Beloc Zok - ბელოკი Zok 100მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 8,73 ლ რეგულარული ფასი 13,35 ლ
მარაგშია
SKU
59218_1287

ჩვენება:მაღალი არტერიული წნევის თავიდან აცილების მიზნით, მკერდში ტკივილის თავიდან აცილების მიზნით, გულის უკმარისობისას

 

მოქმედი ნივთიერება: ბელოკ ზოკი მოქმედი ნივთიერების სახით 100მგ მეტოპროლოლს  შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებებია: ეთილის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა, მიკროსკრისტალური ცელულოზა, პარაფინი, პოლიეთილენ გლიკოლი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი, ფერის მიმცემი აგენტი (ტიტანის დიოქსიდი)

1.რა არის და რისთვის გამოიყენება ბელოკზოკი?

ბელოკ ზოკი, ეს არის თეთრი - მოთეთრო ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, ერთ ზედაპირზე დაყოფის ხაზის და მეორე ზედაპირზე A/mO გრავირების მქონე, აპკით შემოგარსული ტაბლეტი. დაყოფის ხაზის საშუალებით შესაძლებელია მისი დანაწევრება, რაც გადაყლაპვას გააადვილებს.

ბელოკ ზოკი 100მგ, 20 ტაბლეტიან შეფუთვაშია წარმოდგენილი.

მეტოპროლოლი, ფიზიკური და გონებრივი მუშობის შედეგად გამომუშავებული სტრესის ჰორმონების გულზე ზემოქმედებას ამცირებს. აღნიშნულის წყალობით, ასეთ მდგომარეობაში გულის ცემის სიხშირეს (პულსს ამცირებს) ანელებს. ბელოკ ზოკი, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს გამოიყენება:

ზრდასრულებში:

სისხლის მაღალი არტერიული წნევის თავიდან აცილების მიზნით
მკერდში ტკივილის (სტენოკარდიის) თავიდან აცილების მიზნით
გულის უკმარისობისას
გულის ფრიალის ზოგიერთი ფორმების დროს
გულის ცემის არარეგულარული აქტივობის(არითმია)განსაზღვრული ტიპების დროს
გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე ავადმყოფებში, განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის და სიკვდილის რისკის თავიდან აცილების მიზნით
მიგრენის დროს დამცავი თერაპიის სახით
6-18 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებსა და მოზარდებში:

სისხლის მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ
ბელოკზოკის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ბელოკ ზოკი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს თუ:

მეტოპროლოლის სუქცინატის ანდა ბელოკ ზოკის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ ნაწილი-6) ანდა მსგავსი წამლების (ბეტა რეცეპტორების ბლოკერების) მიმართ ალერგია გაქვთ,
გულის მიერ სისხლის სხეულში გადატუმბვის დარღვევის გამო შოკის მდგომარეობაა განვითარებული,
არითმიის გამომწვევი გულის დაავადება გაქვთ (კარდიოსტიმულატორის გარეშე)
გულის გამტარებლობით სისტემაში შეფერხების გამო გამოვლენილი გულის რითმის დარღვევა გაქვთ,
დაბალი არტერიული წნევის, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის, ფილტვების შეშუპების სიმპტომების, არასტაბილური გულის უკამრისობის დროს, ასევე ბეტა ბლოკერების აგონისტებით (გულის შეკუმშვის ძალის და გულის ცემის სიჩქარის მატების განმაპირობებელი წამლები) მუდმივი ანდა პერიოდული მკურნალობისას
გულის ცემის სიხშირის შენელების ანდა სისხლის ატერიული წნევის დაცემისას,
ავადმყოფები, რომელთაც გულის უკმარისობა აქვთ და ზურგზე წოლით პოზიციაში განმეორებითი სისხლის არტერიული წნევის გაზომვისას მაჩვენებელი <100 მმ ვწყ. სვტ, მკურნალობის დაწყებამდე განმეორებით უნდა შეფასდნენ.
თუ სისხლის მიმოქცევის პრობლემა გაქვთ,
მძიმე პერიფერიული სისხლძრღვოვანი დაავადება გაქვთ, როცა განგრენის განვითრების საშიშროება არსებობს.
ბელოკ ზოკი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ თუ:

ბელოკ ზოკის მომხმარებელი ხართ, ამ დროს ავადმყოფებში ვერაპამილი (სისხლის არტერიული წნევის და გულის ცემის სიხშირის დამაქვეითებელი წამალი) ინტრავენური გზით არ უნდა მიეცეს.
სისხლის მიმოქცევის დარღვევა გაქვთ, რაც ხანგამოშვებით კოჭლობას იწვევს,
მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა გაქვთ,
გლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატებით (გულის და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს გამოიყენება, გულის შეკუმშვის ძალას ზრდის) კომბინაციურ თერაპიას გადიხართ,
პრინცმეტალის სტენოკარდიის სახელით ცნობილი გულის დაავადება გაქვთ, რომელიც ხასიათდება მკერდში ტკივილის არსებობით,
ასთმა ანდა სასუნთქი გზების შევიწროებით მიმდინარე დაავადება გაქვთ,
სხეულში დიდი რაოდენობით მჟავა ნივთიერებების დაგროვებით განპირობებული მწვავე დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი) გაქვთ,
თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნის გამო მკურნალობა გაქვთ ჩატარებული,
მძიმე სტაბილური გულის უკმარისობა გაქვთ,
საშუალო ხარისხის გულის გამტარებლობის დარღვევა გაქვთ, რომელიც მანამდეც გქონდათ,
სიცოცხლისთვის საშიში სერიოზული ალერგიული რეაქციის გამო მკურნალობა გაქვთ ჩატარებული,
ბელოკ ზოკის უეცრად მოხსნას გნებავთ, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ავადმყოფებში, აღნიშნულმა გულის უკმარისობა შეიძლება დაამძიმოს, ასევე, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის და უეცარი სიკვდილის რისკი გაზარდოს. წამლის უეცარი შეწყვეტა საშიშია, ამიტომ თუ შესაძლებელია ბელოკ ზოკის მოხსნა უნდა მოხდეს სულ ცოტა ორ კვირაში ერთხელ, დოზის ეტაპობრივად განახევრებით. საბოლოო დოზა, 25 მგ-მდე უნდა შემცირდეს. საბოლოო დოზა, მკრუნალობის შეწყვეტამდე სულ ცოტა 4 დღით ადრე უნდა იქნას მიღებული. თუ, სიმპტომები გამოვლინდება, საჭიროა წამლის მოხსნის უფრო დაბალი ტემპი.
თუ, სტომატოლოგის მიერ ზოგადი ანესთეზიური პრეპარატი ანდა ოპერაცია უნდა გაგიკეთდეთ, ექიმს უთხარით, რომ ბელოკ ზოკს ღებულობთ.
ავადმყოფები, რომელთაც ოპერაცია გაუკეთდათ, ბელოკ ზოკის მოხსნა არ არის რეკომენდირებული.
ავადმყოფები, როემლთაც გულის ოპერაციების გარდა სხვა ქირურგიული პროცედურები ჩაუტარდათ, ბელოკ ზოკის მაღალი დოზებით მიცემას თავი აარიდეთ.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ბელოკ ზოკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ბელოკ ზოკის მიღება შესაძლებელია როგორც მშიერზე, ასევე მაძღარ მდგომარეობაშიც.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, წამლის გამოყენებამდე აღნიშნული ექიმს აცნობეთ.

ექიმის მითითების გარეშე ბელოკ ზოკი ორსულობის დროს არ მიიღოთ.

მეტოპროლოლის ჩათვლით, ბეტაბლოკერებმა შეიძლება ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს და ნაადრევი მშობიარობა განაპირობოს.

აქტირუმა ნივთიერებამ-მეტოპროლოლმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის გულის ცემის სიხშირის დაქვეითება.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აბსოლუტური საჭიროების გარეშე ბელოკ ზოკი არ გამოიყენოთ. ბელოკ ზოკი შეიძლება დედის რძეში გადავიდეს და ბავშვზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ბელოკ ზოკმა შეიძლება გამოიწვიოს (გამღიზიანებელზე) რეაქციების გაუარესება. ამ წამლის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და სისუსტე, ამიტომ

ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ბელოკ ზოკის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

გაფრთხილების განმაპირობებელ დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოგიერთმა წამალმა, შეიძლება ბელოკ ზოკის ეფექტზე ზეგავლენა მოახდინოს და პირიქით, ბელოკ ზოკმა შეიძლება სხვა წამლების ეფექტზე მოახდინოს გავლენა. ეს წამლებია:

ქინიდინი (რითმის დრღვევის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
ტერბინაფინი (კანის სოკოვანი ინფექციის სამკურნალო წამალი)
პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, სერტალინი (დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
სელეკოქსიბი(ანთებითი პროცესის(დამწვრობის) სამკურნალო წამალი)
ბარბიტურატის მჟავის წარმოებულების (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი), პროპაფენონის (ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებული წამალი), ვერაპამილის (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული არა-დიჰიდროპირიდინის წარმოებულების კალციუმის არხების ბლოკერები) ბელოკ ზოკთან ერთად გამოყენებას თავი აარიდეთ.
ამიოდარონი (რითმის დარღვევის სამკრუნალო წამალი)
რითმის დარღვევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი წამლები (პროკაინამიდი, ქინიდინი, დისოპრამიდი, ლოდოკაინი, მეკსეტილენი, ფლეკაინიდი, პროპაფენინის მსგავსი წამლები)
ტკივილის ანდა თებითი პროცესის სამკურნალოდ გამოყენებული არა-სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები
დიგიტალისის (საგულე გლიკოზიდების)პრეპარატები/დიგოქსინი (გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, გულის შეკუმშვის ძალას ზრდის)
დიფენჰიდრამინი (ალერგიის დროს გამოყენებული წამალი)
დილთიაზემი (გულ-სისხლძრღვთა დაავადებების სამკურანლოდ გამოყენებული არა-დიჰიდროპრიდინის წარმოებული კალციუმის არხების ბლოკერები)
ადრენალინი (მწვავე შოკის და მძიმე ალერგიული რეაქციის დროს გამოიყენება)
ფენილპროპანოლამინი (ცხვირის ღრუს ქსოვილებში შეშუპებისთვის გამოყენებული წამალი)
თუ, კლონიდინს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) და ბელოკ ზოკს ერთდროულად ღებულობთ და კლონიდინით მკრუნალობის დასრულებაა საჭირო, ბელოკ ზოკის მიღება კლონიდინის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეაჩეროთ. ბელოკ ზოკის მკურნალობის დასრულებათან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი- ,, ბელოკ ზოკით მკურნალობის დასრულების შემდეგ განვთარებული ეფექტები’’.
რიფამპიცინი(ტუბერკულოზის და სხვა დაავადებების დროს გამოყენებული ანტიბიოტიკი)
სხვა ბეტა-ბლოკერები (მაგ.თვალის წვეთები)
იმატინიბი, ანორმალური უჯრედების ინჰიბიციისთვის გამოყენებული წამალი
მაო-ს ინჰიბიტორები(დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)
ინჰალაციური (სასუნთქი გზებით მიღებული) ანესთეტიკები(ანესთეზიისთვის გამოყენებული წამლები)
თუ, ორალურ ანტიდიაბეტური წამლებს ღებულობთ, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის რეგულირება
ციმეტიდინი(კუჭის მჟავიანობის შემამცირებელი წამალი)
ჰიდრალაზინი(მაღალი არტერიული წნევის დამაქვეითებელი წამალი)
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

როგორ გამოიყენება ბელოკზოკი ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ბელოკ ზოკი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ბელოკ ზოკის კონტროლირებადი გამოთავისუფლების უნარის მქონე აპკით შემოგარსული ტაბლეტის ეფექტი მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს, მიიღება დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი.

მიცემის გზა და მეთოდი:

ბელოკ ზოკი პირის გზით მიღებისთვისაა განკუთვნილი.

ტაბლეტების მიღება შესაძლებელია მისი დაყოფის გზითაც.

ტაბლეტები, სულ ცოტა ნახევარი ჭიქა წყლით, მთლიანად უნდა გადაიყლაპოს. ტაბლეტები არ დაფხვნათ და არ დაღეჭოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ზრდასრულებში გამოყენება: საჭირო დოზა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ამავე დროს მიღებულ სხვა წამლებთანაა დაკაშირებული.

რეკომენდირებული დოზა:

მაღალი არტერიული წნევის დროს: 50-100 მგ დღეში ერთხელ.
სტენოკარდიის და არითმიების დროს:100-200 მგ დღეში ერთხელ.
სხვა წამლებთან ერთად მიღებისას, გულის სტაბილური უკმარისობის დროს საწყისი დოზაა: 12.5-25 მგ დღეში ერთხელ. დოზის გაზრდა შესაძლებელია ეტაპობრივად, დღეში 200მგ-მდე.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პროფილაქტიკური მკურნალობისთვის: 200 მგ დღეში ერთხელ.
გულის ფრიალის დროს: 100 მგ დღეში ერთხელ.
მიგრენის პროფილაქტიკური მკურნალობისას, 100-200 მგ დღეში ერთხელ.
6 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:

ექიმი, ბავშვისთვის შესაბამის დოზას განსაზღვრავს. დოზა, ბავშვის სხეულის წონაზეა დამოკიდებული. ბელოკ ზოკი, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.

რეკომენდირებული დოზა:

მაღალი არტერიული წნევის დროს რეკომენდირებული საწყისი დოზაა: 5 მგ/კგ (25 კგ წონის ბავშვისთვის დაახლოებით 25 მგ ½ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი).
საჭიროებისას, დოზის მომატება შესაძლებელია 2 მგ/კგ-მდე დღეში ერთხელ (25 კგ წონის ბავშვისთვის დაახლოებით 50 მგ გახანგრძლივებული მოქმედების 1 ტაბლეტი).
ხანდაზმულებში გამოყენება:

დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

თუ, ფიქრობთ, რომ ბელოკ ზოკის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ბელოკ ზოკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ბელოკ ზოკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოვლინდეს: გულის ცემის სიხშირის არარეგულარობა ანდა დაცემა, ჰაერის უკამრისობა, ფეხების შეშუპება, მკერდში გულის ცემის შეგრძნება, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ტკივილი მკერდში, კანის გაცივება, დაბალი პულსი, გონებრივი დარღვევები, მოუსვენრობა, გულის გაჩერება, სასუნთქი გზების შევიწროების შეგრძნება, ცნობიერების ნაწილობრივი ანდა სრული დაკარგვა/კომა, გულისრევა, ღებინება და ციანოზი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ექიმის მიერ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი არ მიიღოთ, მხოლოდ თქვენთვის გამოწერილი დოზა მიიღეთ.

თუ წამალს, ძილის წამლებთან (ბარბიტურატებთან), სხვა სისხლის არტერიული წნევის დამაქვეითებელ წამლებთან ერთად და სპირტოვან მეტოპროლოლთან ერთად ღებულობთ, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს.

წამლის მაღალი დოზის მიღების მანიშნებელი სიმპტომები, წამლის მიღებიდან 20 წუთიდან-2 საათის შემდეგ ვლინდება.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ.

თუ, ბელოკ ზოკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, ბელოკ ზოკის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

გვერდითი ეფექტები, რომელიც ბელოკ ზოკით მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს

ექიმთან გასაუბრების გარეშე ბელოკ ზოკით მკურნალობა არ შეწყვიტოთ,რადგანაც წამლის მიღების უეცრად შეწყვეტისას დაავადების ზოგიერთი სიმპტომი (მაგ. გულის ფრიალი და ტკივილი მკერდში) შეიძლება გაუარესდეს.

რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ბელოკ ზოკის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა ჩამოთვლილი:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული: დაღლილობა

გავრცელებული:

თავის ტკივილი, გაბრუება, თავბრუსხვევა, გულის ცემის სიხშირის შემცირება, გულის ფრიალი, ხელების და ფეხების გაცივება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ფიზიკური აქტივობის დროს სუნთქვის გაძნელება.

ნაკლებად გავრცელებული

დეპრესია, ძძილიანობა ანდა უძილობა, კოშმარების დასიზმრება, ძილის დარღვევები, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, გულის უკმარისობის სიმპტომების დროებით გაუარესება, გადატანილი მიოკარდიუმი ინფარქტის მქონე ავადმყოფებში გულის მიერ სისხლის სხეულში გადატუმბვის დარღვევების გამო განვითარებული შოკური მდგომარეობა(კარდიოგენური შოკი), ტკივილი მკერდში, გულის გამტარებლობის დარღვევა, ჰაერის უკმარისობა, , ასთმით დაავადებულებსა და მსგავსი ჩივილების მქონე ავადმყოფებში სასუნთქი გზების შევიწროების შეგრძნება, წონის მომატება, კანის მომატებული მგრძნობელობა, სხეულში სითხის დაგროვება.

იშვიათი:

ჭარბი ოფლიანობა, თმის ცვენა, გემოს ცვლილება, სქესობრივი ლტოლვის დროებითი შემცირება, მეხსიერების დარღვევები, გონების არევა, გაღიზიანება, მოუსვენრობა, ჰალუცინაციები, ფსორიაზის გართულება, მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, სისხლის უჯრედების (თრომბოციტების)რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), გულის ცემის სიხშირის შემცირება, გულის რითმის დარღვევა, ღვიძლზე გამოვლენილი ზემოქმედება (ღვიძლის ფერმენტების მომატება), მხედველობის დარღვევები, მშრალი და გაღიზიანებული თვალი, ყურებში ხმაური, სხეულში სითხის დაგროვება, გონების დაკრგვა, ყურებში ხმაური.

უცნობი:

თვალის ჩირქოვანი ანთების მსგავსი ნიშნები, სისხლის მიმოქცევის სერიოზული დარღვევის მქონე ავადმყოფებში განგრენა, ალერგიული რინიტი, პირის სიმშრალე, ღვიძლის ჩირქოვანი ანთება(ჰეპატიტი), სახსრების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, კონცენტრაციის დარღვევები.

პირის ღრუში სიმშრალე კარიესის რისკს ზრდის, ამიტომ საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის რეგულარული დაცვა, კბილების ჯაგრისით გაწმენდა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ბელოკზოკის შენახვა
ბელოკ ზოკი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

ბელოკ ზოკი, <250 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

გამოყენების ვადა:

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ბელოკ ზოკი არ გამოიყენოთ.

გამოყენების ბოლო ვადის პირველი ციფრი თვეს აღნიშნავს, ბოლო ოთხი ციფრი კი წელიწადს. გამოყენების ბოლო ვადა იმ თვის ბოლო დღეა.

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy