Helioprazol - ჰელიოპრაზოლი 40მგ 28 ტაბლეტი
ჩვენებები: გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მჟავა კუჭიდან ხვდება საყლაპავში, რაც იწვევს ტკივილს, ანთებას და გულძმარვას.
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ჰელიოპრაზოლი 20 მგ ან 40 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 20 მგ ან 40 მგ ეზომეპრაზოლს (მაგნიუმის დიჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით:
ჰელიოპრაზოლი 20 მგ შეიცავს 3.796 მგ მანიტოლს და 12.394 მგ საქაროზას.
ჰელიოპრაზოლი 40 მგ შეიცავს 7.591 მგ მანიტოლს და 24.788 მგ საქაროზას.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
გასტრო–რეზისტენტული ტაბლეტი
20 მგ: ვარდისფერი, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, საშუალო ზომებით 14.0 მმ x 7.0 მმ.
40 მგ: ვარდისფერი, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, საშუალო ზომებით 17.6 მმ x 8.8 მმ.
4. კლინიკური მონაცემები
4.1. თერაპიული ჩვენებები
მოზრდილები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ)
• ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა
• განკურნებული ეზოფაგიტით დაავადებულ პაციენტთა გრძელვადიანი მართვა რეციდივის თავიდან ასაცილებლად
• გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომური მკურნალობა (GERD)
შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან ერთად კომბინაციაში Helicobacter pylori– ს ერადიკაციისათვის და
• Helicobacter pylori–ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის და
•Helicobacter pylori–ით გამოწვეული პეპტიური წყლულების რეციდივის პროფილაქტიკისთვის
პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ აასს-ით გახანგრძლივებულ თერაპიას
აასს თერაპიასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა, რომელიც ასოცირდება აასს თერაპიასთან რისკის ჯგუფის პაციენტებში.
ი.ვ-ის შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობა პეპტიური წყლულებიდან განმეორებითი სისხლდენის პროფილაქტიკისთვის.
ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკურნალობა
მოზარდები 12 წლის ასაკიდან
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ)
- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა
- განკურნებული ეზოფაგიტით დაავადებულ პაციენტთა გრძელვადიანი მართვა რეციდივის
თავიდან ასაცილებლად
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდ) სიმპტომური მკურნალობა
ანტიბიოტიკებთან ერთად თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია Helicobacter pylori-ით.
4.2. დოზირება და მიღების მეთოდი
დოზირება
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან
გასტრო – ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ)
- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა
40 მგ ეზომეპრაზოლი დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
დამატებით 4 კვირის განმავლობაში მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ეზოფაგიტისგან არ განიკურნენ ან რომლებსაც აქვთ მუდმივი სიმპტომები.
- განკურნებული ეზოფაგიტით დაავადებულთა ხანგრძლივი მკურნალობა 20 მგ ეზომეპრაზოლის დღეში ერთხელ მიღებით რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
- გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომური მკურნალობა (გერდ) 20 მგ ეზომეპრაზოლი ერთხელ დღეში პაციენტებში ეზოფაგიტის გარეშე. თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომების კონტროლი ვერ ხდება, საჭიროა პაციენტის დამატებითი გამოკვლევა.
სიმპტომების გაქრობის შემდეგ, სიმპტომების შემდგომი კონტროლი შეიძლება მიღწეული იქნას 20 მგ ეზომეპრაზოლის მიღებით დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას რეჟიმი აუცილებლობის მიხედვით 20 მგ ეზომეპრაზოლის მიღებით დღეში ერთხელ. აასს-თი მკურნალობისას პაციენტებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების განვითარების რისკი აქვთ, სიმპტომების შემდგომი კონტროლი აუცილებლობის მიხედვით რეჟიმის გამოყენებით არ არის რეკომენდებული.
შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან ერთად კომბინაციაში Helicobacter pylori–ს ერადიკაციისათვის და Helicobacter pylori–ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებისთვის და Helicobacter pylori–ით გამოწვეული პეპტიური წყლულების რეციდივის პროფილაქტიკისთვის. 20 მგ ეზომეპრაზოლი 1 გ ამოქსიცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან, ეს ყველაფერი ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ აასს-ით გახანგრძლივებულ თერაპიას
აასს თერაპიასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება: ჩვეულებრივი დოზაა 20 მგ ეზომეპრაზოლი დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 4-8 კვირა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა, რომელიც ასოცირდება აასს თერაპიასთან რისკის ჯგუფის პაციენტებში: 20 მგ ეზომეპრაზოლი დღეში ერთხელ.
ზოლინგერ ელისონის სინდრომის მკურნალობა
რეკომენდებული საწყისი დოზაა 40 მგ ეზომეპრაზოლი დღეში ორჯერ. დოზის შერჩევა შემდგომში ხდება ინდივიდუალურად და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკური სურათის მიხედვით. არსებული კლინიკური მონაცემების საფუძველზე, პაციენტთა უმრავლესობის კონტროლი შესაძლებელია დოზებით, 80–დან 160 მგ–მდე ეზომეპრაზოლით დღეში. 80 მგ-ზე მაღალი დღიური დოზა უნდა გაიყოს და დაინიშნოს ორჯერ დღეში.
განსაკუთრებული პოპულაციები
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევით. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით შეზღუდული გამოცდილების გამო ინიშნება სიფრთხილით (იხ. ნაწილი 5.2).
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით. პაციენტებისთვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ეზომეპრაზოლის მაქსიმალური დოზა 20 მგ-ს არ უნდა აჭარბებდეს (იხილეთ ნაწილი 5.2).
ხანდაზმულები
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულებში.
პედიატრიული პოპულაცია
მოზარდები 12 წლის ასაკიდან
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ)
- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა
40 მგ ეზომეპრაზოლი დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
დამატებით 4 კვირის განმავლობაში მკურნალობა რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, ვინც ეზოფაგიტისგან არ განიკურნენ ან რომლებსაც აქვთ მუდმივი სიმპტომები.
- განკურნებული ეზოფაგიტით დაავადებულთა ხანგრძლივი მკურნალობა 20 მგ ეზომეპრაზოლის დღეში ერთხელ მიღებით რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
- გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომური მკურნალობა (გერდ) 20 მგ ეზომეპრაზოლი ერთხელ დღეში პაციენტებში ეზოფაგიტის გარეშე. თუ სიმპტომების კონტროლი 4 კვირის შემდეგ ვერ იქნა მიღწეული, საჭიროა პაციენტის შემდგომი გამოკვლევა. სიმპტომების დაძლევის შემდეგ, სიმპტომების შემდგომი კონტროლი შეიძლება მიღწეულ იქნას 20 მგ ეზომეპრაზოლის გამოყენებით დღეში ერთხელ.
Helicobacter pylori- ით გამოწვეული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა
შესაბამისი კომბინირებული თერაპიის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ ნაციონალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ მითითებებს ბაქტერიული რეზისტენტობის, მკურნალობის ხანგრძლივობის (ყველაზე ხშირად 7 დღე, მაგრამ ზოგჯერ 14 დღემდე) და ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ. მკურნალობა უნდა გაკონტროლდეს სპეციალისტის მიერ.
დოზირების რეკომენდაციაა:
წონის დოზირება 30 - 40 კგ
კომბინაცია ორ ანტიბიოტიკთან: ეზომეპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 750 მგ და კლარითრომიცინი 7.5 მგ/კგ სხეულის წონაზე, ერთდროულად დღეში ორჯერ, ერთი კვირის განმავლობაში.
> 40 კგ
კომბინაცია ორ ანტიბიოტიკთან: ეზომეპრაზოლი 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ, ყველა ერთად ინიშნება დღეში ორჯერ, ერთი კვირის განმავლობაში.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
ეზომეპრაზოლის გამოყენება არ შეიძლება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში. შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ეზომეპრაზოლის უფრო შესაბამისი ფარმაცევტული ფორმები.
მიღების მეთოდი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხის დაყოლებით. ტაბლეტების დაღეჭვა და გატეხვა არ შეიძლება. პაციენტებისთვის, რომლებსაც ყლაპვა უჭირთ, ტაბლეტებს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში დაშლამდე. სხვა სითხეების გამოყენება არ შეიძლება, რადგან მათ შეუძლიათ ნაწლავში ხსნადი გარსის დარღვევა. მოურიეთ ტაბლეტების დაშლამდე და დალიეთ სითხე გრანულებთან ერთად დაუყოვნებლივ ან 30 წუთის განმავლობაში. მოავლეთ ჭიქას ნახევარი ჭიქა წყალი და დალიეთ. დაუშვებელია გრანულების დაღეჭვა ან დაქუცმაცება. პაციენტებისთვის, რომლებსაც ყლაპვა არ შეუძლიათ, ტაბლეტებს ხსნიან ნახევარ ჭიქა უგაზო წყალში და შეჰყავთ კუჭის ზონდის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული შპრიცისა და ზონდის შესაბამისობა გულდასმით შემოწმდეს.
მომზადებისა და გამოყენების წესი იხილეთ ნაწილში 6.6.
მიღება კუჭის ზონდის საშუალებით
1. მოათავსეთ ტაბლეტი შესაბამის შპრიცში და შეავსეთ შპრიცი დაახლოებით 25 მლ წყლით და დაახლოებით 5 მლ ჰაერით. ზოგიერთი მილისთვის საჭიროა 50 მლ წყალში დისპერსია, რომ თავიდან იქნას აცილებული მილის დახშობა.
2. დაუყოვნებლად შეანჯღრიეთ შპრიცი, სანამ ტაბლეტი არ დაიშლება.
3. დაიჭირეთ შპრიცი წვერით ზემოთ და შეამოწმეთ, რომ წვერი არ არის დახშული.
4. შპრიცი მილზე მიამაგრეთ, ზემოთ მოცემული პოზიციის შენარჩუნებით.
5. შეანჯღრიეთ შპრიცი და განათავსეთ იგი წვერით ქვემოთ. დაუყოვნებლივ შეიყვანეთ მილში 5-10 მლ. ინექციის შემდეგ შემოაბრუნეთ შპრიცი და შეანჯღრიეთ (შპრიცი უნდა დაიჭიროთ წვერით ზემოთ, რათა თავიდან აიცილოთ წვერის დახშობა).
6. შპრიცი წვერით ქვემოთ მოაბრუნეთ და დაუყოვნებლივ შეიყვანეთ მილში კიდევ 5-10 მლ. გაიმეორეთ ეს პროცედურა, სანამ შპრიცი არ დაიცლება.
7. შეავსეთ შპრიცი 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ მე-5 ეტაპი, რათა ჩაირეცხოს შპრიცში დარჩენილი ნალექი. ზოგიერთი მილისთვის საჭიროა 50 მლ წყალი.
4.3. უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლების ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ეზომეპრაზოლის გამოყენება არ შეიძლება ნელფინავირთან ერთად (იხილეთ ნაწილი 4.5).
4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის არსებობისას (მაგალითად, წონის მნიშვნელოვანი უნებლიე დაკლება, განმეორებითი ღებინება, დისფაგია, ჰემატემეზისი ან მელენა) და კუჭის წყლულზე ეჭვის ან არსებობის შემთხვევაში, ავთვისებიანი დაავადება უნდა გამოირიცხოს, რადგან ეზომეპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები და დააყოვნოს დიაგნოზი.
გრძელვადიანი გამოყენება
პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ (განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში), რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.
მოთხოვნით მკურნალობა
მოთხოვნილ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული როგორ დაუკავშირდნენ ექიმს სიმპტომების ცვლილებისას.
Helicobacter pylori-ს ერადიკაცია
ეზომეპრაზოლის დანიშვნისას Helicobacter pylori-ს ერადიკაციისთვის, გასათვალისწინებელია სამმაგი თერაპიის ყველა კომპონენტის შესაძლო წამლისმიერი ურთიერთქმედება.
კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორს და, შესაბამისად, კლარითრომიცინის უკუჩვენებები და ურთიერთქმედებები უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც სამმაგი თერაპია გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4 საშუალებით, როგორიცაა ციზაპრიდი.
კუჭ-ნაწლავის ინფექციები
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების უმნიშვნელოდ გაზრდილი რისკი, როგორიცაა სალმონელა და კამპილობაქტერი (იხილეთ ნაწილი 5.1).
ვიტამინ B12 აბსორბცია
ეზომეპრაზოლმა, როგორც მჟავას მაბლოკირებელმა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შეიძლება შეამციროს ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) აბსორბცია ჰიპო- ან აქლორჰიდრიის გამო. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული პაციენტებში B12 ვიტამინის დაქვეითებული მარაგის ან მისი შეწოვის დაქვეითების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტების ხანგრძლივი თერაპიისთვის.
ჰიპომაგნიემია
მძიმე ჰიპომაგნიემია დაფიქსირებულია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (პტი), მაგალითად ეზომეპრაზოლით, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში და უმეტეს შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში. ჰიპომაგნემიის სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, დელირიუმი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ და შეუმჩნეველი დარჩეს. უმეტეს შემთხვევებში მაგნიუმის პრეპარატებით ჩანაცვლებითი თერაპიის და პტი-ს შეწყვეტის შემდეგ პაციენტებში ჰიპომაგნიემია გაუმჯობესდა.
პაციენტები, რომლებიც სავარაუდოდ ხანგრძლივად მკურნალობენ ან რომლებიც იღებენ პტი-ს დიგოქსინთან ან წამლებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნემია (მაგალითად, შარდმდენები), ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა განიხილონ მაგნიუმის დონის გაზომვა პტი-თ მკურნალობის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის პერიოდში.
მოტეხილობის რისკი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად (1 წელზე მეტი) გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდონ თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობის რისკი, ძირითადად ხანდაზმულებში ან სხვა აღიარებული რისკ-ფაქტორების არსებობისას. ობსერვაციული კვლევების თანახმად, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ მოტეხილობის ზოგადი რისკი 10-40%-ით. ეს ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა რისკ-ფაქტორებთან. ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ მყოფმა პაციენტებმა უნდა მიიღონ მკურნალობა მოქმედი კლინიკური მითითებების შესაბამისად და მათ უნდა მიიღონ ადეკვატურად ვიტამინი D და კალციუმი.
კომბინაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ეზომეპრაზოლის ატაზანავირთან ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული (იხილეთ პუნქტი 4.5). თუ ატაზანავირის კომბინაცია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან გარდაუვალია, რეკომენდებულია საგულდაგულო კლინიკური მონიტორინგი ატაზანავირის დოზის 400 მგ-მდე 100 მგ რიტონავირთან დოზის გაზრდასთან ერთად; ეზომეპრაზოლის დოზამ 20 მგ არ უნდა გადააჭარბოს. ეზომეპრაზოლი არის CYP2C19 ინჰიბიტორი. ეზომეპრაზოლით მკურნალობის დაწყების ან დასრულებისას აუცილებელია იმ პრეპარატებთან სავარაუდო ურთიერთქმედების გათვალისწინება, რომლებიც CYP2C19 საშუალებით მეტაბოლიზდებიან. დადგენილია ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა და ეზომეპრაზოლს შორის (იხილეთ ნაწილი 4.5). უცნობია ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა. სიფრთხილის გამო, ეზომეპრაზოლის და კლოპიდოგრელის ერთდროული მიღება უნდა შეწყდეს.
ეზომეპრაზოლის აუცილებლობის მიხედვით თერაპიის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ფარმაცევტულ საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგი პლაზმაში ეზომეპრაზოლის პლაზმური კონცენტრაციის რყევის გამო (იხილეთ ნაწილი 4.5).
საქაროზა
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს საქაროზას. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა, არ უნდა მიიღონ ეს წამალი.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე
ქრომოგრანინის A (CgA) დონის გაზრდამ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნის გამოკვლევებს. ამ ჩარევის თავიდან ასაცილებლად, ეზომეპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA–ს განსაზღვრამდე სულ ცოტა ხუთი დღით ადრე (იხილეთ ნაწილი 5.1).
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ტიპები
ეზომეპრაზოლის მოქმედება სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
პროტეაზას ინჰიბიტორები
გავრცელებული ინფორმაციით, ომეპრაზოლი ურთიერთქმედებს პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან. კლინიკური მნიშვნელობა და მექანიზმები ამ ურთიერთქმედების ყოველთვის არ არის ცნობილი. ომეპრაზოლით მკურნალობის დროს კუჭის წვენის pH მომატებამ შეიძლება შეცვალოს პროტეაზას ინჰიბიტორების შეწოვა. ურთიერთქმედების სხვა შესაძლო მექანიზმი დაკავშირებულია CYP 2C19 ინჰიბირებასთან.
ომეპრაზოლთან ერთად მიღებისას აღინიშნა ატაზანავირისა და ნელფინავირის შრატის დონის შემცირება და ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. ომეპრაზოლის (40 მგ დღეში ერთხელ) ერთდროულმა მიღებამ 300 მგ ატაზანავირთან / 100 მგ რიტონავირთან ჯანმრთელ მოხალისეებში გამოიწვია ატაზანავირის ზემოქმედების მნიშვნელოვანი შემცირება (AUC, Cmax და Cmin–ში 75%–ით შემცირება). ატაზანავირის დოზის 400 მგ-მდე გაზრდა არ ახდენდა ატაზანავირის ექსპოზიციაზე ომეპრაზოლის გავლენის კომპენსირებას. ომეპრაზოლის (20 მგ ყოველდღე) 400 მგ ატაზანავირთან / 100 მგ რიტონავირთან ერთდროულმა მიღებამ ჯანმრთელ მოხალისეებში გამოიწვია ატაზანავირის ექსპოზიციის შემცირება დაახლოებით 30%-ით შედარებით იმ ზემოქმედებასთან, რომელიც აღინიშნებოდა 300 მგ ატაზანავირის / 100 მგ რიტონავირის ყოველდღიური მიღებით 20 მგ ომეპრაზოლის გარეშე დღე-ღამეში. ომეპრაზოლის (40 მგ დღეში) ერთდროულმა მიღებამ შეამცირა ნელფინავირის საშუალო AUC, Cmax და Cmin 36-39%-ით და ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის AUC, Cmax და Cmin საშუალო M8 შემცირდა 75-92% -ით. ეზომეპრაზოლისა და ეზომეპრაზოლის მსგავსი ფარმაკოდინამიკური ეფექტებისა და ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამო, არ არის რეკომენდებული ეზომეპრაზოლის და ატაზანავირის ერთდროული მიღება (იხილეთ ნაწილი 4.4) და ეზომეპრაზოლის და ნელფინავირის ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია (იხილეთ ნაწილი 4.3).
საქვინავირის (რიტონავირთან ერთად მიღებისას), ომეპრაზოლთან (40 მგ დღეში) ერთდროული მკურნალობის დროს აღინიშნა შრატის გაზრდილი დონე (80-100%).
დღეში 20 მგ ომეპრაზოლით მკურნალობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია დარუნავირის (თანმხლები რიტონავირით) და ამპრენავირის (თანმხლები რიტონავირით) ექსპოზიციაზე. დღეში 20 მგ ეზომეპრაზოლით მკურნალობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ამპრენავირის ექსპოზიციაზე (თანმხლები რიტონავირით და მის გარეშე). დღეში 40 მგ ომეპრაზოლით მკურნალობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ლოპინავირის ზემოქმედებაზე (თანმხლები რიტონავირით).
მეტოტრექსატი
ზოგიერთ პაციენტში აღწერილია მეტოტრექსატის დონის ზრდა პტი-თან ერთად მიღებისას. მეტოტრექსატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ეზომეპრაზოლის დროებით მოხსნა.
ტაკროლიმუსი
ეზომეპრაზოლის ერთდროული მიღებისას დაფიქსირებულია ტაკროლიმუსის შრატის დონის მომატება. უნდა ჩატარდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციების, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის (კრეატინინის კლირენსი) გაძლიერებული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ტაკროლიმუსის დოზის კორექცია.
სამკურნალო პროდუქტები pH დამოკიდებული აბსორბციით
ეზომეპრაზოლით და სხვა პტი–თ მკურნალობის დროს კუჭის მჟავას დათრგუნვამ შეიძლება შეამციროს ან გაზარდოს სამკურნალო საშუალებების აბსორბცია, რომელთა შეწოვა დამოკიდებულია კუჭის pH–ზე. ისევე, როგორც მჟავიანობის დამაქვეითებელი სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ეზომეპრაზოლით მკურნალობის დროს შეიძლება შემცირდეს ისეთი სამკურნალო პრეპარატების აბსორბცია, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ერლოტინიბი, ხოლო დიგოქსინის აბსორბცია შეიძლება გაიზარდოს. ეზომეპრაზოლის (20 მგ დღეში) და დიგოქსინის ერთდროულმა მკურნალობამ ჯანმრთელ მოხალისეებში გაზარდა დიგოქსინის ბიოშეღწევადობა 10%-ით (ათიდან ორში 30% -მდე).
დიგოქსინის ტოქსიკურობა იშვიათად აღინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო ეზომეპრაზოლის მაღალი დოზებით დანიშვნისას ხანდაზმულ პაციენტებში. დიგოქსინის თერაპიული მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2Cl9
ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს CYP2C19, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზირების ძირითად ფერმენტს. ამრიგად, როდესაც ეზომეპრაზოლი კომბინირდება პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C19–ით, როგორიცაა დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და ა.შ., შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციის მომატება და მოითხოვოს დოზის შემცირება. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ეზომეპრაზოლის აუცილებლობის მიხედვით თერაპიის დანიშვნისას.
დიაზეპამი
30 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია CYP2C19 სუბსტრატის, დიაზეპამის კლირენსის შემცირება 45%-ით.
ფენიტოინი
40 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში ფენიტოინის კონცენტრაციის 13%-ით მომატება პლაზმაში. რეკომენდებულია ეზომეპრაზოლით მკურნალობის დანიშვნის ან მოხსნისას ფენიტოინის კონცენტრაციების კონტროლი პლაზმაში.
ვორიკონაზოლი
ომეპრაზოლმა (40 მგ დღეში ერთხელ) გაზარდა ვორიკონაზოლის (CYP2C19 სუბსტრატი) Cmax და AUCτ შესაბამისად 15% და 41% -ით.
ცილოსტაზოლი
ომეპრაზოლი, ისევე როგორც ეზომეპრაზოლი, მოქმედებს როგორც CYP2C19 ინჰიბიტორი. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ ჯვარედინ კვლევაში ომეპრაზოლმა 40 მგ დოზით გაზარდა ცილოსტაზოლის Cmax და AUC შესაბამისად 18% და 26% და მისი ერთ-ერთი აქტიური მეტაბოლიტის 29% და 69% შესაბამისად.
ციზაპრიდი
ჯანმრთელ მოხალისეებში, 40 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულად მიღებამ გამოიწვია პლაზმაში კონცენტრაცია/დროის მრუდის (AUC) ქვეშ ფართობის 32%-იანი ზრდა და ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდის 31% გახანგრძლივება (T 1/2), მაგრამ პიკური კონცენტრაციები პლაზმაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ციზაპრიდის მიღების შემდეგ, აღინიშნა ოდნავ გახანგრძლივებული QTc ინტერვალი, თუმცა ეზომეპრაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას შემდგომი გახანგრძლივება აღარ აღნიშნულა (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 4.4).
ვარფარინი
კლინიკურ კვლევაში 40 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულმა მიღებამ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვარფარინს, აჩვენა, რომ კოაგულაციის დრო იყო მისაღებ ფარგლებში. ამასთან, პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას დაფიქსირდა სნთ-ს კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატების რამდენიმე შემთხვევა. ვარფარინით ან კუმარინის სხვა წარმოებულებით მკურნალობის დროს ეზომეპრაზოლთან ერთად მკურნალობის დაწყების და დასრულებისას რეკომენდებულია მონიტორინგი.
კლოპიდოგრელი
ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებული გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა ფარმაკოკინეტიკური (ფკ)/ფარმაკოდინამიკური (ფდ) ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა (300 მგ დატვირთვის დოზა / 75 მგ დღიური შემანარჩუნებელი დოზა) და ეზომეპრაზოლს (40 მგ ყოველდღიურად), რაც იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედების შემცირებას საშუალოდ 40%-ით და ამცირებს (ადფ–ინდუცირებული) თრომბოციტების აგრეგაციის მაქსიმალური ინჰიბირებას საშუალოდ 14%-ით. ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულ კვლევაში, კლოპიდოგრელის მიღებისას ეზომეპრაზოლის 20 მგ + ასმ 81 მგ კომბინირებულ ფიქსირებულ დოზასთან ერთად, მხოლოდ კლოპიდოგრელთან შედარებით, შემცირდა კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია თითქმის 40%-ით. ამასთან, (ადფ–ინდუცირებული) თრომბოციტების აგრეგაციის მაქსიმალური დონე ამ სუბიექტებში იყო ერთნაირი კლოპიდოგრელისა და კლოპიდოგრელი + კომბინირებულ (ეზომეპრაზოლი+ასმ) პროდუქტის ჯგუფებში. როგორც ობსერვაციული, ასევე კლინიკური კვლევების შედეგად დაფიქსირებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები ეზომეპრაზოლის ფკ / ფდ ურთიერთქმედების კლინიკურ შედეგებზე გულსისხლძარღვთა მოვლენების მხრივ. სიფრთხილის გამო, კლოპიდოგრელის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული.
გამოკვლეული სამკურნალო საშუალებები, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების გარეშე
ამოქსიცილინი და ქინიდინი
ეზომეპრაზოლმა არ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ამოქსიცილინის ან ქინიდინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ნაპროქსენი ან როფეკოქსიბი
ეზომეპრაზოლის ნაპროქსენთან ან როფეკოქსიბთან ერთდროული მიღების შეფასებისთვის ჩატარებულმა ხანმოკლე კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებენ CYP2Cl9 და / ან CYP3A4
ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზდება CYP2C19 და CYP3A4. ეზომეპრაზოლის და CYP3A4 ინჰიბიტორის, კლარითრომიცინის (500 მგ ორჯერ დღეში) ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია ეზომეპრაზოლის ექსპოზიციის გაორმაგება (AUC). ეზომეპრაზოლის და CYP2C19 და CYP3A4 კომბინირებული ინჰიბიტორის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეზომეპრაზოლის ექსპოზიციის გაორმაგება. ვორიკონაზოლმა, CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორმა, გაზარდა ომეპრაზოლის AUCτ 280%-ით. ეზომეპრაზოლის დოზის კორექცია რეგულარულად არ არის საჭირო არც ერთ ასეთ სიტუაციაში. ამასთან, დოზის კორექცია გასათვალისწინებელია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და ხანგრძლივი მკურნალობის ჩვენებისას.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აინდუცირებენ CYP2Cl9 და / ან CYP3A4
პრეპარატებმა, რომლებიც ცნობილია, რომ აინდუცირებენ CYP2C19 ან CYP3A4 ან ორივეს (მაგალითად რიფამპიცინი და კრაზანა), შეიძლება გამოიწვიოს ეზომეპრაზოლის დონის შემცირება შრატში, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმის გაზრდით.
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია.
ორსულობა
კლინიკური მონაცემები ორსულობის შესახებ ეზომეპრაზოლის ზემოქმედებით არასაკმარისია. ორსულობების დიდი რაოდენობით დაკვირვებისას მიღებულ ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევის მონაცემებს, რომელთა დროსაც გამოიყენებოდა ომეპრაზოლის რაცემიული ნარევი, ნაყოფისთვის ფეტოტოქსიკურობის და განვითარების მანკები არ გამოუვლენიათ. ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევები არ გამოავლინა ეზომეპრაზოლის პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედება ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ცხოველებზე რაცემიული ნარევით ჩატარებულ კვლევებში არ არის მითითებული პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობის, მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი განვითარების პერიოდში. სიფრთხილეა საჭირო ორსულებში დანიშვნისას. ორსული ქალების მონაცემების ზომიერი რაოდენობა (ორსულობის 300-1000 შედეგი) არ მიუთითებს ეზომეპრაზოლის მალფორმაციული ან ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ მიუთითეს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან მიმართებაში (იხ. ნაწილი 5.3).
ლაქტაცია
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ეზომეპრაზოლი ადამიანის დედის რძეში. ახალშობილებში/ჩვილებში ეზომეპრაზოლის გავლენის შესახებ არსებული ინფორმაცია არასაკმარისია. ეზომეპრაზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ომეპრაზოლის რაცემიული ნარევით, პერორალური მიღებისას, არ მიუთითებს გავლენაზე ფერტილობასთან მიმართებაში.
4.7. გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ეზომეპრაზოლს აქვს მცირე გავლენა ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. აღინიშნა გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა (არახშირი) და ბუნდოვანი მხედველობა (იშვიათი) (იხ. ნაწილი 4.8). თუ პაციენტებს ეს აღენიშნებათ, მათ არ უნდა მართონ ავტომობილი ან გამოიყენონ მექანიზმები.
4.8. არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა და გულისრევა იმ გვერდით რეაქციების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში (და აგრეთვე პოსტმარკეტინგული გამოყენებისას). გარდა ამისა, უსაფრთხოების პროფილი მსგავსია სხვადასხვა შემადგენლობებისთვის, მკურნალობის ჩვენებებისთვის, ასაკობრივი ჯგუფებისთვის და პაციენტების პოპულაციებისათვის. დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა.
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალის ცხრილი
ეზომეპრაზოლის კლინიკური კვლევების პროგრამაში და პოსტმარკეტინგულ კვლევებში გამოვლენილია ან საეჭვოა შემდეგი გვერდითი რეაქციები. არც ერთი არ აღმოჩნდა დოზადამოკიდებული. რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირი 2': 1/10; ხშირი 2': 1/100-დან <1/10–მდე; არახშირი 2': 1/1,000-დან <1/100–მდე; იშვიათი 2': 1/10,000–დან <1/1,000–მდე; ძალიან იშვიათი <1/10,000; არ არის ცნობილი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)).
ორგანოთა სისტემის კლასი | სიხშირე | არასასურველი ეფექტები |
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
|
იშვიათი | ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია |
ძალიან იშვიათი | აგრანულოციტოზი, პანციტოპენია | |
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები | იშვიათი | მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მაგ., ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია / შოკი |
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები | არახშირი | პერიფერიული შეშუპება |
იშვიათი | ჰიპონატრიემია | |
არ არის ცნობილი | ჰიპომაგნემია (იხ. ნაწილი 4.4); მძიმე ჰიპომაგნემია შეიძლება კორელირებდეს ჰიპოკალციემიასთან. ჰიპომაგნიემია შეიძლება აგრეთვე ასოცირდებოდეს ჰიპოკალემიასთან. | |
ფსიქიატრიული დარღვევები | არახშირი | უძილობა |
იშვიათი | აგზნება, დაბნეულობა, დეპრესია | |
ძალიან იშვიათი | აგრესია, ჰალუცინაციები | |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები | ხშირი | თავის ტკივილი |
არახშირი | თავბრუსხვევა, პარესთეზია, ძილიანობა | |
იშვიათი | გემოვნების დარღვევა | |
დარღვევები თვალის მხრივ | იშვიათი | ბუნდოვანი მხედველობა |
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ | არახშირი | ვერტიგო |
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები | იშვიათი | ბრონქოსპაზმი |
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები | ხშირი | მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა/პირღებინება, ფუნდალური ჯირკვლის პოლიპები (კეთილთვისებიანი) |
არახშირი | პირის სიმშრალე | |
იშვიათი | სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი | |
არ არის ცნობილი | მიკროსკოპული კოლიტი | |
ჰეპატობილიარული დარღვევები | არახშირი | ღვიძლის ფერმენტების მომატება |
იშვიათი | ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე | |
ძალიან იშვიათი | ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია პაციენტებში, ღვიძლის წინამორბედი დაავადებით | |
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები | არახშირი | დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება |
იშვიათი | ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა | |
ძალიან იშვიათი | მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) | |
არ არის ცნობილი | კანის ქვემწვავე წითელი მგლურა (იხ. ნაწილი 4.4) | |
ჩონჩხ–კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები | არახშირი | თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (იხ. ნაწილი 4.4) |
იშვიათი | ართრალგია, მიალგია | |
ძალიან იშვიათი | კუნთოვანი სისუსტე | |
თირკმლისა და საშარდე გზების | ძალიან იშვიათად | ინტერსტიციული ნეფრიტი; ზოგიერთ |
დარღვევები | პაციენტში ერთდროულად აღინიშნა თირკმლის უკმარისობა | |
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები | ძალიან იშვიათი | გინეკომასტია |
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე | იშვიათი | შეუძლოდ ყოფნა, მომატებული ოფლიანობა |
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია - ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგი.
4.9 ჭარბი დოზირება
დღეისათვის განზრახ ჭარბი დოზირების ძალიან შეზღუდული გამოცდილება არსებობს. 280 მგ-ის მიღებასთან დაკავშირებით აღწერილი სიმპტომებია კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და სისუსტე. ეზომეპრაზოლის 80 მგ ერთჯერადი დოზები გართულებების გარეშე აღინიშნა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. ეზომეპრაზოლი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს და ამიტომ არ არის ადვილად დიალიზირებადი. როგორც დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და უნდა გამოიყენებოდეს ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მჟავიანობასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ათქ–კოდი: A02BC05
ეზომეპრაზოლი არის ომეპრაზოლის S-იზომერი და ამცირებს კუჭის მჟავის სეკრეციას მოქმედების სპეციფიკური მიზნობრივი მექანიზმის საშუალებით. ეს არის მჟავის ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორი პარიესულ უჯრედში. ომეპრაზოლის R– და S- იზომერსაც აქვს მსგავსი ფარმაკოდინამიკური მოქმედება.
მოქმედების მექანიზმი
ეზომეპრაზოლი წარმოადგენს სუსტ ფუძეს და კონცენტრირდება და გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში პარიესული უჯრედის სეკრეტორული არხების ძლიერ მჟავე გარემოში, სადაც ის აინჰიბირებს H+K+–ატფ–აზას ფერმენტს - მჟავას ტუმბოს და აინჰიბირებს მჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის პერორალური მიღების შემდეგ მოქმედება ვითარდება ერთ საათში. 20 მგ ეზომეპრაზოლის დღეში ერთხელ განმეორებითი მიღების შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში, მჟავას საშუალო გამოყოფა პენტაგასტრინით სტიმულაციის შემდეგ მცირდება 90%-ით, როდესაც იზომება მე -5 დღეს დოზირებიდან 6-7 საათში. '
20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის პერორალური დოზირების შემდეგ, ინტრაგასტრიკული pH 4-ზე მაღალი შენარჩუნდა საშუალოდ 13 საათის და 17 საათის განმავლობაში, შესაბამისად 24 საათის განმავლობაში გერდ–ის მქონე სიმპტომურ პაციენტებში. პაციენტთა ნაწილმა, რომლებმაც შეინარჩუნეს ინტრაგასტრიკული pH 4-ზე მაღლა მინიმუმ 8, 12 და 16 საათის განმავლობაში შესაბამისად შეადგინა 76%, 54% და 24% ეზომეპრაზოლის 20 მგ მიღებისას. ეზომეპრაზოლის 40 მგ-ის შესაბამისი პროპორცია იყო 97%, 92% და 56%.
AUC–ის როგორც სუროგატული პარამეტრის გამოყენებისას პლაზმური კონცენტრაციისთვის ნაჩვენებია კავშირი მჟავას სეკრეციის ინჰიბირებასა და ზემოქმედებას შორის.
რეფლუქს ეზოფაგიტის განკურნება 40 მგ ეზომეპრაზოლის საშუალებით ხდება პაციენტების დაახლოებით 78% -ში ოთხი კვირის შემდეგ და 93%-ში რვა კვირის შემდეგ.
ერთკვირიანი მკურნალობა ეზომეპრაზოლით 20 მგ დღეში ორჯერ და შესაბამისი ანტიბიოტიკებით, იწვევს პაციენტთა დაახლოებით 90%-ში H.pylori–ს წარმატებულ ერადიკაციას. ერადიკაციული მკურნალობის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში აღარ არის საჭირო შემდგომი მონოთერაპია ანტისეკრეტორული საშუალებებით წყლულის ეფექტური შეხორცებისთვის და თორმეტგოჯა ნაწლავის გაურთულებელი წყლულის სიმპტომების დაძლევისთვის.
რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი კლინიკური კვლევის დროს, პაციენტები ენდოსკოპიურად დადასტურებული წყლულოვანი სისხლდენით, რომელიც დახასიათებულია როგორც Forrest Ia, lb, Ila ან Ilb (შესაბამისად 9%, 43%, 38% და 10%), იყვნენ რანდომიზირებული ეზომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარის (n = 375) ან პლაცებოს (n = 389) მისაღებად. ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ, პაციენტებმა მიიღეს ან 80 მგ ეზომეპრაზოლი ინტრავენური ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვა უწყვეტი ინფუზია 8 მგ საათში, ან პლაცებო 72 საათის განმავლობაში. საწყისი 72 საათიანი პერიოდის შემდეგ, ყველა პაციენტმა მიიღო ღია პერორალური ეზომეპრაზოლი 40 მგ 27 დღის განმავლობაში მჟავიანობის დათრგუნვის მიზნით. ეზომეპრაზოლით მკურნალ ჯგუფში განმეორებითი სისხლდენის განვითარება 3 დღის განმავლობაში შეადგენდა 5.9%, პლაცებო ჯგუფში 10.3%–თან შედარებით. მკურნალობის შემდეგ 30 დღეში, განმეორებითი სისხლდენის განვითარება ეზომეპრაზოლით მკურნალ ჯგუფში პლაცებოს მიმღებ ჯგუფთან შედარებით შეადგენდა 7,7% და 13,6%. ანტისეკრეტორული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს შრატში გასტრინი იზრდება მჟავას სეკრეციის შემცირების საპასუხოდ. ასევე იზრდება ქრომოგრანინი A (CgA) კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო. CgA–ს მომატებულმა დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნის გამოკვლევებს. ლიტერატურული ცნობები მიუთითებს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით მკურნალობა უნდა შეწყდეს CgA–ს გაზომვამდე 5 დღით ადრე მაინც. თუ CgA და გასტრინის დონე არ არის ნორმალიზებული 5 დღის შემდეგ, გაზომვები უნდა განმეორდეს ეზომეპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. ეზომეპრაზოლით ხანგრძლივი მკურნალობის დროს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში გამოვლინდა ECL უჯრედების მომატებული რაოდენობა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს შრატში გასტრინის მომატებულ დონეს. მიჩნეულია, რომ მიღებულ მონაცემებს არანაირი კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.
ანტისეკრეტორული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს აღინიშნა კუჭის ჯირკვლების კისტები გარკვეულწილად გაზრდილი სიხშირით. ეს ცვლილებები მჟავას სეკრეციის გამოხატული ინჰიბირების ფიზიოლოგიური შედეგია, არის კეთილთვისებიანი და, როგორც ჩანს, შექცევადია. კუჭის მჟავიანობის შემცირება ნებისმიერი საშუალების გამო პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩვეულებრივად არსებული ბაქტერიების გასტრიკულ რაოდენობას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება რამდენადმე გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი, როგორიცაა Salmonella და Campylobacter, ხოლო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, შესაძლოა, ასევე Clostridium difficile.
კლინიკური ეფექტურობა
რანიტიდინის, როგორც აქტიური კომპარატორის, ორ კვლევაში ეზომეპრაზოლმა აჩვენა უკეთესი ეფექტი კუჭის წყლულის განკურნებაში პაციენტებში, რომლებიც იყენებენ აასს–ს, მათ შორის ცოგ-2 შერჩევით აასს–ს. პლაცებოს, როგორც კომპარატორის, ორ კვლევაში ეზომეპრაზოლმა აჩვენა უკეთესი ეფექტი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკაში პაციენტებში, რომლებიც იყენებენ აასს–ს (60 წელზე უფროსი ასაკის ან/და წინა წყლულის მქონე პაციენტებს), ცოგ-2 სელექტიური აასს–ის ჩათვლით.
პედიატრიული პოპულაცია
გერდ–ის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (<1-დან 17 წლამდე ასაკის) ჩატარებული კვლევის დროს, რომლებიც იღებდნენ პტი-ს ხანგრძლივ მკურნალობას, ბავშვთა 61%-ს განუვითარდა ECL უჯრედების უმნიშვნელო ხარისხის ჰიპერპლაზია, ცნობილი კლინიკური მნიშვნელობის გარეშე და ატროფიული გასტრიტის ან კარცინოიდული სიმსივნეების განვითარების გარეშე.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ეზომეპრაზოლი ლაბილურია მჟავას მიმართ და ინიშნება პერორალურად გასტრორეზისტენტული გრანულების სახით. In vivo კონვერსია R-იზომერად უმნიშვნელოა. ეზომეპრაზოლის აბსორბცია სწრაფია, პიკური პლაზმური დონის განვითარებით დოზის მიღებიდან დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64% ერთჯერადი დოზის 40 მგ შემდეგ და იზრდება 89%-მდე დღეში ერთხელ განმეორებითი მიღების შემდეგ. 20 მგ ეზომეპრაზოლისთვის შესაბამისი მნიშვნელობებია შესაბამისად 50% და 68%. საკვების მიღება აფერხებს და ამცირებს ეზომეპრაზოლის აბსორბციას, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ეზომეპრაზოლის ეფექტზე კუჭის მჟავიანობაზე.
განაწილება
ჯანმრთელ სუბიექტებში წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,22 ლ/კგ სხეულის წონაზე. ეზომეპრაზოლი 97%-ით უკავშირდება პლაზმის ცილას.
ბიოტრანსფორმაცია
ეზომეპრაზოლი მთლიანად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემით (CYP). ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმის ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია პოლიმორფულ CYP2C19-ზე, რომელიც პასუხისმგებელია ეზომეპრაზოლის ჰიდროქსი- და დესმეთილის მეტაბოლიტების წარმოქმნაზე. დარჩენილი ნაწილი დამოკიდებულია სხვა სპეციფიკურ იზოფორმზე, CYP3A4, რომელიც პასუხისმგებელია ეზომეპრაზოლის სულფონის, პლაზმაში მთავარი მეტაბოლიტის, წარმოქმნაზე.
ელიმინაცია
ქვემოთ მოცემული პარამეტრები ასახავს ძირითადად ფარმაკოკინეტიკას პირებში CYP2C19 ფუნქციური ფერმენტით, ფართო მეტაბოლიზატორებით. პლაზმის საერთო კლირენსი არის დაახლოებით 17
1/სთ ერთჯერადი დოზის შემდეგ და დაახლოებით 91/სთ განმეორებითი მიღების შემდეგ. პლაზმური ელიმინაციის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.3 სთ განმეორებითი ერთჯერადი დოზის შემდეგ. ეზომეპრაზოლი მთლიანად ელიმინირდება პლაზმიდან დოზების მიღებებს შორის, არანაირი ტენდენციით დაგროვების მიმართ დღეში ერთხელ მიღებისას. ეზომეპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტები გავლენას არ ახდენენ კუჭის მჟავის სეკრეციაზე. ესომეპრაზოლის პერორალური დოზის თითქმის 80% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად, დანარჩენი კი განავალთან ერთად. საწყისი პრეპარატის 1% -ზე ნაკლები გვხვდება შარდში.
ხაზოვანი / არახაზოვანი
ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია დოზით 40 მგ-მდე დღეში ორჯერ. ეზომეპრაზოლის განმეორებითი მიღებისას პლაზმური კონცენტრაცია–დროს მრუდის ქვეშ არსებული ფართობი იზრდება. ეს ზრდა დოზა–დამოკიდებულია და იწვევს დოზაზე მეტ AUC პროპორციულ ზრდას განმეორებითი მიღების შემდეგ. ეს დროსა და დოზაზე დამოკიდებულება განპირობებულია მეტაბოლიზმის პირველი გავლის შემცირებით და სისტემური კლირენსით, რომელიც შესაძლოა გამოწვეულია ეზომეპრაზოლის და/ან მისი სულფონის მეტაბოლიტის მიერ CYP2C19 ფერმენტის ინჰიბირებით.
განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტები
სუსტი მეტაბოლიზატორები
პოპულაციის დაახლოებით 2,9±1,5% არ გააჩნია ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი და მათ ეწოდებათ სუსტი მეტაბოლიზატორები. ამ პირებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი, შესაძლოა ძირითადად, კატალიზირებულია CYP3A4 მიერ. დღეში ერთხელ 40 მგ ესომეპრაზოლის განმეორებითი მიღების შემდეგ, პლაზმური კონცენტრაცია–დროს მრუდის ქვეშ არსებული საშუალო ფართობი დაახლოებით 100%-ით მეტი იყო სუსტ მეტაბოლიზატორებში, ვიდრე იმ სუბიექტებში, რომლებსაც აქვთ ფუნქციური CYP2C19 ფერმენტი (ფართო მეტაბოლიზატორები). პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. ამ დასკვნებს არანაირი გავლენა არ აქვს ეზომეპრაზოლის დოზირებაზე.
სქესი
40 მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი დოზის შემდეგ პლაზმური კონცენტრაცია–დროის მრუდის ქვეშ საშუალო ფართობი ქალებში დაახლოებით 30%-ით მეტია ვიდრე მამაკაცებში. დღეში ერთხელ განმეორებითი მიღების შემდეგ, გენდერული განსხვავება არ ჩანს. ამ დასკვნებს არანაირი გავლენა არ აქვს ეზომეპრაზოლის დოზირებაზე.
ღვიძლის უკმარისობა
ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი ღვიძლის მსუბუქიდან ზომიერამდე დისფუნქციის მქონე პაციენტებში შეიძლება დაქვეითებული იყოს. მეტაბოლიზმის მაჩვენებელი მცირდება პაციენტებში ღვიძლის მძიმე დისფუნქციით, რის შედეგადაც ორმაგდება ეზომეპრაზოლის პლაზმური კონცენტრაცია–დროის მრუდის ქვეშ ფართობი. ამიტომ, მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში არ უნდა იყოს გადაჭარბებული მაქსიმუმალური 20 მგ. ეზომეპრაზოლი ან მისი ძირითადი მეტაბოლიტები არ ავლენენ არანაირ ტენდენციას დაგროვებისადმი დღეში ერთხელ დოზირებისას.
თირკმლის უკმარისობა
არ ჩატარებულა კვლევები თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში. ვინაიდან თირკმელი პასუხისმგებელია ეზომეპრაზოლის მეტაბოლიტების ექსკრეციაზე, მაგრამ არა საწყისი ნაერთის ელიმინაციაზე, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმის ცვლილება თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის მოსალოდნელი.
ხანდაზმულები
ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვნად არ იცვლება ხანდაზმულ სუბიექტებში (71-80 წლის ასაკში).
პედიატრიული პოპულაცია
12-18 წლის მოზარდები:
20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ, საერთო ექსპოზიცია (AUC) და პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის (tmax) მიღწევის დრო 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში იყო იგივე ეზომეპრაზოლის ორივე დოზისთვის მოზრდილებში.
5.3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
წინაკლინიკური მონაცემებით ადამიანისთვის განსაკუთრებული საფრთხე არ გამოვლენილა უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე. გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ ვლინდებოდა კლინიკურ კვლევებში, მაგრამ გამოვლინდა ცხოველებზე ექსპოზიციის დონეზე, რომელიც კლინიკური ექსპოზიციის დონის მსგავსია და აქვთ კლინიკური გამოყენების შესაძლო მნიშვნელობა, იყო შემდეგი: რაცემიული ნარევით კარცინოგენულმა კვლევებმა ვირთაგვებზე აჩვენა კუჭის ECL უჯრედების ჰიპერპლაზია და კარცინოიდები. ეს გასტრიკული ეფექტები ვირთაგვებზე არის მდგრადი, გამოხატული ჰიპერგასტრინემიის შედეგი, რაც კუჭის მჟავის შემცირებულ პროდუცირებას უკავშირდება და აღინიშნება ვირთაგვებში კუჭის მჟავის სეკრეციის ინჰიბიტორებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.
6. ფარმაცევტული თვისებები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცერილის მონოსტეარატი
მანიტოლი (E421)
მეტაკრილის მჟავას ეთილაკრილატის კოპოლიმერი C ტიპი (Eudragit L 100-55)*
ცელულოზა + მანიტოლი (Avicel®)
პარაფინი, მყარი
მაკროგოლი (PEG 4000)
პოლისორბატი 80
პოლივინილპიროლიდონი
ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი
შაქრის ბურთულები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი)
ტალკი
ტრიეთილ ციტრატი
ჰიპრომელოზა
ტიტანის დიოქსიდი (E171)
რკინის წითელი ოქსიდი (E172)
რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)
6.2 შეუთავსებლობა
არ არის წარმოდგენილი
6.3 ვარგისობის ვადა
2 წელი.
6.4 განსაკუთრებული სიფრთხილე შენახვისას
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, ტენიანობისგან დასაცავად.
6.5 შეფუთვის დახასიათება და შემცველობა
შეფუთვის ზომა 20 მგ: 7, 14, 28, 56 ან 98 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შეფუთვის ზომა 40 მგ: 7, 14 ან 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში
6.6 განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account