Bonviva - ბონვივა 150მგ 3 ტაბლეტი
გამოყენების ინსტრუქცია
ბონვივა 150მგ შემოგარსული ტაბლეტი
პერორალურად მისაღები
აქტიური ინგრედიენტი: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 168,75მგ იბანდრონის მჟავას, მონონატრიუმის მარილის მონოჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 150მგ იბანდრონის მჟავის.
დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: პოვიდონ K25, ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ხარის რძისაგან), მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, სტეარინის მჟავა, კოლოიდური უწყლო ცელულოზა.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, ტალკი, მაკროგოლ 6000.
რა არის ბონვივა და რისთვის გამოიყენება?
ბონვივა შეიცავს იბანდრონის მჟავას, რომელიც განეკუთვნება პრეპარატთა ჯგუფს, ცნობილი როგორც ბისფოსფონატები. ბონვივას შეუძლია აღმოფხვრას დანაკარგები ძვლათან დაკავშირებით, შემდგომი დანაკარგების შეჩერებითა და ძვლების მასის გაზრდით, მაშინაც კი როცა ქალებიის უმეტესობაში ცვლილება შეუმჩნეველია. იგი ნაჩვენებია ზურგის მოტეხილობის შემცირება, მაგრამ არა ბარძაყის. ბონვივა ხელმისაწვდომია სტერილურ შეფუთვებში 1 და 3 შემოგარსული ტაბლეტით. ტაბლეტები მერყეობს თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, წაგრძელებული ფორმის "BNVA" აღნიშვნით ერთ მხარეს და მეორე მხარეს „150მგ“ ნიშნით. ბონვივას ზომა მორგებულია ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, მოტეხილობების გაზრდილი რისკის გამო. ოსტეოპოროზი არის ძვლების გასქელიბითა და დასუსტებით გამოხატული დაავადება, რომელიც ხშირია პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში. მენოპაუზის დროს, საკვერცხეები წყვეტენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ჰორმონის-ესტროგენის გამოყოფას, რომელიც იგი ხელს უწყობს ჩონჩხის სტრუქტურის ჯანმრთელ მდგომარეობას.
ოსტეოპოროზის დროს განვითარებული მოტეხილობების გაზრდა დაკავშირებულია, თუ რამდენად ადრე გადავა ქალი მენოპაუზის პერიოდში.
სხვა ფქტორებს, რომლებიც ზრდიან მოტეხილობების რისკს, მიეკუთვნებიან:
დიეტის დროს არასაკმარისი D ვიტამინისა და კალციუმის მიღება
მოწევა ან ჭარბი ალკოჰოლის მიღება
ნაკლები სიარული ან წონითი სიმძმეების აწევითი სავარჯიშოების კეთება
ოსტეოპოროზის ოჯახური ისტორია. ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ მკურნალობისაგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად
ბალანსირებული დიეტა, რომელიც გამდიდრებულია კალციუმითა და D ვიტამინით.
სიარული ან სხვა წონით სიმძიმეების აწევითი სავარჯიშოებით კეთება
მოწევისათვის თავის დანებება და ჭარბი ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბონვივას გამოყენებამდე.
იმისდა მიუხედავად, რომ არსებობს მონაცემები ეზოფაგური კიბოს რისკის გაზრდის შესახებ პერორალური ბისფოსფონატების გამოყენებით (პრეპარატთა ჯგუფი, რომელსაც შეიცავს ბონვივა), ასეთი ურთიერთქმედება ჯერ არ დამტკიცებულა. შესაბამისად, თავიდან უნდა აიცილოთ ბონვივასთან ერთად სხვა მსგავსი პრეპარატების მიღება (პერორალური ბისფოსფონატები), თუ გაგაჩნიათ დაავადება, როგორიცაა ბარეტის ეზოფაგუსის (დაავადება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ეზოფაგუსზე) ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი (კუჭის შიგთავსის გაჟონვა, ეზოფაგუსში). მიმართეთ ექიმს ამ დაავადების შესახებ. ბისფოსფონატებით მკურნალობის დროს პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს უჩვეულო ბარძაყის მოტეხილობები. მოტეხილობები ჩვეულებისამებრ ვითარდება ტრამვის გარეშე ან მინიმალური ტრამვით. პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ბისფოსფონატებს და გამოვლენილი აქვთ მცირე წვივის ან საზარდული მოტეხილობა, იგი უნდა შეფასდნენ უჩვეულო მოტეხილობებით. პაციენტებში ინდივიდუალურ ზიანზე/სარგებელზე დამოკიდებულებით წყდება ბისფოსფონატებით თერაპიის შეწყვეტა.
