Zink - თუთია 5მგ 90 ტაბლეტი
ჩვენება:კანის და თმის სილამაზის შენარჩუნება
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, უზრუნველყოფს კანის და თმის სილამაზის შენარჩუნებას
შემადგენლობა: დამატკბობელი: სორბიტოლი; მინერალები: თუთიის ოქსიდი; ლიმონის არომატიზატორი; შეწებების საწინააღმდეგო ნივთიერება: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
თუთია არის მიკროელემენტი, რომელიც ნაჩვენებია: მონაწილეობს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებში და აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელბიც მონაწილეობენ დაბერების პროცესში; თუთია აუცილებელია ორგანიზმში შემავალი ყველა უჯრედის სწორი ფუნქციონირებისათვის; აქტიურად მონაწილეობს სქესობრივი მომწიფების პროცესში; ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსისა და ინეფექციისაგან დაცვაში; აუმჯობესებს კანის ფერს, ამკვირებს ფრჩხილებს, ბზინვარებას ჰმატებს თმებს, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას; წარმოადგენს მამაკაცის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან ელემენტს, რადგან წინამდებარე ჯირკვალზე და სხვა სასქესო ორგანოებზე დადებითად მოქმედებს, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების აქტივობას და მამაკაცის ჰორმონების რეგულირებას; ხელს უწყობს და აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს, აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში, გამოიყენება ახლომხედველობის პროფილაქტიკის მიზნით; B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად კომბინაციაში აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ყურადღებას და მეხსიერებას, ხსნის გაღიზიანებადობას, აუმჯობესებს განწყობას; ხელს უწყობს საკვების მონელებასა და შეწყოვას, ამსუბუქებს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას; გარდა ყველა ზემოთთქმულისა, თუთიას ნორმაში მოჰყავს შაქრის დონე სისხლში, უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვას.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
კვებითი ღირებულება 3 ტაბლეტზე გადაანგარიშებით:
თუთია 15მგ (150% რდდ*)
* რეკომენდებული დღიური დოზა
მიღების წესი: ყოველ დილას საჭიროა 3 ტაბლეტის გაწუწვნა.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი (სორბიტოლი). დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მრავალფეროვან ბალანსირებულ საკვებთან ერთად მიღების დროს აგრეთვე საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება: გამოყენებამდე რეკომენდებული ექიმთან კონსულტაციის გავლა.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: ივს პონროი (Yves Ponroy),საფრანგეთი.
სერია: იხილეთ შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა: 90 ტაბლეტი ბლისტერზე, მოთავსებული კოლოფში.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
Units | 90 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account