Paracetamol - პარაცეტამოლი 500მგ 10 ტაბლეტი

0,75 ლ
მარაგშია
SKU
1362_640

პარაცეტამოლი მიეკუთვნება ანალგეზიურ არანარკოტიკულ საშუალებებს. მას გააჩნია ტკივილდამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და უმნიშვნელო ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

სავაჭრო დასახელება: პარაცეტამოლი.

საერთაშორისო არაპეტენტირებული დასახელება: პარაცეტამოლი/ Pარაცეტამოლ.

ქიმიური დასახელება: პ_აცეტამინოფენოლი.

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები.

აღწერილობა:
თეთრი ან კრემისფერი თეთრი ფერის ბრტყელცილინდრული ტაბლეტები ნაჭდევით და ნაზოლით.

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება _ პარაცეტამოლი 200მგ ან 500მგ; დამხმარე ნივთიერება: კარტოფილის სახამებელი, სახამებლის ბადაგი, სტეარინმჟავა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანალგეზიურებუ_ანტიპირექსიულები. ანილიდები.

ათქ კოდი: N02BE01.

გამოყენების ჩვენება:
_ სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი (მათ შორის თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ტკივილები ოსტეოართროზის, ართრიტისა და მენალგიის დროს);
¬_ ხერხემლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი: ლუმბაგო, იშიაზი, ოსტეოქონდროზი;
_ ნევრალგია, მიალგია;
_ ცხელების სინდრომი მწვავე ინფექციური და ინფექციურ_ანთებითი დაავადებების დროს.

გამოყენების წესები და დოზები:
მიიღება შიგნით, უპირატესად საკვების მიღებებს შორის პერიოდში.
მოზრდილებს ენიშნებათ 500_1000მგ (2,5_5 ტაბლეტი) 3_4-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს _ 4000მგ-ს.
ბავშვებს უნიშნავენ გადაანგარიშებით 10_15მგ/კგ. 1_6 წლის ასაკის ბავშვებს ერთჯერადი დოზით 100_200მგ (1/2_1 ტაბლეტი), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 500_1000მგ (2,5_5 ტაბლეტი). 6_9 წლის ასაკის (ან 22_30კგ წონის) ბავშვებს ერთჯერადი დოზით 200_250მგ (1 ტაბლეტი), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1000_1500მგ. 9_12 წლის ასაკის (ან 40კგ-მდე წონის) ბავშვებს ერთჯერადი დოზით 500მგ (2,5 ტაბლეტი), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2000მგ. 12 წელზე უფროსი ასაკის (ან 40კგ-ზე მეტი წონის) ბავშვებს ერთჯერადი დოზით 500_1000მგ (2,5_5 ტაბლეტი), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2000_4000მგ.
რეკომენდებული ინტერვალი სამკურნალო საშუალების მიღებებს შორის შეადგენს 6_8 საათს (არა ნაკლებ 4 საათისა). მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ბავშვებისათვის _3 დღე, მოზრდილებისთვის _ არა უმეტეს 5 დღისა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება და 3_დღე _ როგორც სიცხის დამწევი საშუალება. თერაპიის შემდგომი გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევების შემდეგ.

გვერდითი ეფექტები:
_ ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
_ ჰეპატოტოქსიკური მოქმედება ხანგრძლივი დროით გამოყენების დროს 4000მგ-ზე მაღალი დოზით დღეღამეში.
_ გულისრევა, ტკივილები ეპიგასტრიუმში.
_ ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, მეტჰემოგლობინემია.
_ ნეფროტოქსიკური მოქმედება თირკმლის კოლიკის სახით, ასეპტიური პიურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი.
_ არტერიული წნევის დაქვეითება, ჰიპოგლიკემია, დისპნოე, ვასკულიტი.

უკუჩვენება:
_ გლუკოზო_6_ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი;
_ ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;
_ თირკმელის და ღვიძლის უკმარისობა;
_ ორსულობა და ლაქტაცია;
_ საბავშვო ასაკი 1 წლამდე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფენიტოინთან, ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, რიფამპიცინთან, ფენილბუტაზონთან, კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენების დროს იზრდება ჰიდროქსილირებული ტოქსიური N_ABI მეტაბოლიტის პროდუქცია და პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი.
ალკოჰოლი აძლიერებს პარაცეტამოლის ტოქსიურ ზემოქმედებას კუჭქვეშა ჯირკვალზე.
ციმეტიდინთან, ომეპრაზოლთან და მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი მცირდება.
პარაცეტამოლი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებებისა და ალკოჰოლის მოქმედებას. ახდენს ქლორამფენიკოლის ჰემატოტოქსიური მოქმედების პოტენცირებას. ასუსტებს ურიკოზული საშუალებების ეფექტურობას (სულფინპირანოზი).
ერთდროული გამოყენებისას მიოტროპულ სპაზმოლიზურ საშუალებებთან (დროტავერინი, პაპავერინი, პიტოფენონი), მ_ქოლინობლოკატორებთან (ფენპივერინის ბრომიდი, პლატიფილინი, ატროპინი), ქოლესტირამინთან აღინიშნება პარაცეტამოლის შენელებული აბსორბცია, კუჭის მოქმედების შენელების შედეგად.
პროკინეტიკურ საშუალებებთან (მეტოკლოპრამიდი) და ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება პარაცეტამოლის აბსორბციის დაჩქარება, კუჭის მოქმედების დაჩქარების შედეგად.
ბარბიტურატები ასუსტებენ პარაცეტამოლის სიცხის დამწევ ეფექტს.

განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პარაცეტამოლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში პარაცეტამოლის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის განმავლობაში ბავშვს უნდა შეუწყდეს დედის რძით კვება.

გამოყენება ნეონატალოგიაში: არ არის რეკომენდებული პარაცეტამოლის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან მატულობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკი.

პარაცეტამოლის ხანგრძლივი დროით გამოყენება: პარაცეტამოლის რეგულარული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში 5 დღეზე მეტი ხნით, ყოველდღიურად უნდა მოხდეს პერიფერიული სისხლის სურათისა და ღვიძლის ფუნქციის კონტროლირება.

ზემოქმედება ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე: პარაცეტამოლით მკურნალობის დროს შესაძლებელია სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონის მომატება, რაც იწვევს გლიკემიური პროფილის გამოკვლევების შედეგების მცდარობას.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: პარაცეტამოლის მიღება, პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირება აღინიშნება პარაცეტამოლის მოღებისას დოზით 10გ-ზე მეტი დღეღამეში (ან 140მგ/კგ-ზე მეტი დღეღამეში ბავშვებისათვის). ალკოჰოლიზმითა და ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში პარაცეტამოლის ტოქსიური ზემოქმედება შესაძლოა აღინიშნოს 2,5_4,0გ დოზის მიღებისას დღეღამეში.
ინტოქსიკაცია მიმდინარეობს 3 სტადიად:
1 სტადია _ გრძელდება 12_24 საათის განმავლობაში და ახასიათებს დისპეფსიური მოვლენები, კუჭ_ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სიმპტომები, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა.
2 სტადია _ გრძელდება 2_3 დღეს და ხასიათდება გულისრევით, პირღებინებით, ტრანსამინაზების დონის და ბილირუბინის მომატებით, პროთრომბინული ინდექსის გაზრდით 2,0_2,5-მდე.
3 სტადია _ აღინიშნება ინტოქსიკაციის მქონე პირთა 20%-ში და გრძელდება 3_5 დღე. ხასიათდება ჰეპატოციტების ღრმად პროგრესირებადი ნეკროზით, გულისრევით, განუწყვეტელი ღებინებით, სიყვითლით, ტრანსამინაზების და ბილირუბინის მკვეთრი მომატებით, პროთრომბინული ინდექსის 2,5-ზე მეტად გაზრდით. ვითარდება ღვიძლის უკმარისობის, ჰიპოგლიკემიის, ენცეფალოპათიის, სტუპორის განვითარების ნიშნები, ასევე თირკმლის უკმარისობა და მიოკარდიოდისტროფია.
დახმარების ზომები მოიცავს სამკურნალო საშუალების მოხსნას, კუჭის ამორეცხვას გააქტივებული ნახშირით და საფაღარათე საშუალების დანიშვნით, კუჭისა და ნაწლავების გავლით პრეპარატის შეწოვის თავიდან ასაცილებლად. ინტრავენურად ინიშნება გლუკოზა (5_10% ხსნარის 200_400მლ). შეჰყავთ სპეციფიური ანტიდოტი _ N_ _აცეტილცისტეინი (აღადგენს გლუტათიონის მარაგს და თავიდან იცილებს მის დეფიციტს, ამასთან პარაცეტამოლის ტოქსიური მეტაბოლიტი ნეიტრალიზდება). N_აცეტილცისტეინის 20%-იან ხსნარს გამოიყენებენ ინტრავენურად და შიგნით მიღებისათვის: პირველი დოზა შეადგენს 140მგ/კგ-ს (0,7მლ/კგ), შემდეგ 70მგ/კგ (0,35მლ/კგ). სულ შეჰყავთ 17 დოზა. ყველაზე ეფექტურად ითვლება მკურნალობა, რომელიც იწყება ინტოქსიკაციის განვითარების პირველი 10 საათის განმავლობაში. თუ ინტოქსიკაციის გამოვლენიდან გასულია 36 საათზე მეტი მკურნალობა არაეფექტურია. პროთრომბინული ინდექსის 1,5-ზე მეტად გაზრდისას იყენებენ ვიტამინ K1_ს (ფიტომენადიონი) 1_10მგ; პროთრომბინული ინდექსის 3,0-ზე მეტად გაზრდისას უნდა დაიწყოს ნატიური პლაზმის ან სისხლის შედედების ფაქტორის კონცენტრატის გადასხმა (1_2 ერთეული).
ინტოქსიკაციის მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია ფორსირებუ;ლი დიურეზის და ჰემოდიალიზის ჩატარება. დაუშვებელია ანტიჰისტამინური საშუალებებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება.

გამოშვების ფორმა
200მგ 10 ტაბლეტი კონტურულ არაუჯრედულ შეფუთვაში

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy