Snup - სნუპი 0.1% 15მლ სპრეი
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტის, ჰაიმორიტის, სინუსიტების, თივის სურდოს, ალერგიული რინიტის, ლარინგიტის, მწვავე ოტიტის (ევსტაქის მილის გამტარიანობის აღდგენის ვიზნით) სამკურნალოდ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქსილომეტაზოლინი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს, რომელიც ხასიათდება ალფა ადრენომიმეტური თვისებებით. იგი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ამცირებს ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას, შეშუპებას, და გამოყოფილი სეკრეტის რაოდენობას, გააჩნია დეკონგესტანტური მოქმედება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება (2 კვირაზე მეტ ხანს) იწვევს სისხლძარღვების მეორად გაფართოვებას და იატროგენული რინიტის (Rhinitis medicamentosa) განვითარებას. მის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ნერვული დაბოლოვებებიდან ნორადრენალინის გამოყოფის შემცირება, რაც განპირობებულია პრესინაფსური ლოკალიზაციის α2-ადრენორეცეპტორების აგზნებით.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება იწყება მისი მიღებიდან 5-10 წუთის შემდეგ და გრძელდება 5-6 საათის განმავლობაში, რის შედეგედაც სისხლძარღვების სპაზმი გრძელდება 8-12 საათის განმავლობაში. თერაპიულ დოზებში პრეპარატი იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვებას, რის შედეგადაც ადგილობრივად მცირდება ჰიპერემია და შეშუპება. პრეპარატის მაღალი დოზით ან მისი შემთხვევითი გამოყენებისას, შესაძლებელია წვეთის გადაყლაპვა, რაც იწვევს მოქმედი ნივთიერების საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან შეწოვას. ასეთი შემთხვევები ძირითადად აღწერილია ბავშვებში.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტის, ჰაიმორიტის, სინუსიტების, თივის სურდოს, ალერგიული რინიტის, ლარინგიტის, მწვავე ოტიტის (ევსტაქის მილის გამტარიანობის აღდგენის ვიზნით) სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
ქსილომეტაზოლინის 0.05%-იანი ცხვირის წვეთები: 1 წვეთი შეიცავს 0.025 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს. 4 თვიდან 2 წლის ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის ხსნარის 1 წვეთს აწვე-თებენ ცხვირის თითოეულ ნესტოში ყო-ველ 8-12 საათში, ხოლო 2-დან 12 წლამდე ბავშვებში ყთველ 8-10 საათში ერთხელ.
ქსილომეტაზოლინის 0.1%-იანი ცხვირის წვეთები: 1 წვეთი შეიცავს 0.05 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს. 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 2-3 წვეთის ოდენობით ყოველ 8-10 საათის განმავლობაში. მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს და არ უნდა აჭარბებდეს 2 კვირას.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღებისას ადგილობრივად აღინიშნება: იშვიათად ლორწოვანის გაღიზიანება, ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ წვისა და არასასიამოვნო სიმშრალის შეგრძნება, აგრეთვე ცხვირის ცემინება. ძალიან იშვიათად აღინიშნება საერთო გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, ტაქიკარდია, რომელიც დაკავშირებულია მის ჭარბი დოზით მიღებასთან.
უკუჩვენება
პრეპარატის გამოყება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ქსილიმეტაზოლინის მიღება არ არის რეკომენდებული თვალის დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში. პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიპოფიზექტომია და/ან სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები ტვინზე პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ქსილომეტაზოლინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისთვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. არ არსებობს მონაცემები ქსილომეტაზოლინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
3 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქრონიკული ან ვაზომოტორული რინიტი, პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია. პრეპარატის ხანგრძლივი მიღება (2 კვირაზე მეტი ხნით) იწვევს იატროგენულ რინიტს (Rhinitis medicamentosa). შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონიით, სტენოკარდიით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით და ჰიპერთირეოზით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მკურნალობს მაო-ს ინჰიბიტორებით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ქსილომეტაზოლინის მიღება არ არის რეკომენდებული. ქსილომეტაზოლინი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზით ან შემთხვევით პერორალურად მიღებამ განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლებელია გამოიწვიოს მოდუნება, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი, ნევროზი, გულის რითმის დარღვევა, უძილობა. პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას ვითარდება მეორადი რინიტი, რომელიც მკურნალობის მიმართ მდგრადია (Rhinitis medicamentosa). ჭარბი დოზირების შემთხვევაში გამოიყენება სიმპტომატური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იმის გამო, რომ ქსილომეტაზოლინი მინიმალური ხარისხით აღწევს საერთო სისხლმიმოქცევაში, ძალიან მცირე ალბათობა არსებობს მისი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ. ამავე დროს დადგენილია ქსილომეტაზოლინის ურთიერთქმედება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან.
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account