Melisal forte - მელისალი ფორტე სიროფი 125მლ
მელისალი® ფორტე
1.0გ/10გ სიროფი
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფრომაციას.
ეს მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ის როგორც მიტიტებულია ამ ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.
- შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს
- გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით
ეფექტებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
- თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება უნდა მიმართოთ ექიმს.
რა არის მოცემული ჩანართში:
- რა არის მელისალი ფორტე და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მელისალი ფორტეს გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება მელისალი ფორტე
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება მელისალი ფორტე
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- 1. რა არის მელისალი ფორტე და რისთვის გამოიყენება
მელისალი ფორტე არის მცენარეული სამედიცინო პროდუქტი, რომელიც შეიცავს შემდეგ ექსტრაქტებს: მელისას ფოთოლი, კუნელის ფოთოლი და ყვავილი და ანგელოზას ფესვი.
მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დაფუძნებულია ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზე.
თერაპიული ჩვენება
მელისალი ფორტე ტრადიციულად გამოიყენება ნერვული დაძაბულობის მსუბუქი ფორმების დროს.
თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან თავს უარესად გრძნობთ უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ მელისალი ფორტეს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ მელისალი ფორტე
მელისალი ფორტე არ გამოიყენოთ თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების ან მეიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
1 ჩაის კოვზი სიროფი შეიცავს 12გ საქაროზას: ეს უნდა გაითვალისწინონ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას. თუ დიაგნოსტირებული გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით სპირტს (ეთანოლი), დოზაზე 100მგ-ზე ნაკლებს.
ანგელოზას ფესვში შემავალი ფურონოკუმარინები კანს ხდის სინათლისადმი უფრო მგრძნობიარეს. ამ პრეპარატის გამოყენებისას აბსოლუტურად უნდა მოერიდონ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე (მზის სინათლე) ექსპოზიციას.
ბავშვები და მოზარდები:
ბავშვებში კარგად კონტროლირებული კლინიკური კვლევების ნაკლებობის გამო, სიროფი განკუთვნილლია მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოყენებსითვის. უფრო მცირე ასაკის ბავშვებში სიროფის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პედიატრის კონსულტაციის შემდეგ.
სხვა მედიკამენტები და მელისალი ფორტე
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან გეგმავთ რაიმე მედიკამენტის გამოყენებას.
მელისალი ფორტეს სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულობის ან ლაქტაციის დროს უსაფრთხოების კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო, ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ფერტილობაზე პრეპარატის ეფექტი უცნობია. თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან ორსულობას გეგმავთ, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
სიროფის ერთჯერადი დოზა (1 ჩაის კოვზი, დაახლოებით 10მლ) შეიცავს არა უმეტეს 78მგ ეთანოლს.
ამ დროისთვის დადგენილი არ არის, რომ რეკომენდებული დოზით მედიკამენტი მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
თანდართული სედაციური ეფექტის გამო რეკომენდებული არ არის ამ პრეპარატის მიღებისთანავე ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
- როგორ გამოიყენება მელისალი ფორტე
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიროფი გამოიყენება ორალურად.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან: 1 ჩაის კოვზი (15მლ) 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მელისალი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პედიატრის კონსულტაციის შემდეგ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მელისალი ფორტე
ამ დროისთვის მელისალი ფორტეს გამოყენებისას, დოზის გადაჭარბების სიმპტომები აღწერილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ მელისალი ფორტეს გამოყენება
გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ წყვეტთ მელისალი ფორტეს გამოყენებას
მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტი, ეს პრეპარატიც შეიძლება იწვევდეს გვერით ეფექტებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ დროისთვის მელისალი ფორტეს სიროფის გამოყენებისას გვერდით ეფექტები აღწერილი არ არის.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ ეფექტებსაც რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება აგრეთვე პირდაპირ შეგიძლიათ სამედიცინო პროდუქტების, სამედიცინო აპარადურის და ბიოციდური პროტუქცების ოფისის ფარმაკოზედამხედველობსი დეპარტამენტში (Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელეფონი: +48 22 492-13-01, ფაქსი: +48 22 492-13-09), e-mail: ndl@urpl.gov.pl
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში დახმარება.
- როგორ ინახება მელისალი ფორტე
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას. მედიკამენტი არ გამოიყენოთ იარლიყზე ან კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთნ ერთად. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მელისალი ფორტე
აქტიური ნვითიერება 100გ სიროფში:
თხევადი ექსტრაქტების ნარევი (1:1): მელისას ფოთოლი (Melissae folio), კუნელის ფოთოლი და ყვავილი (Crataegi folio cum flore), ანგელოზას ფესვი (Angelicae archangelicae radice) (77/15/8) – 10გ
ექსტრაქტნტი: ეთანოლი 60% [მ/მ]
შემავსებლები: საქაროზა, გასუფთავებული წყალი, მოცხარის ექსტრაქტი, ციტრონელას ესენციური ზეთი.
მელისალი ფორტეს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მელისალი ფორტე არის წითელი-ყავისფერი, გამჭვირვალე სიროფი, დასაშვები ტურბიდულობით და შესაძლო ნალექით.
ტონირებული შუშის ფლაკონი შეიცავს 125გ სიროფს. დახურულია მსპე სახურავით და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში საინფორმაციო ჩანართთან ერთად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Wrocławskie Zakłady Zielarskie “Herbapol” S.A.
50-951 Wrocław, ul. Św. Mikołaja 65/68
ტელეფონი +48 71 335 72 25
ფაქსი +48 71 372 47 40
ელ-ფოსტა: herbapol@herbapol.pl
მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის მიმართეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს: ტელეფონი 71 321 86 04 ext. 123
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account