Silentex - სილენტექსი 30 ტაბლეტი
ჩვენება: მოუსვენრობა, შფოთვა; ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით.
სილენტექსის შემადგენლობა:
- კატაბალახას მშრალი ექსტრაქტი (Valeriana ) 125 მგ
- კუნელის მშრალი ექსტრაქტი (Gratayagus ) 125მგ
- ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი (Melissa) 100 მგ
- კრაზანას მშრალი ექსტრაქტი (Hypericum ) 100 მგ
სილენტექსი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სილენტექსი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს სედაციური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას.
ვალერიანის (კატაბალახა) ფესვები და ფესურები ძირითადად შეიცავენ ეთერზეთს 0,5-2%-მდე, ბრონიზოვალერიანატს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას. ნედლეული შეიცავს აგრეთვე ვალერიანს და ხატინინს. აქვს კარგად გამოხატული სედაციური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი ეფექტი.
ბარამბო შეიცავს ასკორბინის მჟავას, 0,3%-მდე ეთერზეთებს (ციტრალი, გერანიოლი, ლინალოლი) მთრიმლავ ნივთიერებებს, ტანინს, მიკროელემენტებს. ბარამბოს ეთერზეთები ხსნიან ტკივილსა და კრუნჩხვებს, ამ თვისების გამო, ბარამბო ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს. გააჩნიათ დამამშვიდებელი მოქმედება, აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სპობს ფერმენტაციის ანომალიებს, ამცირებს გულისცემის სიხშირეს, ტკივილს გულის არეში, აქვეითებს არტერიულ წნევას.
კუნელი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს. აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
კრაზანა შეიცავს ფლავონოიდებს, (გიპეროზიდი, კვერცეტინი, იზოკვერცეტინი, რუტინი და სხვა), 5-6% ანტოციანებს, 10-12% სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს 0,2-0,3%, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, 17% ფისისებრ ნივთიერებებს, საპონინებს, ნიკოტინის მჟავას, ალკალოიდების კვალს და სხვა. კრაზანა წარმოადგენს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს (მომატებული გამაღიზიანებლობა, დაღლილობა), ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას; ძილი უფრო ღრმა ხდება, ბრუნდება ძალების აღდგენის შეგრძნება ძილის შემდეგ, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, აშორებს შიშის და შფოთვის შეგრძნებას.
ჩვენებები:
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები, სტრესის შემდგომი მდგომარეობა, შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით;
- მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;
- ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
- ძილის მოშლა;
- ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- კლიმაქტერული სინდრომი;
- “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
- ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია).
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება, ნეიროდერმიტი);
- კუჭნაწლავის ფუნქციური დაავადებები, (დისპეპსიური სინდრომი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი);
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება: პრეპარატის მიღების უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება: სილენტექსი მიიღება მოზრდილებში და ბავშვებში 8 წლიდან: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამიდან 15 წუთის შემდეგ. ორსულობის (II-III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება ჩვენების მიხედვით.
უსაფრთხოების ზომები: სილენტექსი აძლიერებს ტრანკვილიზატორების, საგულე გლიკოზიდების, ალკოჰოლის და ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ ნივთიერებების მოქმედებას;
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი № 30.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account