Panzynorm forte - პანზინორმი ფორტე 20000 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 19,13 ლ რეგულარული ფასი 26,15 ლ
მარაგშია
SKU
31323_37
მიღების ჩვენებები კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეტორული უკმარისობა (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი და სხვა).

პანზინორმი ფორტე 20 000 აპკისებური გარსით დაფარული ტაბლეტები.

პანკრეატინი (Pancreatin).

სად: მულტიენზიმი (multienzymes) (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა - ლიპასე, ამყლასე, პროტეასე).

სავაჭრო დასახელება

პანზინორმი ფორტე 20 000 (Panzynorm forte 20 000)..

ზოგადი დახასიათება

აღწერილობა

გლუვი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, არომატიზირებული, თეთრი ან ღია ნაცრისფერი ტაბლეტები, დაფარული აპკისებური გარსით.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს ღორის პანკრეატინს ლიპაზა 20000-ის ЕД ЕФ, ამილაზა

12000-ის ЕД ЕФ, პროტეაზა 900-ის ЕД ЕФ ენზიმური აქტივობით.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მეტაკრილის მჟავა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1), ტრიეთილციტრატი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), ტალკი, სიმეტიკონი – ემულსია, არომატიზატორი ვანილინი 54 285 ჩ, არომატიზატორი ბერგამოტი 54 253 თ, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კარმელოზა და პოლისორბატი 80.

წამლის ფორმა

აპკისებური გარსით დაფარული ტაბლეტები.

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი

საჭმლის მონელების ხელშემწყობი პრეპარატები. პოლიფერმენტული პრეპარატები. კოდი ATX A09AA02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პანზინორმ ფორტე 20 000 აღადგენს პანკრეასული ფერმენტების დეფიციტს, ზრდის კატაბოლურ მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს მალდიგესტიის კლინიკურ სურათს. პრეპარატი ზრდის ყველა სახის საკვების ათვისებას, აუმჯობესებს ავადმყოფის კვებას, თავიდან გაცილებთ, ან ამცირებს სტეატორეას და მალდიგესტიით განპირობებულ სიმპტომებს. პანკრეატინი ხელს უწყობს ტკოვილის შემცირებას ქრონიკული პანკრეატიტისას.

მიღების ჩვენებები

კუჭქვეშა ჯირკვლის შინაგანი სეკრეტორული უკმარისობა (ქრონიკული

პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი და სხვა).

კუჭის ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით – დისტროფიული დაავადებები; ამ ორგანოების რეზექციის, ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს საკვების მონელების დარღვევა, მეტეორიზმი, დიარეა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური ან ულტრაბგერითი გამოკვლევებისათვის მომზადება.

მიღების წესი და დოზირება

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ძირითადი საკვების მიღების დროს. თუ პანკრეასული ენზიმების უკმარისობის სიმპტომები კვლავ რჩება, დოზირება შეიძლება გაიზარდოს თანდათან. ჩვეულებრივ, საკმარისია 1 – 2 ტაბლეტი ძირითადი საკვების მიღების დროს (3 ჯერ დღეში). აუცილებლობისას შეიძლება 1 ტაბლეტის მიღება დამატებითი კვების დროს. დოზირება შეიძლება იყოს უფრო დიდი. მიუხედავად ამისა, საჭიროა უმცირესი დოზის მიღება, რომელიც იუცილებელია სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუკოვისციდოზით დაავადებული პაციენტებისათვის.

ბავშვებს, ჩვეულებრივ ესაჭიროებათ უფრო დაბალი დოზები.

არ გადაყლაპოთ კაფსულა ჰიდროსორბენტით!

უკუჩვენებები

პანზინორმ ფორტე 20 000 უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობისას ღორის პროტეინებისადმი, ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი. პაციენტებმა მწვავე პანკრეატიტით, ან ქრონიკული პანცრეატიტის გამწვავებით, არ უნდა მიიღონ პანზინორმ ფორტე 20 000. პრეპარატი არ უნდა დაენიშნით ბავშვებს 15 წლამდე, რომლებსაც აქვთ მუკოვისციდოზი.

განსაკუთრებული მითითებები სამკურნალო საშუალების გამოყენებისათვის

ტაბლეტის გარსი თავიდან აგაცილებთ აქტიურთ პანკრეატული ფერმენტებით პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებას და იცავს ფერმენტებს კუჭის წვენის ზემოწმედებისაგან. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად და არ დაღეჭოთ.

ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

სპეციალური ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებებზე

პანზინორმ ფორტე 20 000 შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული დაავადებებით გალაქტოზის აუტანლობით, ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტით, ან მალაბსორბციის სინდრომით, არ უნდა მიიღონ პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პანკრეასული ფერმენტები ხელს უშლიან ფოლიუმის მჟავის შეწოვას. მსგავსი ეფექტის მქონე სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას (ისეთების როგორიცაა ბიკარბონატი და ციმეტიდინი) და პანკრეასული ფერმენტების მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა სისხლის პლაზმაში პერიოდულად ფოლატების კონცენტრაციის შემოწმება და/ან ფოლიუმის მჟავის უკმარისობის კომპენსაცია.

პანკრეასის ფერმენტებმა შეიძლება დააქვეითონ რკინის აბსორბცია, მაგრამ ამ ურთიერთობის კლინიკური მნიშვნელობა გამოვლენილი არ არის.

პანზინორმ ფორტე 20 000-ის ტაბლეტების მჟავაგამძლე გარსი იშლება თორმეტგოჯა ნაწლავში. თუ თორმეტგოჯა ნაწლავში პH-I მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაშინ პანკრეასის ფერმენტები დროულად არ გამონთავისუფლდება. თანმხლები მკურნალობა H2 რეცეპტორების ინჰიბიტორებით და “პროტონის ტუმბოს” ინჰიბიტორებით, აძლიერებს პანკრეასის ფერმენტების მოქმედებას, რაც საშუალებას იძლევა პანზინორმ ფორტე 20 000 დაინიშნოს უფრო დაბალი დოზებით.

მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მავნე გავლენის შესახებ მონაცემები არ არის. ფერმენტები არ აბსორბირდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, მიუხედავად ამისა,რისკის გამირიცხვა არ შეიძლება. FDA-ს კლასიფიკაციის შესაბამისად, ორსულობისას პანკრეატინი მიეკუთვნება ჩ კატეგორიას. მიღება ნაჩვენებია, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს რისკს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე

არ არის დადგენილი გავლენა სატრანსპორტი საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე.

დოზის გადაჭარბება

არ არის მონაცემები რომლებიც ადასტურებენ, რომ დოზის გადაჭარბება იწვევს სისტემურ ინტოქსიკაციას.

სიმპტომები. დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია, პარიენტალური პერიანალური გაღიზიანებები და ფიბროზული კოლონოპათია მუკოვისციდოზით დაავადებულ პაციენტებში.

მკურნალობა. მოცემული ეფექტების აღმოცენებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ბევრი წყლის დალევა და ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პანზინორმ ფორტე 20 000 ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1 – 10 პაციენტს 10, 000-დან) მოიცავს გულისრევას, ღებინებას, აბდომინალურ ტკივილს, ფაღარათი ან შეკრულობა, კანის პერიორალური ან პერიანალური გაღიზიანება. მოცემული რეაქციები ვლინდება პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას. როგორც წესი, მათ მსუბუქი ხასიათი აქვთ და არ საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას. ასევე პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (ნაკლები ვიდრე 1 პაციენტი 10,000-დან) მოიცავს ალერგიულ რეაქციებს და ფიბროზულ კოლონოპათიას. გამონაყარის, ქავილის, სუნთქვის გაძნელების, მუცლის შებერილობის, აბდომინალური ტკივილის ან ნაწლავური სპაზმების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სპეციალისტის კონსულტაცია.

საშიში გვერდითი მოვლენების აღმოცენებისას, ასევე ისეთი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი დანართ ფურცელში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები

სამკურნალო საშუალება არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეპტოდ.

შეფუთვა

მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 10 ტაბლეტით (პვქ აპკით და ალუმინის ფოლგით დაფარული 1 ბლისტერი 10 ტაბლეტით) ან 30 ტაბლეტი (პვქ და ალუმინის ფოლგით დაფარული 3 ბლისტერი თითოეულზე 10 ტაბლეტი) დაანრთ ფურცელთან ერთად.

მწარმოებელი

კრკა დდ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტ 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვაკეთი.

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy