Clavera Bid - კლავერა BID 1000მგ 14 ტაბლეტი
ჩვენება:ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ გამძლე შტამებით, რომლებიც აპროდუცირებენ ბეტა-ლაქტამაზას, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები,შარდსასქესო სისტემის ინფექციები.
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ამოქსიცილინი 875მგ (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით), კლავულანის მჟავა 125მგ (კალიუმის კლავულანატის სახით)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, Opadry 04-F-28791 თეთრი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 4000, პოლიეთილენგლიკოლი 6000.
აღწერა
მოგრძო ფორმის, თეთრი ფერის, ოდნავ ამობურცული, უსუნო, ჰომოგენური ტაბლეტები, აპკიანი გარსით დაფარული, გრავირებით "DEVA" ერთ მხარეს, გამყოფი ხაზით მეორე მხარეს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პენიცილინის ჯგუფის, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან ერთად.
ათქ კოდი: J01CR02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამოქსიცილინი - ნახევრადსინთეზური, ფართო სპექტრის, ბაქტერიოციდული მოქმედების ანტიბიოტიკი მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ. ამოქსიცილინი იშლება ბეტა-ლაქტამაზებით და ამიტომ არ არის აქტიური იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც აპროდუცირებენ ამ ფერმენტებს. კლავულანის მჟავა, რომელიც სტრუქტურულად ჰგავს პენიცილინებს, ხასიათდება ინაქტივირების უნარით ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, -ეს ის ფერმენტებია, რომლებსაც გამოყოფენ პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები. განსაკუთრებით აქტიურია იმ ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, რომლებთანაც დაკავშირებულია შეძენილი წამლისმიერი რეზისტენტობა. შემადგენლობაში ერთდროულად ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის არსებობა უზრუნველყოფს აქტივობას ისეთი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის მიმართ, რომელიც ბეტა-ლაქტამაზების გამომუშავების გამო შლის ამოქსიცილინს. ამგვარად, ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკის - ამოქსიცილინის სპექტრი კიდევ უფრო ფართოვდება. ამიტომ კლავერა™ ბიდ ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკისა და ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორის თვისებებით.
ფარმაკოდინამიკა
ჩვეულებრივი მგრძნობიარე ფორმები
გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები
Bacillus anthracis
Enterococcus faecalis
Listeria monocytogenes
Nocardia asteroides
Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარენი)*
Streptococcus agalactiae*3
Streptococcus pyogenes*3 და სხვა ბეტა-ჰემოლიტიკური სტრეპტოკოკი*3
Streptococcus viridans
Staphylococcus saprophyticus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
კოაგულაზა-ნეგატიური სტაფილოკოკები (მეტაცილინის მიმართ მგრძნობიარე)
გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები
Bordetella pertussis
Haemophilus influenzae1
Haemophilus parainfluenzae
Helicobacter pylori
Moraxella catarrhalis*
Neisseria gonorrhoeae
Pasteurella multocida
Vibrio cholera
სხვა მიკროორგანიზმები
Borrelia burgdorferi
Leptospira ictterohaemorrhagiae
Treponema pallidum
გრამდადებითი ანაერობული მიკროორგანიზმები
Clostridium spp.
Peptococcus niger
Peptostreptococcus magnus
Peptostreptococcus micros
Peptostreptococcus spp.
გრამუარყოფითი ანაერობული მიკროორგანიზმები
Bacterodies fragilis
Bacteroides spp.
Capnocytophaga spp.
Eikenella corrodens
Fusobacterium nucleatum
Fusobacterium spp.
Porphyromonas spp.
Prevotella spp.
სახეობები შესაძლო შეძენილი რეზისტენტობის პრობლემებით
გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები
Escherichia coli*
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae*
Klebsiealla spp.
Proteus mirabilis
Proteus vulgaris
Proteus spp.
Salmonella spp.
Shigella spp.
გრამდადებითი აერობული მიკროროგანიზმები
Corynebacterium spp.
Enterococcus faeciumA
Streptococcus pneumoniae*3,2
Viridans group streptococcus3
ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკრორგანიზმები
გრამუარყოფითი აერობული მიკროროგანიზმები
Acinetobacter spp.
Citrobacter freundii
Enterobacter spp.
Hafnia alvei
Legionella pneumophila
Morganella morganii
Providencia spp.
Pseudomonas spp.
Serratia spp.
Stenotrophomas maltophilia
Yersinia enterolitica
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydia pneumoniae
Chlamydia psittaci
Chlamydia spp.
Coxiella burnetii
Mycoplasma pneumoniae
Mycoplasma spp.
Aსაშუალო ბუნებრივი მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმის გარეშე.
Bმეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები აგრეთვე რეზისტენტულია ამოქსიცილინ/კლავულანატის მიმართ.
1შტამები დაქვეითებული მგრძნობელობით, რომლებიც გვხვდება 10% ზე ნაკლები სიხშირით, ევროსაბჭოს ქვეყნების მონაცემებით.
2პენიცილინ რეზისტენტული Streptococcus pneumoniae-ს მიმართ არ შეიძლება ამოქსიცილინ/კლავულანატის გამოყენება.
3მიკროორგანიზმები, რომლებიც არ გამოყოფენ ბეტა-ლაქტამაზას, მგრძნობიარეა როგორც ამოქსიცილინის მიმართ, ასევე შეიძლება მგრძნობიარე იყოს ამოქსიცილინ/კლავულანატის მიმართ.
*ამოქსიცილინ/კლავულანატის ეფექტურობა დადგენილია კლინიკურ გამოკვლევებში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
შინაგანი მიღებისას პრეპარატის ორივე კომპონენტი - ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა- სწრაფად და სრულად შეიწოვება. ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1სთ-ში. ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის მცირე რაოდენობა უკავშირდება პლაზმის ცილებს, დაახლოებით 70% აღინიშნება პლაზმაში თავისუფალი სახით.
განაწილება
დაახლოებით 18% ამოქსიცილინი და 25% კლავულანის მჟავა უკავშირდება პლაზმის ცილებს. ამოქსიცილინის განაწილების ხილული მოცულობა 0.3-0.4ლ/კგ, კლავულანის მჟავის - 0.2ლ/კგ
ბიოტრანსფორმაცია
ამოქსიცილინი განიცდის ნაწილობრივ მეტაბოლიზმს, კლავულანის მჟავა- ინტენსიურ მეტაბოლიზმს.
გამოყოფა
ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი მოზრდილებში შეადგენს 1სთ-ს, საშუალო საერთო კლირენსი - დაახლობით 25ლ/სთ.
კლავერა™ ბიდ ტაბლეტების შინაგანი მიღებისას 250მგ/125მგ და 500მგ/125მგ პირველი 6 სთ-ის განმავლობაში დაახლოებით 60-70% ამოქსიცილინი და 40-65% კლავულანის მჟავა გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად. პრობენეციდის ერთდროული მიღება ანელებს ამოქსიცილინის გამოყოფას, მაგრამ არ მოქმედებს კლავულანის მჟავის თირკმლით გამოყოფაზე.
გამოყენების ჩვენება
კლავერა™ ბიდ გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ გამძლე შტამებით, რომლებით აპროდუცირებენ ბეტა-ლაქტამაზას:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები): ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია)
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მათ შორის ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები, გონორეა)
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, ცხოველების ნაკბენები)
- ოდონტოგენური ინფექციები (მათ შორის, დენტოალვეოლური აბსცესი)
- ძვლების და სასხსრების ინფექციები (მათ შორის, ოსტეომიელიტი)
- სხვა: სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები.
უკუჩვენება
ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების, ცეფალოსპორინების, სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ანამნეზში სიყვითლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევების არსებობა, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამოქსიცილინ/კლავულანატის ან პენიცილინის გამოყენებასთან.
განსაკუთრებული მითითება
თერაპიის დაწყებამდე პაციენტის ანამნეზში, აუცილებელია ზედმიწევნით დადგინდეს პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე და სხვა ალერგენებზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობა. ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის ( ანაფილაქსიური რეაქციები) მნიშვნელოვანი და ზოგჯერ ფატალური რეაქციები პენიცილინებით მკურნალობის დროს. ასეთი ტიპის რეაქციები უფრო ხშირია ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ ანამნეზში. რადგან ამოქსიცილინის მიღებისას შესაძლოა წითელასმაგვარი გამონაყარის გაჩენა, ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობისას თავი უნდა შევიკავოთ კლავერა™ ბიდ -ის გამოყენებისგან. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გახდეს რეზისტენტული ორგანიზმების გამრავლების მიზეზი. პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კლავერა™ ბიდ -ს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს, იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა პროთრომბინული დროის და სისხლდენის დროის გახანგრძლივება. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს უნდა იმყოფებოდნენ კონტროლის ქვეშ. ანტიკოაგულანტების საჭირო დონის შესანარჩუნებლად, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ზოგიერთ პაციენტებში კლავერა™ ბიდ -ის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების ცვლილება. თუმცა ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა მძიმე შექცევადი ქოლესტატიური სიყვითლე, და ასეთ შემთხვევებში უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დასრულებიდან 6კვირის განმავლობაში. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, პრეპარატ კლავერა™ ბიდ -ის დოზა კორექტირდება უკმარისობის სიმძიმის მიხედვით. პაციენტებში შარდვის შეკავებით, ძირითადად პარენტერალური მკურნალობის პირობებში, ძალიან იშვიათად აღინიშნება კრისტალურია. კრისტალურიის შესამცირებლად, რომელიც აღინიშნება ამოქსიცილინის მაღალი დოზით გამოყენებისას, რეკომენდებულია სითხის ადექვატური მიღება და შარდგამოყოფის ხელშეწყობა.
ყველა სახის ანტიბიოტიკის, მათ შორის ამოქსიცილინის, გამოყენებისას იყო ცნობები ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის განვითარების, მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიშ ფორმამდე. თუ ანტიბიოტიკების მოხმარების პერიოდში ან მკურნალობის დასრულების შემდეგ განვითარდა დიარეა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კოლიტის შესაძლო განვითარება. თუ შეიმჩნევა ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, პრეპარატის მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ამ შემთხვევაში პერისტალტიკის შემაფერხებელი პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია. შარდში გლუკოზის განსაზღვრისას არაფერმენტული გლუკოზაოქსიდაზური მეთოდის გამოყენებამ შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგი, ამიტომ ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია გამოყენებული იქნას ფერმენტული გლუკოზაოქსიდაზური მეთოდი. კლავერა ™ბიდ-ში კლავულანის მჟავას არსებობა შეიძლება გახდეს მიზეზი Ig G და ალბუმინის არასპეციური კავშირისა ერითროციტების მემბრანასთან და მივიღოთ კუმბსის სინჯის ცრუ დადებითი რეზულტატი.
კლავერა ™ ბიდ-ის ყოველი 5 მლ სუსპენზია და ტაბლეტი შეიცავს 23 მგ(1მმოლ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს; ნატრიუმის ასეთი რაოდენობისთვის რაიმე განსაკუთრებული მითითებები საჭირო არ არის.
კლავერა ™ ბიდ-ის სუსპენზია შეიცავს მეთილპარაბენს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრობენეციდი
პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლის ტუბულარულ სეკრეციას. პრეპარატ კლავერა™ ბიდ -თან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ამოქსიცილინის კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში, ამასთან კლავულანის მჟავის კონცენტრაცია არ იცვლება. ამის გამო არ არის რეკომენდებული კლავერა™ ბიდ -ის ერთდროული გამოყენება პრობენეციდთან.
ალოპურინოლი
ალოპურინოლის გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქციების გამოვლენის რისკის გაზრდა. არ არსებობს ინფორმაცია კლავერა™ ბიდისა და ალოპურინოლის ერთდროული გამოყენების შესახებ.
პერორალური კონტრაცეპტივები
ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკები, კლავერა™ ბიდ მოქმედებს ნაწლავის ფლორაზე, რომელიც ესტროგენის დაბალი რეაბსორბციის მიზეზს წარმოადგენს და შესაძლოა გამოიწვიოს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება.
პერორალური ანტიკოაგულანტები
არსებობს ცნობები სისხლდენის დროის გახანგრძლივების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ამოქსიცილინთან ერთად იღებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს. აღნიშნული პრეპარატების ერთროული გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა სისხლდენის დროისა და პროთრომბინული დროის მაჩვენებლების კონტროლი. გარდა ამისა შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.
მეტოტრექსატი
პენიცილინებმა შესაძლოა შეასუსტოს მეტოტრექსატის გამოყოფა და გაზარდოს ტოქსიურობის განვითარების რისკი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ორსულებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდული გამოცდიელბის გამო, არარეკომენდებულია მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში. ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება. განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, თუ ექიმი მის მიღებას არ ჩათვლის აუცილებლად.
ლაქტაცია
პრეპარატის ორივე აქტიური კომპონენტი-ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა-ხვდება დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მიღების სარგებელი აჭრბებს პოტენციურ რისკს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე
არ არის მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე არასასურველი ზემოქმედების შესახებ . მიუხედავად ამისა პრეპარატის მიღებისას დასაშვებმა გვერდითმა ეფექტებმა(მაგ.ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები) შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე
მიღების წესი და დოზა
ტაბლეტებს უნდა გადაიყლაპაოს მთლიანად, დაუღეჭავად. აუცილებლობის შემთხვევაში ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად და მიღებულ იქნეს დაუღეჭავად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან გვერდითი ეფექტების რისკის შემცირების მიზნით, პრეპარატი ინიშნება ჭამის წინ. ჭამის წინ მიღებისას პრეპარატის აბსორფცია იზრდება. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჩვენების მიხედვით, მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ,14 დღეზე მეტი ხნით დაუშვებელია.
მოზრდილები და ბავშვები 40კგ-ზე მეტი სხეულის წონით
რეკომენდებული დოზა:
- სტანდარტული დოზა (ყველა ჩვენებაზე): 1 ტაბლეტი (875მგ/125მგ) 2- ჯერ დღეში
- დიდი დოზა(განსაკუთრებით ოტიტის ,სინუსიტის, ქვედა სასუნთქი გზების და შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების დროს): 1 ტაბლეტი (875მგ/125მგ) 3-ჯერ დღეში;
ბავშვები 40კგ.-ზე ნაკლები სხეულის წონით
ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა როგორც სუსპენზიის ისე ტაბლეტების სახით.
რეკომენდირებული დოზა:
- დღე-ღამური დოზა 25მგ/3,6მგ/კგ-დან 45მგ/6,4მგ/კგ-მდე გაყოფილი ორ მიღებაზე
- დღე-ღამური დოზა 70მგ/10მგ/კგ-მდე გაყოფილი ორ მიღებაზე(ოტიტის ,სინუსიტის, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს)
25კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა სუსპენზიის სახით გამოიყენება
სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებს გლომერულური ფილტრაციის 30მლ/წთ-ზე მეტი სიჩქარით, დოზის კორექცია არ სჭირდებათ
პაციენტებისთვის, გლომერულური ფილტრაციის 30მლ/წთ-ზე ნაკლები სიჩქარით , ამოქსიცილინი/კლავულინის მჟავის მიღება რეკომენდირებული არ არის
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს დოზირება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ღვიძლის ფუნქციები უნდა იყოს რეგულარული დაკირვების ქვეშ.
პედიატრიული პაციენტები
ბავსვებს 6 წლის ქვემოთ სასურველია მკურნალობა ჩაუტარდეს პრეპარატით კლავერა™ ბიდ-ი
შიგნით მისაღები სუსპენზია.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექციას არ საჭიროებენ
გვერდითი მოვლენები
წარმოქმნის სიხშირე: ძალიან ხშირად(≥1/10); ხშირად( ≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუხშირად ( ≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად(( ≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით)
ინფექციები და ინვაზიები
ხშირად: კანისა და ლორწოვანი გარსის კანდიდოზი
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მრივ
იშვიათად: ტრანზიტორული ლეიკოპენია(მათ შორის ნეიტროპენია), თრომბოციტოპენია;
ძალიან იშვიათად: ტრანზიტორული აგრანულოციტოზი და ჰემოლიტური ანემია, სისხლდენის და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება
იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატის მაგვარი სინდრომი, ჰიპერმგრნობელობითი ვასკულიტი
ნერვული სისტემის მხრივ
არცთუ ხშირად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
ძალიან იშვიათად: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, კრუნჩხვები, კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ან იმ პაციენტებში ვინც ღებულობს პრეპარატს დიდი დოზებით
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
მოზრდილები:
ძალიან ხშირად: დიარეა
ხშირად: გულისრევა , ღებინება
ბავშვები:
ხშირად: დიარეა, გულისრევა ღებინება
ყველა პოპულაციაში: გულისრევა უმეტესად ვითარდება დიდი დოზების მიღებისას; კუჭ-ნაწლავის გამოხატული სიმპტომები შეიძლება შევამციროთ პრეპარატის მიღებით ჭამის წინ.
არცთუ ხშირად: დისპეფსია
ძალიან იშვიათად: კოლიტი, ასოცირებული ანტიბიოტიკების მიღებასთან (ფსევდომემბრანოზული კოლიტი, ჰემორაგიული კოლიტი.)
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
არცთუ ხშირად: პაციენტები,რომლებიც ღებულობენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, აღენიშნათ ასტ და/ან ალტ დონის ზომიერი, უსიმპტომო მატება, ამის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია;
ძალიან შვიათად: ჰეპატიტი და ქოლესტატიური სიყვითლე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ასევე სხვა პენიცილინების და ცეფალოსპორინების გამოყენების.
ღვიძლის მხრიდან სიმპტომები უმეტესად გვხვდება მამაკაცებში ან ასაკოვან პაციენტებში და შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის ხანგრძლივ მოხმარებასთან. ბაშვებში მსგავსი სიმპტომები იშვიათად გვხვდება. ღვიძლის ჩართულობის სიმპტომები როგორც წესი ვითარდება მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის შემდგომ, მალევე. ზოგჯერ პრეპარატის მოხსნიდან მხოლოდ რამოდენიმე კვირის შემდეგ. ისინი როგორც წესი შექცევადია მაგრამ შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გამოხატული.იშვიათად მთავრდება ლეტალურად. მსგავსი სიმპტომები ვლინდება ძირითადად მძიმე დაავადებების ან ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებთან იმავდროული მიღებისას
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არცთუ ხშირად: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება
იშვიათად: მრავალფორმიანი ერითემა
ძალიან იშვიათად : სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, კანის რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თირკმლის და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია.
ცნობები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობებს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ, მას შემდეგ რაც სამკურნალო საშუალება იქნა რეგისტრირებული. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს ხანგრძლივი კონტროლი სამკურნალო საშუალების მოხმარების შეფარდებისა სარგებელი/რისკი .
არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
დოზის გადარჭარბება
პრეპარატ კლავერა™ ბიდ -ს გამოყენებისას დოზის გადაჭარბების რისკი მცირეა. დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომატური მკურნალობა. პრეპარატი კლავერა™ უნდა იქნას გამოდევნილი სისხლიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით.
გამოშვების ფორმა
კლავერა™ ბიდ 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ბლისტერზე. 2 ბლისტერი (10 ან 14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 °С, ორგინალურ შეფუთვაში, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
ვარგისობის ვადა
2 წელი
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Units | 14 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account