Nevanac - ნევანაკი თვალის წვეთები 1მგ/მლ 5მლ

9,53 ლ
მარაგშია
SKU
78036_1390

ჩვენება:ოპერაციის შემდგომი ტკივილის, ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მოქმედი ნივთიერება: ნეპაფენაკი 1 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, კარბომერ 974P, ტილოქსაპოლი, ედელატის დინატრიუმი, მანიტოლი (E421), ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და/ანდა ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულაციისთვის), სუფთა წყალი.

რა არის და რისთვის გამოიყენება ნევანაკი?

ნევანაკი თვალის წვეთია. ღია ყვითელი-ღია ნარინჯისფერი ფერის სუსპენზიაა.

ნევანაკი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამლების(აას)სახელით ცნობილ ჯგუფში შედის.

ნევანაკი არის 5მლ-იანი, მრგვალი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი(ფლაკონი), აქვს საწვეთურის ნაწილი და თეთრი პოლიპროპილენის ხრახნიანი სახურავი. თითოეული კოლოფში  1 ფლაკონია მოთავსებული.

ნევანაკი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს გამოიყენება:

თვალის კატარაქტის (თვალზე ფარდის ჩამოფარება) ოპერაციის შემდეგ თვალში განვითარებული ტკივილის და ანთებითი პროცესის(წვის) თავიდან აცილების და შემსუბუქებისთვის.

შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში (დიაბეტიანი ავადმყოფები) კატარაქტის ოპერაციის შემდეგ თვალში მაკულარული შეშუპების (თვალის უკანა მონაკვეთში შეშუპება) რისკის შემცირებისთვის.

ნევანაკი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ:

ნეპაფენაკის ანდა ნევანაკის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების  ანდა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების(აას) მიმართ ალერგია გაქვთ. აას წამლების ნიმუშებია: აცეტილსალიცილის მჟავა, იბიპროფენი, კეტოპროფენი, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი.

სხვა აას წამლების გამოყენებისას ასთმა, კანის ალერგია ანდა ცხვირში ძლიერი ანთებითი პროცესი გაქვთ.

18 წალმდე ასაკის ხართ.

ნევანაკი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:

თუ;

ადვილად ტრავმირდებით ანდა სისხლდენის პრობლემები გაქვთ ანდა სისხლდენის დროის გამახანგრძლივებელ რომელიმე წამალს ღებულობთ,

თვალის რომელიმე დაავადება (მაგ. მშრალი თვალი, რქოვანას დაზიანება, (კორნეალური ულცერაცია-დაწყლულება) ანდა ქსოვილის(ეპითელური) დაზიანება გაქვთ,

დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტი) და რევმატოიდული ართრიტის (სახსრების რევმატიული ანთების სახეობა) მსგავსი სისტემური დაავადება გაქვთ,

განმეორებითი ანდა გართულებული თვალის ოპერაცია გადაიტანეთ,

კონტაქტური ლინზების მომხმარებელი ხართ,

სტეროიდებს ანდა ადგილობრივ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამლებს ღებულობთ-ამ წამლებმა თვალის დაზიანებების გამოჯანმრთელების, მოშუშების დრო შეიძლება გაახანგრძლივოს ანდა შეაფერხოს.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ექიმს აცნოებთ. თქვენთვის ნევანაკის გამოყენება შეიძლება ჯერ კიდევ ეფექტური იყოს, მაგრამ ჯერ მაინც ექიმს მიმართეთ.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან  ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში  ანდა ამჟამად თქვენთან  ვლინდება,  თქვენს ექიმს აცნობეთ.

ნევანაკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ნევანაკი თვალის შიგნით გამოყენებისთვის-ჩაწვეთებისთვისაა განკუთვნილი. თუ, პროდუქტს მითითებების შესაბამისად გამოიყენებთ, საკვებთან ანდა სასმელთან  კავშირი არა აქვს.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა  ორსულად ყოფნის ალბათობა არსებობს, ნევანაკი არ გამოიყენოთ.

ნევანაკის ორსულობის დროს გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს  მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ძუძუთი კვებაზე ხართ, ნევანაკი შეიძლება დედის რძეში გადავიდეს.  იმის მიუხედავად, რომ ნევანაკის მომხმარებელი დედის ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში შეიძლება რაიმე ეფექტი არ გამოვლინდეს, მაინც ლაქტაციის პერიოდში ნევანაკის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ნებისმიერი წამლის მიღებამდე ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

მხედველობის გაწმენდამდე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ. ნევანაკის გამოყენებისთანავე მხედველობის შემღვევა შეიძლება გამოვლინდეს.

ნევანაკის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ნევანაკი კონსერვანტს შეიცავს (ბენზალკონიუმის ქლორიდი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.

რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს მოერიდეთ. ნევანაკის წვეთის ჩაწვეთებამდე ლინზები მოიხსენით(ამოიღეთ) და სანამ ისევ ჩაისვამთ, 15 წუთი დაელოდეთ. აღნიშნულმა შეიძლება რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, კატარაქტის ოპერაციის შემდეგ კონტატური ლინზის ტარება არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ნევანაკის გამოყენების დროს ლინზები არ ატაროთ.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ადგილობრივა აას წამლების და ადგილობრივი სტეროიდების ერთად გამოყენებამ  შეიძლება გამოჯანმრთელების პროცესი შეანელოს. ნევანაკის, სისხლდენის დროის  გაზრდის განმაპირობებელ წამლებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს.

თუ, ადგილობრივ აას წამლებს იყენებთ, ექიმს აცნოებთ.  ადგილობრივი სტეროიდების და ადგილობრივი არასტეროიდების ერთად გამოყენებამ თვალის გამოჯანმრთელების პრობლემები შეიძლება გაზარდოს.

ნევანაკმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს გლაუკომის მკურნალობის დროს გამოყენებული წამლების (თვალის წვეთების ჩათვლით) ეფექტზე და ასევე  სხვა წამლებმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ნევანაკის ეფექტზე.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა  ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

როგორ გამოიყენება  ნევანაკი?

ნევანაკის გამოყენების დროს ექიმის რეკომენდაციები ყოველთვის გაითვალისწინეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ნევანაკი ორივე თვალში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ჩაიწვეთეთ.

ნევანაკი, მხოლოდ თვალის წვეთის სახით გამოიყენეთ.

გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ჩვეული დოზა: 1 წვეთი 3 -ჯერ დღეში  ავადმყოფ თვალში/თვალებში, დილით, შუადღეზე და საღამოს. წვეთები  ყოველდღე ერთსადაიმავე დროს ჩაიწვეთეთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

კატარაქტის ოპერაციამდე 1 დღით ადრე დაიწყეთ, ოპერაციის დღეს გააგრძელეთ. შემდეგ  ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მითითებული დროის განმავლობაში გამოყენება გააგრძელეთ. ეს დრო ოპერაციის შემდეგ შეიძლება 21 დღემდე (თვალის ტკივილის და ანთების საწინააღმდეგო მკურნალობისთვის) ანდა 60 დღემდე (მაკულარული შეშუპების თავიდან აცილების მიზნით)  გაგრძლდეს.

ნევანაკი, ორივე თვალში მხოლოდ ექიმის კონსულტაციით და მითითებით ჩაიწვეთეთ.

ნევანაკი, მხოლოდ თვალში/თვალებში ჩაწვეთებით გამოიყენეთ.

1. ნევანაკის ჩაწვეთებამდე ჯერ ხელები დაიბანეთ.

2.გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. ბოთლის(ფლაკონის ) სახურავი მოხსენით.

4.ფლაკონი დაიჭირეთ ისე, რომ საწვეთურის ნაწილი ქვემოთ იყოს მიმართული.

5.თავი უკან გადაწიეთ.

6.თითით  თვალის ქვედა ქუთუთო მოქაჩეთ ქვემოთ ისე, რომ თვალსა და  ქუთუთოს შორის მონაკვეთი გაფართოვდეს. წვეთი ამ მიდამოში უნდა იქნას ჩაწვეთებული 

7. ფლაკონის წვერი თვალთან ახლო მონაკვეთში, ერთ წერტილში დაიჭირეთ, თუ დაგემხარებათ, სარკის გამოყენებაც შეგიძლიათ.

8. ფლაკონის საწვეთური თვალსა და მის ირგვლივ ქსოვილებსა და კანზე არ შეახოთ. წვეთი შეიძლება დაბინძურდეს.

9. ერთი წვეთი ნევანაკის ჩაწვეთებისთვის ფლაკონის ბოლო ნაწილი, ფუძე თითებით მსუბუქად შეკუმშეთ, მოუჭირეთ.

10.ფლაკონი არ გაჭყლიტოთ.ფლაკონი ისეა მოწყობილი, რომ ბოლოში მსუბუქი ზეწოლით წვეთი ადვილად გადმოდის.(ფოტო-2)

თუ, წვეთის ჩაწვეთება მეორე თვალშიც გესაჭიროებათ, იგივე ეტაპები მეორე თვალზეც გაიმეორეთ. გამოყენებისთანავე ფლაკონის სახურავი მჭიდროდ მოარგეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში  გამოყენება:

ამ წამლის უსაფრთოება ბავშვებში არ არის ცნობილი.  18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში იგივე დოზით და ფორმით გამოიყენება.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ მოიპოვება.

თუ ფიქრობთ, რომ ნევანაკის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ ნევანაკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ ნევანაკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თვალი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დაგეგმილი მომდევნო დოზის ჩაწვეთების დრომდე  ახალი დოზა არ მიიღოთ.

თუ ნევანაკის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევთ გაესაუბრეთ.

თუ ნევანაკის მიღება დაგავიწყდებათ:

როგორც კი გაიხსენებთ, ერთი დოზა ჩაიწვეთეთ. თუ, გვიან გაგახსენდებათ და  მომდევნო დოზის ჩაწვეთების დროსთან ახლოსაა, დავიწყებული(გამოტოვებული) დოზა არ ჩაიწვეთოთ და მომდევნო  დოზები ჩვეულებრივი გეგმით გააგრძელდეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

დაავადებულ თვალში/თვალებში  დღეში მხოლოდ 3 ჯერ 1 წვეთი ჩაიწვეთეთ, ზედმეტი დოზა არ გამოიყენოთ.

თუ, სხვა თავლის წვეთსაც იყენებთ, ნევანაკს და სხვა თვალის წვეთებს შორის სულ ცოტა 5 წუთი  ინტერვალი გააკეთეთ.

ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკაშირებით  დამატებითი კითხვების შემთხვევში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ნევანაკში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, გვერდითი ეფექტები ძალიან სერიოზული არ არის, წამლის გამოყენების გაგრძელდება შეიძლება. თუ აღნიშნულთან დაკაშირებით შეშფოთდებით, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. ექიმთან კასაუბრების გარეშე ნევანაკის გამოყენება არ შეწყვიტოთ.

თუ, ჩაწვეთების დროს თვალის სიწითლე უფრო მკვეთრი იქნება და ტკივილიც უფრო მეტი იქნება, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცეელბული:100 ავადმყოფიდან <1 და 1.000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთნ შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი გაძნელებულია.

ნაკლებად გავრცელებული:

თვალის ზედაპირზე  უჯრედების  განლევის ანდა დაზიანების გამომწვევი ანდა არ გამომწვევი ჩირქოვანი ანთება

თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება

თვალი ქუთოთოების შეწებება ანდა ჩამობურცვა

იშვიათი:

მშრალი თვალი

თვალის შეშუპება

თვალის ქავილი

თვალიდან გამონადენი

თვალში ჭარბი ცრემლი

თვალის გაღიზიანება

გაბრუება

თავბრუსხვევა

კანის ზედაპირზე ალერგია

გულისრევა

მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტიურობა)

თვალის ტკივილი

ალერგიული კონიუქტივიტი (თვალის ალერგია)

თვალის ზედაპირის ანთება

თვალის ქუთუთოს კუთხეებში ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება (ბლეფარიტი)

უცნობი:

თავის ტკივილი

მხედველობის შემღვრევა

თვალის ზედაპირის დაზიანება (მაგ.გათხელება ანდა პერფორაცია)

თვალის სრულად არ გამოჯანმრთელება

თვალის ზედაპირზე იარა

თვალის შემღვრევა

მხედველობის სიმახვილის შემცირება

თვალის შეშუპება

სისხლის არტერიული წნევის მომატება

თვალის სიწითლე

ღებინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს  ანდა ფარმაცევტს.

ნევანაკის შენახვა

ნევანაკი ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას   შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად. კოლოფის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის  შემდეგ  ნევანაკი  არ გამოიყენოთ.

როცა არ იყენებთ, ფლაკონის სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.

<300 C ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ.

გახსნის შემდეგ   <300 C ოთახის ტემპერატურაზე 4 კვირის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას. კოლოფს წამლის გახსნის თარიღი დააწერეთ.

ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

მეტი ინფორაცია
Units 1
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy