Zithrotel - ზიტროტელი 250მგ 6 ტაბლეტი
ჩვენება:სასუნთქი სისტემის ინფექციები(ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია) ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები(ანგინა,სინუსიტი,შუა ყურის ანთება) ქუნთრუშა.
შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების- აზითრომიცინის 250მგ-ს ან 500 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი:
მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი.
ზიტროტელი აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus, Streptococcus)) და გრამუარყოფითი (Haemophilus influenza, Helicobacter pyliri, Neisseria gonorroeae)). უჯრედშიდა და სხვა გამომწვევების მიმართ: Chlamydia trachomatis, pneumonia; Mycoplasma pneumonia, Ureaplasma urealiticum, Treponema pallidum. აზითრომიცინი მჟავე არეში სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500მგ-ის მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0,4მგ/ლ. ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია ნარჩუნდება უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5 - 7 დღის განმავლობაში.
ჩვენება:
სასუნთქი სისტემის ინფექციები(ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია)
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები(ანგინა,სინუსიტი,შუა ყურის ანთება)
ქუნთრუშა;
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები(წითელი ქარი, იმპეტიგო,მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები(გაურთულებელი ურეთრიტი და ცერვიციტი);
Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი,ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიციცხლო ჩვენებით.
დოზის გადაჭარბებისას: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.
დოზირება და მიღების წესი:
ზიტროტელი ინიშნება ჭამამდე 1სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500მგ ერთხელ დღეში, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე 250-500მგ დღიური დოზა ან 500მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში. (თერაპიული კურსი სულ 1,5გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1გ. ლაიმას დაავადების პირველი სტადიის სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1გ, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500მგ (თერაპიული კურსი 3გ).
ბავშვებში – პირველ დღეს 10მგ/კგ, შემდეგი ოთხი Dდღე – 5მგ/კგ დღიური დოზა ან სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზა 10მგ/კგ.თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30მგ/კგ სხეულის წონაზე.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, გამონაყარი.
Units | 6 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account