Betamox plus - ბეტამოქსი პლიუსი 1000მგ 16 ტაბლეტი

15,05 ლ
მარაგშია
SKU
56048_2536

ჩვენება: მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: შუა ყურის ინფექციები და სინუსიტი სასუნთქი გზების ინფექციები საშარდე გზების ინფექციები კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები.

ბეტამოქს პლიუსი

875 მგ + 125 მგ შემოგარსული ტაბლეტები

(ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა)

ამ მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა.

- შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელახალი წაკითხვის აუცილებლობა გქონდეთ.

- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ (ან თქვენს ბავშვს).

დაუშვებელია მისი სხვისთვის მიცემა; მედიკამენტი შესაძლოა მათთვის საზიანო იყოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ დაავადების ნიშნები ერთნაირია. 

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამწვავების ან იმ გვერდითი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

1. რა არის ბეტამოქს პლიუსი  და რისთვის გამოიყენება

ბეტამოქს პლიუსი არის ანტიბიოტიკი და კლავს ბაქტერიებს რომლებიც იწვევენ ინფექციებს.

შეიცავს ორ სხვადასხვა მედიკამენტს სახელად ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი ეკუთვნის პენიცილინებად წოდებულ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც, ზოგჯერ, შესაძლოა ხელი შეეშალოს მოქმედებაში (გახდეს უმოქმედო). მეორე აქტიური კომპონენტი (კლავულანის მჟავა) ახდენს მსგავსი ფაქტის თავიდან აცილებას.

ბეტამოქს პლიუსი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

- შუა ყურის ინფექციები და სინუსიტი

- სასუნთქი გზების ინფექციები

- საშარდე გზების ინფექციები

- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის დენტალური ინფექციები

- ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

2. ბეტამოქს პლიუსის მიღებამდე

არ მიიღოთ ბეტამოქს პლიუსი 

- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას, პენიცილინის ან ბეტამოქს პლიუსის სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6). 

- თუ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ნებისმიერ ანტიბიოტიკზე. ეს შესაძლოა იყოს კანის სიწითლე ან სახის ან კისრის შეშუპება.

- თუ ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (მოყვითალო კანი), როდესაც მიიღეთ რომელიმ ანტიბიოტიკი.

არ მიიღოთ ბეტამოქს პლიუსი თუ თქვენ შეგესაბამებათ ზემოთ აღწერილი რომელიმე პირობა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქს პლიუსის მიღებამდე.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება ბეტამოქს პლიუსის მიმართ

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე, თუ:

- გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი,

- მკურნალობთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებს,

- არ გაქვთ რეგულარული შარდის ნაკადი.

თუ არ ხართ დარწმუნებული რომ ზემოთ აღწერილი პირობები თქვენ შეგესაბამებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქს პლიუსის მიღებამდე.

ზოგიერთ შემთხვევებში, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოარკვიოს იმ ბაქტერიის სახეობა რომელიც იწვევს ინფექციას. შედეგების მიხედვით, შესაძლოა დაგინიშნოთ ბეტამოქს პლიუსის განსხვავებული ფორმულირება ან სხვა მედიკამენტი.

ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ

ბეტამოქს პლიუსმა შესაძლოა გააუარესოს ზოგიერთი არსებული დაავადება ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. მათ შორისაა ალერგიული რეაქციები, კონვულსიები და მსხვილი ნაწლავის ანთება.

უნდა იყოთ ყურადღებით შემდეგ სიმპტომებზე ბეტამოქს პლიუსის მიღების პერიოდში, რათა შემცირდეს ნებისმიერი პრობლემის გამოვლინების რისკი.

იხილეთ „ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ“ მე-4 ნაწილში.

სისხლისა და შარდის ანალიზები

თუ გაიკეთეთ სისხლის ანალიზები (როგორებიცაა ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრა ან ტესტი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად) ან შარდის ანალიზები (რაც შეეხება გლუკოზას), გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ექთანს ბეტამოქს პლიუსის მიღების შესახებ, რადგანაც ამ მედიკამენტს შეუძლია იმოქმედოს ამ სახის ანალიზების შედეგებზე.

ბეტამოქს პლიუსის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან მიიღეთ ამას წინათ სხვა მედიკამენტი, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტები.

თუ იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ) ბეტამოქს პლიუსთან ერთად, უფრო მოსალოდნელია რომ ამან გამოიწვიოს თქვენში კანის ალერგიული რეაქცია.

თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ) თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს შეუსაბამოს ბეტამოქს პლიუსის დოზა. 

თუ მედიკამენტები რომლებიც თრომბების წარმოქნმას უშლის ხელს (როგორიცაა ვაფარინი) იქნა მიღებული ბეტამოქს პლიუსთან ერთად, შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზების ჩატარება.

ბეტამოქს პლიუსმა შეიძლება გავლენა იქონიოს მეთოტრექსატის (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ) მოქმედების ფორმაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

თუ ხართ ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვების პერიოდში, გთხოვთ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ბეტამოქს პლიუსმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები და ამ სიმპტომებმა შეიძლება მართვის უნარი წაგართვათ.

არ მართოთ ან გამოიყენოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი ან მექანიზმი, გარდა იმისა თუ თავს კარგად გრძნობთ. 

3. როგორ მიიღება ბეტამოქს პლიუსი

მიიღეთ ბეტამოქს პლიუსი ყოველთვის ექმის მითითებების საფუძველზე. თუ გაგიჩნდათ კითხვები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით ≥ 40 კგ

• ჩვეულებრივი დოზა - 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში

• მაღალი დოზა - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში

ბავშვები სხეულის მასით < 40 კგ

6 ან ნაკლები წლის ასაკის ბავშვების მკურნალობა უმჯობესია ბეტამოქს პლიუსის  ორალური სუსპენზიით.

რჩევა თხოვეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქს პლიუსის ტაბლეტის სახით მიღებაზე ბავშვისთვის რომელიც 40 კგ-ზე ნაკლებს იწონის.

თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

- თუ გაქვთ თირკმელების პრობლემა, დოზა შესაძლებელია შესაცვლელი იყოს.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა აირჩიოს ან სხვა წამალი ან განსხვავებული დოზა.

- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ხშირი ანალიზები რათა შემოწმდეს ღვიძლის ფუნქციონირება.

როგორ მიიღება ბეტამოქს პლიუსი

• გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად, კვების დასაწყისში ან ცოტათი ადრე.

• გაანაწილეთ დოზები ერთნაირად დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.

• არ მიიღოთ ბეტამოქს პლიუსი 2 კვირაზე მეტ ხანს. თუ თავი უკეთესად არ იგრძენით, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.

თუ მიიღეთ უფრო მეტი ბეტამოქს პლიუსი ვიდრე უნდა მიგეღოთ

თუ ჭარბი დოზით მიიღებთ ბეტამოქს პლიუსს, სიმპტომები შესაძლოა იყოს კუჭის გაღიზიანება (ღებინების შეგრძნება, გულისრევა ან დიარეა) ან კონვულსიები. შეატყონიმეთ თქვენს ექიმს როგორც კი შეძლებთ. 

წაიღეთ ბეტამოქს პლიუსის შეფუთვა ექიმისთვის საჩვენებლად.

თუ დაგავიწყდათ ბეტამოქს პლიუსის მიღება

თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. არ უნდა მიიღოთ შემდეგი დოზა ზედმეტად ადრე, დაიცადეთ დაახლოებით 4 საათი მაგ დოზის მიღებამდე.

თუ შეწყვეტთ ბეტამოქს პლიუსის მიღებას

გააგრძელეთ ბეტამოქს პლიუსის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, მიუხედავად იმისა თავს უკეთ იგრძნობთ თუ არა.

აუციებელია ყველა დანიშნული დოზის მიღება ინფექციის დასამარცხებლად. თუ რომელიმე ბაქტერიები გადარჩნენ, შეუძლიათ ხელახლა გამოიწვიონ ინფექცია (რეციდივი).

თუ კიდევ გაქვთ კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკმენტი, ბეტამოქს პლიუსსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა არ ვლინდება ყველა ადამიანში. 

ნიშნები რომლებზეც ყურადღებით უნდა იყოთ მოიცავს შემდეგს:

ალერგიული რეაქციები

- გამონაყარი კანზე;

- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რასაც შესაძლოა გამოიავლინოს წითელი მოზრდილი ლაქები ან პურპურა კანზე, მაგრამ გარდა კანისა შეუძლიათ ასევე სხეულის სხვა ნაწილებზე იქონიონ გავლენა;

- სიცხე, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის ლიმფური ჯირკვლების ანთება;

- შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის (ანგიოდემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;

- გულისწასვლა.

მიმართეთ მაშინვე თქვენს ექიმს თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოვლინდა. შეწყვიტეთ ბეტამოქს პლიუსის მიღება.

მსხვილი ნაწლავის ანთება

მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს თხელ დიარეას როგორც წესი სისხლიანს ან ლორწოვანს, ტკივილს კუჭში და/ან სიცხეს.

მიმართეთ რაც შეიძლება მალე თქვენს ექიმს რჩევისთვის, თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი გამოვლინდა. 

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ზე მეტს 10 ადამიანში:

- დიარეა (მოზრდილებში).

ხშირი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ს 10 ადამიანში:

- კანდიდოზი (საშოს, პირის ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია), 

- ღებინების შეგრძნება (გულისრევა) განსაკუთრებით მაღალი დოზის დროს

თუ მოხდა, მიიღეთ ბეტამოქს პლიუსი კვებამდე

- ღებინება;

- დიარეა (ბავშვებში).

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ს 100 ადამიანში:

- გამონაყარი კანზე;

- ჭინჭრის ციება;

- დისპეფსია;

- თავბურსხვევა; 

- თავის ტკივილი.

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ანალიზებში გამოვლინდეს:

- ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტები) მომატება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოუვლინდეს 1-ს 1000 ადამიანში:

- გამონაყარი კანზე, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას პატარა ბუშტები (ცენტრალური მუქი ლაქა, რომელიც ირგვლივ უფრო ფერმკრთალია და შემოსაზღვრულია მუქი ხაზით - მულტიფორმული ერითემა).

თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს.

იშვიათი გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ანალიზებში გამოვლინდეს:

- კოაგულაციაში ჩართული სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება,

- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.

სხვა გვერდითი მოვლენები

გამოვლინდა სხვა გვერდითი ეფექტები ძალიან ცოტა ადამიანში, მაგრამ ზუსტი სიხშირე უცნობია:

- ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ);

- მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ);

- კანის მძიმე რეაქციები:

- კანის გამონახარი რომელიც ვრცელდება ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, კერძოდ პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების გარსემო (სტივენს-ჯონსის სინდრომი), და სხვა უფრო მძიმე ფორმა რაც იწვევს კანის მნიშვნელოვან აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტს - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

- კანის მოწითალო გამონაყარი და გავრცელებული პატარა ჩირქოვანი ბუშტუკები (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი);

- ქერცლიანი და წითელი გამონაყარი და კანქვეშა ამობურცულებით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

მიმართეთ მაშინვე თქვენს ექიმს თუ შეამჩნევთ ამ რომელიმე სიმპტომს.

- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

- სიყვითლე, გამოწვეული ბილირუბინის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ნივთიერება) მომატებით სისხლში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და თვალების თეთრი ნაწილის მოყვითალო შეფერილობა.

- თირკმლის მილაკების ანთება;

- სისხლის შედედების დროის მომატება;

- ჰიპერაქტიურობა;

- კონვულსიები (ადამიანებში რომლებიც იღებენ ბეტამოქს პლიუსის მაღალ დოზას ან აქვთ თირკმლის პრობლემები;

- შავი ენა, გამოიყურება როგორც თმიანი;

- ლაქები კბილებზე (ბავშვებში), რაც როგორც წესია გამოხეხვასთან ერთად ქრება.

გვერდითი მოვლენები რომლებიც შესაძლოა სისხლს ან შარდის ანალიზებში გამოვლინდეს:

- ლეოკოციტების რაოდენობის მკაფიო შემცირება;

- ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია);

- კრისტალები შარდში.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები რომლებიც ამ ბროშურაში არ არის მითითებული, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ბეტამოქს პლიუსი

შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში რათა დაიცვათ ნესტისგან.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და  შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ბეტამოქს პლიუსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ბოლო ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ბეტამოქს პლიუსი თუ გამოვლინდა გაუარესების აშკარა ნიშნები.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. 

ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ.

ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6. სხვა ინფორმაციები

როგორია ბეტამოქს პლიუსის შემადგენლობა

- აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.

თითო შემოგარსული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს 875 მგ ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატის ფორმით) და 125 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანის ფორმით).

- სხვა კომპონენტებია: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ცელულოზას აცეტოფტალატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400 და მაკროგოლი 6000.

როგორ გამოიყურება ბეტამოქს პლიუსი და როგორია მისი შეფუთვა

შემოგარსული ტაბლეტები მოთავსებულია Alu-oPA/Alu/PVC ბლისტერებში, შემდეგ კი მუყაოს ყუთში, და ხელმისაწვდომია 8, 12, 16, 20 და 100 ცალიან შეფუთვებში.

შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.
 

მეტი ინფორაცია
Units 16
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy