აქვა მარის სტრონგი ცხვირის 30 მლ.. სპრეი

განსაკუთრებული ფასი 12,57 ლ რეგულარული ფასი 17,56 ლ
მარაგშია
SKU
38203_482
გამოიყენება ცხვირის, სინუსის და ყელ-ცხვირის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს, ასევე ბავშვებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ადენოიდები;

ფარმაცევტული ფორმა: დოზირებული ნაზალური სპრეი 30მლ, ნაზალური წვეთები ბავ­შვებისთვის 10მლ

აღწერა: უფერო, უსუნო გამჭვირველე სითხე

შემადგენლობა:

100მლ ხსნარი შეიცავს ადრიატიკის ზღვის 30მლ წყალს ნატურალური მიკროელემენ­ტე­­ბით, გასუფთავებული წყალს 70მლ

არ შეიცავს კონსერვანტებს

არსებული იონები

Na+ - მინიმალური შემცეველობა 2.50მგ/მლ

Ca2+ - მინიმალური შემცეველობა 0.08მგ/მლ

Mg2+ - მინიმალური შემცეველობა 0.35მგ/მლ

Cl- - მინიმალური შემცეველობა 5.50მგ/მლ

SO42- - მინიმალური შემცეველობა 0.60მგ/მლ

HCO3-- - მინიმალური შემცეველობა 0.03მგ/მლ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიკონგესტიური (ცხვირის დაცობის) საწინააღმდეგო

ათქ კოდი: R01AX70

ფარმაკოლოგიური მოქმედება: გასტერილებული, იზოტონური ზღვის წყალი, რომელიც ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგო­მა­რე­ო­ბის შენარჩუნებას. პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს დათხელებას და ლორ­წოვანი გარსის უჯრედებში მისი გამომუშავების ნორმალიზებას.

პრეპარატში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, რაც აძლიერებს ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობის უნარს ავადმყო­ფო­ბის გამომწვევი ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ.

ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს პრეპარატი ხელს უწყობს ალერგენების და ჰეპტანების ჩამორეცხვა-მოცილებას ცხვირის ლორწოვანი გარსიდან, სინუსიდან და ამცირებს ადგილობრივ ანთებით პროცესებს.

აქვა მარისი გამოიყენება ჰიგიენური მიზნებით, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის გა­სუფ­თავებას ქუჩის და ოთახის მტვერისგან.

ჩვენება:

- ცხვირის, სინუსის და ყელ-ცხვირის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს;

- ბავშვებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ადენოიდები;

- ცხვირის ღრუში ჩატარებული ოპერაციების შემდეგ;

- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს (განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც განწყობილი არიან ან აწუხებთ მაღალი მრძნობელობა სამკურნალო პრეპაატების მიმართ, მათ შორის ორსულ ქალებს ლაქტაციის პერიოდში);

- შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ინფექციების პროფილაქტიკისთვის ცხვირის ღრუში (მათ შორის ორსულ ქალებს ლაქტაციის პერიოდში);

- პაციენტებს რომლებსაც აწუხებთ ცხვირის ღრუს სიმშრალე, აგერთვე პირებს რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიცირებული ჰაერით და/ან ცენ­ტრა­ლური გათბობით, რათა შენარჩუნებული იყოს ცხვირის ლორწოვანი გარსის მახასიათებლები შეცვლილ მიკროკლიმატურ პირობებში;

- პირებს, რომელთა ზედა სასუნთქი გზების გარსი მუდმივად მავნე ზემოქმედების ქვეშ არის (მწეველები, ავტოტრანპორტის მძღოლები, პირები, რომლებიც მუშაობენ ცხელ და მტვრიან ცეხებში, აგრეთვე მათთვის ვინც მუშაობს მძიმე კლიმატურ პირობებში).

გამოყენების წესი და დოზირება:

მკურნალობის მიზნით

აქვა მარისი 10მლ, წვეთები ბავშვებისთვის:

- ბავშვებს დაბადების დღიდან: 4-ჯერ დღეში 2 წვეთი თითოეულ ნესტოში;

აქვა მარისი 30მლ, დოზირებული ნოზალური სპრეი:

- ბავშვებს 1 წლიდან 7 წლამდე: 4-ჯერ დღეში ორჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;

- ბავშვებს 7-16 წლამდე: 4-6ჯერ დღეში ორჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;

- ზრდასრულებს: 4-8ჯერ დღეში ორჯერ-სამჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;

მკურნალობის კურსი ყველა შემთხვევაში არის 2-4 კვირა (მკურნალი ექიმის შეხედულების მიხედვით). რეკომენდებულია კურსის გამეორება ერთი თვის შემდეგ.

ჰიგიენური მიზნებთ:

აქვა მარისი 10მლ, წვეთები ბავშვებისთვის:

- ტუალეტის ჩატარების მიზნით, ბავშვებს დაბადების დღიდან აქუა მარისის წვეთბი 2-3-ჯერ დღეში 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში;

აქვა მარისი 30მლ, დოზირებული ნოზალური სპრეი:

- ბავშვებს 1 წლიდან 7 წლამდე: 1-3-ჯერ დღეში ერთი-ორჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;

- ბავშვებს 7-16 წლამდე 2-4ჯერ დღეში ორჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;

- ზრდასრულებს: 3-6ჯერ დღეში ორჯერ-სამჯერ შესხურება თითოეულ ნესტოში;

დაბინძურებული გროვების და ცხვირის გამონაყოფის დასარბილებლად და მოსაცილებლად:

- აქვა მარისს შეისხურებენ ან იწვეთებენ თითოეულ ნესტოში იმდენს, რამდენსაც მოთხოვს გარემოება. ჭარბი სითხე მოიცილეთ ბამბით ან ცხვირსახოცით. პროცედურის განმეორება შესაძლებელია მრავალჯერადად მანამ, სანამ დამა­ბინ­ძუ­რებელი ნაწილაკების გროვები არ დარბილდება და არ იქნება გამოდევნილი.

გვერდითი ეფექტები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 1 წლამდე ბავშვთა ასაკი (ნაზალური დოზირებული სპრეისთვის).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

რადგან პრეპარატს არ გააჩნია სისტემური მოქმედება ორგანიზმზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არ არის აღნიშნული. შესაძლებელი მისი გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, სურდოს სამკურნალოდ.

განსაკუთრებული მითითებები

ახალშობილებში, შუა ყურის ინფიცირების რისკის პრევენციის მიზნით, ცხვირის ღრუში ხსნარი ჩაიწვეთება სიფრთხილით ფლაკონზე მინიმალური დაჭერით.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღნიშნული

გამოშვების ფორმა

ნაზალური დოზირებული სპრეი. 30 მლ მოცულობის შუშის ფლაკონი მექანიკური გამფრქვევით,შეიცავს არანაკლებ 200 დოზას, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ცხვირის წვეთები ბავშვებისთვის. 10მლ მოცულობის პლასტიკური ფლაკონი, მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება 25°ჩ-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი მომზადებიდან. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 45 დღის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
Units 1
Form კაფ TEMP
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy