Creon - კრეონი 10000 ერთეული 20 კაფსულა
ჩვენებები:კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის ეგზოკრინული უკმარისობის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია, მუკოვისციდოზით, ქრონიკული პანკრეატიტით,პანკრეატექტომიით,ტოტალური გასტრექტომიით.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 150 მგ პანკრეატინს, რაც შეესაბამება 8 000 სე ამილაზას, 10 000 სე ლიპაზას, 600 სე პროტეაზას.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 4000, თხიერი პარაფინი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზას, ფტალატი, დიმეტიკონი 1000, დიბუთილფტალატი, რკინის წითელი ჟანგი, რკინის შავი ჟანგი E172, რკინის ყვითელი ჟანგი E172, ტიტანის ორჟანგი E171, ჟელატინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფერმენტული პრეპარატი, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის ეგზოკრინული უკმარისობის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია: მუკოვისციდოზით; ქრონიკული პანკრეატიტით; პანკრეატექტომიით; ტოტალური გასტრექტომიით; კუჭის ნაწილობრივი რეზექციით (ბილროტი – I/II); სიმსივნით გამოწვეული სადინარის ობსტრუქციით (მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარის ობსტრუქცია ან ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა). პრეპარატი ასევე გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში კუჭქვეშა ჯირკვლის მიდამოში ტკივილის ან გვიანი ტრანსპლანტაციური პანკრეატიტის სამკურნალოდ, ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას. პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
წინააღმდეგჩვენება: კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველი პრეპარატების დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენებია მწვავე პანკრეატიტის ადრეული სტადიის დროს და პაციენტებში პანკრეატინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
სიფრთხილეა საჭირო: პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სასურველია ექიმის ინფორმირება ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებს პაციენტი პრეპარატთან კომბინაციაში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატი არ მოქმედების სატრანსპორტო საშულებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
მიღების წესი და დოზირება: დოზა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და დიეტის შემადგენლობაზე. მოზრდილებსა (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით) და ბავშვებში მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია ორი კაფსულის მიღება ჭამის დროს, ხოლო საუზმის დროს – 1 კაფსულის გამოყენება. კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ეფექტური დღეღამური დოზა შეადგენს 4-დან 15 კაფსულას და მიიღება საკმარისი რაოდენობის (დაახლოებით 100 მლ) სითხის მიყოლებით, ძირითადი საკვების ან მსუბუქი საუზმის დროს. ჭამის წინ რეკომენდებულია ნახევარი ან 1/3 ერთჯერადი დოზის მიღება, დანარჩენი ნაწილი – ჭამის შემდეგ. კაფსულები და მიკროსფერები საჭიროა გადაიყლაპოს მთლიანად, დამტვრევის ან დაღეჭვის გარეშე. ყლაპვის გაძნელების (ჩვილ ბავშვებში ან ხანდაზმულ პაციენტებში) შემთხვევაში კაფსულას ფრთხილად ხსნიან, ხოლო მიკროსფეროს უმატებენ თხიერ საკვებში, რომლებსაც არ სჭირდებათ დაღეჭვა, ან მიიღებენ სითხესთან ერთად. მიკროსფეროს საკვებთან ან სითხესთან შენაერთის შენახვა არ არის რეკომენდებული. მიკროსფერის დაქუცმაცებისას ირღვევა მისი გარსის მთლიანობა, რომელიც იცავს მას კუჭის წვენზე მოქმედებისაგან.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად დიარეა, ყაბზობა, კუჭის მიდამოში დისკომფორტის შეგრძნება, გულისრევა და კანის მხრივ რეაქციები.
ვარგისიანობის ვადა: შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოშვების ფორმა: კაფსულა 150 მგ დაფარული ნაწლავში ხსნადი გარსით.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (20ºC ტემპერატურაზე ქვევით)
Units | 20 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account