Flatin - ფლატინი 30 დრაჟე

განსაკუთრებული ფასი 12,20 ლ რეგულარული ფასი 16,94 ლ
მარაგშია
SKU
53738_798
ჩვენება: - საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს. - საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება, მეტეორიზმი, გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს. - ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან. - საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან, გულძმარვა. - რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.

გამოყენების ინსტრუქცია
ფლატინი
ნაწლავში ხსნადი შემოგარსული დრაჟე
FLATIN
(Enteric coated drajee)


შემადგენლობა:
თითოეული დრაჟე ნაწლავში ხსნადი გარსით შეიცავს:
პანკრეატინი 175 მგ
(ამილაზა 3150 F.I.P.U, ლიპაზა 1050 F.I.P.U, პროტეაზა 210 F.I.P.U)
ჰემიცელულოზა 50 მგ
ხარის ნაღველი 25 მგ
სიმეთიკონი 50 მგ
(აგრეთვე შეიცავს ტიტანის დიოქსიდსა და შაქარს, როგორც შემომგარსველ ნივთიერებას).

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პანკრეატინი წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელიც მიიღება პანკრეასისაგან და გააჩნია პროტეოლიზური, ლიპაზური და ამილაზური აქტივობა.
ლიპაზა, პროტეაზა და ამილაზა შლის ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს. ტაბლეტები შემოგარსულია, რათა დაცული იყოს კუჭის წვენისა და პეპსინის ზემოქმედებისაგან და პრეორალური მიღების შემდეგ ინგრედიენტები გამოთავისუფლდნენ 12-გოჯა ნაწლავში.
ჰემიცელულოზა ახდენს ცელულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეთა უჯრედები. ცელულოზა წარმოადგენს უხსნად პოლისაქარიდს, რომელიც შეიცავს β-D-გლუკოპირაზონის ერთეულებს. იგი არ ჰიდროლიზდება ადამიანის ორგანიზმში, რადგანაც β – კავშირის მაჰიდროლიზებელი ფერმენტი არ მოიპოვება.
ნაღვლის მჟავები და ნაღვლის მარილები (ნაღვლის ექსტრაქტი) სტეროიდული ბირთვისა და გვერდით ჯაჭვებში ჰიდროფილური მჟავა ჯგუფების არსებობის გამო წარმოადგენენ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს. ნაღვლის მარილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცხიმების აბსორბციაში, რაც დაკავშირებულია ფერმენტ ლიპაზას ფააქტიურებასთან და შესაბამისად ცხიმების დაშლასთან. ნაწლავებში ბუნებრივი ცხიმების შეწოვისათვის საჭიროა აგრეთვე გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები, ქოლესტეროლი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A,D,E და K).
სიმეთიკონი არის გააქტივებული დიმეთიკონი, რომელსაც გააჩნია აქაფების საწინააღმდეგო თვისება, რომლის გამო იგი მოქმედებს კუჭსა და ნაწლავებში, ცვლის აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და აერთიანებს მათ. Eს ეფექტი განაპირობებს აირების ბუნებრივ გამოთავისუფლებას.

ჩვენება:
- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება, მეტეორიზმი, გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს.
- ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან.
- საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან, გულძმარვა.
- რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.

უკუჩვენება:
ფლატინი უკუნაჩვენებია პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

გაფრთხილება:
ფლატინი არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გამოხატული დისფუნქცია, ღვიძლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ბილირუბინის მაღალი დონე, ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია და ილეუსი.
პერორალური გამოყენებისას მისი დაღეჭვა აკრძალულია.

გვერდითი მოვლენები:
ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და დიარეა. მოულოდნელი გვერდითი მოვლენებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

დოზირება და მიღების წესი:
თუ ექიმი არ დანიშნავს სხვაგვარად:
1-2 შემოგარსული ტაბლეტი საკვებთან ერთად, პრეპარატის დაღეჭვის გარეშე.
ოპერაციამდე ან რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე 2 დღით ადრე ყოველი კვების შემდეგ გამოიყენება 2 შემოგარსული ტაბლეტი.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:
30-60 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მფლობელი: ბილიმ ფარმასიუტიკალსი
სტამბული/თურქეთი

მწარმოებელი: ბილიმ ფარმასიუტიკალსი
GOSB 41480 გებზე კოჩაელი/თურქეთი

მეტი ინფორაცია
Units 30
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy