცია.დადებითი პასუხის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ტაბლეტები მიიღეთ წყალთან ან სხვა სასმელთან ერთად. არ დაანაწევროთ ან არ დაღეჭოთ აბები. ტაბლეტები მიიღეთ რეგულარულად.

მიღების წესი:

ურსოვეფი მიიღება ორალურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

ურსოვეფის მიღებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, ურსოვეფი მიიღება პაციენტის სხეულის წონისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

ხანდაზმულები:

ურსოვეფის მიღებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ურსოვეფისმიიღება  სხეულის წონისა და კლინიკურ მდგომარეობის მიხედვით.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

ურსოვეფის საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:

ურსოვეფის საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზის მიღება იწვევს დიარეას. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაქვთ დიარეა დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. თუ დიარეა გაქვთ, დარწმუნდით რომ სითხისა და მარილის ბალანსის შესაცვლელად საკმარისი ოდენობით იღებთ წყალს.

ურსოვეფის დოზის გამოტოვება:

დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

მომდევნო ჯერზე არ მიიღოთ დოზაზემეტიტაბლეტი, უბრალოდ გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულების შესაბამისად.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ურსოვეფს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყოველთვის არაღინიშნება.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60 ბლისტერზე

ურსოვეფისშენახვის პირობები:

ურსოვეფი ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვადა მითითებულია კოლოფზე.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25OC.

არ გამოიყენოთ ვარგისიოანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოების მისამართი:

Vefaİlaç San.ve Tic. Ltd. Şti.

Beylikduzu Organize San. BolgesiMah.MermecilerSan.Sitesi 2.Cad. No:3

Beylikduzu/stamboli/ TurqeTi

 

შ.პ.ს ,,ევროფარმა ჯორჯია’’-ს დაკვეთით, თბილისი, საქართველო

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy