ტრიოსონი 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 4,37 ლ რეგულარული ფასი 6,11 ლ
მარაგშია
SKU
5905_1021

ჩვენება: ეფექტური მცენარეული საშუალებაა, გამოხატული დამამშვიდებელი და საძილე ეფექტით.

ტრიოსონი

შემადგენლობა:
კრაზანას ბალახი (Herba Hyperici)                              60 მგ.
სვიის ნაყოფი (Humulus Lupulus-Strobile Lupuli)     20 მგ.
კუნელის ნაყოფი (Fructus Crategi)                              30 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისება:
ეფექტური მცენარეული საშუალება, გამოხატული დამამშვიდებელი და საძილე ეფექტით.

ჩვენებები:
• ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი;
• გაძნელებული ჩაძინება;
• წყვეტილი ძილი;
• ძილის დარღვევის სხვა მსუბუქი ფორმები;
• დაქვეითებული შრომისუნარიანობა;

უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• 12 წლამდე ასაკი;

გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის დადგენილი.

მიღების წესი და დოზირება:
1-2 ტაბლეტი  დღეში 2-ჯერ,  დღის მეორე ნახევარში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 კვირას.
მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 10 დღის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი გამოიყენება ყოველდღიური ფსიქიური და ფიზიკური დაძაბულობის კუპირებისათვის, ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციისა და სტაბილიზაციისათვის.
პრეპარატის მიღების შეწყვეტისას  აბსტინენციის სინდრომი არ ვლინდება.
რეკომენდირებული დოზით მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და დანადგარებთან მუშაობა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის ვადა და პირობები: 
3 წელი. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

 

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy