გინკორ ფორტე 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 19,74 ლ რეგულარული ფასი 27,42 ლ
მარაგშია
SKU
3042_308

ჩვენება: ზრდის ვენების ტონუსს და გააჩნია ანგიოპროტექტული თვისებები. რეკომენდებულია ქვედა კიდურების ვენებში სისხლმიმოქცევის დარღვევისას.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
გინკგო ბილობას ექსტრაქტი…………………….         14 მგ
ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი……………..        300 მგ
ტროქსერუტინი……………………………………       300 მგ
ჩვენებები:
პრეპარატი ზრდის ვენების ტონუსს და გააჩნია ანგიოპროტექტული თვისებები.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ქვედა კიდურების ვენებში სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს:
სიმძიმის შეგრძნების დროს ქვედა კიდურებში;
ტკივილი;
უსიამოვნო შეგრძნება ქვედა კიდურებში – პარესთეზიები ძილის წინ.
პრეპარატი აგრეთვე რეკომენდებულია ჰემოროიდული “კრიზის” დროს.
მიღების წესები და დოზირება:
ვენურლიმფური უკმარისობის დროს: 

1 კაფსულა 2-ჯერ დღეში – დილას და საღამოს.
ჰემოროიდული კრიზების დროს: 

3-4 კაფსულა დღეში 7 დღის განმავლობაში.
სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ჰეპტამინოლს, რომელიც იწვევს დადებით რეაქციას ანტიდოპინგური კონტროლის დროს. კაფსულები შეიცავს საკვებისმიერ ჟელატინს. ისინი იხსნება კუჭში, რის შედეგად თავისუფლდება აქტიური ნივთიერება. გარკვეული შემთხვევების გარდა, კაფსულების გახსნა გამოყენების წინ დაუშვებელია.
რეკომენდებულია წყლის მიყოლება.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მოქმედების სრული ეფექტის გამოვლენისათვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. არ შეიძლება ხანგრძლივი ყოფნა მზეზე, გადახურება, ხანგრძლივად მდგომარე პოზა, აგრეთვე, სიფრთხილეა საჭირო სიმსუქნის დროს.
ხელშემწყობი ფაქტორები: სიარული, გარკვეულ შემთხვევაში სპეციალური წინდების ჩაცმა.
პრეპარატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლადა აუცილებელია მკურნალი ექიმს ინფორმირება სხვა საშუალებების გამოყენების შესახებ.
პრეპარატის დანიშვნის პირობები:

 პრეპარატი ინიშნება გარკვეული დაავადებების დროს. სხვა შემთხვევაში მისი მიღება ან ერთხელ ჩატარებული მკურნალობის კურსის განმეორება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNACIONAL, საფრანგეთი

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy