Aqua maris - აქვა მარის ბეიბი ინტენსიური სანაცია150მლ
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ინტენსიური სანაცია (გამორეცხვა)“
გამოშვების ფორმები:
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი (საბავშვო). ინტენსიური სანაცია 50 მლ;
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი (საბავშვო). ინტენსიური სანაცია 150 მლ;
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი. ინტენსიური სანაცია 50 მლ;
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი. ინტენსიური სანაცია 125 მლ;
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დამატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი. ინტენსიური სანაცია 150 მლ;
რეგისტრაციის მოწმობა: # РЗН 2018/7549. 31.08.2018წ.
შემადგენლობა: NaCl არანაკლებ 9 გ/ლ.
100 მლ შეიცავს:
ზღვის წყალი - 27,1 ± 3,0 მლ;
გასუფთავებული წყალი - 100 მლ-მდე.
ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ადრიატიკის ზღვის წყალი შეიცავს Cl-, Na+, SO42+, Mg2+, Ca2+, K+, HCO3-, Br- იონებს და მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია, სელენი, იოდი, რკინა, მანგანუმი და სხვ.
არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს.
აღწერილობა:
უმნიშვნელოდ მლაშე გემოს მქონე გამჭვირვალე, უფერო სითხე.
დანიშნულება:
პრეპარატი გამოიყენება ცხვირის ლორწოვან გარსზე დასატანად, მისი ეფექტური სანაციისა და გამონადენისგან გათავისუფლების მიზნით.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლორწოვნ გარსზე დატანისას ზღვის წყლის იზოტონური ხსნარი უზრუნველყოფს მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას, ხელს უწყობს ლორწოს გათხელებასა და მისი გამომუშავების ნორმალიზაციას ლორწოვანი გარსის შემადგენელ ფიალისებურ უჯრედებში.
ხსნარის ნაკადი წნევის ქვეშ ზედმიწევნით რეცხავს ცხვირისა და ცხვირხახის ყველა ნაწილს და აქტიურად ათავისუფლებს მათ ჭარბი ლორწოს, ვირუსების, ბაქტერიების, უცხო სხეულების, მათ შორის ალერგენების, სქელი ექსუდატისგან (ქერქები).
ხსნარის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, გამწმენდი, მასტიმულირებელი, აღმდგენი ეფექტით ცხვირის ღრუს ლორწოვანის მიმართ. ზღვის წყლის სასარგებლო მიკროელემენტების ერთობლივი გავლენა პრეპარატის თერაპიულ ეფექტს განაპირობებს;
ამცირებს ცხვირის ღრუსა და ცხვირხახის შეშუპებას;
ამცირებს ადგილობრივი გართულებების რისკს და აჩქარებს ოპერაციის შემდგომი შეხორცების პროცესს ცხვირის ღრუსა და დანამატ წიაღებში (ადენოიდების, პოლიპების ამოკვეთა, სეპტოპლასტიკა და სხვ.);
ზრდის ცხვირის ღრუში დასატანი სამკურნალო საშუალებების თერაპიულ ეფექტურობას (სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები, ჰორმონები, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვ.);
ამცირებს ადგილობრივი ნაზალური პრეპარატების საჭიროებას.
გამომფრქვევზე ზეწოლისას ხსნარი აეროზოლის სახით გამოიფრქვევა.
განსაკუთრებული „ანატომიური“ გამომფრქვევი მომრგვალებული აპლიკატორით მოსახერხებელია ახალშობილებში, მცირე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში გამოსაყენებლად. სპეციალური ღარიანი ზედაპირი შემზღუდველით იძლევა თანაბარი ინტენსივობის გამოფრქვევის შესაძლებლობას „შხაპის“ ტიპით, ჰერმენტული კავშირი გამომფრქვევთან, კი - ხელს უშლის ხსნარის გამოჟონვას. გამომფრქვევი სისტემა იმგვარად არის შექმნილი, რომ მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ეფექტური გამორეცხვა და ამასთან კომფორტული იყოს პაციენტებისთვის.
შეფუთვის თანამედროვე ტექნოლოგია ხელს უშლის პროპელენტის კონტაქტს ზღვის წყალთან. გარდა ამისა, ფლაკონის აგებულება უზრუნველყოფს პროდუქტის საიმედო დაცვას მიკრობიოლოგიური თვლსაზრისით; იძლევა ფლაკონში არსებული ნივთიერების სრულად გამოფრქვევის საშუალებას; უზრუნველყოფს მოხერხებულ გამოყენებას, რადგან მისი მოხმარება შესაძლებელია ნებისმიერ მდგომარეობაში.
წნევა პრეპარატ „აქვა მარისი ნორმი ინტენსიური სანაცია ფლაკონში აღწევს 8,0*105 პა, რაც ხელს უწყობს ცხვირის სავალების ეფექტურ გამორეცხვას მთელ სიგრძეზე.
წნევა პრეპარატ „აქვა მარისი ბეიბი ინტენსიური სანაცია ფლაკონში არ აღემატება 7,2*105 პა, რაც უზრუნველყოფს ჩვილის ცხვირის დელიკატურ გამორეცხვას „მსუბუქი შხაპის“ ეფექტით.
გამოყენების ჩვენებები:
ცხვირის ღრუს, ცხვირის დანამატი წიაღებისა და ცხვირხახის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა (ინფექციური, ალერგიული):მწვავე და ქრონიკული რინიტები
მწვავე და ქრონიკული სინუსიტები
მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტები
ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები
მრვი-ის (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების) კომპლექსური მკურნალობა
ყოველდღიური გამოყენება მრვი-ისა და გრიპის ეპიდემიის პერიოდში
ცხვირის ღრუს მოვლა:ცხვირის ღრუზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ
მიკროორგანიზმების, უცხო სხეულების, ალერგენების, მტვრის, მცენარეული მტვრის ნაწილაკების მოცილება
ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მომზადება სამკურნალო საშუალებების დასატანად
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება
გამოყენების წესი:
ინტრანაზალურად (ცხვირში გამოსაყენებლად).
1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში რამდენჯერმე დღეში (2-6-ჯერ დღეში) და მეტჯერ, საჭიროების შემთხვევაში. კურსის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.
გამოყენების ინსტრუქცია:
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი (საბავშვო). ინტენსიური სანაცია.
გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, 3 თვის ასაკიდან.
ცხვირის გამორეცხვა ადრეული ასაკის ბავშვებში ხდება მწოლიარე მდგომარეობაში.
შეაბრუნებინეთ ბავშვს თავი გვერდზე.
მოათავსეთ ფლაკონის გამომრქვევი ზემოთ მოქცეულ ცხვირის ნესტოში. აწარმოეთ გამორეცხვა რამდენიმე წამის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.
გაიმეორეთ იგივე მეორე ნესტოში.
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი. ინტენსიური სანაცია
გამოიყენება ბავშვებში, 6 თვის ასაკიდან და მოზრდილებში.
გადახარეთ თავი გვერდზე.
მოათავსეთ ფლაკონის გამომრქვევი ზემოთ მოქცეულ ცხვირის ნესტოში. აწარმოეთ გამორეცხვა რამდენიმე წამის განმავლობაში.
მოიხოცეთ ცხვირი. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.
გაიმეორეთ იგივე მეორე ნესტოში.
პრეპარატი თავსებადია სურდოს სამკურნალო ნებისმიერ საშუალებასთან.
უკუჩვენებები:
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.
გავლენა რეაქციების სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას:
გავლენას არ ახდენს რეაქციების სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.
ორულობა და ლაქტაციის პერიოდი:
დასაშვებია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პეიოდში.
გვერდითი ეფექტები:
ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
50 მლ, 125 მლ ან 150 მლ ხსნარი წნევის ქვეშ მეტალის ფლაკონში. 1 ფლაკონი გამომფრქვევითა და პლასტმასის ხუფით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის ზომები:
ფლაკონი წნევის ქვეშ: სითბოს გავლენით შესაძლოა აფეთქდეს. არ გახვრიტოთ და არ დაწვათ, თუნდაც გამოყენების შემდეგ. შეინახეთ სითბოს წყაროსგან, ცხელი ზედაპირებისგან, ნაპერწკლისგან, ცეცხლის ალისგან ან აალების ნებისმიერი სხვა წყაროსგან მოშორებით. არ მოწიოთ მის სიახლოვეს. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. მოარიდეთ 50 ˚C-ზე მეტ ტემპერატურას.
შენახვის (ექსპლუატაციის) პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25±10 ˚C ტემპერატურის, 45-80% ტენიანობის, 84-106,7 კპა წნევის პირობებში.
უტილიზაცია:
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი (საბავშვო). ინტენსიური სანაცია არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე, ამიტომ, მისი განადგურება განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ საჭიროებს .
მწარმოებელი:
“იადრანი” - გალენსკი ლაბორატორია ს.ს., სვილნო 20, 51000 რიეკა, ხორვატია
წარმოების ადგილი:
“იადრანი” - გალენსკი ლაბორატორია ს.ს., სვილნო 20, 51000 რიეკა, ხორვატია
პრეპარატის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები იგზავნება მისამართზე:
შპს „იადრანი“:
119330, ქ. მოსკოვი, ლომონოსოვის გამზ. 38, ოფისი VII,
ტელ./ფაქსი: +7(499)143-33-71.
www.aquamaris.ru
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account