Oftan-timolol - ოფტან-თიმოლოლი 0.5% 5მლ

6,47 ლ
მარაგშია
SKU
1309_3100
Oftan-timolol - ოფტან-თიმოლოლი 0.5% 5მლ


სავაჭრო
სახელწოდება

ოფთან ® თიმოლოლი

 

 

არაპატენტირებული საერთაშორისო სახელწოდება

თიმოლოლი

 

 

წამლის ფორმა :

თვალის წვეთები .

 

 

შემცველობა :

პრეპარატის 1 მლ შეიცავს :

 

აქტიური ნივთიერება

თიმოლოლის მალეატი 3,42/6,84 მგ ( თიმოლოლის ექვ . 2,5 მგ ; 5,0 მგ )                                                                   

 

დამხმარე ნივთიერებები :

ბენზალკონიუმის ქლორიდი , ნატრიუმის ჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი ,   ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი .

 

 

აღწერილობა :                                       

გამჭვირვალე უფერო ხსნარი .

 

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება ( ბეტა - ადრენობლოკატორი )

 

 

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

 

ფარმაკოდინამიკა

თიმოლოლი წარმოადგენს ბეტა - ადრენორეცეპტორების არასელექტიურ ბლოკატორს . მას არ გააჩნია შიდასიმპათომიმეტური და მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა .

თვალის წვეთების სახით ადგილობრივი გამოყენებისას , თიმოლოლი აქვეითებს როგორც ნორმალურ ,ასევე მომატებულ თვალშიდა წნევას   თვალშიდა სითხის წარმოქმნის შემცირების ხარჯზე . გავლენას არახდენს გუგის ზომაზე და აკომოდაციაზე .

პრეპარატის მოქმედება ვლინდება კონიუნქტივაურ პარკში ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ . თვალშიდაწნევის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში .

 

 

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას თიმოლოლის მალეატი სწრაფად აღწევს რქოვანაში . თვალის წვეთებისინსტილაციის შემდეგ თიმოლოლის მაქსიმალური კონცენტრაცია თვალის წყალწყალა სითხეში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ .

თვალის წვეთების სახით გამოყენებული თიმოლოლის 80% აღწევს სისტემურ სისხლის დინებაშიაბსორბციის გზით კონიუნქტივის სისხლძარღვების , ცხვირის ლორწოვანის და საცრემლე ტრაქტისმეშვეობით . თიმოლოლის მეტაბოლიტების გამოყოფა ხორციელდება ძირითადად თირკმელებით .

ახალშობილებში და პატარა ბავშვებში თიმოლოლის , როგორც აქტიური ნივთიერების , კონცენტრაციასაგრძნობლად აჭარბებს მოზრდილთა სისხლის პლაზმაში მის მაქსიმალურ კონცენტრაციას ( Cmax ).

 

 

მიღების ჩვენება :

-           მომატებული თვალშიდა წნევა ( ოფთალმოჰიპერტენზია );

-           ღიაკუთხიანი გლაუკომა ;

-           გლაუკომა აფაკიურ თვალზე და მეორადი გლაუკომის სხვა სახეები ;

-           დამატებითი საშუალების სახით თვალშიდა წნევის დასაწევად

-           დახურულკუთხოვანი გლაუკომა ( მიოზურებთან კომბინაციაში );

-           თანდაყოლილი გლაუკომა ( სხვა საშუალებების არაეფექტურობის დროს )

 

 

უკუჩვენება

 

-           ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა მძიმე ქრონიკული         ობსტრუქციულიდაავადებები ;

-           სინუსური ბრადიკარდია ;

-           II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ;

-           გულის დეკომპენსირებული უკმარისობა ;

-           დისტროფიული პროცესები რქოვანაში ;

-           18 წლამდე ასაკის ბავშვები ( ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის ეფექტურობის დაუსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო );

-           ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

 

 

სიფრთხილით

თირკმლის უკმარისობის , მძიმე ცერებროვასკულური უკმარისობის , გულის უკმარისობის კომპენსაციისსტადიაში , არტერიალური ჰიპოტენზიის , შაქრიანი   დიაბეტის ,   ჰიპოგლიკემიის , თირეოტოქსიკოზის, მიასთენიის , რეინოს სინდრომის , ფეოქრომოციტომის , ატროფიული რინიტის მქონე ავადმყოფებმა დაასევე სხვა ბეტა - ადრენობლოკატორების და ფსიქოაქტიური სამკურნალო პრეპარატების ერთდროულიდანიშვნის დროს , რომლებიც აძლიერებენ ეპინეფრინის გამოყოფას .

 

 

ორსულობა და ლაქტაცია :

არ არსებობს პრეპარატის გამოყენების   საკმარისი გამოცდილება ორსულობის და ლაქტაციის დროს ,მაგრამ დადგენილია , რომ თიმოლოლი გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში . ოფთან® თიმოლოლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მკურნალი ექიმისდანიშნულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში , როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგიდედისათვის აღემატება ნაყოფზე ან ბავშვზე პოტენციურ მოქმედების რისკს .

თუ პრეპარატი გამოიყენებოდა უშუალოდ მშობიარობის წინ ან ძუძუთი კვების დროს , მაშინახალშობილნი დაბადებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ ექიმისმეთვალყურეობის ქვეშ და მეძუძური დედების პრეპარატ ოფთან ® თიმოლოლით მკუნალობის მთელიპერიოდის განმავლობაში .      

 

 

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის დასაწყისში პრეპარატ ოფთან ® ® თიმოლოლის 1-2 წვეთი 2,5 მგ / მლ ან 5,0   მგ / მლდაზიანებულ თვალში 2- ჯერ დღეში .  

თუ თვალშიდა წნევა რეგულარული გამოყენებისას ნორმალიზდება , საჭიროა დოზის შემცირება 1წვეთამდე დღეში ერთხელ დილით .

როგორც წესი , ოფთან ® ® თიმოლოლით მკურნალობა ხორციელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მკურნალობის დროებით შეწყვეტა ან პრეპარატის დოზირების შეცვლა ხორციელდება მხოლოდმკურნალი ექიმის მითითებით .

   

 

გვერდითი მოქმედება :

ადგილობრივი რეაქციები :

მხედველობის დაბინდვა , კონიუნქტივის გაღიზიანება და ჰიპერემია , წვა და ქავილი თვალებში ,ცრემლდენა , რქოვანას ეპითელიუმის შეშუპება , წერტილოვანი ზედაპირული კერატოპათია , რქოვანასჰიპოსთეზია , „ მშრალი თვალის “ სინდრომი , ბლეფარიტი , კონიუნქტივიტი და კერატიტი .ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პტოზის და იშვიათად – დიპლოპიის განვითარება .მაფისტულიზირებელი ( გამჭოლი ) ანტიგლაუკომატოზური ოპერაციების ჩატარებისას შესაძლებელიასისხლძარღოვანი გარსის ჩამოცლა პოსტოპერაციულ პერიოდში .

 

სისტემური რეაქციები :

გულ - სისხლძარღვთა სისტემა :   ბრადიკარდია , ბრადიარითმია , არტერიალური წნევის დაწევა ,კოლაფსი , გულის ბლოკადა , ტვინის სისხლის მიმოქცევის ტრანზიტორული დარღვევები , გულისქრონიკული უკმარისობის გამწვავება .

სასუნთქი სისტემა : ქოშინი , ბრონქოსპაზმი , ფილტვების უკმარისობა .

ცენტრალური ნერვული სისტემა : თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , სისუსტე , ცნობიერების მოშლა ,ჰალუცინაციები , ინსომნია , ონიროდინია , შფოთვა , გუნება - განწყობის შეცვლა .

ალერგიული რეაქციები : გენერალიზებული ან ლოკალური გამონაყარი . ქავილი .

კანი : ალოპეცია , ფსორიაზისმსგავსი გამონაყარი და ფსორიაზის გამწვავება .

შარდსასქესო სისტემა : პეირონის დაავადება .

სხვა სისტემური რეაქციები : პარესთეზიები , ცხვირის დაცობა , მიასთენია , პოტენციის დაქვეითება ,გულისრევა , დიარეა , ტკივილი გულმკერდის არეში , შუილი ყურებში .

გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში , დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს .

 

 

 

ჭარბი დოზირება

შესაძლებელია ბეტა - ადრენობლოკატორებისთვის დამახასიათებელი სისტემური ეფექტების განვითარება :თავბრუსხვევა , თავის ტკივილი , არითმია , ბრადიკარდია , ბრონქოსპაზმი , გულისრევა და ღებინება .

მკურნალობა : დაუყოვნებლივ ამოირეცხეთ თვალები წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით , სიმპტომურითერაპია .

 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები :

ოფთან ® ® თიმოლოლის ერთობლივმა გამოყენებამ ადრენალინის შემცველ თვალის წვეთებთან ,შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გუგის გაფართოება .

პრეპარატის სპეციფიური მოქმედება – თვალშიდა წნევის დაწევა , მატულობს ეპინეფრინის დაპილოკარპინის შემცველ თვალის წვეთების ერთობლივი გამოყენების დროს .

ორი სხვადასხვა ბეტა - ადრენობლოკატორის ერთი და იმავე თვალში ჩაწვეთება მიზანშეწონილი არ არის . 

არტერიალური ჰიპოტენზია და ბრადიკარდია შეიძლება გაძლიერდეს პრეპარატ ოფთან ® ® თიმოლოლისკალციუმის ანტაგონისტებთან , რეზერპინთან და სისტემურ ბეტა - ადრენობლოკატორებთან ერთდროულიგამოყენებისას .

ინჰიბიტორებს CYP2D6, როგორიცაა : ჰიბიდინი და ციმეტიდინი , შეუძლიათ გაზარდონ თიმოლოლისკონცენტრაცია პლაზმაში .

ინსულინთან ან პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთობლივმა გამოყენებამშეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია .

თიმოლოლი აძლიერებს მიორელაქსანტების მოქმედებას , ამიტომ საჭიროა მოხდეს პრეპარატის გაუქმება48 საათით ადრე დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე , რომელიც ტარდება ზოგადი ნარკოზის გამოყენებით.

ეს მონაცემები ასევე შესაძლოა შეეხოს   იმ სამკურნალო პრეპარატებს , რომლებიც გამოიყენებოდა მანამდე.

 

 

განსაკუთრებული მითითებები

მხედველობის დარღვევა , თავბრუსხვევა და დაღლილობა ზოგჯერ აღინიშნება თვალის წვეთების ოფთან® თიმოლოლის გამოყენებისას . მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე ავტოტრანსპორტისმართვისას და რთული მოწყობილობებთან მუშაობის დროს , რომელიც მოითხოვს ყურადღებისმაქსიმალურ კონცენტრაციას , ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს და კარგ მხედველობას ( თვალშიჩაწვეთებიდან 0,5 სთ - ის განმავლობაში ), რადგან პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს არტერიალური წნევისდაწევა , დაღლა და თავბრუსხვევა . ეფექტურობის კონტროლი რეკომენდებულია ჩაიტაროთ თერაპიისდაწყებიდან დაახლოებით 3-4 კვირის შემდეგ ( არანაკლებ 1-2 კვირისა ). თიმოლოლის ხანგრძლივიგამოყენებისას შესაძლებელია ეფექტის შესუსტება .

გამოყენებისას საჭიროა გააკონტროლოთ ცრემლგამომყოფი ფუნქცია , რქოვანას გარსის მდგომარეობა დაშეაფასოთ მხედველობის ველების სიდიდე 6 თვეში ერთხელ მაინც .

ოფთან ® თიმოლოლი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზლკონიუმის ქლორიდს , რომელსაც შეუძლიაგამოიწვიოს თვალების გაღიზიანება , აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზებით , რითაც გამოიწვევსმათი ფერის შეცვლას და მოახდენს არასასურველ ზემოქმედებას   თვალის ქსოვილებზე . პრეპარატისგამოყენების წინ კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ ინსტილაციიდან არა ნაკლებ 15წუთის შემდეგ .

ავადმყოფების თიმოლოლით მკურნალობაზე გადაყვანისას , შეიძლება საჭირო გახდეს რეფრაქციისცვლილებების კორექცია , გამოწვეული ადრე გამოყენებული მიოტიკებით .

ოფთან ® თიმოლოლს , სხვა ბეტა - ბლოკატორების მსგავსად

 

 

შეუძლია შენიღბოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ჰიპოგლიკემიის სიმპტომები .

მომავალი ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში , რომელიც ტარდება ზოგადი ნარკოზის გამოყენებით , -საჭიროა 48 საათით ადრე შეწყდეს პრეპარატის გამოყენება , რადგან ის აძლიერებს მიორელაქსანტების დაზოგადი ანესთეტიკების მოქმედებას .

 

 

გამოშვების ფორმა :                                                             

თვალის წვეთები 2,5 მგ / მლ ; 5 მგ / მლ

5 მლ . პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში პლასტიკური საცობით - საწვეთურით   დახრახნილიხუფით . ფლაკონს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში .

.

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი .

ფლაკლონის გახსნიდან - 1 თვე .

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 

 

 

შენახვის პირობები :

სია ბ .  

შეინახეთ 15 - 25 º C ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტით

 

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy