FOSFA -G - ფოსფა-G 20 პაკეტი GMP

განსაკუთრებული ფასი 12,59 ლ რეგულარული ფასი 18,18 ლ
მარაგშია
SKU
48332_2521
ჩვენება ანტაციდური ეფექტი და შემამსუბუქებელი მოქმედება შემდეგი დაავადებების დროს: გასტრიტი, გასტროდუოდენალური წყლული, მომატებული მჟავიანობა (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია), გასტროეზოფაგალური რეფლუქსი.

ფოსფა–G სუსპენზია
ალმაგატი 1,5 გ
 შემადგენლობა
ერთი პაკეტი (15 მლ) შეიცავს:
ალმაგატი ......................................................................................... 1,5 გ

 ჩვენება
ანტაციდური ეფექტი და შემამსუბუქებელი მოქმედება შემდეგი დაავადებების დროს: გასტრიტი, გასტროდუოდენალური წყლული, მომატებული მჟავიანობა (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია), გასტროეზოფაგალური რეფლუქსი.

 დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები: პერორალურად, 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში, საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
მძიმე ფორმის გასტრო-დუოდენალური წყლული: 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში, ძილის წინ ან საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
ბავშვები (6-12 წელი): მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი.
დოზის გაზრდა და შემცირება შესაძლებელია ასაკისა და სიმპტომების გამოვლინების შესაბამისად.

 უსაფრთხოების ზომები
1. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც სხვა სამკურნალო საშუალებებს იღებენ.
2. გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემა: შესაძლოა გამოვლინდეს დიარეა ან ყაბზობა.
3. ზოგადი უსაფრთხოების ზომები
1) ზუსტად დაიცავით პრეპარატის დოზირება და მიღების წესები.
2) ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას, საჭიროა მოხდეს მკურნალობის მართვა და მასზე დაკვირვება.
3) თუ მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ არ შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
4. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
1) პრეპარატის ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად დანიშვნამ, შესაძლოა შეამციროს მათი ბიოშეღწევადობა.
2) თანმხლები თერაპიის დროს, პრეპარატის ადსორბციულმა ეფექტმა ან გაზრდილმა პH–მა, შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სხვა პრეპარატის აბსორბციაზე და ექსკრეციაზე.
5. პრეპარატის შენახვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები
1) შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

2) შეინახეთ სინათლისგან დაცულ, შესაძლებლობის შემთხვევაში კი, დაბალი ტენიანობის პირობებში, გრილ ადგილზე.
3) არ ჩადოთ სხვა შეფუთვაში, რათა აცილებულ იქნას პროდუქტის არამიზნობრივი გამოყენება და შენარჩუნებული იყოს პროდუქტის ხარისხი.

 შენახვის პირობები
არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე.

 გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

 ვარგისობის ვადა
პრეპარატის წარმოებიდან 2 წელი.


პრეპარატი წარმოებულია კორეის სათანადო საწარმოო პრაქტიკის მიხედვით (KGMP) ჭHO–ს რეკომენდაციების შესაბამისად და სერტიფიცირებულია კორეის მთავრობის მიერ.


მწარმოებელი:
Daewon Pharm Co., Ltd.
386, Cheonhodaero, Sungdong-gu, Seoul, korea

სავაჭრო ლიცენზიის და რეგისტრაციის მფლობელი:
GM Pharmaceuticals Ltd.,
ფონიჭალა 65, თბილისი, საქართველო,

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy