რინევოაირ სპრეი 3% 40მლ

განსაკუთრებული ფასი 27,31 ლ რეგულარული ფასი 37,93 ლ
მარაგშია
SKU
77301_2176
გამოიყენება შეშუპების მოსახსნელად რინიტების და  სინუსიტების დროს; ასევე, როგორც დამხმარე საშუალება ცხვირის, ყურის და ყელის დაავადებების დროს.

შემადგენლობა

აცეტილცისტეინი  (N-Acetylcysteine), მეთილსულფონილმეთანი (Methylsulfonylmethane), ჰიალურონის მჟავა (Sodium Hyaluronate), ბეტა გლუკანი (Beta-glucan) , ნატრიუმის ქლორიდის 3% ხსნარი (sodium chloride) , ლიმონმჟავა (citric acid), წყალი(water) , ნატრიუმის ბენზოატი (Sodium Benzoate), ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი (Sodium dehydroacetate), კალიუმის სორბატი (Potassium sorbate), პოლისორბატ 20 (Polysorbate 20).

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტილცისტეინი – აცეტილცისტეინი ბუნებრივი ამინომჟავა L-ცისტეინის N-აცეტილირებული წარმოებულია; იწვევს დისულფიდური ბმების დარღვევას ლორწოვანის გლიკოპროტეინებში სულფჰიდრილურ ჯგუფებთან და ავლენს მუკოლიზური ეფექტს მუკოიდურ და ლორწოვან - ჩირქოვან სეკრეტებზე. იგი სწრაფად ამცირებს სასუნთქ გზებში  დაგროვილი ლორწოს წებოვნებასა და სიმკვრივეს. გამოიყენება ბლანტი ლორწოს შემცირებისა და ცხვირის ღრუდან გამოყოფისათვის.

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) – ბიოლოგიურად აქტიური გოგირდია, აფერხებს უჯრედების მიერ ჭარბი სითხის გამოყოფას. ამ გზით ხსნის შეშუპებას და აღადგენს ცხვირის გამავლობას; გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხსნის ალერგიულ და ანთებით შეშუპებას.

ჰიალურონის მჟავა – არბილებს და ატენიანებს ცხვირის ლორწოვანს და იცავს გამოშრობისგან, რომელიც შეიძლება განვითარდეს გაციების, ალერგიული რინიტის და სინუსიტის დროს; ასევე აღადგენს მიკროდაზიანებებს ლორწოვანზე.

ბეტა გლუკანი – ბეტა გლუკანი ნატურალური პოლისაქარიდია. ბეტა გლუკანები ყველაზე უსაფრთხო და კარგად შესწავლილი იმუნომოდულატორებია; ასტიმულირებს ფაგოციტოზის პროცესს, ადგილობრივად ზრდის ბუნებრივ დამცველობით ფუნქციებს  ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ; ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს – ნატურკილერებს და მაკროფაგებს.

3%-იანი ჰიპერტონული ხსნარი – ხასიათდება დეკონგესტანტური და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით. 3%-იანი მარილის ხსნარი ქმნის ოსმოსურ წნევას, რომელიც განაპირობებს ჭარბი სეკრეტის დრენირებას ცხვირის დანამატი ღრუებიდან (სინუსებიდან). აუმჯობესებს მუკო-ცილიარულ კლირენს და ცხვირის ჰიგიენას.

გამოყენების წესი

რინევოაირი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მოხადეთ  დამცავი თავსახური, დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად და ფრთხილად მოთავსეთ დისპენსერი ცხვირის ნესტოში. დააჭირეთ ორი თითი დისპენსერის ფუძეზე ნაჭდევებს. გაიმეორეთ პროცედურა მეორე ნესტოში. დააყოვნეთ რამდენიმე წამით და საჭიროების შემთხვევაში ჩაბერეთ ცხვირში გამოსასუფთავებლად. გაწმინდეთ დისპენსერი და მოარგეთ დამცავი თავსახური.

დოზირება:

რინევოაირი გამოიყენება 1-2 შესხურება თითო ნესტოში, მაქსიმუმ 3-ჯერ დღე-ღამეში, საჭიროების მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

სიფრთხილის ზომები

რინევოაირის გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.  3 წლამდე ბავშვებში გამოიყენება ექიმის კონსულტაციით. ერთი და იგივე ბოთლის (დისპენსერის) გამოყენება რამდენიმე ადამიანის მიერ განაპირობებს ინფექციის ტრანსმისიას. ცხვირის ლორწოვანის სერიოზული დაზიანების შემთხვევაში, რინევოაირის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას, თუკი აღინიშნა მსგავსი შემთხვევა, ჩამოირეცხეთ წყლით.

ვარგისია პირველი შესხურებიდან 28 დღის განმავლობაში.

რინევოაირის გამოყენება ორსულებში დასაშვებია მეორე ტრიმესტრიდან, ექიმის კონსულტაციით (არ შეიცავს სისხლძარღვთა შემავიწროებელ კომპონენტს და არ იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას).

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები

ინახება გრილ, მშრალ ადგილას,  სითბოს, სინათლის და ტენისგან მოშორებით. პროდუქტი არ გამოიყენება, თუ ბოთლი გახსნილი ან დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა

40 მლ ბოთლი, ნაზალური დისპენსერით.

მწარმოებელი

Shedir Pharma, იტალია

მეტი ინფორაცია
Units 1
Form კაფ TEMP
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy