Azithro-Denk - აზითრო-დენკი 250მგ 6 ტაბლეტი

13,92 ლ
მარაგშია
SKU
63009_1114

ჩვენება:აზიტრომიცინი არის მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. იგი გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიის ან მიკრო-ორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს: გულმკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიც არის ბრონქიტი, პნეუმონია, ტონზილიტი, ყელის ტკივილი [ფარინგიტი] და სინუსიტი) , ყურის ინფექციები,კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიც არის აბცესი და ძირმაგარა) , სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომლის გამომწვევია ქლამიდია. ანტიბიოტიკების მიღების დროს გასათვალისწინებელია, რეზისტენტობის სტატუსი და ოფიციალური / ადგილობრივი გაიდლაინები ანტიბიოტიკური საშუალებების შესაბამის გამოყენებასთან დაკავშრებით.

ამოყენების ინსტრუქცია

აზიტრო-დენკ 250 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები – ორალურად მისაღები
მაკროლიდ-ანტიბიოტიკი
აქტიური ნივთიერება: აზიტრომიცინი
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

მედიკამენტის მიღების დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის სრულად, ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- საჭიროა აღნიშნული ინსტრუქციის შენახვა. შეიძლება საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირისთვის. მიუხედავად სიმპტომების მსგავსებისა, პრეპარატმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მას.
- უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.

გამოყენების ამ ინსტრუქციაში
1. რა არის აზიტრო-დენკი და მისი გამოყენება
2. რა არის გასათვალისწინებელი აზიტრო-დენკის მიღებამდე
3. აზიტრო-დენკის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. აზიტრო-დენკის შენახვის წესი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის აზიტრო-დენკი და მისი გამოყენება
აზიტრომიცინი არის მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. იგი გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიის ან მიკრო-ორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს:
•გულმკერდის, ყელის ან ცხვირის ინფექციები (როგორიც არის ბრონქიტი, პნეუმონია, ტონზილიტი, ყელის ტკივილი [ფარინგიტი] და სინუსიტი)
•ყურის ინფექციები
• კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (როგორიც არის აბცესი და ძირმაგარა)
•სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომლის გამომწვევია ქლამიდია.
ანტიბიოტიკების მიღების დროს გასათვალისწინებელია, რეზისტენტობის სტატუსი და ოფიციალური / ადგილობრივი გაიდლაინები ანტიბიოტიკური საშუალებების შესაბამის გამოყენებასთან დაკავშრებით.

2. რა არის გასათვალისწინებელიAაზიტრო-დენკის მიღებამდე
აზიტრო-დენკი არ მიიღება თუ:
•თუ პაციენტი ალერგიულია აზიტრომიცინის, ან ერითრომიცინის, ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკის ან კეტოლიდური ანტიბიოტიკის მიმართ
• თუ პაციენტი ალერგიულია ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6)
სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები
აზიტრო-დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
•განვითარდა ალერგიული რეაქცია. უნდა შეწყდეს ტაბლეტის მიღება და მიემართოს ექიმს დაუყონებლივ თუ განვითარდა უეცარი ხრიალი, სუნთქვის გართულება, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი
•თირკმლის მწვავე დისფუნქცია. ამგვარ შემთხვევაში მკურნალი ექიმი დაარეგულირებს დოზას
•ღვიძლის მწვავე დისფუნქცია (განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს ღვიძლის რომელიმე დაავადება ან ღებულობს ღვიძლის ფუნქციაზე მომქმედ პრეპარატს). ამგვარ შემთხვევაში აზიტრო-დენკი მიიღება თუ მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, რომ იგი აუცილებელია და პაციენტის ღვიძლის ფუნქცია მკურნალობის განმავლობაში შემოწმდება. თუ აზიტრო-დენკით მკურნალობის განმავლობაში უეცრად გამოვლინდა სისუსტის შეგრძნება, კანის ან თვალის თეთრი ფერის გარსის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი და სისხლდენის ტენდენცია, უნდა შეწყდეს აზიტრო-დენკის მიღება და მიემართოს ექიმს.
• პაციენტი ასევე ღებულობს ერგოტამინს (შაკიკის სამკურნალო საშუალება. იხ. პუნქტი “სხვა მედიკამენტები და აზიტრო-დენკი”)
•გულის მუშაობის მონიტორინგის ნებისმიერი ცვლილება (Qთ ინტერვალის გახანგრძლივება)
•პაციენტს აღენიშნება გულის მუშაობის რომელიმე დარღვევიდან ერთერთი მგდომარეობა: თანდაყოლილი ან დადასტურებული Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, გულისცემის შენელებული რითმი, დარღვევები გულის რითმის მხრივ ან გულის მწვავე უკმარისობა
•პაციენტი ასევე ღებულობს:
• გულის რითმის მხრივ დარღვევების სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც ცნობილია IA და III კლასის სახელწოდებით, ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად ამიოდარონე, ქუინიდინი, სოტალოლი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი ან პროკაინამიდი)
• ციზაპრიდი (გულძმარვის და გასტროინტესტინალური დარღვევების სამკურნალო მედიკამენტი)
• ტერფენადინი (ანტი-ალერგიული საშუალება)
• მენტალური დარღვევების სამკურნალო მედიკამენტი (მადალითად პიმოზიდი)
• დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი (ციტალოპრამი)
• ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგალითად მოქსიფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინი
•პაციენტს აქვს ელექტროლიტების დისბალანსი, კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე
• პაციენტს აქვს ნეუროლოგიური ან ფსიქიატრიული დარღვევები
• განვითარდა ახალი ინფექცია (მაგალითად სოკო). ამგვარი ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალი ექიმი შეწყვეტს აზიტრო-დენკით მკურნალობას
• პაციენტს აქვს კუნთების მხრივ დარღვევების. ე.წ. მყასტჰენია გრავის
მსგავსი ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში გამოვლინდა ფსევდომემბრანული კოლიტი (სიცოცხლისათვის საშიში მსხვილი ნაწლავის ანთება მწვავე და განმეორებადი დიარეით). აზიტრო-დენკით მკურნალობის პერიოდში თუ გამოვლინდა დიარეა, უნდა მიემართოს ექიმს დაუყონებლივ, რადგან აღნიშნული სიცოცხლისთვის საშიში დაავადების გამოვლენის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს. თუ დიარეა გამოვლინდა აზიტრო-დენკით მკურნალობის პერიოდში, არ შეიძლება ნაწლავის მოქმედების შემზღუდველი მედიკამენტის მიღება (პერისტალტიკა)

ბავშვები და მოზარდები
ამ პრეპარატის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების არსებული ფორმულა, არ არის მისაღები ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რომელთა სხეულის მასა 45კგ-ზე ნაკლებია. სხვა ფორმულები, მაგალითად სუსპენზია, ხელმისაწვდომია ამ ჯგუფის პაციენტებისათვის.

სხვა მედიკამენტები და აზიტრო-დენკი
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, ღებულობდა ან აპირებს რომ მიიღოს სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.
აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი ღებულობს შემდეგ მედიკამენტებს:
•ანტაციდები (კუჭის მომატებული მჟავიანობის სამკურნალო მედიკამენტი). არ შეიძლება აზიტრო-დენკის და ანტაციდების ერთდროული მიღება. აზიტრო-დენკი მიიღება ანტაციდების მიღებამდე სულ მცირე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ
•ერგოალკალოიდები (შაკიკის სამკურნალო მედიკამენტები). არ შეიძლება აზიტრო-დენკის და ერგოალკალოიდების ერთდროული მიღება.
• კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები). სისხლდენის მომატებული შემთხვევები დაფიქსირდა, როდესაც აზიტრო-დენკი გამოიყენებოდა ვარფარინთან ან ფენპროკოუმონთან ერთდოულად. სისხლის შედედების დრო (პროტრომბინის ინდექსი) აქედან გამომდინარე უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
•დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტი) და სხვა მედიკამენტები, რომლებიც აინჰიბირებენ ცილას ე.წ P-გლიკოპროტეინი
•ზიდოვუდინი (აივ-ინფექციის სამკურნალო მედიკამენტი)
•რიფაბუტინი (ანტიბიოტიკი). ნეიტროპენიის შემთხვევები (სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება) დაფიქსირდა, იმ პაციენტებში, რომლებიც აზითრომიცინს ღებულობენ რიფაბუტინთან ერთად.
•ატორვასტატინი (სისხლში ლიპიდების დონის შემამცირებელი მედიკამენტი) აზიტრომიცინის გამოყენება ატორვასტატინთან ერთად დაკავშირებული იყო კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების რისკთან (რაბდომიოლიზი), რაც შეიძლება გამოვლინდეს კუნთების ტკივილით, მუქი ფერის შარდთან ერთად.
• ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის დასაცავად)
• ცისაპრიდი (გამოიყენება გასტროინტესტინალური ტრაქტის სტიმულაციისათვის)
• გულის უჩვეულო რითმის ცვლილებების გამომწვევი მედიკამენტები (Qთინტერვალის გახანგრძლივება) როდესაც იგი მიიღება აზიტრო-დენკთან ერთად (მაგალითად ციტალოპრამი, პიმოზიდი, ცისაპრიდი, ამიოდარონე, ქუინიდინე, სოტალოლი, დისოპირამიდი, დოფეტილიდი, პროკაინამიდი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, მოქსიფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინი) (იხ. პუნქტი სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები)

ორსულობა და ლაქტაცია
არასაკმარისია ინფორმაცია აზიტრო-დენკის გამოყენების შესახებ ორსულებში. აქედან გამომდინარე აზიტრო-დენკი არ მიიღება ორსულობის განმავლობაში, სანამ ექიმი მკაფიოდ არ ურჩევს პაციენტს
აზიტრო-დენკი გადადის დედის რძეში, აქედან გამომდინარე არ შეიძლება აზიტრო-დენკის მიღება ლაქტაციის დროს, ვიდრე ექიმი არ გადაწყვეტს მის აუცილებლობას.

მანქანის და სხვა მოწყობილობების მართვა
არ არსებობს მტკიცებულება ვივარაუდოთ, რომ აზიტრო-დენკმა შესაძლებელია იმოქმედოს ავტომანქანის ან სხვა მოწყობილობების მართვის უნარზე

3. აზიტრო-დენკის მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. Uუნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება დღეში ერთჯერ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად
თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული მითითება რეკომენდებული დოზა შემდეგია:
45კგ და მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვები და მოზარდები, მოზრდილები
საერთო დოზა შეადგენს 1500 მგ აზიტრომიცინი, მიიღება 3 დღის განმავლობაში აპკიანი გარსით დაფარული 2 ტაბლეტი დღეში ერთჯერ (500 მგ აზიტრომიცინის ექვევალენტური)
გარდა ამისა, საერთო დოზა (1500 მგ) შეიძლება მიღებული იყოს 5 დღის განმავლობაში, აპკიანი გარსით დაფარული 2 ტაბლეტი (500მგ აზიტრომიცინის ექვივალენტური) პირველ დღეს, შემდეგი 4 დღის განმავლობაში აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი (250მგ აზიტრომიცინის ექვივალენტური)
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომელის გამომწვევია ქლამიდია
დოზა არის აპკიანი გარსით დაფარული 4 ტაბლეტი (1000 მგ აზიტრომიცინის ექვივალეტური) ერთჯერადი დოზის სახით
45კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე მოზარდები და ბავშვები
ამ ჯგუფის პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია აზიტრომიცინის სხვა ფორმულები, მაგალითად სუსპენზია.
ხანდაზმული პაციენტბი
ხალდაზმული პაციენტებისათვის დოზირების სქემა იგივეა, რაც მოზრდილი პაციენტებისათვის. სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან არსებობს გულის მხრივ პრობლემების განვითარების რისკი (იხ. პუნქტი “სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები”)
თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის
თირკმელის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის (გფს 10-80მლ/წთ) მქონე პაციენტები არ საჭიროებენ დოზის მოდიფიცირებას
სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში (გფს ˂10მლ/წთ) (იხ. პუნქტი “სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები”)
ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტები არ საჭიროებენ დოზის მოდიფიცირებას. აზიტრო-დენკი არ მიიღება მწვავე უკმარისობის შემთხვევაში (იხ. პუნქტი “სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები”)
უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ აზიტრო-დენკის ეფექტი არის ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერი

აზიტრო-დენკის დოზის გადაჭარბება
უნდა მიემართოს ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების განყოფილებას დაუყონებლივ. Dდოზის გადაჭარბების ტიპიური ნიშნები არის სმენის გარდამავალი დაქვეითება, ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი

აზიტრო-დენკის დოზის გამოტოვება
არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება. აზიტრო-დენკით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დანიშნულების გეგმის შესაბამისად. უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტმა გამოტოვა რამდენიმე დოზა, ან შეცდომით, მიიღო დოზირებისაგან განსხვავებული რაოდენობა, ისე რომ მდგომარეობის ნებისმიერი შესაძლო გაუარესების რისკი გამოვლენილი იყოს დროულად.

აზიტრო-დენკით მკურნალობის შეწყვეტა
იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული, დაავადების რეციდივი ან მდგომარეობის გაუარესება, უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების სრული დაცვა, ანუ იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა ან დაავადების ნიშნები გაქრა სრულიად. აქედან გამომდინარე, აზიტრო-დენკით მკურნალობის შეწყვეტამდე ყოველთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება
უნდა მიემართოს ექიმს დაუყონებლივ თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე – პაციენტს შესაძლებელია დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში, თუმცა 1 000 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
• ალერგიული რეაქციები, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: ქავილს ან გამონაყარს, სახის, ტუჩების, ენის, სხეულის შეშუპება ან სუნთქვის გართულება. მწვავე ალერგიული ნიშნების გამოვლენის სიხშირე (ანაფილაქსიური რეაქციები) არ არის ცნობილი
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში, თუმცა 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
• განსაკუთრებით ვლინდება კანის და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე)
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)
• მსხვილი ნაწლავის ანთება, დიარეასთან ერთად (ზოგიერთ შემთხვევაში სისხლით), ტკივილი და ცხელება
• შეიძლება გამოვლინდეს მწვავე დარღვევები ღვიძლის მხრივ ან ღვიძლის უკმარისობა, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სწრაფად განვითარებადი დაღლილობის შეგრძნება, რაც დაკავშირებული იქნება კანის ან თვალების თეთრი გარსის სიყვითლით, შარდის მუქი შეფერილობა, სისხლდენის ტენდეცია
• მწვავე რეაქციები კანის მხრივ, ე.წ სტივენ ჯონსის სინდრომი. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანზე წითელი ან იასამნისფერი შეფერილობის გამონაყარს, რაც შესაძლებელია გამოვლინდეს საათების ან დღეების განმავლობაში, გამონაყარი კანზე ან ლორწოვან გარსზე, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის და თვალების გარშემო, კანის აქერცვლა
• სერიოზული რეაქციები კანის მხრივ, კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპებასთან ერთად და სხეულზე კანის დიდი ზონის აქერცვლა (მულტიფორმული ერითემა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი)
• თირკმელის მხრივ ანთება ან უკმარისობა, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: ღამის განმავლობაში გახშირებული შარდვა, კუნთების გაღიზიანება და სპაზმი, მადის დაკარგვა, ავადმყოფობა ან ავადმყოფობის შეგრძნება, უსიამოვნო გემო პირის ღრუში

სხვა გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირად: (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
• დიარეა
ხშირად: (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში, თუმცა 100 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
• თავის ტკივილი
• ღებინება, მუცლის ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)
• სისხლის მაჩვენებლების ცვლილება (ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა, ბაზოფილის უჯრედების რაოდენობის მომატება, მონოციტების რაოდენობის გაზრდა, ნეიტროფილების რაოდენობის გაზრდა), სისხლის ბიკარბონატის შემცირება
არახშირად: (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში, თუმცა 1 000 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
• სოკოვანი ინფექცია (კანდიდოზი), ვაგინალური ინფექცია, პნევმონია, ბაქტერიული დაავადებები, ყელის ინფექციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, სუნთქვის მხრივ გართულებები, რინიტი, პირის ღრუს კანდიდოზი
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეუტროპენია და ლეუკოპენია), სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის მომატება (ეოზინოპენია)
• მადის დაქვეითება (ანორექსია)
• ნერვოზულობა, უძილობა
• თავბრუსხვევა, ძილიანობა, გემოვნების მხრივ დარღვევები, კანის მხრივ უჩვეულო შეგრძნებები მაგალითად კიდურებში გაბუჟების შეგრძნება (პარაესთეზია)
• მხედველობის მხრივ დარღვევები
• სმენის მხრივ დარღვევები, “ქსელის” შეგრძნება ან ვერტიგო
• გულის მხრივ დატვირთვა ან გულისცემის გახშირება (პალპიტაცია)
• სახის, კისრის ან მკერდის ზედა ნაწილის გაწითლება
• ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა
• ყაბზობა, შებერილობა, მონელების გართულება (დისპეფსია), კუჭის გარსის ანთება (გასტრიტის), ყლაპვის გართულება, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), პირის სიმშრალე, წყლულები პირის ღრუში, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის)
• ქავილი, გამონაყარი კანზე, “ჭინჭრის” გამონაყარი (ჭინჭრის ციება), კანის შიმშრალე, ჭარბოფლიანობა
• სახსრების დაავადება (ოსტეოართრიტი), კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი
• ტკივილი შარდვის დროს, თირკმლის მხრივ ტკივილი
• სისხლდენა საშვილოსნოდან არარეგულარული ინტერვალით, სათესლე ჯირკვლების მხრივ დარღვევები
• ქსოვილებში სითხის დაგროვება (ედემა), სახის (ედემა) ან ხელების, ფეხების ან კიდურების შეშუპება (პერიფერიული ედემა), სისუსტის და დაღლილობის სეგრძნება (ასთენია), ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება, გადაჭარბებული ძილიანობა, მკერდის ტკივილი, სიცხე, ტკივილი
• ღვიძლის ფერმენტების მხრივ ცვლილებები (ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, ალანინამინოტრანფერაზას მომატება), სისხლის მაჩვენებლების ცვლილება (სისხლში ბილირუბინის მომატება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში კალიუმის უჩვეულო რაოდენობა, სისხლში ალკალინფოსფატის დონის გაზრდა, ქლორიდის გაზრდა, შაქრის დონის გაზრდა, თრომბოციტების რაოდენობის მომატება, ჰემატოკრიტის შემცირება, ბიკარბონატის დონის გაზრდა, ნატრიუმის უჩვეულო რაოდენობა)
• ჩატარებული პროცედურის შემდეგი გართულებები
იშვიათად: (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში, თუმცა 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
• მოუსვენრობა
• დეპერსონალიზაცია
• ღვიძლის ფუნქციის უჩვეულო ტესტები
• მზის სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
უცნობი სიხშირით: (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)
• სისხლის ანალიზების ცვლილებები, როგორიც არის თრომბოციტების რაოდენობის შეცირება (თრომბოციტოპენია), რაც აუცილებელია სისხლის შედედებისათვის და სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგიური დარღვევა (ჰემოლიზური ანემია) რაც გამოიხატება სიფერმკრთალით, ქოშინით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით
• აგრესიული ქცევა, შფოთვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები
• ცნობიერების მოულოდნელი დაკარგვა (სინკოპე), კრუნჩხვა, დაქვეითებული კანის მგრძნობელობა
• ჰიპერაქტიურობა, ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა, ყნოსვის შეგრძნების ცვლილება, კუნთების სწრაფი გადაღლა (მიასთენია გრავისი)
• სმენის მხრივ დარღვევები, მათ შორის სიყრუე ან/და ყურებში ხმაურის შეგრძნება (ტინიტუსი)
• გულის რითმის მხრივ დარღვევები, მათ შორის გახშირებული გულისცემა (პარკუჭოვანი ტაქიკარდა); ელექტროკარგიოდრამის ცვლილების მომატებული რისკი (Qთ ინტერვალის გახანგრძლივება და ტორსადეს დე პოინტეს), განსაკუთრებით იმ პაციენტებში რომლებიც მიდრეკილნი არიან ამგვარი ცვლილებებისაკენ (იხ. პუნქტი სიფრთხილით და სიფრხილის ზომები)
• არტერიული წნევის დაქვეითება
• ენის გაუფერულება, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
• სახსრების ტკივილი

5. აზიტრო-დენკის შენახვის წესი
აღნიშნული მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია “Eხპ”-ის შემდეგ. ვალიდურობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. შენახვის ვადა 36 თვე. ინახება 250ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, თუ მომხმარებელმა აღმოაჩინა აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტზე რაიმე ცვლლება. არ შეიძლება დაზიანებული შეფუთვის გამოყენება ან თუ აღინიშნება დაზიანების ნიშნები. 

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
აზიტრო-დენკის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის აზიტრომიცინი
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აზიტრომიცინს (აზიტრომიცინის მონოჰიდრატის სახით)
სხვა ნივთიერებები:
ტაბლეტის შიგთავსი: კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის დოდეცილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ა ტიპი), ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 6000, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171)

აზიტრო-დენკის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრი მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. აზიტრო-დენკი ხელმისაწვდომია შეფუთვაში 6 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
გერმანია

 

მეტი ინფორაცია
Units 6
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy