Fitostimoline - ფიტოსტიმოლინი პროქტოგელი 35გ
სამედიცინო მოწყობილობის ფიტოსტიმოლინ® პროქტოგელი-ს
გამოყენების ინსტრუქცია
სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც შეიცავს Rigenase-ს (ხორბლის ექსტრაქტი) ადგილობრივი გამოყენება
ფიტოსტიმოლინ® პროქტოგელი არის სამედიცინო მოწყობილობა - გელი, ალუმინის ტუბში აპლიკატორით მრავალჯერადი გამოყენებისთვის. განკუთვნილია ბუასილის სიმპტომების შესამსუბუქებლად კომპლექსური თერაპიის დროს.
შემადგენლობა:
Rigenase (ხორბლის ექსტრაქტი), გლიცერინი, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ფენოქსიეთანოლი, პოლიეთილენგლიკოლი 400, Mucosave CG ( Opuntia ficus indica-ს ექსტრაქტი და ევროპული ზეთისხილის Oleaeuropaea-ს ფოთლების ექსტრაქტი, მალტოდექსტრინი), გასუფთავებული წყალი.
თვისება:
სპეციალური ფორმულის მეშვეობით (Rigenase - გაღვივებული ხორბლის ექსტრაქტი), ფიტოსტიმოლინ® პროქტოგელი ქმნის დამცავ ბარიერს სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში. ახდენს მყისიერ დამამშვიდებელ მოქმედებას ისეთი სიმპტომებისას როგორიცაა ქავილი და წვა, ხელს უწყობს ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიზაციას. ამასთანავე, Rigenaza-ს სპეციფიური ექსტრაქტი არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას.
გამოყენების წესი:
პირველი გამოყენების წინ, წინასწარ მოატრიალეთ და მოხსენით ტუბს სახურავი. შემდეგ მიამაგრეთ ენდორექტალური გამოყენების აპლიკატორი და მოხსენით სახურავი. დაზიანებულ ადგილას საჭირო რაოდენობის გელის გამოსადევნად უნდა დააჭიროთ ალუმინის ტუბს. გაიმეორეთ პროცედურა ყოველი გამოყენებისას.
საშუალება გამოიყენება დეფეკაციის შემდეგ. ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი (წვერი) კარგად გარეცხეთ და სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.
გამოიყენება 1-3 -ჯერ დღეში
გვერდით მოვლენები:
გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
ადგილობრივი მოხმარების საშუალებების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვოს მგრძნობელობის მატება. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს გამოყენება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
ურთიერთქმედება:
სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედება ან შეუთავსებლობა არ გამოვლენილა.
გაფრთხილება:
გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი ჩანართი. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ და მოარიდეთ თვალში მოხვედრას. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ და სათანადოდ შენახულ საშუალებას. არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია. ყოველი გამოყენების წინ კარგად მოიბანეთ დაზიანებული ადგილი.
შენახვის პირობები:
ინახება 30 ° C- ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეფუთვა:
35 მგ-ანი ტუბი და მრავალჯერადი გამოყენების აპლიკატორი. არ დააგდოთ გამოყენებული კონტეინერი, არ დააბინძუროთ გარემო.
მწარმოებელი:
Farmaceutici Damor, S.p.A. - Via E. Scaglione, 27 - Napoli - Italy Fax: +39 081 7405172-e-mail: [email protected]
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account