არ გამოიყენოთ ბონვივა მომდევნო სიტუაციებში:
თუ გაქვთ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რეაქცია იბანდრონის მჟავაზე ან მასში შემავალ სხვა ნივთიერებაზე, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 თავში,
თუ გაქვთ ეზოფაგუსთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ეზოფაგური არხის შევიწროვება ან პრობლემები გადაყლაპვასთან დაკავშირებით.
თუ არ შეგიძლიათ ვერტიკალურ მდგომარეობაში ჯდომა ან დგომა ერთი საათის განმავლობაში (60 წუთი).
თუ სისხლში კალციუმის დონე დაბალია ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოს დაბალი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბონვივა გამოიყენეთ სიფრთხილით მომდევნო სიტუაციებში:
იგი საჭიროა რომ არ დაიშუროთ ძალისხმევა. საჭიროა მიიღოთ რამოდენიმე სიფრთხილის ზომა, რომ არ განვითარდეს ყბის ოსტეონეკროზი.
მურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ექთანს (სამედიცინო მეთვალყურეს) თუ გაქვთ მომდევნო მდგომარეობები;
თუ გაქვთ სუსტი დენტალური ისტორია, პერორალურია ნ დენტალური პრობლემები, როგორიცაა ღრძილების დაავადება ან თუ გეგმავთ კბილების ამოღებას
თუ არ იტარებთ რეგულარულად დენტალურ გამოკვლევას ან თუ არ ჩაგიტარებიათ დენტალური კვლევა დიდი დროის განმავლობაში
თუ ხართ მწეველი (იგი წარმოადგენს მდგომარეობას, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს დენტალური პრობლემების რისკი)
თუ ჩაიტარეთ ბისფოსფონატებით მკურნალობა (გამოიყენება ძვლის დარღვევების პრევენციისათვის)
თუ იყენებთ პრეპარატებს, რომელთაც ეწოდებათ კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა პრედნიზოლონი ან დექსამეტაზონი)
თუ გაქვთ კიბო
ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს დენტალური გამოკვლევა ბონვივათი მკურნალობის დაწყებამდე.
მკურნალობის განმავლობაში იგი ყურადღება უნდა მიაქციოთ პირის ღრუსა (კბილების რეგულარულად გამოხეხვის ჩათვლით) და დენტალურ მოვლას. კბილების პროთეზის გამოყენების შემთვევაში, იგი უნდა შეამოწმოთ და დარწმუნდეთ რომ გერგებათ სწორად, თუ იღებთ დენტალურ შემოწმებას ან იტარებთ დენტალურ ქირურგიულ ჩარევას (როგორიცაა კბილის ამოღება).
პირის ღრუს ან ღრძილების დენტალური პრობლემები, როგორიცაა დასუსტება, კბილების ტკივილი ან შეშუპება, განუკურნებადი ჭრილობები ან ანთება, შესაძლოა იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს.
ადამიანთა რამოდენიმე ჯგუფში შესაძლოა საჭირო იყოს სიფრთხილის გამოჩენა. ბონვივას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს:
თუ გაქვთ რაიმე მინერალების მეტაბოლური დარღვევა (როგორიცაა ვიტამინ D-ს ნაკლებობა)
თუ თირკმლები არ ფუნქციონირებენ ნორმალურად.
თუ გაქვთ შეშუპება ან ზემო საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ მიგიღიათ ბონვივა ჭიქა წყალთან ერთად და/ან თუ მიიღეთ ბონვივას მომდევნო დოზა მომდევნო საათის განმავლობაში,ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მკერდში მწვავე ტკივილი, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები და/ან ეზოფაგუსის მწვავე ტკიბილი, მწვავე გულისრევა ან პირღებინება,ანთება ან ანთება შესაძლოა გამოვლინდეს. თუ გამოგივლინდათ ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ ბონვივას მიღება და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ (იხ. პარაგრაფი 3).
სმენის ორგანოსთანდააკშიებული გარე არხის ოსტეონეკროზი (გარეყურის არხის ოსტეონეკროზი) ოსტეოპოროზის ხანგრძლივ თეარპიასთან კავშირის დროს გამოვლენილია გვერდითი ეფექტი, რომელსც ეწოდება ყურის არხში ძვლის დაზიანება.
ყურის ქრონიკული დაავადება
მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ყურთან-დააკვშირებულ სიმპტომებს, ინფექციის ჩათვლით. თუ ეს გაფრთხილებები გამოგივლინდებათ, ან გქონიათ წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ბონვივას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ მიიღოთ ბონვივა საკვებთან ერთად.იგი მისი მიღება კვების დროს არის ნაკლებად ეფქტური. არ მიიღოთ სხვა სასმელებთან ერთად, გარდა წყლისა.
ბონვივას მიღების შემდეგ მოიცადეთ ერთი საათი წყლისან საჭმლის მიღებამდე (იხ. სექცია 3)
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ეიქმს ან ფარმაცევტს.
ბონვივა გამოიყენება მხოლოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში და იგი არ უნდა იქნას გამოყენებული პოტენციის მქონე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს. თუ აღმოაჩინეთ, რომ ხართ ორსულად მკურნალობის პერიოდში,
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს,
თუ ხართ ლაქტაციის პერიოდშ არ გამოიყენოთ ბონვივა.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ბონვივას საერთოდ არ აღენიშნება ან უმნიშვნელოდ აღენიშნება ზეგავლენა ტრანსპორტის მართვასა ან მექანიზმების გამოყენებაზე.
მნიშვნელობანი ინფორმაცია ბონვივაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე
ბონვივა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს (ხარის რძიდან მიღებული). თუ იგი მანამდე გამოწერილი გქონდათ რამოდენიმე. თუ გაცნობეს, რომ გაქვთ შეუთავსებლობა (აუტანლობა) შაქრების მიმართ, მიმართეთ მიმართეთ ექიმს.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
თუ ახლა იყენებთ ან ახლახანს გამოიყენეთ რეცეპტით გასაცემი ან ურეცეპტო პრეპარატი, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.
განსაკუთრებით, თუ:
თუ იღებთ დანამატებს, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, მაგნიუმს, რკინას ან ალუმინს.
იგი შესაძლოა ზეგავლენა იქონიონ ბონვივას ეფექტზე.
აცეტილსაცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) (იბუპროფენი, დიკლოფენაკ ნატრიუმი და ნაპროქსენი), იგი შესაძლოა გააღიზიანოს კუჭი და ნაწლავები. ბონვივას გამოყენების დროს შესაძოაგამოვლინდეს ეს ეფექტები. მაშასადამე, ბონვივას გამოყენების დროს, არ უნდა მიიღოთ ტკივილგამაყუჩებლები. 1 თვის განმავლობაში ბონვივას გამოყენების შემდეგ, მოიცადეთ ერთი საათი, ვიდრემიიღებთ დანამატებსან რაიმე პრეპარატს, ვიტამინების ჩათვლით.
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ახლა იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით სარეცეპტო ან რეცეპტის გარეშე გასაცემ პრეპარატებს.
როგორ გამოიყენება ბონვივა?
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/სიხშირე მიღებისას:
ყოველთვის მიიღეთ ბონვივა ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრა. თუ არის რაიმე, რაშიც არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბონვივას ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი თვეში ერთხელ.
მიღების წესი და მეთოდი:
ტაბლეტს იყენებთ თვეში ერთხელ
მნიშვნელოვანია ყურადღებით მიჰყვეთ ამ ინსტრუქციას. ეს ინსტრუქციები შექმნილია იმისათვის, რომ თქვენმა ბონვივას ტაბლეტმა სწრაფად მიაღწიოს კუჭამდე, რითაც ამცირებს ბონვივას გაღიზიანების შესაძლებლობას.
მიიღეთ ერთი ბონვივა 150 მგ ტაბლეტი თვეში ერთხელ.
დანიშნეთ თვეში ადვილად დასამახსოვრებელი დღე. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ იგივე თარიღი (როგორიცაა ყოველი თვის პირველი დღე) ან იგივე დღე (როგორიცაა ყოველი თვის პირველი კვირა) თქვენი ბონვივას ტაბლეტის მისაღებად. აირჩიეთ თარიღი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს განლაგებას
მიიღეთ თქვენი ბონვივა ტაბლეტი ჭამიდან ან დალევიდან სულ მცირე 6 საათის შემდეგ, გარდა წყლის დალევისა.
ბონვივას ტაბლეტი:
დილით ადგომისთანავე
მიიღეთ (ცარიელ კუჭზე) რაიმეს ჭამამდე ან დალევამდე
მიიღეთ ტაბლეტი ჭიქა სასმელ წყალთან ერთად (მინიმუმ 180 მლ).
არ მიიღოთ თქვენი ტაბლეტი წყალთან, წვენთან ან სხვა სასმელთან ერთად, რომელიც შეიცავს კალციუმის მაღალ კონცენტრაციას. თუ არსებობს შეშფოთება, რომ ონკანის წყალი შეიძლება შეიცავდეს მაღალ კალციუმს, რეკომენდირებულია გამოიყენოთ ჩამოსხმული წყალი დაბალი მინერალური შემცველობით.
გადაყლაპეთ თქვენი ტაბლეტი მთლიანად - არ დაღეჭოთ, არ დაქუცმაცოთ და არ ჩაიდოთ პირში.
თქვენი ტაბლეტის მიღებიდან ერთი საათის (60 წუთის) განმავლობაში
არ დაწვეთ; თუ ვერ დგახართ სწორად (ფეხზე დგომით ან ჯდომით), წამლის ნაწილმა შესაძლოა ისევ გაჟონოს საყლაპავში.
არაფერი არ ჭამო
არ დალიოთ არაფერი (დალიეთ წყალი, თუ გჭირდებათ)
არ მიიღოთ სხვა მედიკამენტები
ერთი საათის ლოდინის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ დღის პირველი საკვები და სასმელი. ჭამის შემდეგ, თუ გინდათ, შეგიძლიათ დაწვეთ და დალიოთ ნებისმიერი სხვა წამალი, რომელიც გჭირდებათ.
გააგრძელეთ ბონვივას გამოყენება
გააგრძელეთ ბონვივას გამოყენება ყოველთვიურად, სანამ ექიმმა დაგინიშნათ. მისი გამოყენების დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, ჰკითხეთ ექიმს, გააგრძელოთ თუ არა ბონვივას მირება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
არ მისცეთ ბონვივა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.
გამოყენება ხანდაზმულებში:
არ არის საჭირო დოზის კორექცია ასაკის მიხედვით.
გამოყენების სპეციალური შემთხვევები:
თირკმელების უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ბონვივას გამოყენებისას. მიმართეთ ექიმს.
ღვიძლის უკმარისობა:
დოზის სპეციფიკური კორექტირება არ არსებობს.
თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.
არ დაგავიწყდეთ მედიკამენტების დროულად მიღება.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება ბონვივათი თქვენი მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბონვივას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ იმაზე მეტ ბონვივას, ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი ბონვივა, ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შემთხვევით მიიღეთ ერთზე მეტი ტაბლეტი, დალიეთ ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ნუ ეცდებით ღებინებას, არ დაწვეთ - ამან შეიძლება გამოიწვიოს ბონვივათი საყლაპავი მილის გაღიზიანება.
თუ დაგავიწყდათ ბონვივას მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება თქვენს მიერ არჩეული დღის დილით, არ მიიღოთ ის მოგვიანებით. ამის ნაცვლად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
როდის უნდა მიიღოთ თქვენი შემდეგი დაგეგმილი დოზა?
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება დაგეგმილ დღეს და ეს არის 1-დან 7 დღით ადრე მომდევნო დაგეგმილ დოზამდე...
არასოდეს მიიღოთ ბონვივას ორი ტაბლეტი იმავე კვირაში. მოითმინეთ, როდის დაგჭირდებათ შემდეგი დაგეგმილი დოზის მიღება და მიიღეთ ნორმალურად; შემდეგ განაგრძეთ ტაბლეტების მიღება თქვენს კალენდარში მონიშნულ დღეებში.
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება დაგეგმილ დღეს და გაქვთ 7 დღეზე მეტი დრო მომდევნო დაგეგმილ დოზამდე...
ერთი ტაბლეტი მიიღება იმ დღის მეორე დილით, როცა გაგახსენდათ; შემდეგ განაგრძეთ ტაბლეტების მიღება თქვენს კალენდარში მონიშნულ დღეებში.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორივე დოზა ერთმანეთთან ახლოს) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ბონვივათი მკურნალობის შეწყვეტისას
მნიშვნელოვანია, რომ თქვენ განაგრძოთ ბონვივას მიღება ყოველთვიურად იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მას დაგინიშნავთ ექიმი. ბონვივას შეუძლია ოსტეოპოროზის მკურნალობა მხოლოდ მანამ, სანამ განაგრძობთ მის მიღებას.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარეა ბონვივას შემცველი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: შეიძლება მოხდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.
ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.
არახშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში.
იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში.
ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტიდან.
უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ ბონვივას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
უჩვეულო (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, ძლიერი ტკივილი საკვების ან სასმელის გადაყლაპვის შემდეგ, ძლიერი გულისრევა და ღებინება, ყლაპვის გაძნელება. შეიძლება განიცადოთ მძიმე ანთების სიმპტომები საყლაპავში შესაძლო ნაწიბურების ან შევიწროვებით.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სუნთქვის გაძნელება ქავილით, ენის, ყელის, ტუჩების და სახის შეშუპებით.
თვალის ტკივილი ან ანთება (ხანგრძლივი);
ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში. შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშანი.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში ან ყბაში. შეიძლება არსებობდეს ყბის მძიმე დარღვევების ადრეული ნიშნები (ე.წ. ყბის ძვლის ნეკროზი (მკვდარი ძვლის ქსოვილი))
თუ თქვენ გაქვთ ტკივილი, გამონადენი და/ან ყურის ინფექცია ყურში, აცნობეთ ექიმს. ეს შეიძლება იყოს ყურის ძვლის დაზიანების ნიშნები (ძვლის დაზიანება ყურის გარეთა არხში, ბისფოსფონატების კლასის წამლების გვერდითი მოვლენები).
სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები
სერიოზული გვერდითი მოვლენები კანზე
სხვა შესაძლო ეფექტები
ხშირი (უვლინდება 10 პაციენტში მინიმუმ 1-ს):
თავის ტკივილი
გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, კუჭის ან მუცლის ტკივილი (შეიძლება იყოს კუჭის ანთების გამო), საჭმლის მონელების დარღვევა, გულისრევა, დიარეა
კუნთების, სახსრებისა და ზურგის არეში ტკივილი და დაჭიმულობა
გრიპის მსგავსი სიმპტომები (ცხელება, შემცივნება, დისკომფორტი, ძვლების ტკივილი და ტკივილი კუნთებსა და სახსრებში). თუ რომელიმე ეს ეფექტი გახდება მძიმე ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან მედდას.
გამონაყარი კანზე
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
თავბრუსხვევა
გაზი (მეტეორიზმის შეგრძნება, შებერილობა)
ზურგის ტკივილი
დაღლილობისა და დაქანცვის შეგრძნება
ასთმის შეტევები
იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თორმეტგოჯა ნაწლავის (ნაწლავის პირველი ნაწილის) ანთება, რომელიც იწვევს კუჭის ტკივილს
ჭინჭრის ციება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, ან თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული.
ბონვივას შენახვის წესი.
შეინახეთ ბონვივა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ბონვივა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
Units | 3 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account