Captopril - კაპტოპრილი 25მგ 40 ტაბლეტი
ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, დიაბეტური ნეფროპათია შაქრიანი დიაბეტის I ტიპის ფონზე
აღწერილობა: თეთრი ფერის ტაბლეტები. დაიშვება დისულფიდების დამახასიათებელი სუნი.
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია: კაპტოპრილი - 12,5 მგ; 25 მგ ან 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კაპტოპრილი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის წარმოქმნას. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების წყალობით აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინაღობას, პრე- და პოსტდატვირთვას მიოკარდზე. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კორონარულ სისხლძარღვებსა და თირკმელებში. პირდაპირი მოქმედების ვაზოდილატატორებისგან განსხვავებით (ჰიდრალაზინი, მონოქსიდილი, და სხვ.) კაპტოპრილის მოქმედებას თან არ ახლავს რეფლექტორული ტაქიკარდია და იწვევს მიოკარდის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირებას.
ხანგრძლივი გამოყენებისას კაპტოპრილი ამცირებს მიოკარდიუმისა და რეზისტენტული ტიპის არტერიების კედლების ჰიპერტროფიის გამოხატულებას, აუმჯობესებს მიოკარდიუმის სისხლით მომარაგებას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.
,,კაპტოპრილი ნეო’’ კარგად კომბინირდება სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან. სხვა ვაზოდილატატორებისგან განსხვავებით, არ იწვევს წყლის შეკავებას. ჰიპერტენზიის გარკვეული ფორმების დროს (რენოვასკულარული ჰიპერტონია და რენული ჰიპერტენზიის სხვა ფორმები), კაპტოპრილი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სამკურნალო პრეპარატს.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ კაპტოპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 60-70%-ს. საკვებთან ერთად მიღება ამცირებს ბიოშეღწევადობას დაახლოებით 30-40%-ით, მაგრამ არ ახდენს გავლენას ანტიჰიპერტენზიულ ეფექტზე. ეფექტის დასაწყისი აღინიშნება მიღებიდან 30წთ-ის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 სთ-ში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. კაპტოპრილის 95% გამოიყოფა თირკმელებით, აქედან 40-50% - უცვლელად, დანარჩენი - მეტაბოლიტების სახით.
ჩვენება:
• არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული).
• გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვით).
• გულის იშემიური დაავადება (მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის მქონე პაციენტებში).
• დიაბეტური ნეფროპათია შაქრიანი დიაბეტის I ტიპის ფონზე (როცა ალბუმინურია მაღალია 30მგ/დღე-ღამეზე).
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილისა და აგფ-ს სხვა ინჰიბიტორების მიმართ.
• ანგიონევროზული შეშუპება (ანამნეზში, აგფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე, ან მემკვიდრეობითი).
• ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, აზოტემია, ჰიპერკალიემია, თირკმლის არტერიების ორმხრივი, ან ცალმხრივი სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით.
• აორტის სარქველის სტენოზი, სხვა დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინებას.
• არტერიული ჰიპოტეზია.
• კარდიოგენული შოკი.
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
• 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.
მიღების წესი და დოზირება:
,,კაპტოპრილი ნეო” ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს: პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 12,5მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან (2-4 კვირის ინტერვალით) ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე. მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ-ს 2-ჯერ დღე-ღამეში (საჭიროების შემთხვევაში, დოზას ზრდიან ყოველ 2-4 კვირაში), შემანარჩუნებელი დოზაა 25მგ 2-ჯერ დღე-ღამეში, მაქსიმალური დოზა - 25მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ-ს 2-ჯერ დღე-ღამეში. დოზას თანდათანობით ზრდიან 50მგ-მდე 3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დაზაა 150მგ.
გულის უკმარისობის მკურნალობისას: ,,კაპტოპრილი ნეო’’ ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა დიურეტიკების გამოყენება არ იწვევს სათანადო ეფექტს. საწყისი დოზაა 6,25მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზას თანდათანობით ზრდიან (2-4 კვირიანი ინტერვალებით). საშუალო შემანარჩუნებელი დოზაა 25მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში, მაქსიმალური დოზა - 50მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.
გულის მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევისას: პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება მიოკარდის ინფარქტის გადატანიდან მე-3 დღეს. საწყისი დოზაა 6,25მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, დოზას თანდათანობით ზრდიან (2-4 კვირიანი ინტერვალებით) 25მგ-მდე 2-3-ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზას თანდათანობით ზრდიან მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე - 50მგ 3-ჯერ დღე-ღამეში.
პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით: ზომიერად გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი არანაკლებ 30მლ/წთ/1,73მ2) ,,კაპტოპრილი ნეო’’ შეიძლება დაინიშნოს დოზით 75-100მგ/დღე-ღამეში. თირკმელების ფუნქციის უფრო გამოხატული დარღვევისას (30მლ/წთ/1,73მ2-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) საწყისი დოზა შეადგენს არაუმეტეს 12,5მგ/დღე-ღამეში. შემდგომში, აუცილებლობის დროს, საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვალებით ,,კაპტოპრილი ნეო’’-ს დოზას თანდათანობით ზრდიან, მაგრამ იყენებენ პრეპარატის ჩვეულებრივზე მცირე სადღეღამისო დოზას.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში კაპტოპრილის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, რეკომენდებულია თერაპიის დაწყება 6,25მგ-ით 2-ჯერ დღე-ღამეში და შემდგომში ყველაზე მცირე ეფექტური დოზის შენარჩუნება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.
გვერდითი მოვლენები:
მაღალი დოზების მიღების დროს ხშირად ვითარდება:
• პროტეინურია მემბრანულ გლომერულოპათიასთან ერთად; ნეფროზული სინდრომი;
• ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი;
• გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, სახის სიწითლე;
• დროებითი ძლიერი ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში;
• პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, აფტოზური სტომატიტი, აბდომინალური ტკივილი, დიარეა ან ყაბზობა, ქოლესტაზი.
• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.
• სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდა, პროტეინურია.
განსაკუთრებული მითითებები:
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პრეპარატი გამოიყენება სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში. ,,კაპტოპრილი ნეო’’ განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კოლაგენოზით (აგრანულოციტოზის და ნეიტროპენიის განვითარების საშიშროების ზრდის გამო).
,,კაპტოპრილი ნეო’’ სიფრთხილით ინიშნება ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის ფონზე, ასევე იმუნოდეპრესანტებით (აზათიოპრინი, ციკლოფოსფამიდი) მკურნალობის ფონზე, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.
მკურნალობის დაწყებამდე და ,,კაპტოპრილი ნეო’’-თი მკურნალობის პროცესში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი, განსაკუთრებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ვინაიდან მატულობს პროტეინურიის განვითარების საშიშროება. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის პირველი 9 თვის განმავლობაში საჭიროა ყოველთვიურად შარდში ცილის შემცველობის კონტროლი. თუ შარდში ცილის დონე აღემატება 1გ/დღე-ღამეში, სასურველია შეწყდეს კაპტოპრილით მკურნალობა.
,,კაპტოპრილი ნეო’’-ს გამოყენების შემდეგ არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა დაწვეს. გამოხატული ჰიპოტენზიის დროს დადებით ეფექტს იწვევს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ვენაში შეყვანა. მკურნალობის პროცესში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობა შეიძლება შემცირდეს, თუ ,,კაპტოპრილი ნეო’’-თი მკურნალობის დაწყებამდე 4-7 დღით ადრე შევწყვეტთ დიურეტიკების გამოყენებას ან საგრძნობლად შევამცირებთ მათ დოზას.
ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და განხორციელდეს სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა. თუ შეშუპება ლოკალიზდება სახეზე, სპეციალური მკურნალობა საჭირო არ არის, შეიძლება ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენება. თუ შეშუპება ვრცელდება ენაზე, ხახაზე და ხორხზე და არსებობს სასუნთქი გზების ობსტრუქციის საშიშროება, საჭიროა კანქვეშ დაუყოვნებლივ შევიყვანოთ ადრენალინი (0,5მლ 1:1000 განზავებით).
მკურნალობის დროს რეკომენდებულია ალკოჰოლური სასმელის მიღების შეწყვეტა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
,,კაპტოპრილი ნეო”-ს მიღების შემდეგ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტისა და ისეთი მექანიზმების მართვის დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს, ვინაიდან შესაძლებელია ისეთი რეაქციების განვითარება, რაც გამოიწვევს ყურადღების გაფანტვას.
დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ან სხვა პლაზმის შემცვლელი ხსნარების შეყვანა, ჰემოდიალიზი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
,,კაპტოპრილი ნეო’’-ს ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება დიურეტიკებთან, განგლიობლოკატორებთან, ადრენობლოკატორებთან ერთად მიღებისას. ინდომეტაცინთან, კლონიდინთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ჰიპოტენზიური ეფექტის შესუსტება. კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეტიკებთან ან კალიუმის პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია.
,,კაპტოპრილი ნეო’’-ს გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ზრდის ნეიტროპენიისა და სტივენს-ჯონსის სინდრომის განვითარების საშიშროებას.
იმუნოდეპრესანტების ერთდროული მიღება ზრდის ჰემატოლოგიური დარღვევების განვითარების საშიშროებას.
პრობენეციდთან ერთდროული მიღებისას მცირდება ,,კაპტოპრილი ნეო’’-ს შარდთან ერთად ელიმინაცია.
ლითიუმის მარილების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15 - 25 ºC ტემპერატურის პირობებში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში ან ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
შეფუთვა:
პირველადი შეფუთვა: 20 ტაბლეტი პვქ/ალუ კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში.
მეორადი შეფუთვა: 2 ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
Units | 40 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account