Zinasen - ზინასენი 10მგ 60 ტაბლეტი

16,58 ლ
მარაგშია
SKU
77304_2536

ჩვენება: ზინასენი ეხმარება შაკიკის შეტევების თავიდან ასაცილებლად და ამსუბუქებს თავბრუსხვევის გარკვეულ ფორმებს.          

ზინასენი 10 მგ ტაბლეტები

(ფლუნარიზინი)

ამ მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ბროშურა, რადგან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-         შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელახალი წაკითხვის აუცილებლობა გქონდეთ.

-         დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

-         ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია მისი სხვისთვის მიცემა. მედიკამენტი შესაძლოა მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ სიმპტომები ერთნაირია.

-         იმ შეთხვევაში თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი რაც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რას მოიცავს ეს ბროშურა:

1.      რა არის ზინასენი და რისთვის გამოიყენება

2.      ზინასენის მიღებამდე

3.      როგორ გამოიყენება ზინასენი

4.      შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.      როგორ ინახება ზინასენი

6.      სხვა ინფორმაციები

 

1.    რა არის ზინასენი და რისთვის გამოიყენება

ზინასენის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ფლუნარიზინი (დიჰიდროქლორიდის ფორმით). ზინასენი ეხმარება შაკიკის შეტევების თავიდან ასაცილებლად და ამსუბუქებს თავბრუსხვევის გარკვეულ ფორმებს.          

2.    ზინასენის მიღებამდე

არ მიიღოთ ზინასენი

-         თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ფლუნარიზინის ან ზინასენის სხვა კომპონენტების მიმართ;

-         თუ უჩივით დეპრესიას;

-         თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ზინასენის მიმართ

-         თუ იგრძნობთ დაღლილობას, რაც იმატებს მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად;

-         თუ იღებთ ზინასენს რამოდენიმე თვის განმავლობაში. ამ შემთხვევებში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის უკმარისობით, გლაუკომათი ან პროსტატიზმით დაავადებულ პაციენტებში.

ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, ფლუნარაზინს შეუძლია გამოიწვიოს ეპიგასტრალური დისკომფორტი. მედიკამენტის მიღებამ კვების შემდეგ შესაძლოა შეამციროს ეს სიმპტომები.

ზინასენის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში სხვა მედიკამენტები, ექიმის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტების ჩათვლით.

თუ იღებთ ზინასენს, ამავდროულად ალკოჰოლის, ძილის აბების ან დამამშვიდებლების, ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების მიღებამ შესაძლოა უფრო სწრაფად გამოიწვიოს ძილიანობა ან თვლემა. ამ მიზეზის გამო, უნდა შეზღუდოთ რაოდენობა რასაც იღებთ და მიიღოთ ძილის აბები ან დამამშვიდებლები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გამოგიწერთ ზინასენთან ერთად მისაღებად.

ზინასენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ მიიღოთ ზინასენი ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს შეგიძლიათ თუ არა ზინასენის მიღება.

თუ იღებთ ზინასენს, არ შეიძლება ძუძუთი კვება. ამ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

განსაკუთრებით ზინასენით მკურნალობის საწყის პერიოდში , შესაძლოა იგრძნოთ ძილიანობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაციები ზინასენის ზოგიერთ კომპონენტზე

ზინასენი შეიცავს ლაქტოზას. თუ ინფორმირებული ხართ თქვენი ექიმის მიერ, რომ თქვენ გაქვთ შაქრის რომელიმე სახის აუტანლობა, დაუკავშირდით მას ამ მედკამენტის მიღებამდე.

3.    როგორ გამოიყენება ზინასენი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ექიმის მითითებების თანახმად.   
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.           
თქვენი ექიმი მიგითითებთ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ზინასენი.     
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ ცოტა წყალთან ერთად.     
არასდროს მიიღოთ ექიმის რეცეპტით გათვალისწინებულ დოზაზე მეტი.         
ზინასენით მკურნალობის დაწყება

-         თუ ხართ 65 წელზე ნაკლები ასაკის, მიიღეთ 1 ტაბლეტი, ყოველდღე დაწოლის წინ.

-         თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, მიიღეთ ნახევარი ტაბლეტი, ყოველდღე, დაწოლის წინ.

სავარაუდოდ, პირველი თვის განმავლობაში იგრძნობთ გარკვეულ გაუმჯობესებას, მაგრამ უნდა მიიღოთ მედიკამენტი მომდევნო თვეშიც, სანამ მის სრულ ეფექტს იგრძნობთ. 
მაქსიმალური დოზა: არ გადააჭარბოთ 20 მგ-ს დღეში (2 ტაბლეტი).

ზინასენით მკურნალობის გაგრძელება 
2 თვის შემდეგ, თქვენი ექიმი გეტყვით თუ უნდა გააგრძელოთ ზინასენის მიღება. რეკომენდირებული დოზა არის შემდეგი:       
მიიღეთ ტაბლეტების იგივე რაოდენობა რასაც იღებდით, 1 ან ნახევარი ტაბლეტი, ყოველდღე დაწოლამდე, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში; არ მიიღოთ არცერთი ტაბლეტი შემდეგი 2 დღის განმავლობაში.        

გაიმეორეთ ეს მკურნალობა (5 დღე მიიღეთ მედიკამენტი, მომდევნო 2 დღე არ მიიღოთ მედიკამენტი), მკურნალობის დასრულებამდე.         

ზინასენით მკურნალობა გრძელდება მაქსიმუმ  6 თვე.        
თუ შეაჩერებთ მკურნალობას, მაგრამ ისევ გექნებათ სიმპტომები, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს თუ შეგიძლიათ ზინასენით მკურნალობის თავიდან დაწყება.  

ბავშვები       
ბავშვებში მისაღები დოზა არის 5-დან 10 მგ-მდე დღეში.    

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები         
ხელმისაწვდომი მონაცემები არ იძლევა საშუალებას განისაზღვროს მისაღები დოზა ამ ჯგუფის პაციენტებში.

თუ გადააჭარბებთ ზინასენის მისაღებ დოზას:

ზინასენის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. შესაძლოა იგრძნოთ ძილიანობა, დაღლილობა ან, ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლოა იგრძნოთ შფოთვა და აჩქარებული გულისცემა. თუმცა, შეგიძლიათ, ამ შემაწუხებელი სიმპტომებისგან გასათავისუფლებლად, დაიწყოთ მკურნალობა გააქტიურებული ნახშირით, რომელიც ხელმისაწვდომია აფთიაქში, ის შთანთქავს კუჭში არსებულ ნებისმიერ მედიკამენტს.

თუ დაგავიწყდათ ზინასენის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თქვენი ექიმი გეტყვით თუ რამდენი ხნის განმავლობაში გესაჭიროებათ ამ მედიკამენტის მიღება. 
თუ კიდევ გაქვთ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტი, ზინასენსაც  შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ყველა ადამიანში არ ვლინდება.

იმ შეთხვევაში თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი რაც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთი პაციენტი გრძნობს ძილიანობას ან დაღლილობას, მაგრამ ძირითადად ეს ეფექტები უეცრად ქრება.

თუ მსგავსი რამ არ მოხდა და იგრძენით დისკომფორტი, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ზოგჯერ, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ვლინდება წონის ან მადის მომატება, ამის გამო, მოერიდეთ ჩვეულებრივზე მეტის ჭამას.

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ზუგჯერ თავს იჩენს დეპრესია, განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც უკვე ადრე აწუხებდათ დეპრესია. ასაკიანმა ადამიანებმა შესაძლოა იგრძნონ მოძრაობის შენელება ან გაშეშება. შესაძლოა გამოვლინდეს ასევე მოუსვენრობა, კანკალი ან სახის, მკლავების და ფეხების არაკონტროლირებადი მოძრაობები.

თუ იგრძნობთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

იშვიათი უარყოფითი რეაქციებია: გულისრევა, ეპიგასტრალია (კუჭის ტკივილი), პირის სიმშრალე (ქსეროსტომია), ჰიპერტროფიული გინგივიტი, უძილობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა.

5.    როგორ ინახება ზინასენი

შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.               
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.             
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და  შეუმჩნეველ ადგილას.       
არ მიიღოთ ზინასენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.         
არ მიიღოთ ზინასენი თუ შეამჩნევთ გაფუჭების ნიშნებს.    
არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6.    სხვა ინფორმაციები

როგორია ზინასენის შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ფლუნარიზინი (დიჰიდროქლორიდის ფორმით). თითო ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ფლუნარიზინს.

სხვა კომპონენტებია: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი და სიმინდის სახამებელი.

როგორია ზინასენის ფორმა და შეფუთვის შიგთავსი

ზინასენი წარმოდგენილია ბლისტერებში, 20, 50 და 60 ტაბლეტიან შეფუთვებში.

შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:  
Laboratórios Atral, S.A.  (Atral ლაბორატორიების საზოგადოება)
Rua da Estação, nº42 (შტასაუს ქუჩა 42)    
Vala do Carregado (ვალა დუ კაღეგადუ) 
2600-726 Castanheira do Ribatejo – Portugal (2600-726 კაშტანეირა დუ ღიბატეჟუ - პორტუგალია)         
ტელ: 263 856 800    
ფაქსი: 263 855 020   

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

 

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy