Xylometazoline - გალაზოლინი 0,1% 10მლ.
ფორმა, შეფუთვა:
ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში 10 მლ; 1 მლ შეიცავს 500 მკგ ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს;
ცხვირის წვეთები 0.1%: ფლაკონში 10 მლ; 1 მლ შეიცავს 1 მგ ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს.
შემადგენლობა - Xylometazoline
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ოტოლარინგოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ალფა-ადრენოსტიმულატორი, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსისი სისხლძარღვებს ავიწროვებს, ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას აქრობს. რინიტის დროს ცხვირით სუნთქვას აუმჯობესებს. მოქმედებას იწყებს მოხმარებიდან რამდენიმე წუთში, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათი.
ჩვენება - გალაზოლინი გამოიყენება ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტის, ცხვირის წიაღის სინუსური დანამატის მწვავე ან ქრონიკული გართულების, ალერგიული რინიტის, შუა ყურის მწვავე ოტიტის (ევსტაქის მილის გამტარიანობის აღდგენის მიზნით) სამკურნალოდ
დოზირებისა და მიღების რეჟიმი:
გალაზოლინის 0.05%-იანი ცხვირის წვეთები, 1 წვეთი შეიცავს 0.025 მგ ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს.
4 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გალაზოლინის ხსნარის 1 წვეთი შეჰყავთ თითოეული ცხვირის ნესტოში ყოველ 8-12 საათში, ხოლო 2-დან 12 წლამდე ბავშვებში - ყოველ 8-10 საათში ერთხელ.
გალაზოლინის 0.1%-იანი ცხვირის წვეთები; 1 წვეთი შეიცავს 0.05 მგ ქსილომეტაზონის ჰიდროლორიდს.
12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი მიიღება 2-3 წვეთის ოდენობით ყოველი 8-10 საათის განმავლობაში.
ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ჩვეულებრივი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს.
გვერდითი მოვლენები:
გალაზოლინის მიღებისას ადგილობრივად აღინიშნება: იშვიათად გაღიზიანება, წვისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის არასასიამოვნო სიმშრალის შეგრძნება, აგრეთვე ცხვირის ცემინება.
ძალიან იშვიათად აღინიშნება საერთო გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, გულის მუშაობის გახშირება, რომელიც დაკავშირებულია ჭარბი დოზით გალაზოლინის გამოყენებასთან.
უკუჩვენება:
პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია:
- მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
- გალაზოლინის მიღება არ არის რეკომენდებული თვალის დახურული კუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში.
- პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდა ჰიპოფიზექტომია და/ან სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც დაკაავშირებული იყო თავის ტვინთან.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციური რიკს. არ არსებობს მონაცემები გალაზოლინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო ამ უკანასკნელის ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას.
განსაკუთრებული მითითებები:
3 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ქრონიკული ან ვაზომოტორული რინიტი, პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია, ვინაიდან ასეთი პაციენტები ავლენენ პრეპარატის მიმართ 2 კვირაზე მეტი ხნით გამოყენების ტენდენციას. პრეპარატის ხანგრძლივი მიღება (2 კვირაზე მეტი ხნით) იწვევს ინტროგენურ რინიტს (rhinitus medicamentosa) შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონიით, სტენოკარდიით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით და ჰიპერთირეოზით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით.
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მკურნალობს მაო-ს ინჰიბიტორებით და ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებებით, გალაზოლინის მიღება არ არის რეკომენდებული.
ჰიპერდოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზით ან ამ უკანასკნელის შემთხვევით პერორალურად მიღებამ, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლებელია გამოიწვიოს მოდუნება, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი, ნევროზი, გულის მუშაობის რითმის დარღვევა, უძილობა.
პრეპარატის ხანგრძლივი დროით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მეორადი რინიტი, რომელიც მკურნალობის მიმართ მდგრადია (rhinitus medicamentosa).
ჭარბი დოზირების შემთხვევაში გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: იმის გამო, რომ გალაზოლინი მინიმალური ხარისხით აღწევს საერთო სისხლის მიმოქცევაში, ძალიან მცირე ალბათობა არსებობს მისი სხვა გამოყენებულ საშუალებებთან ურთიერთქმედებისა.
აღნიშნულია გალაზოლინის ურთიერთქმედება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანია 4 წელი.
მწარმოებელი - Warsaw pharmaceutical work POLFA პოლონეთი
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account