Polydexa - პოლიდექსა (ფენილეფრინი) ცხვირის სპრეი 15მლ
გამოიყენება მწვავე და ქრონიკული რინიტის, რინოფარინგიტის და სინუსიტი სამკურნალოდ.
სამკურნალო ფორმა: ნაზალური სპრეი
შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში
მოქმედი ნივთიერებებები: ნეომიცინის სულფატი- 1გ, რაც შეესაბამება 650 000ME; პოლიმიკსინ B-ს სულფატი – 1 000 000ME; დექსამეტაზონი ნატრიუმის მეტასულფობენზოატი – 0.025გ; ფენილეფრინი ჰიდროქლორიდი – 0.250გ
სხვა კომპონენტები: მეთილპარაბენი, ლითიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, ლითიუმის ჰიდროქსიდი, მაკროგოლი 400, პოლისორბატ 80, გასუფთავებული წყალი 100მლ ხსნარის მისაღებად.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერული სითხე
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი – ამინოგლიკოზიდი და ციკლური პოლიპეპტიდი+ გლუკოკორტიკოსტეროიდი +ალფა-ადრენომიმეტიკი
ფარმაკოლოგიური თვისებები: კომბინირებული ანთების საწინააღდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლანირგოლოგიაში. დექსამეტაზონის შემცველობის გამო გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ანტიობიოტიკების - ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს ანტიბაქტერიული მოქმედებით. აღნიშნული ანტიობიოტიკების შერწყმით ფართოვდება ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი ცხვირის ღრუსა და მისი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევ გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე.
ჩვენებები: ცხვირის ღრუს, ხორხის, ცხვირის წიაღების ანთებითი და ინფექციური; მწვავე და ქრონიკული რინიტი; მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი; სინუსიტი
უკუჩვენებები: დახურულკუთხოვან გალუკომაზე ეჭვის შემთხვევაში; მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიოტორების ერთდროული გამოყენება; ვირუსული დაავადებები; თირკმლების დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ალბუმინურია; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდში; ბავშვების ასაკი (2.5 წლამდე ასაკი); პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება 3-5 ჯერ დღეღამეში; 2.5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში: თითოეულ ნესტოში ერთი შეშხაპუნება 3-ჯერ დღეღამეში; მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-10 დღე
გვერდითი ეფექტები: ალერგიული რეაქციები, იშვიათად ვითარდება გამონაყარი კანზე
ჰიპერდოზირება: სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის დაბალი აბსორბციის გამო ნაკლებ სავარაუდოა ჰიპერდოზირების განვითარება.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
წამლებს შორის ურთიერთქმედება: წამლებს შორის ურთიერთქმედება განპირობებულია ფენილეფრინის შემცველობით. გუანეტიდინისა და მისი ჯგუფის პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს იზრდება ფენილეფრინის ჰიპერტენზიული ეფექტი, გუანეტიდინის მიერ სიმფატიკოტონუსის შემცირების წყალობით შესაძლებელია ხანგრძილივი მიდრიაზის განვითარება, თუ შეუძლებელია აღნიშნულია მედიკამენტების კომბინირების თავიდან აცილება, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
განსაკუთრებული მითითებანი: არ გამოიყენოთ ცხვირის წიაღების გამოსარეცხად
არ გამოიყენოთ თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში; პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით იხმარება არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერთირეოიდიზმის, გულის იშემიური დაავადებების დროს.
სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებმაც დოპინ-კონტროლზე შესაძლოა მოგცეთ ცრუ დადებითი ეფექტი.
გამოშვების ფორმა: ნაზალური სპრეი: შუქგაუმტარი პოლიეთილენის 15მლ ტევადობის ფლაკონი პულველიზატორის დაბოლოებით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში
ვარგისიანობა: 3 წელიწადი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი: ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი, საფრანგეთი
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account