ბრონქომაქსი სიროფი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 15,87 ლ რეგულარული ფასი 24,46 ლ
მარაგშია
SKU
40609_1782
ბრონქომაქსი­ს შემადგენელი თითოეული მცენარე გამოირჩევა ხველის საწინააღმდეგო მოქმედებით. ბრონქომაქსი­ით მკურნალობის ფონზე სწრაფად მცირდება ხველის სიხშირე და ინტენსივობა; მცირდება ნახველის სიბლანტე და ადვილდება ამოხველება.
სავაჭრო სახელწოდება ბრონქომაქსი / BRONKHOMAX
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. drug;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები →ფიტოპრეპარატები
მწარმოებელი ფირმა Vefa Ilaҫ
მწარმოებელი ქვეყანა თურქეთი
გამოშვების ფორმა - სიროფი 100მლ ფლაკონი # 1
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს ძირტკბილას ექსტრაქტი (Gლყცყრრჰიზა გლაბრა):125.0 მგ; ვიზიცინის ექსტრაქტი (Aდჰატოდა ვასიცა):75.0 მგ;
რეჰანის ექსტრაქტი (Oციმუმ სანცტუმ):25.0 მგ; კოჭას ექსტრაქტი (ძინგიბერ ოფფიცინალე):5.0 მგ; წიწაკის ექსტრაქტი (Pიპერ ლონგუმ):10.0 მგ; პიტნის ექსტრაქტი
(Mენტჰა არვენსის):5.0 მგ; ალბიციას ექსტრაქტი (Aლბიზია ლებბეცკ):15.0 მგ; კურკუმას ექსტრაქტი (ჩურცუმა ლონგა):15.0 მგ; კანტაკარის ექსტრაქტი (შოლანუმ
ხანტჰოცარმუმ):25.0 მგ. ნატურალური ფიჭვის თაფლი 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სუკროზა, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი გლუკოზა (გოგირდის დიოქსიდის გარეშე), NF (GF 40),
სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციტრატი (ტრინატრიუმის ციტრატი), პიტნის თხევადი არომატიზატორი, თაფლის თხევადი
არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
დახასიათება: ბრონქომაქსი ფიტოპრეპარატია ცხრა მცენარის კომბინაციით. გააჩნია ამოსახველებელი, მუკოლიზური, ბრონქოლიზური, ანტიალერგიული,
გაციებისსაწინააღმდეგო ეფექტი.
ბრონქომაქსი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედების წყალობით ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობას, ხელს უწყობს ნახველის ადვილად
გამოძევებას. ბრონქომაქსი ეფექტურად ამსუბუქებს ხველას და არ იწვევს ძილიანობას.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ბრონქომაქსი­ს შემადგენელი თითოეული მცენარე გამოირჩევა ხველის საწინააღმდეგო მოქმედებით. ბრონქომაქსი­ით მკურნალობის ფონზე სწრაფად
მცირდება ხველის სიხშირე და ინტენსივობა; მცირდება ნახველის სიბლანტე და ადვილდება ამოხველება. ძირტკბილას ექსტრაქტი (Gლყცყრრჰიზა გლაბრა)
ფიტომედიცინაში ცნობილია, როგორც მუკოლიზური, დამამშვიდებელი, ანტიალერგიული, ასთმისსაწინააღმდეგო, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება.
ვიზიცინის ექსტრაქტს (Aდჰატოდა ვასიცა) გააჩნია მუკოლიზური, ამოსახველებელი, ბრონქოდილატატორული ეფექტი. რეჰანის ექსტრაქტს (Oციმუმ სანცტუმ)
აქვს გაციებისსაწინააღმდეგო, ხველისსაწინააღმდეგო, ასთმის­საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. კოჭას ექსტრაქტი
(ძინგიბერ ოფფიცინალე) გამოირჩევა ანტიალერგიული, გაციებისსაწინააღმდეგო, ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტით. წიწაკის ექსტრაქტს (Pიპერ ლონგუმ) აქვს
ანტიალერგიული, ასთმისსაწინააღმდეგო, ანთებისსაწინააღმდეგო, ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება. პიტნის ექსტრაქტი (Mენტჰა არვენსის) გამოირჩევა
გამაგრილებელი, დამამშვიდებელი, გაციების­ საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური მოქმედებით. ალბიციას ექსტრაქტს (Aლბიზზია ლებბეცკ) აქვს ამოსახველებელი,ასთმისსაწინააღმდეგო, ბრონქოდილატატორული, ანტიალერგიული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. კურკუმას ექსტრაქტი (ჩურცუმა ლონგა)
ფიტომედიცინაში ცნობილია, როგორც გაციებისსაწინააღმდეგო, მუკოლიზური, ასთმისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, სპაზმოლიზური და
ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება. კანტაკარის ექსტრაქტი (შოლანუმ ხანტჰოცარმუმ) გააჩნია ამოსახველებელი, ბრონქოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო
მოქმედება; ეფექტურია ყელის ტკივილის დროს. ფიჭვის თაფლი არბილებს ხველას, ამსუბუქებს ყელის გაღიზიანებასა და ტკივილს, ამცირებს გაციების
სიმპტომებს.
ჩვენებები
* რესპირაციული ტრაქტის ანთებითი დაავადებები
* ბრონქიტი
* ასთმის თანმხლები ხველა
* მწეველთა ხველა
* რესპირაციული ალერგოზი.
დოზირება
ბავშვები 1 ­ 2 წელი: 1,25 მლ. 3­ჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით;
2 ­ 5 წელი: 2,5 მლ. 3­ჯერ დღეში;
5 ­ 12 წელი: 5 მლ. 3­ჯერ დღეში.
მოზრდილები:
10 მლ. 3­ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები
ბრონქომაქსი­ს სიროფის მიღების დროს არ არის საჭირო ხველის სხვა სიროფების მიღება. გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზებით პრეპარატის
მიღებისას რაიმე გვერდითი მოვლენა გამოვლენილი არ არის.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy