Espumisan - ესპუმიზანი 40მგ 25 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 3,86 ლ რეგულარული ფასი 5,52 ლ
მარაგშია
SKU
5172_46

ჩვენებები:მეტეორიზმი,აეროფაგია,დისპეფსია,რემხელდის სინდრომი,მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები

  შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფს. 40 მგ.: 25ც.

1 კაფსულა შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილის პარა-ოქსიბენზოატი, გლიცერინი, საღებავები E 104 და E 110.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი, რომელიც ამცირებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. აქტიური კომპონენტი სიმეტიკონი – ზედაპირულად – აქტიური ნივთიერება, ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რომლებიც ამ დროს იშლება. დიაგნოსტიკურ გამოკვლევამდე ესპუმიზანის® მიღება აირის ბუშტუკებით გამოწვეული გამოსახულების დეფექტების გაჩენას უშლის ხელს. ახდენს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სათანადო დაფარვას კონტრასტული საშუალებით. სიმეტიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გამოიყოფა ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით.

ჩვენებები
- მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში);
- აეროფაგია;
- დისპეფსია;
- რემხელდის სინდრომი;
- მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 1-2 კაფსულა 3-5 ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ.
მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის რენტგენოგრაფიისათვისა და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადება: ინიშნება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 2 კაფსულა დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდითი მოვლენები
ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავური გაუვალობა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:5 წელი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე!
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

მეტი ინფორაცია
Units 25
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy