Bisacodyl - ბისაკოდილი 10მგ 10 სანთელი

2,53 ლ
მარაგშია
SKU
316_2400

ჩვენებები:ყაბზობის ხანმოკლე, მათ შორის ჩვეულებრივი ყაბზობის და ქრონიკული ყაბზობის სიმპტომური მკურნალობა მწოლიარე და ხანდაზმულ პაციენტებში.

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ბისაკოდილი;

1 სუპოზიტორია შეიცავს 0,01 გ (10 მგ) ბისაკოდილს;

დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი.

წამლის ფორმა. რექტალური სუპოზიტორიები.

თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო შეფერილობით სუპოზიტორიები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კონტაქტური საფაღარათო საშუალებები.

ათქ კოდი A06A B02.

ბისაკოდილი - საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელი მოქმედების ან ნერვული კვანძების ქველორწოვანასა და ლორწოვანას ნერვული დაბოლოებების პირდაპირი სტიმულირების გზით. ბისაკოდილი ცუდად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და თვითონ მოქმედებს ელექტროლიზების აბსორბციაზე. ამის შედეგად ნაწლავის სანათურში მომატებული ოსმოზური წნევა იკავებს წლის უმეტეს ნაწილს, რაც იწვევს განავლის დარბილებას და მისი პასაჟის გაადვილებას მსხვილ ნაწლავში. გარდა ამისა, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს პერისტალტიკას და აადვილებს დეფეკაციას.

მსხვილი ნაწლავის ბაქტერიული ფერმენტები ახდენენ ბისაკოდილის მეტაბოლიზებას აქტიურ შენაერთამდე - დიფენოლამდე, რომელიც ექვემდებარება კონიუგაციას ღვიძლში პირველი გავლის დროს გლუკორონის ან გოგირდმჟავასთან ერთად და ნაწლავში ბრუნდება ენტეროჰეპატური ცირკულაციით. ეს პროცესი ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას.

პრეპარატის მოქმედება იწყება შეყვანიდან პირველი საათის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენებები:

ყაბზობის ხანმოკლე, მათ შორის ჩვეულებრივი ყაბზობის და ქრონიკული ყაბზობის სიმპტომური მკურნალობა მწოლიარე და ხანდაზმულ პაციენტებში; დიაგნოსტიკური პროცედურების, ქირურგიული და სამეანო ჩარევების წინ, ასევე ოპერაციის წინა და შემდგომი პერიოდი.

უკუჩვენებები:

ტკივილი მუცელში, უცნობი ეთიოლოგიის ღებინება და გულისრევა, აპენდიციტი, ნაწლავური გაუვალობა, კოლიტი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან, სისხლდენა საშვილოსნოდან, სწორი ნაწლავის დაავადებები, მწვავე პროქტიტი, მწვავე ჰემოროი, სპასტიკური ყაბზობა, გაჭედილი თიაქარი, ანალური ნაპრალები, მძიმე დეჰიდრატაცია, მსხვილი ნაწლავის კარცინომა, ცისტიტი. 

ჰიპერმგრძნობელობა ბისაკოდილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ბავშვთა ასაკი.

უსაფრთხოების სათანადო ზომები გამოყენებისას:

ხანდაზმულ პაციენტებში ბისაკოდილის ხსირად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ასთენია, გამოიწვიოს ორთოსტაზული ჰიპოტენზია და ელექტროლიზების დაკარგვით განპირობებული მოძრაობების კოორდინაციის დარღვევები.

სხვა საფაღარათო საშუალებების მსგავსად ბისაკოდილის 5 დღეზე მეტ ხანს გამოყენება არ შეიძლება ყაბზობის მიზეზის გარკვევის გარეშე. 7 დღეზე მეტ ხანს პრეპარატის გამოყენება კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. ხანგრძლივად გამოყენება შეიძლება გახდეს შეჩვევის მიზეზი, როდესაც დეფეკაციის აქტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფაღარათო საშუალების გამოყენების შემდეგ.

პრეპარატის გამოყენებით დეფეკაციის აქტის არადამაკმაყოფილებელი სტიმულირება შეიძლება მოწმობდეს ყაბზობის ორგანულ მიზეზს.

პრეპარატს შეუძლია კალიუმის დონის შემცირება სისხლის შრატში.

დეფეკაციის აქტის დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და სინკოპე; დეფეკაციური სინკოპე და სისხლძარღვების რეაქცია შეიძლება განვითარდეს აბდომინალური ტკივილის დროს, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ყაბზობას, რამაც განაპირობა საფაღარათო საშუალების მიღება.

ცალკეული შეტყობინებები იყო აბდომინალური ტკივილისა და სისხლიანი დიარეის შესახებ, რომლებიც აღინიშნა ბისაკოდილის გამოყენებისას, რომელთა მიზეზიც შეიძლება უკავშირდებოდეს ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემიას.

სუპოზიტორიების გამოყენება რეკომენდებული არ არის ანალური ნაპრალების, პროქტიტისა და წყლულოვანი ჰემოროის მქონე პაციენტებში, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული შეგრძნებები და ადგილობრივი გაღიზიანება.

ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ექიმის კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული გაფრთხილება:

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ავოტრანსპორის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციების სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი

ზეგავლენას არ ახდენს.

ბავშვები:

ბავშვების სამკურნალოდ პრეპარატი არ გამოიყენება.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი განკუთვნილია რექტალური გამოყენებისთვის. გამოყენებამდე სუპოზიტორია უნდა ამოიღოთ სტრიპიდან.

ბისაკოდილი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ: 1 სუპოზიტორია დღეში ერთხელ, ჩვეულებრივ დილას.

მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 7 დღე.

ჭარბი დოზა

მაღალი დოზებით ბისაკოდილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, აბდომინალური სპაზმები და კალიმისა და ელექტროლიზების კლინიკურად მნიშვნელოვანი დაკარგვა. ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს ნაწლავის ატონია და სწორი ნაწლავის შეგუბებითი ანთება.

საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივად გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, აბდომინალური ტკივილი, ჰიპოკალიემია, მეორეული ჰიპერალდოსტერონიზმი და ნეფროლითიაზი. იყო შეტყობინებები თირკმლის არხების დაზიანების, მეტაბოლური ალკალოზისა და კუნთების სისუსტის შესახებ როგორც ჰიპოკალიემიის შედეგი.   

მკურნალობა: ჩანაცვლებითი თერაპია სითხეებით და ელექტროლიზური დისბალანსის (განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის) კორექცია.

გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვითარდება და მოიცავს ანალური ზონის გაღიზიანებას (ტკკივილი, სიცხის შეგრძნება, სისხლდენა), სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას, პროქტიტს, აბდომინალურ დისკომფორტს, აბდომინალურ სპაზმებს, ღებინებას, გულისრევასა და დიარეას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიზების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, ძირითადად, ხანგრზლივი გამოყენებისას ან ჭარბი დოზისას, ნაწლავის ატონიას, კოლიტს, ჰიპოკალიემიას. დიარეა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიზების დაკარგვა და, როგორც შედეგი - კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, არტერიული ჰიპოტენზია.

შესაძლებელია ცალკეული დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებათა სხვა სახეობები

ბისაკოდილი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების მოქმედებას სისხლის შრატში კალიუმის დონის შემცირების გამო. იგი ასევე აძლიერებს დიურეზულებისა და გლუკოკორტიკოიდების კალიურეზულ მოქმედებას.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

5 სუპოზიტორია სტრიპში. 2 სტრიპი კოლოფში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy