Diferilin - დიფერელინი ფლაკონი 3.75მგ+გამხსნელი+შპრიცი 1

329,69 ლ
მარაგშია
SKU
8930_2540
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება იმ დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა სქესობრივი ჰორმონების ინჰიბირება: წინამდებარე ჯირკვლის დაავადება; საშვილოსნოს ფიბრომიომა; ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ბავშვებში; ენდომეტრიოზი; უშვილობა ქალებში.

საერთაშორისო დასახელება:

TRIPTORELIN

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერებატრიპტორელინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გონადოტროპული ჰორმონის სინთეზური ანალოგი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან (ამპულაში 2 მლ) და ერთჯერად შპრიცთან კომპლექტში

1 ფლ.

ტრიპტორელინი .........................     3.75 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის მჟავას და გილიკოლის მჟავას სოპოლიმერი 170 მგ, მანიტოლი 85 მგ, ნატრიუმის კარმელოზა 30 მგ, პოლისორბატი 80 2 მგ, სუსპენზიის მოსამზადებელი ხსნარი (1 ამპ.), მანიტოლი 16 მგ, საინექციო წყალი 2 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიფერელინი  წარმოადგენს სინთეზური დეკაპეპტიდის, ბუნებრივი ჰორმონის ანალოგს, რომელიც გამოყოფს გონადოტროპინს, გონადოტროპინის დონის გარდამავალი ზრდის შემდეგ იგი იწვევს მაინჰიბირებელ მოქმედებას გონადოტროპინის სეკრეციაზე სტეროიდოგენეზის შემდგომი დათრგუნვით ქალებში და მამაკაცებში.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება იმ დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა სქესობრივი ჰორმონების ინჰიბირება:

 

  • წინამდებარე ჯირკვლის დაავადება;
  • საშვილოსნოს ფიბრომიომა;
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ბავშვებში;
  • ენდომეტრიოზი;
  • უშვილობა ქალებში.

 

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი შეყავთ კუნთებში. ინექცია ხორციელდება დაუყოვნებლივ წინასწარ მომზადებული სუსპენზიით. დაუშვებელია მისი სხვა პრეპარატებთან შერევა.

ერთჯერადი თერაპიული დოზა დეპო ფორმისათვის შეადგენს 4.12 მგ თვეში ერთხელ მენსტრუაციის მე-3 დღიდან დაწყებული, კანქვეშ ან კუნთებში.

შპრიცში დარჩენილი საშუალება ექვემდებარება განადგურებას.

პრეპარატის მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

მამაკაცებში:

პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება შარდვის გაძნელება და ტკივილი. ასევე აღინიშნება მოვლენები, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობაზე არ მოქმედებს: სახის ჰიპერემია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, რომელიც გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ბავშვებში:

პრეპარატით მკურნალობის კურსის პირველი კვირის განმავლობაში აღინიშნება უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი, რაც საჭიროებს ხანმოკლე მკურნალობას.

ქალებში:

შესაძლებელია ისეთი მოვლენების განვითარება, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობაზე არ მოქმედებს.

სახის ჰიპერემია, ვაგინალური სიმშრალე, თავის ტკივილი, ასთენია.

პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცელში და მენჯის არეში.

უკუჩვენებები:

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

*მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატით მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილით გამოიყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy