Trifas - ტრიფასი 10მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 14,53 ლ რეგულარული ფასი 21,55 ლ
მარაგშია
SKU
66229_46

ჩვენება: აქვს შარდმდენი მოქმედება, ასევე ამცირებს არტერიულ წნევას

1. ტრიფასი® 10-ის აღწერა და გამოყენება
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ტორასემიდი და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით მარყუჟოვანი დიურეზულები.
ტორასემიდს აქვს შარდმდენი მოქმედება, ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.

ტრიფასი® 10 გამოიყენება მოზრდილებში სამკურნალოდ და რეციდივის პროფილაქტიკისთვის:
• ქსოვილებში სითხის შეკავებისას (შეშუპება) ან/და
• სხეულის ღრუებში სითხის შეკავებისას, (ექსუდატი) რაც გამოწვეულია გულის ფუნქციის დარღვევით (გულის კუნთის სისუსტით).

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მიღებამდე
არ შეიძლება ტრიფასი® 10-ის გამოყენება, თუ თქვენ:
•გაქვთ ალერგია
•მოქმედ ნივთიერება ტორასემიდზე
• მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერ სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში)
• გაქვთ თირკმლის უკმარისობა შარდის გამომუშავების შეწყვეტით (ანურია)
•გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ცნობიერების არევით (ღვიძლის კომა ან ღვიძლის პრეკომა)
• გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია)
• გაქვთ სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია)
• გაქვთ ნატრიუმის ან კალიუმის დეფიციტი (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია)
• ადგილი აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების არსებობას, რომლებიც ხელს უშლის შარდის გადინებას (მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდება)
• ძუძუთი კვების დროს

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგიერთი მდგომარეობის დროს პრეპარატ ტრიფასი® 10-ის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
ამიტომ ტრიფასი® 10-ის მიღება რეკომენდებული არ არის შემდეგ შემთხვევებში:
• პოდაგრა
• გულის რიტმის მძიმე დარღვევები, განსაკუთრებით გულის შეკუმშვათა სიხშირის პათოლოგიური შენელება
• მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმში.
• ლითიუმის პრეპარატებით ერთდროული მკურნალობა (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევებისა და ზოგიერთი სახის დეპრესიის დროს).
•ზოგიერთი ანტიბიოტიკით (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები) ერთდროული მკურნალობა ინფექციური დაავადებების დროს.
• სისხლის შემადგენლობის პათოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, სისხლის შედედების უზრუნველმყოფელი თრომბოციტების ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში).
•თირკმელების ფუნქციის დარღვევები, გამოწვეული მათთვის ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტით.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ტრიფასი® 10-ის გამოყენების გამოცდილება არ არის, ამიტომ მათთვის არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება.

ზემოქმედება დოპინგ-ტესტების შედეგებზე და არასათანადო გამოყენება დოპინგის სახით
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დოპინგ ტესტების დადებითი შედეგის პროვოცირება.
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის დოპინგის სახით არასათანადო გამოყენების შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია; ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შესაძლოა, მავნე იყოს ჯანმრთელობისთვის.

ტრიფასი® 10 და სხვა სამკურნალო საშუალებები თუ იღებთ/იყენებთ, ახლო წარსულში იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიგეღოთ/გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

• ტრიფასი® 10-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს შემდეგი პრეპარატების მოქმედებაზე
• არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორები.
თუ თქვენ იღებთ აგფ ინჰიბიტორებს დამატებით ან უშუალოდ პრეპარატ ტრიფასი® 10-ით მკურნალობის შემდეგ, არტერიული წნევის დაქვეითება შესაძლოა იყოს ძლიერი. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ არ იღებდით ან არ იღებთ აგფ ინჰიბიტორებს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
•თეოფილინი (ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატი): ტრიფასი® 10-ს შეუძლია გააძლიეროს ამ სამკურნალო საშუალებების მოქმედება.
•კურარეს მსგავსი პრეპარატები: კუნთებზე მომადუნებელი მოქმედების გაძლიერება
• დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები (გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ): ტრიფასი® 10-ს შეუძლია დააქვეითოს ამ სამკურნალო საშუალებების მოქმედება.
• ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და რევმატიზმის სამკურნალო პრეპარატები: ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მაღალი დოზებისა და სალიცილატების ჯგუფის რევმატიზმის სამკურნალო საშუალებების კომბინირებისას შესაძლებელია მათი მოქმედების გაძლიერება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
• სისხლის მიმოქცევის დარღვევების, მათ შორის შოკის, სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი): ამ სამკურნალო საშუალებების მოქმედება შეიძლება დაქვეითდეს პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მიღებისას.

• პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მოქმედება შეუძლია შეცვალოს შემდეგმა პრეპარატებმა:
• პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი): შეუძლია შეამციროს პრეპარატ ტრიფასი® 10-ის შარდმდენი და ჰიპოტენზიური მოქმედება.
• ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგი საშუალება (მაგალითად, ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა): მოცემულ სამკურნალო საშუალებებს შეუძლია შეამციროს პრეპარატ ტრიფასი® 10-ის შარდმდენი და ჰიპოტენზიური მოქმედება.
• ქოლესტირამინი (გამოიყენება სისხლში ცხიმის მომატებული კონცენტრაციების დასაქვეითებლად): ერთდროულად მიღებისას შესაძლოა გავლენა იქონიოს პრეპარატ ტრიფასი® 10-ის შეწოვაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. აღნიშნულმა შეიძლება მიგვიყვანოს პრეპარატ ტრიფასი® 10-ის ეფექტურობის შემცირებამდე.

• ტრიფასი® 10-მა შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოქმედების გაღრმავების პროვოცირება, განსაკუთრებით, მაღალი დოზების მიღებისას (იხ. პარაგრაფი 3)
•ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების (მაგალითად, კანამიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის) დამაზინებელი მოქმედება სმენის ორგანოსა და თირკმელებზე.
• სმენისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა ცისპლატინის შემცველი პრეპარატების (მოქმედი ნივთიერება ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალოდ) გამოყენებისას.
• თირკმელების დაზიანება ეგრედ წოდებული ცეფალოსპორინების (მოქმედი ნივთიერება ანტიბიოტიკების ჯგუფიდან) გამოყენებისას ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

• პრეპარატ ტრიფასი® 10-ის გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლებელია შემდეგი სახის ურთიერთქმედებები:
•კალიუმის დეფიციტი, გამოწვეული პრეპარატ ტრიფასი® 10-ის გამოყენებით, შეიძლება იწვევდეს საგულე გლიკოზიდების (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის კუნთის სისუსტის დროს) გვერდითი მოქმედების განვითარებას ან ზრდიდეს მათ სიმძიმეს, ერთდროულად გამოყენებისას.
•კალიუმის დეფიციტის გაღრმავება საფაღარათო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას.
• კალიუმის დეფიციტის გაღრმავება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებთან (მინერალკორტიკოიდებთან და გლუკოკორტიკოიდებთან, მაგალითად კორტიზონთან) ერთდროული გამოყენებისას.
• ლითიუმის პრეპარატების (გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევებისას და ზოგიერთი სახის დეპრესიის დროს) გულსა და თირკმელებზე ტოქსიკური ზემოქმედების გაძლიერება. პრეპარატ ტრიფასი® 10-ისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში ლითიუმის კონცენტრაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით. ორსულებს პრეპარატი ენიშნებათ მინიმალური დოზით.
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის ნაყოფზე ზემოქმედება დადგენილი არ არის.

ძუძუთი კვების პერიოდი
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მოქმედი ნივთიერება დედის რძეში. ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული. ძუძუთი კვების დროს პრეპარატ ტრიფასი® 10-ით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვებაზე უარის თქმა.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ტრიფასი® 10-ს შეუძლია შეცვალოს რეაქციის სიჩქარე. ტრიფასი® 10 შესაძლოა არღვევდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის ან არამყარი წონასწორობის პირობებში მუშაობის უნარს.
ყველაზე ხშირად ეს აღინიშნება:
• მკურნალობის დასაწყისში;
• პრეპარატის დოზის გაზრდისას;
• პრეპარატის შეცვლისას;
• დამატებითი პრეპარატების დანიშვნისას.
ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს ეს ეფექტები. ამიტომ, ალკოჰოლის მოხმარება პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მიღების დროს არ არის რეკომენდებული.

ტრიფასი® 10 შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენ დადგენილი გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

3. პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მიღების წესი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატის მიღების საკითხთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დაიცავით მითითება პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მოქმედება შეიძლება განსხვავდებოდეს ჩანართში აღნიშნულისგან.

დოზირება
რეკომენდებული საწყისი დოზა – პრეპარატ ტრიფასი® 10-ის ½ ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 5 მგ ტორასემიდს).
ჩვეულებრივ ეს დოზა გამოიყენება მკურნალობის ბოლომდე.

პრეპარატის არასაკმარისი ეფექტიანობის შემთხვევაში ექიმს შეუძლია, გაზარდოს მისი დოზა ერთ ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 10 მგ ტორასემიდს). ამასთან, ექიმი ითვალისწინებს თქვენი დაავადების სიმძიმეს. საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს ორ ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 20 მგ ტორასემიდს).

ასევე, ამისთვის შესაფერისია 5 მგ ტორასემიდის შემცველი სამკურნალწამლო ფორმა (ტრიფასი® ჩორ).

• რეკომენდაცია ტაბლეტის გაყოფასთან დაკავშირებით
გამყოფი ტიხარი ტაბლეტის ერთ მხარეს შესაძლებელს ხდის მარტივად გადავტეხოთ ის თანაბარ ნაწილებად. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევარჩიოთ პრეპარატის ოპტიმალური დოზა თითოეული პაციენტისთვის.
დაიჭირეთ ტაბლეტი ორივე ხელის საჩვენებელ და ცერა თითებს შორის გამყოფი ტიხრით ზემოთ, დააჭირეთ ცერა თითებით გამყოფი ტიხარის გასწვრივ და გადატეხეთ ტაბლეტი ორ თანაბარ ნაწილად.

• პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ტორასემიდის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს.

• ხანდაზმული ასაკის პაციენტები
პრეპარატის დოზირების განსაკუთრებული მოთხოვნები ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის არ არის.

გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება დილით, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

გამოყენების ხანგრძლივობა
პრეპარატ ტრიფასი® 10-ით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ტრიფასი® 10-ის საჭიროზე მეტი დოზა
პრეპარატ ტრიფასი® 10-ის დიდი რაოდენობით მიღებისას შესაძლებელია შემდეგი დარღვევები:
• ორგანიზმიდან სითხისა და მარილების ჭარბი, შესაძლებელია საფრთხისშემცველი გამოყოფა
• ცნობიერების დარღვევა
• ცნობიერების არევა
• არტერიული წნევის დაცემა
• მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა
• დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ.
ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. ის მიიღებს ყველა საჭირო ზომას.

თუ დაგავიწყდათ ტრიფასი® 10-ის მიღება
პრეპარატის არასაკმარისი დოზის მიღების შემთხვევაში მისი ეფექტი მცირდება. ეს ასევე ხდება პრეპარატის მორიგი დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დარღვევები:
• სხეულის მასის გაზრდა
• ორგანიზმში სითხის შეკავების გაძლიერება (შეშუპება).
პრეპარატის გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ უახლოეს პერიოდში. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოვდა, დავიწყებული დოზა არ უნდა მიიღოთ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მიღება
მკურნალობის შეწყვეტას ან დროზე ადრე დასრულებას შესაძლოა თან ახლდეს არსებული ჩივილების გაძლიერება. ამიტომ, პრეპარატ ტრიფასი® 10-ის მიღების შეწყვეტა ან დროზე ადრე დასრულება შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

თუ მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 პაციენტს)
• ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულაციის დარღვევა (ეგრედ წოდებული მეტაბოლური ალკალოზი)
• კუნთების სპაზმი (განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში)
• სისხლში შარდმჟავას, გლუკოზისა და ლიპიდების (ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის) კონცენტრაციის მომატება
• კალიუმის დეფიციტი (ჰიპოკალიემია) კალიუმის შეზღუდული შემცველობის დიეტის, ღებინების, დიარეის, საფაღარათო საშუალებების ჭარბი გამოყენების, ღვიძლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევის ფონზე
• დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება განვითარდეს წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, როგორიცაა სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), კალიუმის ან/და ნატრიუმის დეფიციტი (ჰიპოკალიემია და ჰიპონატრიემია)
• დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, მაგალითად, უმადობა, ტკივილი კუჭის არეში, გულისრევა და ღებინება, დიარეა, ყაბზობა, რომლებიც ყველაზე ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში
• სისხლში ღვიძლის გარკვეული ფერმენტების (გამა-გლუტამილტრანსფერაზას) კონცენტრაციების მომატება
• შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში)

ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 პაციენტს)
• სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის (კუნთოვანი ცილა) კონცენტრაციების მომატება
• შარდვის არსებული გაძნელების შემთხვევაში (მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის გადიდებისას) შესაძლებელია შარდის შეკავება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად უარესდება ან საერთოდ წყდება შარდის გამოყოფა.
• პირის სიმშრალე
• კიდურების დაბუჟება ან გაცივება (პარესთეზია)

ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან 1 პაციენტს)
• ერითროციტებისა და ლეიკოციტების (სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების) და თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც პასუხს აგებს სისხლის შედედებაზე) რაოდენობის შემცირება.
• ალერგიული რეაქციები ქავილის, კანზე გამონაყარის (ეგზანთემა), სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ფოტოსენსიბილიზაცია), კანის მხრივ მძიმე რეაქციების სახით
• სისხლძარღვებში სისხლის თრომბების წარმოქმნა (თრომბოემბოლური გართულებები)
• ცნობიერების არევა
• არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტონია).
• გულის კუნთსა და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა გულის რიტმის დარღვევების (არითმია), გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნების (სტენოკარდია), გულის შეტევის, გონების მოულოდნელად დაკარგვის (გულისწასვლა) თანხლებით
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი)
• მხედველობის დარღვევა
• ხმაური ყურებში (ტინიტუსი)
• სმენის დაკარგვა

ზემოთ აღწერილი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. ის შეაფასებს მათ სიმძიმეს და მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ.
მოულოდნელი ან ძალიან გამოხატული გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი გვერდითი მოქმედება შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა მკურნალობის გაგრძელება და დაგინიშნავთ საჭირო ზომების გატარებას.
ჰიპერმგრძნობელობის პირველივე ნიშნების შემთხვევაში (მაგალითად, კანის მხრივ მძიმე რეაქციები) შეწყვიტეთ ტრიფასი® 10-ის მიღება.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. პრეპარატ ტრიფასი® 10-ის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 5 წელი.

შენახვის განსაკუთრებული პირობები არ არის.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატ ტრიფასი® 10-ის შემადგენლობა
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ტორასემიდი.
თითო ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორასემიდს.

პრეპარატის სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატ ტრიფასი® 10-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ტიხრით ერთ მხარეს.

ტაბლეტები შეფუთულია პვქ-ფირის და ალუმინის ფოლგის ბლისტერებში.

ტრიფასი® 10 გამოდის ორიგინალ შეფუთვაში 10, 30 და 50 ტაბლეტით.

შეიძლება, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy