Vagostabyl - ვაგოსტაბილი 40 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 14,59 ლ რეგულარული ფასი 21,41 ლ
მარაგშია
SKU
12400_413

 ჩვენება: ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, დაღლილობა, გაფანტულობა.

  ვაგოსტაბილი
  Vagostabyl

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
კუნელის წყალ-სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი     50 მგ
მელისას სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი  45 მგ
კალციუმის ლაქტატის პენტაჰიდრატი      50 მგ
მაგნიუმის თიოსულფატი         10 მგ

დამხმარე ნივთიერებები
პოლივიდონი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადი კოლოიდური უწყლო, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, ჟელატინი, არაბული ფისი, კარნაუბის ცვილი, საღებავი: S ნარინჯისფერ-ყვითელი (E 110).
ტაბლეტის გარსის შემადგენლობა: ფისი, აცეტილირებული მონოგლიცერიდები, პოლივიდონი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფიტოპრეპარატი, სედატიური მოქმედების მინერალებით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ვაგოსტაბილი არის კომბინირებული პრეპარტი, რომელიც სამკურნალო მცენარეებისა და მინერალების ექსტრაქტების კომპლექსისაგან შედგება.
კუნელი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამაგრებს კაპილარებსა და სისხლძარღვების კედლებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზაციას.
მელისა ავლენს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტისპაზმურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას.
კალციუმი აუცილებელია გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებისათვის, ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესის განხორციელებისათვის, ასევე მონაწილეობას ღებულობს ძვლის ქსოვილის ფორმირებაში, სისხლის შედედების პროცესში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, რითაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩეენებები
ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, დაღლილობა, გაფანტულობა.
ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები.
კლიმაქტერული სინდრომი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები.
ნეიროცირკულატორული დისტონია.

დოზირები რეჟიმი
მოზრდილები:
შფოთვის, დაძაბულობისა და გაღიზიანებული მდგომარეობების დროს ინიშნება: 2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში ჭამამდე.
ძილის დარღვევების დროს: 2 ტაბლეტი სადილის დროს და 2 ტაბლეტი ძილის წინ.

ბავშვებში:
ძილის დარღვევების დროს: 1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი ძილის წინ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ვაგოსტაბილის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის კონტროლის ქვეშ.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები #40

გავლილი აქვს რადიაციული კონტროლი

მწარმოებელი:
“Laboratoires LEURQUIN MEDIOLANUM S.A.”, საფრანგეთი.

მეტი ინფორაცია
Units 40
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy