Helmizin - ჰელმიზინი სიროფი 100მლ
გამოყენების ინსტრუქცია
ჰელმიზინის სიროფი
საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
შემადგენლობა
ყოველი 5 მლ სიროფის შემადგენლობაში წარმოდგენილია:
გოგრის თესლის ექსტრაქტი(Cucurbita Pepo Seed Extract) 50მგ
ნივრის ექსტრაქტი(Allium Sativum Extract) 30მგ
ასფურცელა(Tanacetum Vulgare) 30მგ
აბზინდა(Artemisia Absinthium) 20მგ
გვიმრა-მამალი გვიმრა (Dryoptheris Filix-Mas) 50მგ
სალბი(Teucrium Marum Verum) 30მგ
ჩინური აბზინდა(Cina) 30მგ
მწარე პიტნა(Mentha piperita) 20 მგ
მზიურა(Inula) 30მგ
ხეშავი(Rhamnus Frangula) 30 მგ
მოქმედების მექანიზმი
გოგრის თესლის ექსტრაქტი: ანტიჰელმინთური საშუალება, ჰეპატოპროტექტორული, ნაღვლმდენი, ანთებისსაწინააღმდეგო, ეფექტური ანტისეპტიკური ზემოქმედებით. გოგრის თესლის შემადგენლობაში წარმოდგენილია ანტისეპტიკური მოქმედების ნივთიერება, რომელიც ჭიებს ანადგურებს. გოგრის თესლის ჰეპატორპოტექტორული მოქმედების შედეგად, ჰეპატოციტების მემბრანა სტრუქტურას სტაბილურად ინარჩუნებს. გოგრის თესლის ნივთიერებათა შემცველობა მრავალფეროვანია და ეფექტური. ის შეიცავს არგინინს, გლუტამინს, ვიტამინებს (Vit B3, Vit B4, Vit B9, Vit E) და მინერალებს (Fe, Mg, Cu, Mn, Ca, Zn, Se).
ნივრის ექსტრაქტი: შეიცავს ფიტონციდს, აქვს ეფექტური ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული მოქმედება. ნიორი მადის მოსამატებელია, ააქტიურებს საჭმლის მონელების პროცესში მონაწილე ფერმენტებს და ნაღველის სინთეზს, აუმჯობესებს გადამუშავების პროცესს, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. ნივრის ექსტრაქტი ეფექტურია დიზენტერიის მსგავსი პათოლოგიების მკურნალობისას.
ასფურცელა: გამოიყენება ასკარიდოზისა და ენტერებიოზის შემთხვევაში ჭიების საწინააღმდეგოდ, ასევე ნაღვლის სადინარის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას.
აბზინდა: გამოიყენება მადის მოსამატებელი საშუალების სახით და საკვების გადამუშავების გასაუმჯობესებლად.
გვიმრა: ხელსუწყობს საკვების მონელების პროცესს, ანთავისუფლებს მეტეორიზმისგან, გამოიყენება გართულების დროს ჭიის ინვაზიით გამოწვეული ინტოქსიკაციისას, განსაკუთრებით ხსნის გულისრევის შეგრძნებას.
სალბი: ანადგურებს ჭიებს.
ჩინური აბზინდა: გააჩნია ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, ჰიპოქოლესტერინემიული, დიურეზული, დეზინტოქსიკური მოქმედება.
მწარე პიტნა: გამოიყენება ბოყინის, გულძმარვის სიმპტომების შემთხვევაში, ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებისას. ხასიათდება დადებითი ეფექტით.
მზიურა: აუმჯობესებს მადას, ასუფთავებს კუჭსა და ღვიძლს, სასარგებლოა ფილტვებისთვის, ხსნის სპაზმებს, გამოდევნის ჭიებს, ეხმარება საკვების გადამუშავების პროცესს, დისპეფსიური მოვლენებისა და კოლიტის დროს.
ხეშავი: ასუფთავებს ნაწლავებს, იწვევს მსუბუქ დიარეას, იცავს ორგანიზმს ჭიების ინვაზიისაგან წარმოქმნილი ინტოკსიკაციისგან.
ჩვენება
- სხვადასხვა პარაზიტით გამოწვეული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
- შერეული ჰელმინთოზები
- დისპეფსია, მეტეორიზმი, სპასტიური და ქრონიკული შეკრულობა
- ნაწლავური ინფექციების კომპლექსური მკურნალობა
უკუჩვენებები
- პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობა
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენების წესები და დოზირება
1-3 წლის ასაკი: 5მლ 2-ჯერ დღეში
3-5 წლის ასაკი: 5მლ 3-ჯერ დღეში
5-12 წლის ასაკი: 10მლ 2-ჯერ დღეში
12 წლის და მეტი ასაკი: 20 მლ 2-ჯერ დღეში
პრეპარატი მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს 21დღის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის სწორი დოზირების შემთხვევაში მიმდინარე პერიოდისთვის არანაირი უკუჩვენება არ აღინიშნება.
გამოშვების ფორმა
100 მლ სიროფი ფლაკონში. ყოველი ფლაკონი წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში,გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი
BİON
CORPORATİON
შპს ბიონ კორპორეიშენ (BİON CORPORATİON LTD)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო
შტრიხ-კოდი
5 060337 600101
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account