Parbolo - პარბოლო 1მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 39,35 ლ რეგულარული ფასი 55,28 ლ
მარაგშია
SKU
73854_625

ჩვენება: მოზრდილებში იდიოპათიური პარკინსონის დაავადების (PD) სამკურნალოდ.

ფორმულა:

1 ტაბლეტი შეიცავს 1 მგ რაზაგილინს (ესილატის სახით).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

 ფარმაკოდინამიკური თვისებები:

 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტი–პარკინსონული პრეპარატი, მონოამინ ოქსიდაზა–B-ის ინჰიბიტორი.

მოქმედების მექანიზმი

რაზაგილინი არის ძლიერი, შეუქცევადი მაო-B-ს სელექტიური ინჰიბიტორი, რომელსაც შეუძლია ზოლიან სხეულში დოპამინის უჯრედგარე დონეების მომატება. დოპამინის მომატებული დონე და ამის შედეგად გაზრდილი დოპამინერგული აქტივობა სავარაუდოდ ხელს შეუწყობს რაზაგილინის სამკურნალო ეფექტებს, რომლებიც დოპამინერგული მოტორული დისფუნქციის მოდელებზე აღინიშნება. 1–ამინოინდანი მთავარ აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს და მაო–B-ის ინჰიბიტორი არ არის.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

რაზაგილინის ეფექტიანობა დადგენილია სამ კვლევაში: მონოთერაპიული მკურნალობის სახით I კვლევაში და როგორც ლევოდოპას დამხმარე თერაპია II და III კვლევებში.

მონოთერაპია

I კვლევაში, 404 პაციენტი შემთხვევითად შეირჩა პლაცებოს ჯგუფში (138 პაციენტი), 1 მგ/დღე რაზაგილინის ჯგუფში (134 პაციენტი) ან 2 მგ/დღე რაზაგილინის ჯგუფში (132 პაციენტი) და იტარებდნენ მკურნალობას 26 კვირის განმავლობაში, აქტიური კომპარატორი არ  არსებობდა.

აღნიშნულ კვლევაში, ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებელი იყო პარკინსონის დაავადების შეფასების ერთიანი შკალის (UPDRS, ნაწილი I-III) საერთო ქულის ცვლილება საწყის მაჩვენებელთან შედარებით. საწყისი მაჩვენებლიდან 26 კვირის/დასრულებამდე საშუალო ცვლილებას შორის სხვაობა (LOCF, უკანასკნელი დაკვირვების „ახალ ანგარიშზე“ გადატანა) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო (UPDRS, ნაწილი I-III: 1 მგ რაზაგილინისათვის პლაცებოსთან შედარებით -4.2, 95% CI [-5.7, -2.7]; p<0.0001; 2 მგ რაზაგილინისათვის პლაცებოსთან შედარებით -3.6, 95% CI [-5.0, -2.1]; p<0.0001; UPDRS Motor, ნაწილი II: 1 მგ რაზაგილინისათვის პლაცებოსთან შედარებით -2.7, 95% CI [-3.87, -1.55]; p<0.0001; 2 მგ რაზაგილინისათვის პლაცებოსთან შედარებით -1.68, 95% CI [-2.85, -0.51], p=0.0050). ეფექტი აშკარა იყო, თუმცა მისი სიდიდე მოკრძალებული იყო მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტთა აღნიშნულ პოპულაციაში. აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი და სასარგებლო ზეგავლენა ცხოვრების ხარისხზე (რაც შეფასდა PD-QUALIF შკალით).  
დამხმარე თერაპია
II კვლევაში, პაციენტები შემთხვევითად შეარჩიეს პლაცებოს ჯგუფში (229 პაციენტი) ან 1 მგ/დღე რაზაგილინის ჯგუფში (231 პაციენტი) ან კატექოლ-0-მეთილ ტრანსფერაზას (COMT) ინჰიბიტორის ჯგუფში, 200 მგ ენტაკაპონის მისაღებად ლევოდოპას (LD)/დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის გეგმიურ დოზებთან ერთად (227 პაციენტი),  და უმკურნალეს 18 კვირის განმავლობაში.

III კვლევაში, პაციენტები შემთხვევითად შეარჩიეს პლაცებოს ჯგუფში (159 პაციენტი), 0,5 მგ/დღე რაზაგილინის ჯგუფში (164 პაციენტი) ან 1 მგ/დღე რაზაგილინის (149 პაციენტი) მისაღებად და უმკურნალეს 26 კვირის განმავლობაში. ორივე კვლევაში, ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებელი იყო დღის განმავლობაში „OFF“ მდგომარეობაში გატარებული საათების საშუალო რაოდენობის ცვლილება საწყისი დონიდან მკურნალობის პერიოდისათვის (რაც განისაზღვრა კვლევის ყოველ ვიზიტამდე 3 დღით ადრე შევსებული „24-საათიანი“ სახლის დღიურით).    

II კვლევაში, „OFF“ მდგომარეობაში გატარებული საათების რაოდენობის საშუალო განსხვავება პლაცებოსთან შედარებით იყო -0.78 სთ, 95% CI [-1.18, -0.39], p=0.0001. „OFF“ დროის საშუალო საერთო დღიური შემცირება მსგავსი იყო ენტაკაპონის ჯგუფში (-0.80 სთ, 95% CI [-1.20, -0.41], p<0.0001) იმისა, რაც 1 მგ რაზაგილინის ჯგუფში გამოვლინდა. III კვლევაში, საშუალო განსხვავება პლაცებოსთან შედარებით იყო -0.94 სთ, 95% CI [-1.36, -0.51], p<0.0001. ასევე, აღინიშნებოდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით 0.5 მგ რაზაგილინის ჯგუფში, თუმცა გაუმჯობესების სიდიდე უფრო დაბალი იყო. შედეგების სანდოობა ეფექტიანობის პირველადი საბოლოო წერტილისათვის დამტკიცდა რიგი დამატებითი სტატისტიკური მოდელებით და წარმოდგენილი იქნა სამ კოჰორტაში (ITT, ყოველ პროტოკოლზე და ისინი, რომლებმაც კვლევა დაასრულეს).

ეფექტიანობის მეორადი მაჩვენებლები მოიცავდა გაუმჯობესების გლობალურ შეფასებებს მკვლევარის მიერ, ყოველდღიური აქტივობის (ADL) ქვეშკალის მაჩვენებლებს „OFF“ და UPDRS მოტორული სიმპტომების „ON“  მდგომარეობაში. რაზაგილინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კლინიკური სარგებელი ჰქონდა პლაცებოსთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

რაზაგილინი სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციებს (Cmax) დაახლოებით 0.5 საათში აღწევს. რაზაგილინის ერთჯერად დოზის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 36%-ს შეადგენს.

საკვები ზეგავლენას არ ახდენს რაზაგილინის Tmax-ზე, თუმცა Cmax და AUC დაახლოებით 60% და 20%-ით მცირდება, შესაბამისად, პრეპარატის ცხიმის მაღალი შემცველობის საკვებთან ერთად მიღებისას. ვინაიდან AUC მნიშვნელოვნად არ იცვლება, რაზაგილინის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

განაწილება

განაწილების საშუალო მოცულობა რაზაგილინის ერთჯერადი ინტრავენური დოზირების შემდეგ დაახლოებით 243 ლიტრს შეადგენს. პლაზმის ცილებთან შეკავშირებით 14C-მარკირებული რაზაგილინის ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს.

ბიოტრანსფორმაცია

რაზაგილინი გამოყოფამდე თითქმის სრულ ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში. რაზაგილინის მეტაბოლიზმი ორი მთავარი გზით მიმდინარეობს: N-დეალკილირება ან/და ჰიდროქსილირება, რაც წარმოქმნის: 1-ამინოინდანს, 3-ჰიდროქსი-N-პროპარგილ-1 ამინოინდანს და 3-ჰიდროქსი-1-ამინოინდანს. In vitro ექსპერიმენტები უჩვენებს, რომ რაზაგილინის მეტაბოლიზმის ორივე გზა დამოკიდებულია ციტროქრომ  P450 სისტემაზე, სადაც CYP1A2 არის მთავარი იზოფერმენტი, რომელიც რაზაგილინის მეტაბოლიზმში მონაწილეობს. რაზაგილინისა და მისი მეტაბოლიტების კონიუგაცია გამოყოფის ძირითადი მეტაბოლური გზაა გლუკურონიდების მისაღებად. Ex vivo და in vivo ექსპერიმენტები უჩვენებს, რომ რაზაგილინი CYP450 მთავარი ფერმენტის არც ინჰიბიტორი და არც სტიმულატორია (იხილეთ პუნქტი „პრეპარატებთან ურთიერთქმედება“).

გამოყოფა

14C-მარკირებული რაზაგილინის პერორალური მიღების შემდეგ, გამოყოფა მოხდა ძირითადად შარდით (62.6%) და განავალით (21.8%), დოზის 84.4%-ის სრული აღდგენით 38 დღის განმავლობაში. რაზაგილინის <1% გამოიყო შარდში შეუცვლელი პრეპარატის სახით.

ხაზოვნება/არახაზოვნება

რაზაგილინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დოზასთან მიმართებაში 0.5-2 მგ-ის ფარგლებში პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში. მისი ტერმინალური ნახევრად დაშლის პერიოდი 0.6-2 საათს შეადგენს.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პირებში, AUC და Cmax გაიზარდა 80%-ით და 38%-ით, შესაბამისად. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პირებში, AUC და Cmax გაიზარდა 568%-ით და 83%-ით, შესაბამისად (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“).

თირკმლის უკმარისობა

რაზაგილინის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი - 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (კრეატინინის კლირენსი - 30-49 მლ/წთ) უკმარისობის მქონე პირებში ჯანმრთელი პირების მსგავსია.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულებში (> 65 წელი) ასაკს მცირე ზეგავლენა გააჩნია რაზაგილინის ფარმაკოკინეტიკაზე  (იხილეთ პუნქტები „დოზირება“ და „მიღების წესი“).

ჩვენებები:

პარბოლო ნაჩვენებია მოზრდილებში იდიოპათიური პარკინსონის დაავადების (PD) სამკურნალოდ მონოთერაპიის (ლევოდოპას გარეშე) ან დამხმარე თერაპიის (ლევოდოპასთან ერთად) სახით პაციენტებში დოზირების ცვალებადობის დასასრულით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სხვა მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებით (ურეცეპტოდ გაცემული სამკურნალო და ნატურალური პროდუქტების ჩათვლით, მაგ. კრაზანას პრეპარატები) ან პეთიდინით (იხილეთ პუნქტი „პრეპარატებთან ურთიერთქმედება“). რაზაგილინის შეწყვეტასა და მაო-ს ინჰიბიტორებით ან პეთიდინით მკურნალობის დაწყებას შორის სულ მცირე 14 დღე უნდა გავიდეს.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები

რაზაგილინის გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.

თავიდან უნდა იქნას აცილებული რაზაგილინისა და ფლუოქსეტინის ან ფლუვოქსამინის ერთად გამოყენება (იხილეთ პუნქტი „პრეპარატებთან ურთიერთქმედება“). ფლუოქსეტინის შეწყვეტასა და რაზაგილინით მკურნალობის დაწყებას შორის სულ მცირე ხუთი კვირა უნდა გავიდეს. რაზაგილინის შეწყვეტასა და ფლუოქსეტინით ან ფლუვოქსამინით მკურნალობის დაწყებას შორის სულ მცირე 14 დღე უნდა იყოს გასული.

ვინაიდან რაზაგილინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტებს, ლევოდოპას გვერდითი მოვლენები შეიძლება გაიზარდოს და უკვე არსებული დისკინეზია გამწვავდეს. ლევოდოპას დოზის შემცირებამ შეიძლება შეამსუბუქოს აღნიშნული გვერდითი მოვლენები.

რაზაგილინის გამოყენებისას ლევოდოპასთან ერთად აღინიშნება ჰიპოტენზიური მოვლენები, განსაკუთრებით პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში. არ არის რეკომენდებული რაზაგილინისა და დექსტრომეტორფანის ან სიმპათომიმეტური საშუალებების ერთად გამოყენება ანუ ისეთი საშუალებების, რომლებიც წარმოდგენილია ცხვირის ან პირის ღრუს შეგუბების და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებებში ეფედრინისა თუ ფსევდოეფედრინის შემცველობით (იხილეთ პუნქტი „პრეპარატებთან ურთიერთქმედება“).

რაზაგილინისა და ლევოდოპას ერთად გამოყენება

დაუცველია ჰიპოტენზიის გვერდითი მოვლენების მიმართ, სიარულის არსებული დარღვევების გამო.

დოპამინერგული ეფექტები

დღისით ჭარბი ძილის (EDS) და უეცარი ძილის დაწყების (SOS) ეპიზოდები

რაზაგილინმა შეიძლება გამოიწვიოს დღისით ძილიანობა, თვლემა და ხანდახან, განსაკუთრებით სხვა დოპამინერგულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, ყოველდღიური აქტივობის შესრულების დროს ჩაძინება. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ და რაზაგილინით მკურნალობისას უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე ავტომობილის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს. პაციენტებმა, რომლებსაც ძილიანობა ან/და უეცარი დაძინების ეპიზოდები გამოუვლინდათ, თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვისა თუ მანქანა-დანადგარებთან მუშაობისაგან (იხილეთ პუნქტი „ავტომობილის მართვის უნარზე ზეგავლენა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება“).

იმპულსური კონტროლის დარღვევები (ICDs)

იმპულსური კონტროლის დარღვევები (ICDs) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დოპამინური აგონისტებით ან/და იტარებენ დოპამინერგულ თერაპიას. იმპულსური კონტროლის დარღვევების (ICDs) განვითარების მსგავსი შემთხვევები აღწერილია რაზაგილინის პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში. პაციენტებმა და მომვლელებმა უნდა იცოდნენ იმპულსური კონტროლის დარღვევების ქცევითი სიმპტომების შესახებ, რომლებიც აღინიშნებოდა რაზაგილინით ნამკურნალევ პაციენტებში, კომპულსიური მოქმედებების, აკვიატებული აზრების, პათოლოგიური აზარტული თამაშების, მომატებული ლიბიდოს, ჰიპერსექსუალობის, იმპულსური ქცევის და ფულის ხარჯვის ან ყიდვის კომპულსიური ქმედებების შემთხვევების ჩათვლით.

მელანომა

კლინიკური განვითარების პროგრამის დროს, მელანომის შემთხვევების განვითარებამ გამოიწვია რაზაგილინთან შესაძლო კავშირის საკითხის განხილვა. შეგროვებული მონაცემები ცხადყოფს, რომ პარკინსონის დაავადება და განსაკუთრებით არა რომელიმე სამკურნალო პრეპარატი, დაკავშირებულია კანის კიბოს მომატებულ რისკთან (არა მხოლოდ მელანომასთან). კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანება უნდა იქნეს გამოკვლეული სპეციალისტის მიერ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა რაზაგილინით მკურნალობის დაწყებისას. თავიდან უნდა იქნას აცილებული რაზაგილინის გამოყენება ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. თუ ღვიძლის უკმარისობამ განიცადა პროგრესი მსუბუქიდან ზომიერ უკმარისობამდე, რაზაგილინით მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ორსულ ქალებში რაზაგილინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები რეპროდუქციულ ტოქსიურობასთან მიმართებაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ საზიანო ეფექტს არ უჩვენებენ. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ორსულობის დროს სასურველია მოვერიდოთ რაზაგილინის გამოყენებას.

ძუძუთი კვება

არაკლინიკური მონაცემები უჩვენებს, რომ რაზაგილინი აინჰიბირებს პროლაქტინის სეკრეციას და ამგვარად შეიძლება დათრგუნოს ლაქტაცია.

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა რაზაგილინი დედის რძეში. მეძუძურ დედებში რაზაგილინის გამოყენებისას აუცილებელის სიფრთხილის ზომების დაცვა.

ფერტილობა

ადამიანების ფერტილობაზე რაზაგილინის ზეგავლენის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. არაკლინიკური მონაცემები უჩვენებს, რომ რაზაგილინი არ ახდენს ზეგავლენას ფერტილობაზე.

ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:

პაციენტებში, რომლებსაც ძილიანობის/უეცარი ძილის ეპიზოდები აღენიშნებათ,  რაზაგილინმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის და ასევე ავტომობილის მართვის რისკების შესახებ, სანამ დანამდვილებით არ გაირკვევა, რომ პარბოლო  უარყოფითი ზეგავლენას არ ახდენს.

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ რაზაგილინს და რომლებსაც გამოუვლინდათ ძილიანობის ან/და უეცარი ძილის ეპიზოდები, უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, თავი შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ისეთი აქტივობების შესრულებისაგან, როდესაც დარღვეულმა სიფხიზლემ შეიძლება ისინი ან სხვები მძიმე დაზიანების ან სიკვდილის რისკის ქვეშ დააყენოს (მაგალითად, მანქანა-დანადგარებთან მუშაობა), სანამ რაზაგილინის და სხვა დოპამინერგული პრეპარატების გამოყენების სათანადო გამოცდილებას არ მიიღებენ და დაადგენენ, მოქმედებს თუ არა ის უარყოფითად გონებრივ ან/და მოტორულ აქტივობაზე. 

თუ მომატებული ძილიანობის ან ყოველდღიური აქტივობების შესრულების დროს (მაგალითად, ტელევიზორის ყურებისას, მანქანაში მგზავრის სახით გადაადგილებისას და ა.შ.) აღინიშნება დაძინების ახალი ეპიზოდები მკურნალობის ნებისმიერ მომენტში, პაცინტმა არ უნდა მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება ან არ უნდა დაკავდეს პოტენციურად სახიფათო აქტივობებით.

მკურნალობის დროს პაციენტმა არ უნდა მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან ან იმუშაოს სიმაღლეზე, თუ  ადრე აღენიშნებოდა ძილიანობის ან/და უეცარი ძილის შემთხვევები რაზაგილინის მიღების დაწყებამდე სათანადო გაფრთხილების გარეშე.

პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ სედატიური სამკურნალო პრეპარატების, ალკოჰოლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტების (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები) შესაძლო ადიტიური ეფექტების შესახებ რაზაგილინთან კომბინაციაში ან ისეთი თანმხლები პრეპარატების მიღებისას, რომლებიც ზრდის რაზაგილინის დონეებს პლაზმაში (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი) (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“).

გვერდითი მოვლენები/არასასურველი შემთხვევები:

უსაფრთხოების პროფილის მოკლე მიმოხილვა

კლინიკურ კვლევებში, პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო: თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა და გრიპი (ინფლუენზა და რინიტი) მონოთერაპიაში; დისკინეზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, დაცემა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და პირღებინება და პირის სიმშრალე ლევოდოპათი მკურნალობისას; ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი, როგორიცაა წელისა და კისრის ტკივილი და ართრალგია ორივე რეჟიმის დროს. აღნიშნული გვერდითი მოვლენები პრეპარატის შეწყვეტის მომატებულ მაჩვენებელთან დაკავშირებული არ იყო. 

გვერდითი მოვლენები ცხრილის სახით

ქვემოთ პირველ და მეორე ცხრილებში მოცემულია გვერდითი მოვლენები ორგანოთა სისტემების კლასისა და სიხშირის მიხედვით, შემდეგი წესის გამოყენებით: ძალიან ხშირი (2: 1/10), ხშირი (2: 1/100; < 1/10), არახშირი (2: 1/1,000; < 1/100), იშვიათი (2: 1/10,000; < 1/1,000), ძალიან იშვიათი (<1110,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

მონოთერაპია

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო მაღალი სიხშირით გამოვლინდა პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში 1 მგ/დღე რაზაგილინით მკურნალობის დროს.

ორგანოთა სისტემის კლასი
 
ძალიან ხშირი
 
ხშირი
 
არახშირი
 
უცნობია
ინფექციები და ინვაზიები
 
  გრიპი    
სიმსივნეები კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)
 
  კანის კიბო
 
   
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
 
  ლეიკოპენია    
იმუნური სისტემის დარღვევები
 
  ალერგია
 
   
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
 
    მადის დაქვეითება
 
 
ფსიქიატრიული დარღვევები
 
  დეპრესია, ჰალუცინაციები*
 
  იმპულსური კონტროლის დარღვევები*
 
ნერვული სისტემის დარღვევები
 
თავის ტკივილი
 
  ცერებროვასკულარული დარღვევები
 
სეროტონინის სინდრომი*, დღის მომატებული ძილიანობა (EDS) და უეცარი ძილის (SOS) ეპიზოდები*
 
თვალის დარღვევები
 
  კონიუქტივიტი
 
   
ყურისა და ლაბირინთის დარღვევები
 
  თავბრუსხვევა
 
   
გულის დარღვევები
 
  სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტი
 
 
სისხლძარღვოვანი დარღვევები
 
      ჰიპერტენზია
რესპირატორული, გულმკერდისა და შაუსაყარის დარღვევები
 
  რინიტი    
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
 
  მეტეორიზმი
 
   
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
 
  დერმატიტი ვეზიკულობულოზური გამონაყარი
 
 
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
 
  ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი, კისრის ტკივილი, ართრიტი
 
   
თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები
 
  შარდვის იმპერატიული მოთხოვნილება
 
   
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილას
 
  ცხელება, სისუსტე
 
   
* იხილეთ შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა         


დამხმარე თერაპია

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო მაღალი სიხშირით გამოვლინდა პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში 1 მგ/დღე რაზაგილინით მკურნალობის დროს.

ორგანოთა სისტემის კლასი
 
ძალიან ხშირი
 
ხშირი
 
არახშირი უცნობია
 
სიმსივნეები კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი
 
    კანის მელანომა*
 
 
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
 
  მადის დაქვეითება
 
   
ფსიქიატრიული დარღვევები
 
  ჰალუცინაციები*, უჩვეულო სიზმრები
 
გონების დაბინდვა
 
იმპულსური კონტროლის დარღვევები*
 
იმპულსური კონტროლის დარღვევები*
 
დისკინეზია
 
დისტონია, მაჯის არხის სინდრომი, წონასწორობის დარღვევები
 
ცერებროვასკულარული მოვლენები
 
სეროტონინის სინდრომი*, დღის მომატებული ძილიანობა (EDS) და უეცარი ძილის (SOS) ეპიზოდები*
 
გულის დარღვევები
 
    სტენოკარდია  
სისხლძარღვოვანი დარღვევები
 
  ორთოსტატული ჰიპოტენზია
 
   
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
 
  მუცლის ტკივილი, შეკრულობა, გულისრევა და პირღებინება, პირის სიმშრალე
 
   
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
 
  გამონაყარი    
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
 
  ართრალგია, კისრის ტკივილი
 
   
გამოკვლევები
 
  წონაში კლება
 
   
ტრავმები, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
 
 
  დაცემა
 
   
* იხილეთ შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა        

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა

ორთოსტატული ჰიპოტენზია

ბრმა პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, მძიმე ორთოსტატული ჰიპოტენზია აღინიშნა ერთ პაციენტში (0.3%) რაზაგილინის ჯგუფში (დამხმარე კვლევები) და არცერთი შემთხვევა - პლაცებოს ჯგუფში. კლინიკური კვლევების მონაცემები შემდეგში ცხადყოფს, რომ ორთოსტატული ჰიპოტენზია უფრო ხშირად ვითარდება რაზაგილინის მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში და დროთა განმავლობაში აღინიშნება შემცირების ტენდენცია.

ჰიპერტენზია

რაზაგილინი სელექტიურად აინჰიბირებს მაო-B-ს ინჰიბიტორებს და არ არის დაკავშირებული თირამინის მგრძნობელობის მომატებასთან აღნიშნულ დოზაზე (1 მგ/დღეში). ბრმა პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში (მონოთერაპია და დამხმარე თერაპია) მძიმე ჰიპერტენზია არ აღინიშნა რაზაგილინის ჯგუფის არცერთ პაციენტში. პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, მომატებული არტერიული წნევის შემთხვევები, თირამინით მდიდარი საკვების უცნობი რაოდენობის მიღებასთან დაკავშირებული ჰიპერტენზიული კრიზის იშვიათი მძიმე შემთხვევების ჩათვლით, აღინიშნა რაზაგილინით ნამკურნალებ პაციენტებში. პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა არტერიული წნევის მომატების ერთი შემთხვევა იმ პაციენტში, რომელიც რაზაგილინით მკურნალობისას ღებულობდა თვალის ვაზოკონსტრიქტორს ტეტრაჰიდროზოლინის ჰიდროქლორიდს.

იმპულსური კონტროლის დარღვევები

ჰიპერსექსუალობის ერთი შემთხვევა აღინიშნა მონოთერაპიის პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში. უცნობი სიხშირით, პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკის დროს აღწერილია შემდეგი მოვლენები: კომპულსურობა, აკვიატებული შოპინგი, დერმატილომანია, დოპამინის რეგულაციის მოშლის სინდრომი, იმპულსური კონტროლის დარღვევა, იმპულსური ქცევა, კლეპტომანია, ქურდობა, აკვიატებული აზრები, ობსესიურ-კომპულსური დარღვევა, სტერეოტიპია, აზარტული თამაშები, პათოლოგიური აზარტული თამაშები, მომატებული ლიბიდო, ჰიპერსექსუალობა, ფსიქოსექსუალური დარღვევა, შეუფერებელი სექსუალური ქცევა. ICD შემთხვევების ნახევარი შეფასდა როგორც მძიმე. აღწერილი შემთხვევების მხოლოდ ერთეული შემთხვევები არ ალაგებულა მათი დაფიქსირების მომენტისათვის.

დღის მომატებული ძილიანობა (EDS) და უეცარი ძილის (SOS) ეპიზოდები

დღის მომატებული ძილიანობა (ჰიპერძილიანობა, ლეთარგია, სედაცია, ძილის შეტევები, ძილიანობა, უეცარი დაძინება) შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დოპამინის აგონისტებით ან/და იტარებდნენ დოპამინერგულ მკურნალობას. დღის მომატებული ძილიანობის მსგავსი მოვლენები ასევე აღინიშნებოდა რაზაგილინით მკურნალობის პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში.

რაზაგილინით და სხვა დოპამინერგული სამკურნალო პრეპარატით ნამკურნალევ პაციენტებში აღწერილია უეცარი დაძინების შემთხვევები ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პაციენტებიდან ბევრი აღნიშნავდა ძილიანობას რაზაგილინით მკურნალობის დროს სხვა დოპამინერეგულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, ზოგი გამაფრთხილებელ ნიშნებს ვერ აღიქვამდა, როგორიცაა მომატებული თვლემა და ფიქრობდნენ, რომ ისინი ფხიზლად იყვნენ უშუალოდ მოვლენის დადგომამდე. აღნიშნული მოვლენებიდან ზოგიერთი აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებიდან 1 წელზე მეტი ხნის შემდეგ.

ჰალუცინაციები

პარკინსონის დაავადება დაკავშირებულია ჰალუცინაციებისა და გონების დაბინდვის სიმპტომებთან. პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში, აღნიშნული სიმპტომები ასევე აღწერილია რაზაგილინით ნამკურნალევ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში.

სეროტონინის სინდრომი

რაზაგილინის კლინიკური კვლევების დროს დაუშვებელი იყო ფლუოქსეტინისა თუ ფლუვოქსამინის მიღება რაზაგილინთან ერთად, თუმცა შემდეგი ანტიდეპრესანტები და დოზები დაშვებული იყო რაზაგილინის კვლევებში: ამიტრიპტილინი: ≤ 50 მგ/დღეში, ტრაზადონი: ≤ 100 მგ/დღეში, ციტალოპრამი: ≤ 20 მგ/დღეში, სერტრალინი: ≤100 მგ/დღეში, და პაროქსეტინი: ≤30 მგ/დღეში (იხილეთ პუნქტი „პრეპარატებთან ურთიერთქმედება“).

პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო სეროტონინის სინდრომის შემთხვევები, დაკავშირებული აჟიტირებასთან, გონების დაბინდვასთან, რიგიდულობასთან, პირექსიასა და მიოკლონუსთან, აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც რაზაგილინთან ერთად ღებულობდნენ ანტიდეპრესანტებს: მეპერიდინს, ტრამადოლს, მეთადონს ან პროპოქსიფენს.

ავთვისებიანი მელანომა

კანის მელანომის სიხშირე პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში იყო 2/380 (0.5%) ლევოდოპაზე დამხმარე თერაპიის ჯგუფში 1 მგ რაზაგილინით, შედარებული 1/388 (0.3%) სიხშირესთან - პლაცებოს ჯგუფში. ავთვისებიანი მელანომის დამატებითი შემთხვევები ასევე აღინიშნებოდა პოსტ-მარკეტინგული პერიოდის დროს.

ყველა შემთხვევა შეფასებული იყო როგორც მძიმე შემთხვევები.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

მაო-ს ინჰიბიტორები

რაზაგილინი უკუნაჩვენებია სხვა მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად (ურეცეპტოდ გაცემული სამკურნალო და ნატურალური პროდუქტების ჩათვლით, მაგ. კრაზანას პრეპარატები), ვინაიდან არსებობს არა-სელექტიური მაო-ს ინჰიბირების რისკი, რაც ჰიპერტენზიულ მოვლენებს იწვევს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

პეთიდინი

პეთიდინისა და მაო-ს ინჰიბიტორების (სხვა სელექტიური მაო-B-ს ინჰიბიტორების ჩათვლით) ერთად გამოყენებისას აღწერილია მძიმე გვერდითი მოვლენების შემთხვევები. რაზაგილინისა და პეთიდინის ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

სიმპათომიმეტური საშუალებები

მაო-ს ინჰიბიტორების შემთხვევაში აღინიშნა სამკურნალო პრეპარატების ურთიერთქმედებები სიმპათომიმეტურ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. აქედან გამომდინარე, რაზაგილინის მაინჰიბირებელი აქტივობის გამო, რაზაგილინისა და სიმპათომიმეტური საშუალებების, ისეთების, რომლებიც წარმოდგენილია ცხვირის ან პირის ღრუს შეგუბების და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებებში ეფედრინის ან ფსევდოეფედრინის შემცველობით, რეკომენდებული არ არის (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).

დექსტრომეტორფანი

დექსტრომეტორფანისა და არა-სელექტიური მაო-ს ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას დაფიქსირდა სამკურნალო პრეპარატების ურთიერთქმედების შემთხვევები. ამიტომ, რაზაგილინის მაო-ს მაინჰიბირებელი აქტივობის გათვალისწინებით, რაზაგილინისა და დექსტრომეთორფანის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“).

SNRI/SSRI/ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები

რაზაგილინისა და ფლუოქსეტინის ან ფლუვოქსამინის ერთდროული გამოყენება დაუშვებელია (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“).

კლინიკურ კვლევებში სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებთან (SSRIs)/სელექტიური სეროტონინის - ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებთან (SNRIs) ერთად რაზაგილინის გამოყენებისთვის იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები/არასასურველი შემთხვევები“.

SSRIs, SNRIs, ტრიციკლური/ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას აღწერილია მძიმე გვერდითი მოვლენების შემთხვევები. ამრიგად, რაზაგილინის მაო-ს მაინჰიბირებელი აქტივობის გათვალისწინებით, ანტიდეპრესანტების გამოყენებისას აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა

საშუალებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს CYP1A2  აქტივობაზე

მეტაბოლიზმის in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომა P450 1A2 (CYP1A2) მთავარი ფერმენტია, რომელიც რაზაგილინის მეტაბოლიზმზე არის პასუხისმგებელი.

CYP1A2 ინჰიბიტორები

რაზაგილინისა და ციპროფლოქსაცინის (CYP1A2 ინჰიბიტორი) ერთად მიღებამ გაზარდა რაზაგილინის AUC  83%-ით. რაზაგილინისა და თეოფილინის (CYP1A2-ის სუბსტრატი) ერთად გამოყენება ზეგავლენას არ ახდენდა არცერთი პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე. ამრიგად, ძლიერმა CYP1A2 ინჰიბიტორებმა შეიძლება შეცვალოს რაზაგილინის პლაზმური დონეები და შესაბამისად მათი გამოყენებისას აუცილებელია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა.

CYP1A2 სტიმულატორები 

არსებობს რისკი, რომ რაზაგილინის პლაზმური დონეები მწეველ პაციენტებში შეიძლება დაქვეითდეს, CYP1A2 მეტაბოლური ფერმენტის სტიმულირების გამო.

ციტოქრომ P450-ის სხვა იზოფერმენტები

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ რაზაგილინი 1 მკგ/მლ კონცენტრაციაზე (იმ დონის ექვივალენტური, რომელიც 160-ჯერ აღემატება საშუალო Cmax - 5.9 - 8.5 ნგ/მლ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში 1 მგ რაზაგილინის მრავალჯერადი დოზირების შემდეგ) არ აინჰიბირებს ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტებს, CYPlA2, CYP2A6, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1, CYP3A4 და CYP4A. აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ რაზაგილინის თერაპიული კონცენტრაციები ნაკლებად გამოიწვევს რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას აღნიშნული ფერმენტების სუბსტრატებთან.

ლევოდოპა და პარკინსონის დაავადების სხვა სამკურნალო პრეპარატები

პარკინსონის დაავადების დროს, იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ რაზაგილინს დამხმარე თერაპიის სახით ლევოდოპას ქრონიკულ მკურნალობაზე, ლევოდოპას მკურნალობის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა რაზაგილინის კლირენსზე არ აღინიშნა.

რაზაგილინისა და ენტაკაპონის ერთად გამოყენებამ გაზარდა რაზაგილინის პერორალური კლირენსი 28%-ით.

თირამინის/რაზაგილინის ურთიერთქმედება

თირამინის შეყვანის ხუთი კვლევის შედეგები (მოხალისეებში და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში), საკვების მიღების შემდეგ არტერიული წნევის სახლის პირობებში მონიტორინგის შედეგებთან ერთად (464 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ 0.5 ან 1 მგ/დღე რაზაგილინით ან პლაცებოთი ლევოდოპაზე დამხმარე თერაპიის სახით 6 თვის განმავლობაში, თირამინის შეზღუდვების გარეშე), და ის ფაქტი, რომ თირამინის/რაზაგილინის ურთიერთქმედების შემთხვევები არ აღინიშნა იმ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც თირამინის შეზღუდვის გარეშე ჩატარდა, მიუთითებს, რომ რაზაგილინის გამოყენება შეიძლება უსაფრთხოდ თირამინის დიეტური შეზღუდვის გარეშე.    

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

რაზაგილინის რეკომენდებული დოზა არის 1 მგ (პარბოლოს ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ, ლევოდოპასთან ერთად ან ლევოდოპას გარეშე.

ხანდაზმულები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის უკმარისობა

რაზაგილინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“). რაზაგილინის გამოყენება ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული. სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია რაზაგილინით მკურნალობის დაწყებისას ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში. იმ შემთხვევებში, თუ ღვიძლის უკმარისობა პროგრესირებს მსუბუქიდან ზომიერ უკმარისობამდე, რაზაგილინის მიღება უნდა შეწყდეს (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უსაფრთხოების რაიმე განსაკუთრებული ზომები არ მოითხოვება.

ბავშვები

რაზაგილინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. პარკინსონის დაავადების ჩვენებით, პედიატრიულ პოპულაციაში რაზაგილინი არ გამოიყენება.

მიღების წესი

პრეპარატი მიიღება პერორალურად

პარბოლოს მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები

3 მგ - 100 მგ დოზის ფარგლებში რაზაგილინის ჭარბი დოზირების შემდეგ გამოვლენილი სიმპტომები შეიძლება იყოს ჰიპომანია, ჰიპერტენზიული კრიზი და სეროტონინის სინდრომი.

ჭარბი დოზირება შეიძლება დაკავშირებული იყოს მაო-A-ს და მაო-B-ს მნიშვნელოვან დათრგუნვასთან.  ერთჯერადი დოზირების კვლევაში ჯანმრთელმა მოხალისეებმა მიიღეს 20 მგ/დღე დოზა და 10-დღიან კვლევაში ჯანმრთელმა მოხალისეებმა მიიღეს 10 მგ/დღე დოზა. გვერდითი მოვლენები იყო მსუბუქი ან ზომიერი და არ უკავშირდებოდა რაზაგილინით მკურნალობას. დოზის მომატების კვლევაში, იმ პაციენტებში, რომლებიც ქრონიკულად ღებულობდნენ ლევოდაოპას და ღებულობდნენ 10 მგ/დღე რაზაგილინს, აღწერილია გვერდითი მოვლენები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (ჰიპერტენზიისა და პოსტურალური ჰიპოტენზიის ჩათვლით), რომლებიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ალაგდა. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება არა-სელექტიური მაო-ს ინჰიბიტორების დროს განვითარებული სიმპტომების მსგავსი იყო.

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი და შესაფერისი სიმპტომური და დამხმარე თერაპიის დაწყება.

შეფუთვა:

ალუმინის/ალუმინის ბლისტერების შეფუთვა, 30 ტაბლეტის შემცველობით. 30 ტაბლეტი/3 ბლისტერი/1 კოლოფი.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი

 

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy