Duramox - დურამოქსი 125მგ/5მლ სუსპენზია 60მლ

5,44 ლ
მარაგშია
SKU
3326_399

ჩვენება: დურამოქსი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ენტეროკოლიტი, გონორეა და სხვა.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები კაფსულები, თითოეული მათგანი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 250 და 500 მგ-ს;

სუსპენზიის მოსამზადებელი მშრალი ნივთიერებები 125 მგ/5 მლ-ში და 250 მგ/5 მლ-ში, 60 და 100 მლ ფლაკონებში.
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი პენიცილინების ჯგუფიდან;
ფარმაკოლოგიური დახასიათება:
ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, აქვს სწრაფი შეწოვის უნარი (არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე) და სწრაფი დიფუზიით ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში და სითხეში.
ჩვენება:
დურამოქსი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ენტეროკოლიტი, გონორეა და სხვა.
დოზირება და მიღების წესი:
უფროსებისა და 10 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისათვის (40 კგ. წონის ზევით) ჩვეულებრივი დოზაა პერორალურად 250-500 მგ. ყოველ 8 საათში.
5-10 წლამდე ბავშვებისათვის 125 მგ. ყოველ 8 საათში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ სადღეღამისო დოზა 20 მგ/კგ სხეულის მასაზე
პრეპარატის მიღება სასურველია საკვების ან რძის მიყოლებით კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის სიმპტომების გაქრობიდან არანაკლებ 2-3 დღის განმავლობაში.

უკუჩვენება:
პენიცილინებისა და ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებანი:
სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს, რომლებიც ხასიათდებიან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებით და ასევე სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ეოზინოფილია, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.
შენახვის პირობები:
მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy