Clavomed - კლავომედი სუსპენზია 312.5/5მლ 80მლ
ჩვენებები:ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.
წამლის ფორმა
ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.
შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: 156,25 მგ/5 მლ 312,5 მგ/5 მლ
აქტიური ნივთიერებები:
ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) 125 მგ 250 მგ
კლავულანის მჟავა (კალიუმის მარილის ფორმით) 31.25 მგ 62.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი უწყლო, ქსანტანის გუმფისი, სილიციუმის დიოქსიდი, სილიციუმის ანჰიდრიდი კოლოიდური, მიკ-როსკრისტალური ცელულოზა, არომატიზატორი “ალუბალი”, მანიტოლი.
პრეპარატის ათქ კოდი: J01CR02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.
ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფიდან β-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან _ კლავულანის მჟავასთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამოქსიცილინი _ ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფიდან, აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ.
კლავულანის მჟავა _ β-ლაქტამური ნაერთი, გააჩნია β-ლაქტამაზების (ფერმენტები, რომლებსაც ჩვეულებრივ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები აპროდუცირებენ) ფართო სპექტრის ინაქტივირების უნარი. კლავომედის შემადგენლობაში კლავულანის მჟავის არსებობა ამოქსიცილინს იცავს β-ლაქტამაზების დამაზიანებელი მოქმედებისაგან და აფართოებს მისი ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრს მასში პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ ჩვეულებრივ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჩართვით.
კლავომედი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
- გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis, Corynebacterium spp., Enterococcus faecalis, Enterococcus faecium, Listeria monocytogenes, Nocardia asteroides, Staphylococcus aureus, კოაგულაზონეგატიური სტაფილოკოკები (Staphylococcus epidermidis-ის ჩათვლით), Streptococcus spp. (Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans-ის ჩათვლით);
- გრამდადებითი ანაერობული მიკროორგანიზმები: - Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.;
- გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: - Bordetella pertussis, Brucella spp., Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis), Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pateurella multocida, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholerae, Yersinia enterocolitica;
- გრამუარყოფითი ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis--ის ჩათვლით), Fucobacterium spp.;
- სხვა მიკროორგანიზმები: - Borrelia burgdorferi, Chlamydia spp., Leptospira icterohaemorrhagiae, Treponema pallidum.
ფარმაკოკინეტიკა
ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პა-რა¬მეტრები მსგავსია. შიგნით მიღებისას ორივე კომპონენტი კარგად აბსორბირდება; საკვების მიღება შეწოვის ხარისხზე გავლენას არ ახდენს. ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი 1-1.5 საათს შეადგენს.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
– ზედა სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, მწვავე და ქრონიკული შუა ოტიტი);
– ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მ.შ., ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია და ბრონქოპნევმონია);
– საშარდე გზების ინფექციები (მ.შ., ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი);
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მ.შ., ფურუნკულოზი, ჭრილობის ინფექცია, ფლეგმონა);
– ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მ.შ., ქრონიკული ოსტეო-მიელიტი);
– სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
– სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მ.შ., გონორეა, შანკროიდი);
– ოდონტოგენური ინფექციები;
– ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას;
– ცხოველებისა და ადამიანის ნაკბენები.
უკუჩვენებები
- პენიცილინური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ქოლესტაზური სიყვითლე ან ჰეპატიტი;
- ღვიძლის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები
ჯვარედინი მგრძნობელობის შესაძლო განვითარების გამო სიფრთხილით ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინებზე, პენიცილინებზე და სხვა ალერგენებზე.
კლავომედის გამოყენებას უნდა ვერიდოთ ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში ამოქსიცილინმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი კანზე, რაც დაავადების დიაგნოსტიკას ართულებს.
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.
ამოქსიცილინის მაღალი დოზებით გამოყენებისას რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება და ადეკვატური დიურეზის შენარჩუნება ამოქსიცილინის კრისტალების წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად.
პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია სისხლწარმოქმნის, თირკმელების, ღვიძლის ფუნქციების პერიოდული კონტროლი.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტები უმეტეს შემთხვევაში სუსტად გამოხატულია და შექცევად ხასიათს ატარებენ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: უმადობა, გულისრევა, ღებინება დიარეა. მსგავსი არასასურველი ეფექტების თავიდან აცილება შესაძლებელია კლავომედის მიღებით ჭამის დროს.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ერთეულ შემთხვევებში მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება.
არსებობს ერთეული ცნობები ქოლესტაზური სიყვითლის, ჰეპატიტის, ღვიძლის ფუნქციების დარღვევების განვითარების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზები
სუსპენზიის მომზადების ინსტრუქცია:
ფხვნილს დაამატეთ 80 მლ ანადუღარი გაცივებული წყალი ორ ულუფად. შეავსეთ ბოთლი ნიშნულამდე და კარგად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულად გახსნამდე.
ყოველი მიღების წინ სუსპენზია შეანჯღრიეთ!
ოპტიმალური შეწოვისათვის და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ შე-საძ¬ლო გვერდითი ეფექტების შესამცირებლად კლავომედის მიღება რეკომენდებულია ჭამის წინ.
ახალშობილებისა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის სტანდარტული დოზა შეადგენს 30 მგ (ამოქსიცილინი)/კგ წონაზე დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებად.
ბავშვებში 3 თვის ასაკიდან და ზევით (სხეულის წონა ნაკლები 40 კგ-ზე):
სუსპენზიის (156,25 მგ/5 მლ და 312,5 მგ/5 მლ) რეკომენდებული დოზები ბავშვის ასაკისა და ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მიღების ჯერადობა – 3-ჯერ დღე-ღამეში.
ასაკი | საშუალო სიმძიმის ინფექციები | მძიმე ინფექციები | ||
სუსპენზია | სუსპენზია | |||
156,25მგ/5მლ | 312,5 მგ/5მლ | 156,25მგ/5მლ | 312,5 მგ/5მლ | |
ერთჯერადი დოზა | ||||
0-3 თვე | 1,5 მლ | - | 3 მლ | - |
3-12 თვე | 2,5 მლ | 1,25 მლ | 5 მლ | 2,5 მლ |
1-7 წელი | 5 მლ | 2,5 მლ | 10 მლ | 5 მლ |
7-14 წელი | 10 მლ | 5 მლ | - | 10 მლ |
ამოქსიცილინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს 45 მგ/კგ წონაზე გადაანგარიშებით.
კლავულანის მჟავის (კალიუმის მარილის ფორმით) მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს 10 მგ/კგ წონაზე გადაანგარიშებით.
პაციენტებისათვის თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ) დოზა ადეკვატურად უნდა შემცირდეს ან გახანგრძლივდეს მიღებათა შორის ინტერვალი.
კლავომედის სუსპენზიით მკურნალობა შეიძლება გაგ¬რძელდეს 14 დღე.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის და კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
აღწერილია ამოქსიცილინური კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობის განვითარებას.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. კლავომედი სისხლიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით გამოიყოფა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლავომედისა და პრობენეციდის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას, რაც იწვევს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის, დონის მომატებასა და პერსისტენციას.
ალოპურინოლისა და ამოქსიცილინის კომბინირებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკის მომატება.
გამოშვების ფორმა
ფხვნილი 80 მლ სუსპენზიის მოსამზადებლად 156,25 მგ/5 მლ ან 312,5 მგ/5 მლ შიგნით მისაღებად მუქი ფერის მინის ფლაკონში.
1 ფლაკონი დოზირებულ პლასტიკურ ჭიქასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მზა სუსპენზია შეინახეთ არაუმეტეს 10°C ტემპერატურაზე და გამოიყენეთ 7 დღის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account