Tebokan - ტებოკანი 40მგ 20 ტაბლეტი
გამოყენების ინსტრუქცია
Tebokan®, 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
Tebokan®, 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს
ინსტრუქცია!
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ
მისი წაკითხვა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ
თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისაგან. თუ საჭიროდ ჩათვლით, მიმართეთ მათ
რჩევისთვის.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი, გლუვი, მრგვალი ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი, დაფარული აპკიანი გარსით, შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (35-67:1)
(EGb 761) – 40 მგ, სტანდარტიზებული 8.8–10.8 მგ ფლავონოიდებამდე, ფლავონ-
გლიკოზიდებზე გადაანგარიშებით; 2.0–2.8 მგ ტერპენ-ლაქტონები, მათ შორის 1.12–1.36
მგ გინკგოლიდები A, B,C; 1.04-1.28 მგ ბილობალიდი; და არანაკლებ 0.2 მკგ-ზე
გინკგოლის მჟავა ერთ გარსით დაფარულ ტაბლეტში
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური
ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო,
ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 5მპა, მაკროგოლი
1500, რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, ტიტანის დიოქსიდი E 171, ტალკი, ქაფის
საწინააღმდეგო ემულსია SE2 (სინ. WACKER SILFOAM® SE2 (დიმეტიკონი,
მაღალდისპერსული სილიციუმის დიოქსიდი, α- ოქტადეცილ-ω-ჰიდროქსიპოლი
(ოქსიეთილენი) – 5 (სინ. პოლიეთილენგლიკოლი და სტეარილის სპირტის ეთერი),
სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი.
სამკურნალო ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ათქ-კოდი: N06DX02.
დემენციის სამკურნალო სხვა საშუალებები. გინკგო ბილობა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი ზრდის
მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების და
მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.
ჩვენებები:
თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული მსუბუქი და საშუალო
ხარისხის სიმძიმის კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. სამკურნალო საშუალების
დანიშვნამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ კოგნიტიური დარღვევები არ არის
გამოწვეული დაავადებებით, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ მკურნალობას;
გარდამავალი კოჭლობის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა ქრონიკული
მაობლიტირებელი ენდარტერიიტის დროს (ფონტეინის მიხედვით
კლასიფიკაციის მე-II სტადია);
სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის თავბრუსხვევის კომპლექსურ
მკურნალობაში;
სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის ყურებში შუილის
კომპლექსურ მკურნალობაში.
თავბრუსხვევის შეტევებისა და ყურებში შუილის ხშირი განმეორებების შემთხვევაში
უნდა მიმართოთ ექიმს. სმენის უეცარი დაქვეითების ან დაკარგვის შემთხვევაში
კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა გინკგო ბილობის ექსტრაქტის ან სამკურნალო საშუალების
რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
18 წლამდე ბავშვებში.
ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება ტებოკანის მიღება ისეთ სამკურნალო
საშუალებებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ სისხლის შედედებას
(მაგალითად, ფენპროკუმონი, ვარფარინი, კლოპიდოგრელი, ასპირინი და სხვა ანთების
საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები), რადგან შესაძლებელია მათი მოქმედების
გაძლიერება და სისხლდენის განვითარება.
არ არის გამორიცხული გავლენა სამკურნალო საშუალებების ეფექტზე, რომლებიც
მეტაბოლიზდება ციტოქრომით P450 3A4, 1A2, 2C19
სხვა სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე გასაცემის,
ერთდროული მიღების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები:
ადეკვატური მონაცემების არარსებობის გამო სამკურნალო საშუალება ტებოკანის მიღება არ
არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. სამკურნალო საშუალების
მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი
სისხლდენა (ჰემორაგიული დიათეზი), სისხლდენის განვითარების რისკის მქონე
პაციენტებისთვის, პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტურ საშუალებებს.
რადგან არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ გინკგოს შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება
გაზარდონ სისხლდენის განვითარების რისკი, უსაფრთხოებისთვის უნდა შეწყდეს
სამკურნალო საშუალება ტებოკანის მიღება ქირურგიული ოპერაციის წინ.
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში გინკგოს პრეპარატების მიღებამ შეიძლება პროვოცირება
გაუკეთონ კრუნჩხვის შეტევას 4-ო-მეთილპირიდოქსინის შემცველობის გამო. ეპილეფსიის
მქონე პაციენტებმა სამკურნალო საშუალების მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს. ლაქტოზას
შემცველობის გამო გალაქტოზას ამტანობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების,
ლაქტაზას დეფეციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის მქონე
პაციენტებმა არ უნდა მიიღონ სამკურნალო საშუალება ტებოკანი.
გამოყენების წესი და დოზები:
კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა:
მოზრდილები 18 წელს ზევით – 1-2 აპკით დაფარული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(დილით, დღისით და საღამოს).
ქრონიკული მაობლიტირებელი ენდარტერიიტის, თავბრუსხვევის და ყურებში შუილის
სიმპტომატური მკურნალობისას:
მოზრდილები 18 წელს ზევით – 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (დილას, დღისით და
საღამოს) ან 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს).
ბავშვები და მოზარდები:
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში სამკურნალო საშუალება ტებოკანის
მიღება რეკომენდებული არ არის.
სამკურნალო საშუალების მიღების ხანგრძლივობა
კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა:
სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 8 კვირის განმავლობაში.
თუ 3 თვის შემდეგ სამკურნალო საშუალების მიღებიდან მდგომარეობა არ
გაუმჯობესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გადასახედად.
ქრონიკული მაობლიტირებელი ენდარტერიიტის სიმპტომური მკურნალობა:
სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 6 კვირის განმავლობაში.
თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა:
სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია 6-8 კვირის განმავლობაში. უფრო
ხანგრძლივი მიღება არ იწვევს მნიშვნელოვან თერაპიულ ეფექტს.
ყურებში შუილის სიმპტომატური მკურნალობა:
სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 12 კვირის
განმავლობაში. თუ 6 თვის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, არ არის
რეკომენდებული სამკურნალო საშუალების შემდგომი მიღება.
მიიღება პერორალურად.
არ უნდა მიიღოთ აპკით დაფარული ტაბლეტები დაწოლილ მდგომარეობაში. აპკით
დაფარული ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის
სითხესთან ერთად (სასურველია, ჭიქა წყლის მიყოლება). პრეპარატის მიღება არ არის
დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე არ არის
განსაზღვრული. არსებობს ინფორმაცია ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ
(ჰიპერემია და კანის შეშუპება, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
დარღვევების, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის შესახებ, და აგრეთვე არსებული
თავბრუსხვევის გაძლიერების შესახებ.
შესაძლებელია სისხლის შედედების დაქვეითება და სისხლდენების განვითარება (მათ შორის
ინტრაცერებრული სისხლჩაქცევები), განსაკუთრებით სისხლის შედედების შემამცირებელ
სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღებისას (მაგალითად, ვარფარინი, ასპირინი
და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები). გვერდითი რეაქციების
წარმოქმნის შემთხვევაში, მათ შორის რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში,
უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების მიღება და მიმართოთ ექიმს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ინფორმაცია ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის
შესახებ არ არსებობს.
მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
რადგან არსებობს მონაცემები, იმის შესახებ, რომ გინკგოს პრეპარატებმა შეიძლება
გაზარდონ სისხლდენის რისკი, სამკურნალო საშუალება ტებოკანი არ უნდა იქნას
გამოყენებული ორსულობის დროს. ინფორმაცია სამკურნალო საშუალების
კომპონენტების დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს. სათანადო მონაცემების არ
არსებობის გამო სამკურნალო საშუალება არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს.
ვარგისობის ვადა:
5 წელი.
შენახვის პირობები:
ამ სამკურნალო საშუალების შენახვა არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აპკიანი გარსით დაფარული 20 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი მუყაოს
კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
დრ. ვილმარ შვაბე გმბხ და კო. კგ
ვილმარ-შვაბე-შტრასე 4, 76227 კარლსრუე, გერმანია
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account