regulax - რეგულაქსი წვეთები ფლაკონი 20მლ
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი (=20 წვეთი) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 7,5 ნატრიუმის პიკოსულფატ-მონოჰიდრატი (შეესაბამება 7,23 მგ უწყლო ნატრიუმის პიკოსულფატს)
სხვა ნივთიერებები: სორბიტოლი (შეესაბამება 0,03 პე), პროპილენგლიკოლი, დისტილირებული წყალი.
ფარმაცევტული ჯგუფი
საფაღარათე საშუალება
გამოყენების ჩვენება
ხანმოკლე გამოყენებისათვის ყაბზობის დროს, ასევე დაავადებებისას, როდესაც საჭიროა კუჭ-ნაწლავის გათავისუფლება.
უკუჩვენება
-გაუვალობა;
-პერიტონიტი;
-მუცლის ღრუს მწვავე ანთებითი დაავადებები;
-ყაბზობა ისეთ სიმპტომებთან კომბინაციაში, როგოროც არის მუცლის ტკივილი, გულისრევა, გაურკვეველი გენეზის ღებინება, ტემპერატურა;
-4 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გაფრთხილება
მკურნალობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობის დროს რეგულაქსი® პიკოსულფატის წვეთების გამოყენების საკმარისი გამოცდილება დაგროვილი არ არის. შესაბამისად პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და ხანდაზმულებში:
რეგულაქსი® პიკოსულფატის წვეთების გამოყენება ბავშვებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
შეიცავს სორბიტოლს. ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან არსებობს გარკვეულ ვადამდე ჯერ არ გამოვლენილი ფრუქტოზის აუტანლობის შესაძლებლობა.
მითითება დიაბეტით დაავადებული პირებისათვის:
გამოყენება შესაძლებელია – შეიცავს შაქრის შემცველებს: 1 მლ შეესაბამება 0,03 პე (პურის ერთეული).
ჭარბი დოზა და პრეპარატის გამოყენებისას დაშვებული სხვა შეცდომები:
თუ ჭარბი დოზის შედეგად განვითარდა ფაღარათი, საჭიროა სითხისა და ელექტროლიტების კარგვის აღდგენა.
ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღეთ თქვენი ექიმის რჩევა.
ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ანტიბიოტიკებმა (საშუალების ბაქტერიებზე მომქმედი) შესაძლებელია შეასუსტონ რეგულაქსი® პიკოსულფატის წვეთების მოქმედება. რეგულაქსი® პიკოსულფატის წვეთებმა შესაძლებელია განაპირობონ კალიუმის ჭარბი გამოყოფა განავლით. თუ ერთდროულად გამოიყენება სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ასევე განაპირობებენ კალიუმის კარგვას, მაგალითად, დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები) და კორტიკოსტეროიდები (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი), ამან შესაძლებელია გამოიწვიოს კალიუმის დეფიციტი, გულის ფუნქციის დარღვევა და კუნთების სისუსტე. შესაძლებელია გაიზარდოს ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ათვისება (გულის გლიკოზიდები), რომლებიც აუმჯობესებენ გულის შრომისუნარიანობას. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ზემოთხსენებული მითითებები ასევე ეხება იმ პრეპარატებს, რომლებსაც თქვენ იღებდით წვეთების გამოყენებამდე.
გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილები და უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ (უმჯობესია საღამოს საათებში) 14-27 წვეთს (შეესაბამება ნატრიუმის პიკოსულფატ-მონოჰიდრატის 5-10 მგ).
ბავშვები 4 წლიდან პრეპარატს იყენებენ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით 7-14 წვეთს (შეესაბამება ნატრიუმის პიკოსულფატის 2,5-5 მგ). ჩვეულებრივ, პრეპარატის მოქმედება იწყება 10-12 საათის შემდეგ.
გამოყენების ხანგრძლივობა:
ექიმის კონსულტაციის გარეშე რეგულაქსი® პიკოსულფატის წვეთების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით. არ არის რეკომენდებული საფაღარათე საშუალების გამოყენება ექიმის შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე 1-2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სითხისა და ელექტროლიტების კარგვა (განსაკუთრების კალიუმის). ეს იწვევს ნაწლავების ატონიის გაძლიერებას.
გამოშვების ფორმა
რეგულაქსი® პიკოსულფატი წვეთები – ხსნარი 20 მლ ფლაკონში (N 1).
შენახვი პირობები
ინახება +15°ჩ-დან +25°ჩ-მდე ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
პრეპარატი რეგულაქსი® პიკოსულფატი წვეთების ვარგისიანობის ვადა არის 5 წელი. სამკურნალო საშუალების ვარგისიანობის ვადის ბოლო დღე მითითებულია მოცემულ შეფუთვაზე ან ეტიკეტზე. არ გამოიყენოთ მითითებული თარიღის შემდეგ. რეგულაქსი® პიკოსულფატი წვეთების ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 3 თვე.
სერიის ნომერში კოდირებულია დამზადების თარიღი:
პირველი ციფრი გამოშვების წელი
შემდეგი ორი ამ წლის კვირის ნომერი (1-დან 52-მდე)
ბოლო სამი სერიის ქარხნული ნომერი
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
დამატებითი ინფორმაცია
ატონია (ნაწლავების სუსტი ფუნქციონირება) და ყაბზობა ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა იშვიათად არის სერიოზული დაავადების სიმპტომი. პირიქით, მიზეზი ხშირად არის გარკვეული საცხოვრებელი პირობები, როგორიც არის სტრესი, მოძრაობის დეფიციტი, უცხო საპირფარეშო და არასწორი კვება. კარგი საფაღარათე საშუალება უნდა გეხმარებოდეთ ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების გარეშე.
თქვენ აირჩიეთ რეგულაქსი® პიკოსულფატი წვეთები - საშუალება, რომელიც არეგულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას განავლის მოცულობის გაზრდისა და ნაწლავების პერისტალტიკის სტიმულირების (ბუნებრივი რიტმული მოძრაობა) გზით. მისი დახმარებით ხდება ნაწლავების პუნქტუალური, მაგრამ მარტივი გათავისუფლება.
ეს რჩევები დაგეხმარებათ ნაწლავების ნორმალური მუშაობის აღდგენაში:
-შეეცადეთ შეამციროთ სტრესი და ნერვიულობა თქვენს ცხორებაში. ყოველდღიურად ერთი და იგივე დროს შედის საპირფარეშოში, შეძლებისდაგვარად სახლში, ჩვეულ გარემოში;
-აირჩიეთ დრო საკვების რეგულარული მიღებისათვის და შეეცადეთ მიიღოთ ბალასტით მდიდარი და კალორიებით ღარიბი მრავალფეროვანი საკვები, სასადილოში კვება ჩაანაცვლეთ ხილით, სალათებით, მიუსლით;
-უარი თქვით მაღალკალორიულ სწრაფ კვებაზე, უმჯობესია დიდი რაოდენობით მიიღოთ მინერალური წყალი;
-პროფესიების უმრავლესობა ზღუდავენ მოძრაობას, შესაბამისად ორგანიზმი არ ხარჯავს საკვებიდან მიღებულ ენერგიას. მოძრაობის დეფიციტი არის ყაბზობის ძირითადი მიზეზი. შეეცადეთ ბევრი იაროთ ან ივარჯიშოთ;
-ასევე გაითვალისწინეთ, რომ საფაღარათე საშუალების მიღებასა და მის მოქმედებამდე პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8 საათს, ზოგიერთი ადამიანისთვის ნორმალურია კუჭში გასვლა კვირაში 2-3-ჯერ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account